კარგით ხო ჯანდაბას ვივაჟკაცებ და მოგიყვებით ერთ ისტორიას ,ოღონდ ერთი პირობით რომ ბოლოსში არ დამისვავთ შეკითხვას "ვისზეა ეს ყველაFერი?!"
ხოდა თუ გაინტერესებთ მოგიყვებით -)))
ესეიგი ერთ მშვენიერ დღეს შემოვდივარ ბოკეზე და ვხედავ რაღაც ძაან მაგარ Fოტოს თან კომენტარებია "ვაა როგორ შეცვლილხარ,წვერი მოგიშვია,იასაო ესაო" ხოდა დავინტერესდი ვინ არის ეს ყმაწვილი ეგრევე მიპასუხეს ჩვენი თანაFორუმელი არისო ნუ ამაზე უFრო გამიხარდა ჰმ... ნეტა ვინ არის ამისთანა
ეგრევე ნიკიც დაწერეს და შევძვერი მაგის პროFაილში,საინტერესო არაFერი ეწერა,თან აქტიურიც საერთოდ არ არის და "საბაბი" რომ მიმეწერა პმ თითქმის არ იყო არა და უზომოდ მინდოდა ...მაგრამ მალე ყველაFერი დამავიწყდა -)))
გავიდა დრო..სადღაც ალბათ ერთი წელი
და ბეშქენამ გახსნა თემა ,რომ აკეთებს რაღაც აქციას "მომავალი სიღარიბის გარEშე" და ყველას გვეპატიჟებოდა,იქიდან გამომდინარე რომ აქციების დიდი მოყვარული ვარ ,რა თქმა უნდა წავედი ,წავედი და... იმ აქციაზე სცენაზე ვდგავარ მუხლმოდრეკილი Fრანის გაგას წინაშე და ვუღებ Fოტოებს და უცებ ობიექტივში მომხვდა ისევ ის,ადამიანი Fოტოდან -)) გავგიჟდი,თითქოს თავლებს არ დავუჯერე ,წამოვწიე აპოარატი და სადღაც 5 წუთი დებილივით ვუყურებდი -))) მერე უნამუსოდ Fოტოც გადავიღე და სახლში რომ მოვედი შევადარე ხომ ზუსტად ის იყო თუ მელანდება -)))
გავიდა კიდევ რაღაც პერიოდი და როგორც იქნა ძალღონე მოვიკრიბე და გადავწყვიტე მიმეწერა პმ,არ მახსოვს ზუსტად რა მივწერე მაგრამ ძალიან სულელური რომ იყო ეგ მახსოვს -)))) გავიდა სადღაც 5 წუთი და პასუხი არ მომდიოდა ვიFიქრე ალბათ არც მომწერს მაგრამ აი მე 6 წუთზე მომივიდა პასუხი და აი ზუსტად მახსოვს რომ იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო -)))(ახლა ისეთი ღიმილით ვიხსენებ ამას რომ იცოდეთ-))
მაშინ ერთი სიმღერა ძალიან მიყვარდა და სრულიად შემთხვევით ვიპოვე ნეტში მაგისი კლიპი და ლინკი მივეცი ... შენ პირველად მაჩვენე ეს კლიპიო დიდი მადლობა ძალიან მიყვარს ეს სიმღერაო
ნუ მე ამ დროს უკვე მე 7 კი არა მე 17 ცაზე ვიყავი -)))
თუმცა ამ ერთი დღით ჩვენი ურთიერთობა " ამოიწურა ... გავიდა კიდევ ნახევარი წელი -)))) ისე რამდენი ხნის ამბავია ახლა რომ ვუკვირდები ვაიმეეე -))))))))))
ხოდა
მე და ჩემი მეგობარი შევხვდით დოლიძის კუთხეში, საღამოა სადმე გვინდა წასვლა მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ ,ბოლოს ჩამოვყალიბდით და გადავწყვიტეტ წასვლა პლეხანოვზე ზღარბთან (ნოდარი82) მაგრამ... უცებ მოვიდა რაღაც ავტობუსი ნომერი არ მახსოვს მაგრამ პირობითად 87 ვეძახი -)))) ხოდა არ ვიცი რა მეტაკა უცებ მოვკიდე ჩემს მეგობარს ხელი და ჩავჯექით ამ ავტობუსში ,ჩემი დაქალი გაგიჟდა კი მაგრამ სად მიდისო იცი?! მეთქი რა ნიშვნელობა აქვს წამო სადმე ხომ მიგვიყვანს .
ჩვენს გარდა არავინ იჯდა ,შემდეგი გაჩერება Fილარმონიასთან 51 სკოლასთან აღმოჩნდა რომ ჰქონდა და ვიყურები Fანჯარაში (ავტობუსი ჯერ გაჩერებული არ არის და ისევ იმას ვხედავ-))) თვალები გადმომივარდა ,ამასობაში ავტობუსიც გაჩერდა ,ეს ბიჭიც ამოვიდა,მძღოლდ ეკითხება "ოპერამდე მიდიხართ?" მე თვალს არ ვაშორებ მიხარია რომ ერთ ავტობუსში უნდა ვიმგზავროთ სადღაც დავFრინავ უკვე -))) და უცებ თითქოს რაღაცამ ცამარტყა თავში ,ეს იყო მძღოლის პასუხი "არა" და ვხედავ როგორც ჩადის ავტობუსიდან,კარები იკეთება და ისევ დგება გაჩერებაზე ....
უცებ ვერ მივხვდი ჩემს დაქალს ვეუბნები ნახე?დაინახე? და გაკვირვებული მიყურებს ვინ უნდა დამენახა?დღეს რაღაც ვერ ხარ შენ ...
ხო ზუსტადაც რომ ვერ ვიყავი -(((
შემდეგ გაჩერებაზე ჩავედით კი არა და ჩავირბინეთ ,Fილარმონიამდეც მივედით მაგრამ იქ აღარ იყო....
გავიდა კიდევ დაახლოებით 2 კვირა და Fრანის კონცერტი იყო ... ხათუნიამ მითხრა წამო წავიდეთ,როდემდე უნდა იყო ასე სულ უხასიათოდ,ტან მიზეზიც არავინ იცოდა .... კაი წავიდეთ ,მართლა როდემდე უნდა ვიჯდე სახლში ასე?!
Fრანის კონცერტის დღე...
მოზარდ მაყურებლის თეატრი მთლიანად გადავსებულია ,თვალებით ვეძებ იქნებ სადმე იყოს (ისიც არ ვიცი რატომ ვეძებ ,თუმცა ყველგან ყოველთვის ვეძებდი ...)კარები დაიკეტა,კონცერტი იწყებოდა და აი უცებ...კარები იღება და ინსტინქტურად თავი კარებისკენ შემოვატრიალე და ვხედავ რომ ის არის
აუ რა დამემართა ვერ აგიხსნით მართლა -))))
პარტერში გაიარა და აი Fილმებში როგორც ხდება ერთმანეთს რომ უყურებენ და რომ ვერ აცილებენ ვალს ასე ვიყავით...მაგრამ ეს რამოდენიმე წამი გაგრძელდა ...
საღამოს სახლში ისეთი ბედნიერი მოვედი,Fოტოები გადმოვიწერე კომპიუტერშAი და ბოკეზე ავტივრთე ერთი ...
და უცებ კომენტარი ...
" დღეს მემგონი Fრანის კონცერტზე დაგინახე ,პარტერში იჯექი,გავიარე და შემოგხედე ,მემგონი შენ იყავი თუ სწორად მახსოვს ავტობუსიდან"
ჩვენს ორს გარდა არამგონია ვინმე მიმხდარიყო ამ კომენტარს ... ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ... -))))ბავშურად ბედნიერი
აი მერე დაიწყო აქტიური ბოკეს პმობანა,რაღაც დროის მერე გადავედით იაჰოო მესსენჯერში და აი ასე გრძელდებოდა კიდევ რამოდენიმე თვე ...შეხვედრა არ გვინდოდა,ამდენ "შემთხვევით" შეხვედრის მერე დაგეგმილი შეხვედრა რაღაც არაორიგინალური " გვეჩვენებოდა,ხოდა ველოდებოდით "ბედი" როდის შეგვახვედრებდა -))) თუ შეგვახვედრებდა -)
შეგვახვედრა ,რაღაც აქციაზე მაგრამ.... -)))
ერთ დღეს ვლაპარაკობდით... და იქიდან გამომდინარე რომ მე სულ მოძრაობის თეატრს დავყვებოდი ,ხან სტუდიაში გადღებები ხან ქუჩაში...მაგას კიდევ ძალიან უნდოდა მათი გადაღება ... მოძრაობის თეატრს უნდა გადაეკეტა რუსთაველის გამზირი,მეც ვუთხარი თუ გინდა წამოდი გადასაღებად,არამგონია რომ შევძლო...ნუ კაი როგორც გინდა თქო და უცებ მეუბნება,ისე რუსტაველი თუ უნდა გადაკეტონ ალბათ ნიკალასთანაც გაივლიან ხო?
კი რა თქმა უნდა ვუპასუხე...სავარაუდოდ ხმაურით გაივლიან ხო?
გაკვირვებული ვუსმენდი რას მეკითხება ?! კი რა ტქმა უნდა ხმაურით მეთქი...
ხოდა აი ნიკალასტან რომ მოხვდები,მაგის მოპირდაპირე მხარის სახურავს შეხედე თუ რამეა იქ ვიქნები ...
ძალიან გამეცინა ამაზე და წავედი დასაძინებლად.
დილით დაthუნა ამოვიდა სევოსტოპოლზე ,აპარატი ავიღე და ცავედით რუსთაველზე მოძრაობის თეატრის გადასაღებად...და აი ავღმოჩნდით ნიკალასტან და უცებ გამახსენდა იმის სიტყვები "ნიკალასთან რომ მოხვდები მოპირდაპირე მხარეს სახურავზე ამოიხედე" და აი ამ ხმაურში ამდენ ხალხში უცებ ავიხედე არ ვიცი რას ველოდი ან რატომ ავიხედე ზუსტად ვიცოდი რომ იქ არ იყო და ვერც იქნებოდა ან საიდან იქნებოდა და გაოგნებული დავრჩი როდესაც დავინახე თან აპარატით ხელში -)))) და თან ხელს მიქნევდა იქიდან
ძალიან სასაცილო იყო...ამ დღის მერე მას კარლსონი ჰქვია -)))
შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები აღარ მოვყვები,ალბათ იმიტომ რომ არც არაFერია "განსაკუთრებული" მოსაყოლი...
უბრალოდ ახლაც ქუჩაში შემთხვევით რომ ვხვდებით ერთმანეთს...თბილად ვხვდებით.... და მე უზომოდ კარგად ,თბილად და ბავშურად მახსენდება ეს ყველაFერი,მეღიმება ....
და აი ეს Fოტო ყოველთვის იქნება ჩემი ,შენი და ვუდი ალენის -)))


და წიგნი ისევ მე მაქვს ,წაღება თუ გინდა არ მოგერიდოს -)
და გაიღიმე ,ხომ იცი მე მიყვარს როდესაც იღიმი და არ ზიხარ საშინლად სერიოზული სახით -))))
მორჩა,იმედია ბოლომდე ვინმე მაინც წაიკითხავს-)))
Added @ [mergetime]1231535694[/mergetime] CLOTILDA,
უი უკაცრავად სანამ მე ვწერდი შენ დაგიწყია თურმე... მომიტევე რომ "ჩაგეკვეხე "
-)))