Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ბოკელ შეყვარებულთა სია
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
CLOTILDA
ყველაფერი, რაც მანამდე განცდილი მქონდა ქალთან,რომელიც მიყვარდა და რაც კი ვნებათა ღელვა გადამეტანა ცხოვრებაში ერთად დამატყდა თავს და სისხლმა პირდაპირ ტვინისკენ გაიკვლია გზა და სულ ააფორიაქა ჩემი გონება...მანამდე მსგავსი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა,ერთ წამში სრული გარდაქმნა განიცადა ჩემმა თავისუფლებამ,მამაკაცურმა ჟინმა და ქალის აღქმამ ჩემს წარმოდგენაში მხოლოდ ერთი სახე-ხატი შექმნა- ეს იყო მისი სახე...(ვიღაცას შეიძლება გაზვიადებულად მოეჩვენოს,მაგრამ გეტყვით ,რომ ამაზე მეტი განვიცადე,ვიდრე ამის გადმოცემა შეიძლება).იმ მომენტშივე გავყევი და მთელი რუსთაველი ჩავიარეთ,არ ვგეგმავდი გაყოლას, საერთოდ არაფერს ვგეგმავდი,თავისით ფეხებმა წამიყვანეს მასთან,რაღაცას მივყავდი,ამხელა კაცი სულ მთლად გამოვშტერდი და კონტროლი დავკარგე!

მივედით საჯარო ბიბლიოთეკამდე...დღესაც არ მავიწყდება რა ნაზად მიარხევდა თეძოებს....გამაგიჟა რა!

ჰოოოო და!

შევიდა საჯარო ბიბლიოთეკაში,მე საშვი არ მქონდა მანამდე,მერე გავიკეთეDDDD.gifშევიდა და შევიდა ,სანამ არ დაკეტეს და ეგ უკანასკნელი მკითხველი არ დარჩა იქიდან არ გამოვიდა ,გავიდა კაი 4 საათი ,ამასობაში გამოვფხიზლდი და დავსახე გეგმა,რომელიც შევასრულე და ეგ ქალი ახლა ჩემი შვილების დედაა...
anana
CLOTILDA,


ბოდიშI დააააააააა...
რა ქვია თქვენს მეუღლეს.???
ადრე მეც დავდიოდი საჯაროში და იქნებ ვიცნობ.
საინტერესო ტიპი ჩანს, ესე საინტერესოდ რომ გაგაგიჟათ lol.gif
anika-zeppelin
DIKARKA,

angel.gif

:*
Archer
დინ გახსოვს მემუარებზე მეუბნებოდი? ხოდა დროა დაიწყო წერა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Nika Pkhakadze
რკინის DIKARKA,-ს უსაინტერესოესი ისტორია
გმადლობთ

Medea Sharikadze
anana ,,საინტერესოდ გაგიჟება'' მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ....


Added @ [mergetime]1231536747[/mergetime]
ჰო და ჩემო კლოტილდა DDDD.gif ამ ამბავს შენ გაცილებით უფრო საინტერესოდ ყვები ხოლმე,აქ რაღაც არ გამოგივიდაეტყობა წერა შენი სტილი არააDDDD.gif
Avtandil Mamulia
DIKARKA bravo.gif
Nini Mamaladze
DIKARKA,
wow blink.gif blink.gif blink.gif



CLOTILDA,
bravo.gif
vanikooo
ფოტოკლუბი კი არა ოდნოკლასნიკებია lol.gif lol.gif
Nino Baidauri
დინ, ბოლომდე წავიკითხე და გულახდილობაც გამიხსენი : ))))
ჰოდა, არც მე დამისვას ვინმემ კითხვა, ვისზე იყო ლაპარაკიო.
დინ, ხვალ რომ ამ პოსტს წავიკითხავ და რომ შემრცხვება, მერე ისიც რომ შემოვა და წაიკითხავს და გამიხურებს, რატომ დაწერეო, შენ მოგხვდება იცოდე DDDD.gif

ჰოდა იყო ასე... ერთ დღეს ერთ მივიწყებულ ფორუმზე შევედი და PM დამხვდა, არაფერი, მარტო ყვავილების ჩუქების სმაილი. ახალი დარეგისტრირებული ნიკი იყო და ჩავთვალე, ვინმე ძველია-თქო. მადლობა, მაგრამ რით დავიმსახურე-მეთქი, იმიტომ, რომ ასეთი კარგი ხარო, თუ რაღაც ასეთი იყო, ზუსტად არ მახსოვს, რა სიტყვებით. მერე ცოტა ხანს ვიპიემეთ, ხუმრობით, ირონიით და იუმორით. მე კიდევ მიყვარს ასეთი საუბარი, ჰოდა ისიც რომ კარგად ამყვა, შევყევით, ალბათ ამიტომ მივეცი სკაიპის ID, ლოგიკურად არ უნდა მიმეცა. ჰოდა... დავიმატე და ჰოი საოცრებავ DDDD.gif ავატარიც ვიცანი და ნიკიც. იმანაც შე ბოკელოო. მოკლედ ყველაფერი ელვის სიწრაფით განვითარდა, ირონია გაქრა და ეს ორი ზრდასრული ადამიანი თინეიჯერულ ოცნებებში გადაეშვა. ძალიან სახიფათო იყო. ვხვდებოდი, მაგრამ რეალობაში ვერ გადმომქონდა. ერთ ღამით გადმოვიდა და ზის ჯინჯერი ღამის ოთხ საათზე სკაიპში, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდის, ეს მართალია სკაიპში არ ჩანს, მაგრამ მე ხომ ვიცი და ამაზე კიდევ ცალკე მეშლება ნერვები. სკაიპში მარტო ტექსტი იწერება: რატომ შემოვედი საერთოდ იმ დღეს ფორუმზე, რატომ მომწერე პმ, რატომ დაგამატე სკაიპში, როგორ მოხდა, რომ აქამდე შევტოპეთ, ხომ ვიცი, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება... მოკლედ ისტერიკააა რა... DDDD.gif ხმა არ გამცე-მეთქი, სკაიპიდან გავვარდი და ტელეფონიც გამოვრთე. რა თქმა უნდა ნახევარ საათში ისევ ჩავრთე, იმიტომ, რომ ვიცოდი რამეს მომწერდა და მე ძალიან მინდოდა წამეკითხა ის, რაც ამ შიშებს გამიქრობდა. ასეთი რაღაც წავიკითხე, მაგრამ მე ისევ მეტირება და ისევ საპნის ოპერის ტექსტებს ვაშანშალებ, რომ იმდენად ჩემია, რომ გაიცრიცოს, ვერ გავუძლებ და რომ მირჩევნია ყველაფერი ასე დარჩეს. მდა... მოკლედ მეორე დილით ჩემს სახლთან ახლოს აქვს საქმე და მეუბნება დილით გნახავო, მე ცოცხალი თავით არ ვთანხმდები, იმიტომ, რომ საცაა გათენდება, მე კიდევ მთელი დღეები მუშაობის და მერე მთელი ღამეები მასთან ლაპარაკის გამო ისეთი გატიალებული ვარ, სულაც არ მინდა ასეთი მნახოს. DDDD.gif DDDD.gif
საბოლოოდ იმაზე ვთანხმდებით, რომ საღამოს ვნახავ. ვნახე, ფილარმონიასთან შევხვდით და რუსთაველი ფეხით ჩავიარეთ, ძალიან ციოდა, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივედით (დიუმას ცენტრი საჯარო ბიბლიოთეკასთან), გზაში პირველი შეხვედრის უხერხულობა გაქრა, მთელი გზა ერთმანეთს ვუყურებდით და უკვე ფურცელაძის ქუჩასთან ვითომ შემთხვევით ერთმანეთსაც ვეხლებოდით. დიუმას ცენტრთან რომ მოვთავსდით, უკვე ჩახუტებულები ვცდილობდით ერთმანეთი გაგვეთბო. მერე ძალიან უბერავდა იქ და ბიბლიოთეკის კიბეებზე გადავსხედით DDDD.gif ჰოდა, ვიცი, რომ ახლა გეცინებათ, მაგრამ არა უშავს :P ასეც ხდება ხოლმე : ) ჰოოოდა, კიდევ იყო ერთი ძალიან სასაცილო ეპიზოდი იქ, მაგრამ არ მოვყვები, ჩემია მარტო :P მერე რუსთაველში შევედით DDDD.gif გავთბით და სახლში ერთი ავტობუსით წამოვედით... სახლში რომ მოვედით, ისევ სკაიპში შევედით და სასიკვდილოდ ვიჩხუბეთ DDDD.gif ნუ მკითხავთ რატომ. მერე შევრიგდით და კიდევ ვიჩხუბეთ, მერე ისევ შევრიგდით და ისევ ვიჩხუბეთ, მერე აღარ ვიჩხუბეთ, მაგრამ ყველაფერი დავასრულეთ... ჰოდა ახლა?.. ახლა არაფერი... ახლა წვიმს : ) და ჩვენს ქოხში სანთლები ჩამწვარია... : )

არ დამილევია, ისე ვყვები :P
User-Nikala
ვაა,თემა გახურდა,მშვენიერი მოსასმენია angel.gif
anika-zeppelin
gingery,

რა კარგი ჰარ ))
angel.gif

Liza Niniashvili
gingery

QUOTE
არ დამილევია,


არ მჯერა lol.gif
Nino Baidauri
დაიჯერე, ახლა თვალი გადავავლე და ძალიან მოზომილი ვარ, კიდევ კარგი არ დავლიე DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
vanikooo
gingery

მაგარი იყო DDDD.gif ხომ არ გაიხსენებდი კიდევ რამეს lol.gif ?
Nini Mamaladze
gingery,


bravo.gif bravo.gif bravo.gif
Archer
gingery მთვრალი ხარ..
Nini Mamaladze
თემას ახალი სახელი უნდა DDDD.gif:D:D ახალი გადაცემა ბოკეზე : გულახდილი საუბრები ლევან სიხარულიძესთან ერთად DDDD.gif:D:D:D lol.gif lol.gif
Nino Baidauri
lol.gif lol.gif lol.gif არ ვარ მთვრალი დედას გეფიცებით DDDD.gif მთვრალი რომ ვიყო ასე კი არ შემოვიფარგლებოდი, მეორე დღეს ადმინისტრაციისათვის ჩემი ნიკის გაუქმების თხოვნა მომიწევდა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Liza Niniashvili
QUOTE
თემას ახალი სახელი უნდა DDDD.gif:D ახალი გადაცემა ბოკეზე : გულახდილი საუბრები ლევან სიხარულიძესთან ერთად DDDD.gif:D:D 


აჰა. ეგ კიდე არაფერი
მთავარია ინტიმური საუბრები ლ.სიხარულიძესთან ერთად-ში არ გადაიზარდოს
თორემ როგორც ვატყოვ ვერ ვითარდება მთლად ჯანმრთელად ეს თემა lol.gif
Nini Mamaladze
PsixOdino4ka,


lol.gif lol.gif
Avtandil Mamulia
gingery მალაჩინა DDDD.gif
DIKARKA
gingery,

რატომ უნდა შეგრცხვეს?!
არასდროს უნდა შეგრცხვეს ,ეს იყო მაშინ ,ის პერიოდი,მაშინ თვლიდი რომ სწორად იქცეოდი ,მეც ასე ვიყავი თუმცა აი მართლა არაFერს ვნანობ -)
მაშინ ხომ ვიყავით ბედნიერები?! ხოდა ეგ არის მთავარი -))

ახლა კიდევ მხოლოდ მოგონებები დაგვრჩა-) კარგი მოგონებები,მე ჯერ ისევ მეღიმება რომ ვიხსენებ -))))


აბა ვინ იქნება შემდეგი?
-))

Added @ [mergetime]1231538643[/mergetime]
Nini Mamaladze,
lol.gif lol.gif lol.gif
მშვენიერია იდეაა
ია ზა
-))))))))
Nini Mamaladze

DDDD.gif DDDD.gif
Nino Baidauri
დაიცა, ჯერ ჩვენს მონაყოლს ხარშავენ, ჩვენ ხო "ბოროტი დეიდები" ვართ და ასეთი რამ ჩვენგან მოულოდნელია lol.gif lol.gif lol.gif
DIKARKA
ისე თუ წაიკითხავენ?
-))))))
Archer
DIKARKA მე წავიკითხე smile.gif ხოდა მეორე ისტორიას ველოდები DDDD.gif
MAMONT
მეც მაქვს ერთი ისტორია...

ყველაფერი დაიწყო ესე... ერთ ერთ გამოფენაზე რომელიც არსში ტარდებოდა (ხოლმე) ცჰემს რამოდენიმე მეგობართან ერთად წავედი... იქ რათქმაუნდა Bოკელები დამხვდნენ რომელთაც ასე თუ ისე უკვე ვიცნობდი, ჰოდა შევდივარ და რას ვხედავ ის დგას ჩემი ბავშვობის მეგობრის გვერდით... დაბალი, შავი წვერებიანი რაღაც სასაცილო ბერეტით... და მეც ძალაუნებურად მოვწყდი ჩემი მეგობრების გუნდს როგორც მონადირის მიერ დაჭრილი მწყერი მოსწყდება ხოლმე გუნდს და გავეშურე მეგობრისკენ, მეგობარი მოვიკითხე გამოვკითხე ყველაფერი მაგრამ თვალი მაინც მეპარებოდა გვერდით, 1 სული მაქვს როდის ჩაერევა საუბრარში რომ რამენაირად ახლოს გავიცნო (ბოკეზე დაპიემებამდე ალბათ მოვკვდებოდი მაშინვე რომ არ გამოვლაპარაკებოდი) და ბოლოს ჩემს მეგობარსაც უცებ დაარტყა თავში უი გაიცანით 1მანეთი ეს მამონტია ეს კი ჭიპოო... (ღიმილი). ჰოდა მას მერე ჩვენ დიდ ხანს ვიყავით ერთად სანამ გერმანიაში არ წაეთრა და ვიღაც ცისფერ თვალება გერმანელ გოგოში არ გამცვალა და არ მომისპო სიცოცხლე და გამიმწარა ცუთისოფელი... წავედი ეხლა მე თავი მოვიკლა

კონეც პერვოი სერიЫ
Nini Mamaladze
ამდენი წყვილები ხართ ბოკეზე და რა გჭირთ?????????


მე დავწერ თქვენ ისტორიებს თუ არ დაწერთ DDDD.gif:D:D:D
DIKARKA
archer,
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
ინტრიგები არ გვინდა ახლა გეხვეწები

იმ მეორეს ჯერ არც დაწყება აქვს და არც დასასრული ასე რომ ცოტა აცადე ...
არა ისე რომ დავFიქრდეთ დასაწყისი კი აქვს თან საკმაოდ ორიგინალური -)))

კაი ვსე მეცინება -))))))))
climber
დინ ჩემი ისტორია მოყევი lol.gif
განა მართლა angel.gif lol.gif
DIKARKA
climber,

ვაიმეე შენი ისტორია ახლა მე რომ მოვყვე შენც მიმახრჩობ და ისიც
-)))))))))))

და მერე მე მართლა მოვკვდები სიცილით
-))))
Nino Baidauri
წავედი ახლა მე და დილისთვის ამბები დამხვდეს აქ, რო დაგვიბრიყვეთ ეს თითო-ოროლა პატიოსანი ადამიანი, სად არის ეგრე DDDD.gif ცოტას ჩვენც დაგცინებთ : P
Nika Pkhakadze
ჩამოვწერო სია რამდენს აქვს დავალება ჩასაბარებელი?
Levan Sikharulidze
Nika Pkhakadze,


კი რაც გამოგრჩება დავამატებ DDDD.gif:D:D
Nika Pkhakadze
მრცხვენია DDDD.gif

მოიცა წყვილებად, ერთ ერთი წყვილიდან, თუ ორივე და გაბნეულად?

პ.ს. არ ვიზამ მე მაგას DDDD.gif
Guja
ღAდაობთ და ძალიან კარგი DDDD.gif
ყველაფერი ვერ წავიკითხე, მთავარია ისტორიები ხომ არის DDDD.gif

სანამ თქვენ თითო წელი უცდით ხალხთAნ შეხვედრას და ვერ ბედავტ , წითლდებით ყვითლდებით, კაროჩე ვაით ბალანსი გერევატ მანამ აგერ ა ხალხი რას აკეთებს

სოფო და მაგდუ

[attachmentid=16689]

იკი და ანიჩკა

[attachmentid=16688]



ხოდა ბევრს ნუ ლაპარაკობთ, დემოგრაფიას მიხედეთ!!!! DDDD.gif
DIKARKA
QUOTE
სანამ თქვენ თითო წელი უცდით ხალხთAნ შეხვედრას და ვერ ბედავტ

QUOTE
აგერ ა ხალხი რას აკეთებს

lol.gif lol.gif lol.gif

gavcitldi2.gif angel.gif

და ამ ყველაFრის მერე კდიევ ველურს მეძახიან -(((

DDDD.gif
Guja
lol.gif lol.gif
Levan Sikharulidze
DIKARKA,
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
RedCrimsonCactus
ბოკეზე გეი პარები არიან? DDDD.gif:D:D:D


Kamikadze
მაგარი საღამოა, ჯერ მელოდრამას მაყურებინეს ... ეხლა ეს თემა.... cry.gif
Rebecca
RedCrimsonCactus,
QUOTE
ბოკეზე გეი პარები არიან? DDDD.gif:D:D:D

მე ყოველთვის მიყვარდა
DIKARKA, მაგრამ ნუ არ მპასუხობდა ის სიყვარულით და მე ამიტომ ახლა მყავს ქმარი MAMONT, კიდევ შვილიც მყავს რომელსაც ალბათ სახეზეც აღარ ვახსოვარ, მაგრამ ეგ არაფერი DDDD.gif


ხოოოდა Levan Sikharulidze, რა უსაქმური კაცი ხარ 2kiss.gif
Nina Minzoni
Rebecca,
დედანთილი რომ გყავს დაგავიწყდაა ხოო? DDDD.gif
Rebecca
Nina Minzoni,
არა კაცო დედანთილი ესოდენ წაბილწულ სიაში აღარ მოვიხსენიე DDDD.gif 2kiss.gif
Luichka
ლევან გიჟი ხარ რა

მიყვარხარ : )))
nini
აქ რა ხდება ჩემ არ ყოფნაში
LOL DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
GeGa Chumburidze
მე ისეთი სთორი მაქვს რომ ხელის გულებში სისხლი აუდუღდებაა ადამიენებს.


წავედი.


ლევან ნინი კისსსსსსსს
Nina Minzoni
Rebecca,
შემოგევლოს შენ დედანთილი kiss3.gif rolleyes.gif
ისტორიები წავიკითხე და რაღაცნაირად გავთბი smile.gif
სიყვარულს რა სჯობს?? არც არაფერი smile.gif
მეც მიყვარდა..ეხლა აღარ მიყვარს, მაგრამ კარგად მახსენდება, დინას თქმისა არ იყოს--მაშინ ხომ ბედნიერი ვიყავი, მერე რაა რომ ეხლა მეცინება smile.gif




GeGa Chumburidze,
მერე..არ მოჰყვები? smile.gif ზამთარია..ცივა გარეთ..გაგვათბე რაღა smile.gif
Nini Mamaladze
GeGa Chumburidze,
2kiss.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.