Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ბოკელ შეყვარებულთა სია
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
GeGa Chumburidze
[12:43:53 PM] GEGA CHUMBURIDZE says: bijo
[12:43:55 PM] GEGA CHUMBURIDZE says: dges dilass
[12:43:57 PM] GEGA CHUMBURIDZE says: gamtneiisas
[12:44:02 PM] GEGA CHUMBURIDZE says: kianagam movkdi logisnhi
[12:44:09 PM] GEGA CHUMBURIDZE says: ltolva gamichndaa
[12:44:12 PM] GEGA CHUMBURIDZE says: das vficavar
[12:44:16 PM] GEGA CHUMBURIDZE says: gadvairie kinagam
[12:44:39 PM] GEGA CHUMBURIDZE says: rogorc iqnaa gatendaaa
[12:44:45 PM] GEGA CHUMBURIDZE says: vkitxulobdi
[12:44:55 PM] GEGA CHUMBURIDZE says: cota
[12:44:57 PM] GEGA CHUMBURIDZE says: gadaverte
[12:45:00 PM] GEGA CHUMBURIDZE says: da aq davjeqi
[12:45:12 PM] GEGA CHUMBURIDZE says: da shen kacs ras micem sargebelss
[12:45:13 PM] Levan Sikharulidze says: DDDD.gif
[12:45:19 PM] GEGA CHUMBURIDZE says: saxe amexa isev
[12:45:19 PM] Levan Sikharulidze says: iq were iq
[12:45:23 PM] Levan Sikharulidze says: me ki nu mwer
[12:45:32 PM] GEGA CHUMBURIDZE says: exlaa naxeeee

ხოდა ეხლა ნახეთ.

14 თებერვალი. გამოფენა იყო . გარეთ ვიყავი და გამახსენდაა. გავიარე ჩემთან ახლოსვე არის საცხობი ვიყიდე სუხარი ერტი პარკი. ჩავჯექი ავტბუსში და წავედი ( ჯერ კიდევ არ ვიცოდი თუ სად მივიდოდი ))) ) ზემელზე ჩმავედი და ფეხით წავედი ფილარმონიისკენ. ჩემი ფანტაზიებით და სუხრით ხელში.

ჩვეულებრივი სტანდარტული სიტუაცია როგორც ყველა გამოფენაზეე. საუბრბეი რომელშიც უინტერეოსბა იგრძნბა უმეტეს შმეთხვევაში...... და ამ უინტერესობის ხანაში. კითხვა ჩემს ზურგ უკნიდან. - ,,ეს ფოტო ვისია?''
მე გავეცი პასუხი მაგრამ არნაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ასე გავაგრძელებ ისტორიას.

აქედან იხსნებაა უკვე რომანტიკული ფანტაზიები. ხმაში ვიგრძენი არა ფოტოსადმი დაინტერესბა არამედ ერთი ვიღაც სულიერისადმი. სული ამ შემთხვევაში მე მეკუთვნოდა.

გავიდა სულ რამდენიმე დღე . და სხვა გამოფენა. ქუჩის კუთხეში ვდგაავარ სამ მეგობართან ერთად . ალკოჰოლში და ისევ ჩვენს მაღალ ფნატაზიებში ვლაპრაკობთ> ჩვენს წინ ჩნდება 3 ადამიანი. რომლებიც გამოფენაზე მოსულიყვნენ. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ქუჩის კუთხეში და არა დარბაზის შესასვლელთან? და უკვე გაორმაგებით ვიგრძენი ის ვისი ხმაც ვიცოდი. ეხლა სახე ვიცი.

ეს კი მეორე დღეა : დრამატურგიის შედევრად შექსპირის სიტყვები ითვლება., ის მოკვდა.

... ჩემს გალერიაში შევედი და ყველაა ფოტოზე +1 კომენტარი. არც კი მინახავს თU ვისი იქნებოდა. უკვე ვიცოდი.


03/მარტი 2008. აქედან იწყება პირველი კონტაქტები ვირტუალურ სამყარში.

19 მაისი 2008 . აქ მთავრდება ვირტუალობა და პირველი ნახვა. დაბადების დღე იყო ვგონებ ჩემი : P

9 დღეში უკვე ბუნებრივები ვიყავით.

იყო ზაფხული. სმა. დიდ ხმაზე სიცილი. ყვირილი. ციყვების გაპაპსავება. სიცხის გაპაპსავება და თითქმის ყველაფრის რაც გვისწორდბეოდა.

ჰოლიდეის და წავიდა ის. კონტაქტი კონტაქტი კონტაქტი კონტაქტი და ბევრი კონტაქტი. ომიც იყო. ომის მერე ზღვაც. და ზღვაზე დიდი დიდი სიურპრიზიც.

და მოვიდა შემოდგომაა. შემდგომა რომელიც ჩემი სულის ნაწილად ვთვლი მაგრამ დაიწყო ის რასაც მე შემოდგომისგან არ ველოდი. სულ სხვაგვარი იყო შემოდგომაა. ყველაზე მეტი ფერს ვხედავდი მაგრამ ჩემს თვალწინ ყველაფერი გაშავთეთრდაა. ნეგატივი გახდააა თბილისიც და მისი შემოგარენიც.
ჩიტები რომლებიც მიფრინავდენ და მტოვებნდენ არა იმიტომ რომ ჩემთვის არ იყვნენ არამედ იმიტომ რომ დაავალდებულესს სხვა უცხო ჩიტებმაა.

და თითქოს შემდგმა იყოოო. როდესაც მოთოვაა. მოთოვა ყველაზეე ნაადრევად ვიდრე აქამდე. სწორედ იმ დღეს როდესაც გავედი და ჩიტები აღარ იყვნენ.


იმის შემდეგ თოვს , ჩემი ხასიათის მიხედვით... თოვს თოვს და ამ თოვლს ის იღებს ... მისთვის ის სხვანაირად დანახული თოვლიაა

მე მას ვგრძნობ სულში.

რემარკის რომელიღაც ფურცელზე მე ფანქრით დავწერ ჩემს სიტყვას...

მე ეს დავწერე აქ , სულში ეს უფრო სხვაა არის ვიდრე ნაწერი ...

წაიკითხეთ და იყავით ადამიანნი
vakerman nekerman sekerman
პასუხი ლევანს smile.gif ადრე საერთოდ არ ვეწეოდი, უფრო სწორად დანებებუი მქონდა, მაგრამ მას მერე რაც მშობიურ ვერას აღარ დავაბიჯებ და ღამბაშიძის ქუჩაზე არ ვხვდები ჩემს მეგობრებს სულ გამოიცვალა ყველაფერი. ძალიან მიყვარს როცა ჰერინგის ქუჩაზე გამოვდივარ და ვუყურებ როგორ ჩხავიან თოლიები დილას, მე კი ვდგავარ ბროკლინის ერთ მიტოვებულ ქუჩაზე და მალბოროს ვაბოლებ, რომელსაც ჩემზე დიდი ასოებით აწერია, რომ ფეხმძიმობის დროს პათოლოგიას იწვევს და ვინაიდან მე ფეხმძიმედ არ ვარ ამიტომ უშიშრად და ამაყად ვაბოლებ სიგარეტს. ამ თოლიების ხმაზე ვხვდები, რომ აქვეა სადღაც სანაპირო და მახსენდება ჩემი აგრეთვე მშობლიური პლეხანოვი, ვიჯექი სახლშ და
ამ საიტზე ავტვირთე ფოტო და როგორც ყოველთვის ვიღაც ვიგინდარამ ერთები მსტკუცა, მერე გადავხედე სხვა ფოტოებს და რომ ვერ დავინახე ცუდი ნიშნები მეწყინა, რადგან ქედმაღლობათ ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩემი ფოტოები მათ ფოტოებს სჯობდათ, მერე გამოვედი სახლიდან ლიფტი გაფუჭებული იყო ამიტომ კიბით ჩავედი, როცა სადარბაზოდან გამოვედი, სიგარეტის ფულს ვეძებდი (რადგან მალე მივფრინავდი და ვნერვიულობდი, მოწევა დავიწყე) და ხელში გასაები მომხვდა ბუზღუნ ბუზღუნით ავიარე კიბეები ჩავკეტე კარი, რომლი ჩაკეტვაც დამვიწყებოდა და ჩამოვირბინე ისევ კიბეებზე, უნდა შევხვედროდი ჩემი ფილმის მხატვარს, რომელიც მიყვარდა,(პრინციპში ალაც მიყვარს) და ერთად ერთერთი გმირის კოსტიუმი უნდა აგვერჩია. შევხვდით ერთმანეთს და დავიწყეთ ძონძებში სიარული, მოკლედ ბევრი არ მინდა ვილაპარაკო და მოვლენები ისე განვითარდა, რომ კახეთში გადაღებაზე მე და ჩემი მხატვარი ძალიან დავახლოვდით(უფრო ძალიან ვიდრე ორივეს გვეგნა) და ერთი კვირის მერე, როცა გადაღებიდან სახლში ვბრუნდებოდით და მე ჩემი თავი ბედნიერი მეგონა, ფილმი დავამთავრე, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვბრუნდები თბილისში და მალე ამერიკაში მივფრინავ, უცბათ განმიცხადა: "ვაკო, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით", "რა?", "არა შენ არ იფიქრო, რომ . . . შენ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ მე არ შემიძლია . . . ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით . . . ". აი ამის გაგონებას არ ველოდი, ძალიან დაგვრემილი და დაჩიავებული დავუბრუნდი მშობლიურ თბილისს და სამ დღეში ახალლად შეძენილ სამობლოში ამერიკაში ჩავედი. აქ კი ყვველაფერი იოლადაა, აქ არ ფიქრობენ საერთოდ არაფერზე და აკეთებენ ყველაფერს, ერთი სიტყვით ველურები არიან. ჩემდა გასახარად ამ ქვეყანაში ძალიან გაბლატავებული არიან ქალები, აი მაგალითად თქვენ თუ შეხედეთ ქალს და მას თქვენი შეხედვა არ მოეწონა, შეუძლია გიჩივლოთ, მუხლი "სექსუალურად შეხედვა" და ჯარიმაა ამაზე, ასე, რომ კაცები ძალიან ფრთხილები არიან, ამიტომ ქალები პირიქით არაფერს უფრთხიან, ხოდა აი აქ იფეთქმა ქართველურმა ჟინმა და პირველსავე შემხვედრ ქალს, რომელმაც გამიღიმა და მითხრა ჰელო . . . . ჰმმმმ . . . . აიი, ნუუ აი არაფერი რა smile.gif და დაიწყო ჩემი ოდისეა, მაგრამ ოდისეა მალე დამთავრდა რადგან ჩაცხრა ეს ცხოველური საწყისი ჩემში და ისევ ადამიანურმა გაიღვიძა, და გამახსენდა ჩემი მხატვარი, ჩემი პატარა, საყვარელი მხატვარი, რომელიც მივხვდი რომ ძალინა მიყვარდა. რაღა დამრჩენოდა, ავიღე სიგარეტი გავედი ჰერინგის ქუჩაზე და გავაბოლე, უცბათ მთვარით განათებულმა ღრუბელმა და თოლიების ჭყავილმა ბიძგი მომცა და მეც გავფრინდი, დავიწყე : წინ მეეტლევ ეგ ცხენები გააქანე, გააქანე. . . . ხალხი მიყუებდა, ყველა მიყურებდა, ვერ ხვდებოდნენ რას ვამბობდი, რას ვლაპარაკობდი, მაგრამ იმას კი ხვდებოდნენ რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Nino Baidauri
გუშინ, ჩემს პოსტს რომ ვწერდი (მაინც რომ გადავწყვიტე, დამეწერა), სანამ მოვყვებოდი, თავი ვიმართლე, რომ ხვალ ამ დილით ამის რომ წავიკითხავ, შემრცხვება-მეთქი, ბევრი არც არაფერი მომიყოლია, მთელს პოსტში აქა-იქ თვით-ირონია გავურიე. თვით-ირონიაში ცუდი არაფერია თავისთავად და ხშირადაც მჩვევია, მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივი სხვა იყო. მოტივი ის იყო, რომ მერიდებოდა გრძნობებზე ლაპარაკი, სენტიმენტების გამოხატვა, რატომ? ჯანდაბა და დოზანა და იმიტომ. ასე გვჩვევია, ასე მჩვევია... მორგებული ცინიკოსისა და სკეპტიკოსის ნიღაბი. ყველაზე წარმატებული. წარმატებული იმიტომ, რომ დამაჯერებელი. დამაჯერებელი იმიტომ, რომ გეჩვენება, მეტი გზა არ გაქვს, გეჩვენება, რომ ასე ყველაზე დაცული იქნები.
გეგა, ვაკერმან ნეკერმან საკერმან, მე მართლა შემრცხვა დღეს, ოღონდ სხვა რამის გამო, თავს რომ ვიმართლებდი და სარკაზმით ვინიღბებოდი, მაგიტომ : )
alienoty
shabatia da ratom gacivda Tema ? nuTu yvelas Zinavs
?
s a f o
gingery: ცუდებO lol.gif რა ტყუილად გამაწითლეთ, ეგ რა არის მთელი გზა სახლამდე ვფიქრობდი , ვისზე შემეძლო მეთქვა , მაგრამ რომ ვერ გავიხსენე , მივხვი რომ მაბოლებდით, თან ზუსტად მახსოვს იმ დღეს ვერ ვლაპარაკობდი მარტო მესმოდა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
Nino Baidauri
ვა, ჩვენ გვეგონა არც გესმოდა lol.gif lol.gif
vakerman nekerman sekerman
ისტორია ნომერი 2.
დილას პახმელიაზე ტელეფონის ზარი მაღვიძებს: "ბიჭო ვალერ, ჩვენთან თეთრი მგელი იპოვეს და მთელი სართიჭალა დასდევს მოსაკლავად, ამბობენ ავა ადამიანებს ერჩისო." და გამითიშა.
საშინელ ხასიათზე ავდექი, მაცივარში შენახული მქონდა ფანტა ლიმნის, გამოვაღე ა ერთი ყლუპი იყ დარჩენილი დავლიე მერე შევედი ჩემს ბიბლიოთეკაში, ენციკლოპედიაში ტელეფონის გამომგონებელი ამოვიკითხე და ერთი გვარიანად შევუკურთხე. ავიღე ჩემი სანადირო თოფი, მონ კავშირის წევრობის ბარათი და გავედი სადარბაზოში. სადარბაზოს აივნდან გადავიხედე და თვალთ დამიბნელდა, ჩემი მანქანა ადგილზე არ დგას. მოპარვით არავინ მოიპარავდა, ვის რაში სჭირდებოდა, მაგრამ საინტერესო ის იყო სად დავტოვე წინა დღის მთვრალმა მანქანა. ავიღე ტელეფონი და ძმაკაცის ნომერი ავკრიფე, მაგრამ უცბად გავთიშე რადგან გამახსენდა, რომ გრიბოედოვის ძეგლთან მქონდა დატოვებული. გავედი ძეგლთან, ჩავდე თოფი საბარგულში და დავიძარი. თან იმაზე ვფიქრობდი, რატომ მეპატიჟებოდა უცნობი სართიჭალაში და რატომ დამიძახა ვარლამი, როცა ყველა ვაკოს მეძახის და უცბათ დავუშვი, რომ შეიძლება ის კაცი სხვაგან მოხვედრილიყო, მაგრამ ასეთი დამთხვევაც გამოვრიცხე. უკვე რუსთავის გზატკეცილზე ვიყავი, როცა ვაჟბატონა ხელმეორედ დამირეკა: "ვარლამ! ბოდიში რა ჩემი ძმა, მაგრამ ეს მგელი ალიკიჩის ძაღლი აგმოჩნდა და ბოდიში რა ტყვილა შეგაწუხე"
"არაუშავს, მე მაინც ვერ ვახერხებდი გამოსვლას"
"არა ისე გამო თუ გინდა, პატარა სუფრაა გაშლილი"
"არა არა მადლობთ"
"მოიცა რომელი ვარლამი ხარ კაცო შენ"
არ ვიცოდი რა მეპასუხა გავუთიშე და ტელეფონიც გამოვრთე, რომ აღარავის არ დაერეკა, ერთი კარგად შევიგინე, მანქანა ტრასაზევე წესის დარღვევით მოვაბრინე და თბილისიკენ წამოვედი. გზიდან დავინახე გადაღების კრანი იყო გაშლილი და ზედ არიფლექს 3 იყო დადგმული, ჯერ გამიკვირდა ფირზე, რომ ფილმს იღებდნენ, მერე გადავუხვიე გზიდან და ჩუმად მივეპარე გადამღებ კოლექტივს. ვერავინ ვიცანი, ვდგავარ და ვუყურებ, რომელიღაც ახალგაზრდა რეჟისორი მშვიდობით იარაღოს იღებდა და უცბათ ნაცნობი ხმა გავიგე, რომელმაც ნაცნობი სახელი დაიძახა კითხვით ფორმაში და მივხვდი, რომ ვიღაცა მე მეძახდა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ მე ვიყავი.
-ვაკო?!
გავიხედე და თეო იყო, ჩემი მხატვარი, ჩემი პატარა მხატვარი, რომელიც ძალიან მიყვარს.
_თეო!
_ვაკო.
_ახლა ასე უნა ვიძახოთ ვაკო, თეო, ვაკო, თეო . . . როგორ ხარ?
და ერთმანეთს ჩავეხუტეთ, არაადამიანურად, არც მე დავინდე არც იმან დამინდო, მერე ცოტა ავტირდით, ცოტა ნოსტალგიაც ვიგრძენით და ავლაპარაკდით.
მაგრამ თურმე ამხელა განშორებას არაფერი შეეცვალა და ჩვენი ლაპარაკი ისევ ჩხუბით დამთავრდა. "მე რა შუაში ვარ", "მოიცა მე მაბრალებ ყველაფერს?", "შენ ეხლა რას ცდილობ დაადგინო ვისი ბრალი იყო?","ვინ არი?", "რა შენი საქმეა", "ნუ მიყვირი", "მე არ გიყვირი შენ მიყვირი" და ა.შ.
მოკლედ ანერვიულებული ჩავჯექი მანქანში და წამოვედი თბილისში, ისევ ძმაკაცთან მივედი და ისევ დავთვერი . . .
anika-zeppelin
GeGa Chumburidze,
vakerman nekerman sekerman,

ემოცია... სითბო...სევდა...

angel.gif
Avtandil Mamulia
ის თეთრი მგელი ვინღა იყო ჰა? DDDD.gif vakerman nekerman sekerman მალადეც smile.gif
Sophie Berdzenishvili
ყველაფერი 69-ით დაიწყო.... DDDD.gif
vakerman nekerman sekerman
69 ? ვაააა . . . საინტერესოა დაწვრილებით არ გინდათ ისტორიის მოყოლა ?
Sophie Berdzenishvili
vakerman nekerman sekerman-არა! DDDD.gif angel.gif ცუდი არაფერი იფიქროთ აქ ვუდსტოკზეა ლაპარაკი
Anna Sulaberidze
მოკლედ ასე იყო:
ერთ საღამოს სკაიპში,რომელიღაც ნიჭიერმა(სავარაუდოდ DIKARKAმ),ბოკელების ჩათში შემაგდო.რა თქმა უნდა დამეზარა წერა,დავამატე რამდენიმე ბოკელი და გამოვედი.მეორე დღეს სოფელში მივდიოდი და გვიან ღამით მეთქი სკიაპს ''გამოვემშვიდობები'' თქო.მე ხო ბედი არაფერში არ მაქვს და მხოლოდ Lasha gvazava-ს ვხედავ ანთებულს(იმ დღეს დავამატე ჩათიდან).როგორც მჩვევია,ყოველგვარი მოკითხვების გარეშე,პირდაპირ საქმეზე გადავედი და ერთობ საინტერესო დიალოგი შედგა:მე ჩემს ფემინისტურ შეხედულებებს ვუზიარებდი ლაშას(კაცების სინსილა გაწყდა და ა.შ..),ის კი გულიანად დამცინოდა.))
ჰოდა სოფელში მივდიოდი და რო არ მომეწყინა,ნომერი დავუტოვე.ლაშაც დამპირდა,რომ აუცილებლად მომწერდა.ისე გავიდა რამდენიმე დღე,რო ლაშას დაპირება არც კი გაგვხსენებია,არც მე,არც ლაშას.მერე გამახსენდა.და გაიღვიძა ჩემში ფემინისტმა.ვინ მიგდია ეგ,დამპირდა და არ აკეთებს მეთქი.ჰოდა შევუყვანე.ასე გაგრძელდა.თბილისში რომ, ჩამოვედი პროსტა ვნახე.ვფიცავ არაფერი ისეთი არ მიფიქრია,ნუ იქამდე სანამ ვნახავდი.რო ვნახე,მერე ვიფიქრე.მერე წავედი აბასთუმანში.ისევ ვმესიჯობდით.აქეთ DIKARKA მი4ხიკინებდა(ნუ მაგას თავისი მიზნები ''ამოძრავებდა'',ქორწილში ერთი მხარე თუ არა,მეორე მაინც დამპატიჟებსო'')მიდი მიდიო.მერე ომი დაიწყო და იქ ჩავრჩი,ვთამაშობდი საწყალი შეყვარებული ქალის როლს(ომში არ წახვიდე ლაშა!).მერე ჩამოვედი,ეხლა ლაშამ მე მივდივარ ბათუმშიო.ბათუმშიო და ისე ხო არ გავუშვებდი იქ,მაგარ ნაშებში,ჩემზე რო არ ეფიქრა.ჰოდა დავპირდი ნიუებს გადაგაღებინებ მეთქი(მაშინვე წამოეგო მახეზე)და დაპირება დაპირებად დარჩა.ზატო იყო კოცნა,რომლის წყალობით ლაშა ბათუმში ნახევარი დღე კომპიუტერთან იჯდა.))
მერე შევუყვარდი.მერე შემიყვარდა.))
აი ასე.))

P.ს. ლაშა რას ფიქრობდა ამ დროს თუ გაინტერესებთ,მოაყოლეთ: ))))
alienoty
ვეკერმან გიგას ფილმი იყო ან ტიმასი მაგრამე გ არაპერი ყველაფერი გამოვა smile.gif
anika-zeppelin
Sophie Berdzenishvili,

DDDD.gif

Anna Sulaberidze,

ჰეეჰ =))))))
:*
Nino Baidauri
ეს საყვარლები ესენი DDDD.gif

ხალხო, გალერეა რომ მოკვდა, რაც ეს თემა გაიხსნა, თუ ატყობთ lol.gif
Nina Minzoni
gingery,
ჯინჯი სიყვარული ყველას უნდა--ვოოო DDDD.gif
Nino Baidauri
უნდა ნინა, უნდა, აბა არ უნდა?!
ვისაც არ უნდა, იმათი გადაღებული ფოტოებიც არ მინდა მე, ვოტ. მარა სად არიან ასეთები კაცო DDDD.gif
ranina
ეს იყო პეტერბურგს, როდესაც გავემართე სასწავლებლად და გავიცანი ნამდვილი ბოკელი კოტე..... ეჰ, რა დრო იყო.. მაშინ ქეთო მერქვა... user posted image
P.S. დანარჩენს კოტე,რომ მოვა მერე მოგიყვებათ user posted image
rimanely
QUOTE(gingery @ Jan 10 2009, 16:39)
ხალხო, გალერეა რომ მოკვდა, რაც ეს თემა გაიხსნა, თუ ატყობთ lol.gif
*


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


მე დიკარკას ისტორია მომეწონა gavcitldi2.gif gavcitldi2.gif : თურმე რას ნიშნავდა კარლსონი და 87 ნომერი ავტობუსი... gavcitldi2.gif რა საყვარელი ყოფილხარ დიკარკა და არ ვიცოდი gavcitldi2.gif gavcitldi2.gif (იF რა შეტენიზაცია ვაწარმოე ლოლ )
vakerman nekerman sekerman
alienoty არა არფერი DDDD.gif ეს გამოგონილი ისტორიებია DDDD.gif DDDD.gif არც წიმას ფილმია არც გიგასი, ანუ თუ ფილმი იდეაში სანდრო ჯაფარიძესია, მაგრამ ისტორია გამოგონილია DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Marusa Pertia
რა საყვარელი ისტორიებია , დავთბი , დავტკბი angel.gif
მოყევით რა კიდეევ ვიინემ

PS დიკარკა შენს ისტორიაზე ცრემლები წამომივიდა, ოღონდ მართლა
alienoty
ვეკერმან DDDD.gif ნუ ფაკტიურად 5 კაცს კონდა მემგონი ეგეთი სათაურით გადასაღები DDDD.gif
Rebecca
უმაგრესი თემაა მთელი ნახევარი საათი გაუნძრევლად გავატარა და ძალიან გავხალისდი!
Sofo Uznadze
ესეიგი მინდა გითხრათ .. შემთქვევით ამოვყავი ამ თემაში თავი... რის გამოც ზუსტად 42 ადამიანი გაბრუნდა აფთიაქიდან წამლის გარეშე sad.gif
უბრალოდ ვერ მოვწყდი კითხვას..
უთბილესი ისტორიები გაიხარეთ... gavcitldi2.gif
knaso
ჩემი ისტორია ასეთი იყო: უკვე ბოკელი იყო რომ გვიყვარდა ერთმანეთი, ხოდა ვიფიქრე როდესღაც შEყვარებულ ბოკელებზე თემა გაიხსებათქო და დავრეგისტრირდი DDDD.gif




Kapo
Levan Sikharulidze bravo.gif

არ გაახურა ფორუმი DDDD.gif

------------------------------------------------------------------------------
ამ თემის შემდეგ 2-ჯერ მეტი შეყვარებული ეყოლება ბოკეს DDDD.gif
----------------------------------------------------------------------------
და ვინმემ ხომ არ იცის ფოტო როგორ დავდო ...
-------------------------------------------------------
აგერ ვარ მე და აგერ ხართ თქვენ DDDD.gif lol.gif
Sofo Uznadze
QUOTE(Kapo @ Jan 10 2009, 20:03)
Levan Sikharulidze  bravo.gif

არ გაახურა ფორუმი DDDD.gif

------------------------------------------------------------------------------
ამ თემის შემდეგ 2-ჯერ მეტი შეყვარებული ეყოლება ბოკეს DDDD.gif
----------------------------------------------------------------------------
და ვინმემ ხომ არ იცის ფოტო როგორ დავდო ...
-------------------------------------------------------
აგერ ვარ მე და აგერ ხართ თქვენ DDDD.gif lol.gif
*




lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
Tsira
სიამოვნებით გადავიკითხე... ყველა ისტორია ისე ცოცხალი და "ზღაპრულია"... ბოლო დროს გამოცემულ წიგნებსაც აღემატება მხატვრული თხრობით smile.gif

კარგები ხართ ყვლა... შეყვარებულები და შესაყვარებლები smile.gif
alienoty
აბა დაოჯახება სწრაფად და ხარისხიანად DDDD.gif გამოგზავნეთ თქვენი მოთნაცემები, კერძოდ კი ის რომ არ იცით როგორ ატვირთოთ ფოტო, ჩვენ აუცილებლად დაგაკავშირებთ ისეთთან ვინც იცის ეს როგორ ქნათ.
ანონიმურობა დაცულია DDDD.gif
DIKARKA
დღეს ისევ შემოვიჭყიტე აქ იქნებ რა ხდება თქო... -)))

gingery,
დღეს შEგიძლია "შეცდობების" გასწორება
ცოტა ვრცლად მოყევი -P
თუ მოგინდება -)
Sophie Berdzenishvili,

ამხელა შენს ნიკს მაინც ვერ ვეგუები 69 რომ დაიწყო ამიტომაც გითხარი რომ შEნ სამუდამოდ 69 დამამახსოვრდები -))))


Anna Sulaberidze,
ვიტალე
უყურე შენ მე რა მნიშვნელოვანი როლი შევასრულე -))))
ოღონდ ცოოოოტა მოგილამაზებია ისტორია
იცოდე ახლა სკაიპ ლაპარაკები არ ამომაგდებინო თორე გაჩვენებ იქ
არაFEრი არ მიFიქრიაო და ეგეთEბი
-))))))))))))))
-P

rimanely,

-))))))
ხო ნუ 87 კიდევ ის ისტორია აქვს რომ რაღაც მომენტში მაინც გადავწყვიტეტ შევხვდრილიყავით ოღონდ "შემთხვევით"-)))))
და რატომღაც ავტობუსში-))
ოღონდ ისეთი ნომერი გვჭირდებოდა რომელიც რუსთაველზე დადიოდა ერთადერთი მარშრუტი ამ ავტოიბუსის ვიცოდი ,ხოდა მოდი 87 იყოს შევტავაზე
და მოდიო ...
ხოდა ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში 5 საათიდან 6 მდე
ყოველDღე დრო გვქონდა რომ "გვეკატავა" ამ მარშრუტით იქნებ "გვეპოვა" ერთმანეთი...

-))))))))))
ესეც ჩEმი ავტობუსი 87 -ს მოკლე ისტორია
-)))

Added @ [mergetime]1231608234[/mergetime]
Rebecca,

ბებე ისე სხვათაშორის თქვენს ოჯახის შექმნაში მე უნდა მითXრათ მადლობა
-)))
მამონტაშვილები მე არ დაგარქვით?
-)))))
რაღაც რეპორტაჟIს წერის დროს...
-))))))))
სად ვიყავით მაშინ წასულები გადაღEბაზე??
Anna Sulaberidze
QUOTE
Anna Sulaberidze,
ვიტალე
უყურე შენ მე რა მნიშვნელოვანი როლი შევასრულე -))))
ოღონდ ცოოოოტა მოგილამაზებია ისტორია
იცოდე ახლა სკაიპ ლაპარაკები არ ამომაგდებინო თორე გაჩვენებ იქ
არაFEრი არ მიFიქრიაო და ეგეთEბი
-))))))))))))))
-P


ხოდა მომეწონა მეთქი იმ დღეს გითხარი რო ვნახე.ტაკ 4ტო არაფერი არ მიმილამაზებია-)))

ისე ყველას მილამაზებული რო აქ არ იცი?DDDD.gif
DIKARKA
Anna Sulaberidze,

ვიტალე ფაქტები მაქვს Fაქტები
-))))))))

კაი ვღადაობ რა გჭირს -P

არაFერი მომილამაზებია უნამუსო ვიყო
თუ გინდა აგერ ჰკითხე ჩემებს -P კი იციან ეგ ამბავი -)))
Anna Sulaberidze
QUOTE(DIKARKA @ Jan 10 2009, 21:47)
Anna Sulaberidze,

ვიტალე ფაქტები მაქვს Fაქტები
-))))))))

კაი ვღადაობ რა გჭირს -P

არაFერი მომილამაზებია უნამუსო ვიყო
თუ გინდა აგერ ჰკითხე ჩემებს -P კი იციან ეგ ამბავი -)))
*




მე რო ვიცი ის ამბავიც დაწერე.სახელის გარეშე-)))

ერთი ქალის,ერთი ღამის ისტორია-)))

lol.gif
MaStErOFmAsTeRs
QUOTE(Anna Sulaberidze @ Jan 10 2009, 16:11)
მოკლედ ასე იყო:
ერთ საღამოს სკაიპში,რომელიღაც ნიჭიერმა(სავარაუდოდ DIKARKAმ),ბოკელების ჩათში შემაგდო.რა თქმა უნდა დამეზარა წერა,დავამატე რამდენიმე ბოკელი და გამოვედი.მეორე დღეს სოფელში მივდიოდი და გვიან ღამით მეთქი სკიაპს \\\'\\\'გამოვემშვიდობები\\\'\\\' თქო.მე ხო ბედი არაფერში არ მაქვს და მხოლოდ Lasha gvazava-ს ვხედავ ანთებულს(იმ დღეს დავამატე ჩათიდან).როგორც მჩვევია,ყოველგვარი მოკითხვების გარეშე,პირდაპირ საქმეზე გადავედი და ერთობ საინტერესო დიალოგი შედგა:მე ჩემს ფემინისტურ შეხედულებებს ვუზიარებდი ლაშას(კაცების სინსილა გაწყდა და ა.შ..),ის კი გულიანად დამცინოდა.))
ჰოდა სოფელში მივდიოდი და რო არ მომეწყინა,ნომერი დავუტოვე.ლაშაც დამპირდა,რომ აუცილებლად მომწერდა.ისე გავიდა რამდენიმე დღე,რო ლაშას დაპირება არც კი გაგვხსენებია,არც მე,არც ლაშას.მერე გამახსენდა.და გაიღვიძა ჩემში ფემინისტმა.ვინ მიგდია ეგ,დამპირდა და არ აკეთებს მეთქი.ჰოდა შევუყვანე.ასე გაგრძელდა.თბილისში რომ, ჩამოვედი პროსტა ვნახე.ვფიცავ არაფერი ისეთი არ მიფიქრია,ნუ იქამდე სანამ ვნახავდი.რო ვნახე,მერე ვიფიქრე.მერე წავედი აბასთუმანში.ისევ ვმესიჯობდით.აქეთ DIKARKA მი4ხიკინებდა(ნუ მაგას თავისი მიზნები \\\'\\\'ამოძრავებდა\\\'\\\',ქორწილში ერთი მხარე თუ არა,მეორე მაინც დამპატიჟებსო\\\'\\\')მიდი მიდიო.მერე ომი დაიწყო და იქ ჩავრჩი,ვთამაშობდი საწყალი შეყვარებული ქალის როლს(ომში არ წახვიდე ლაშა!).მერე ჩამოვედი,ეხლა ლაშამ მე მივდივარ ბათუმშიო.ბათუმშიო და ისე ხო არ გავუშვებდი იქ,მაგარ ნაშებში,ჩემზე რო არ ეფიქრა.ჰოდა დავპირდი ნიუებს გადაგაღებინებ მეთქი(მაშინვე წამოეგო მახეზე)და დაპირება დაპირებად დარჩა.ზატო იყო კოცნა,რომლის წყალობით ლაშა ბათუმში ნახევარი დღე კომპიუტერთან იჯდა.))
მერე შეგვიყვარდა .))
აი ასე.))
P.ს. ლაშა რას ფიქრობდა ამ დროს თუ გაინტერესებთ,მოაყოლეთ: ))))


ხო ხედავ არ აინტერესებთ ამიტომ უბრალოდ დავაკოპირებ რაც დაწერე angel.gif :*
DIKARKA
Anna Sulaberidze,
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ვაიმეეე აიი ძაააალიან ცუდად ვარ
QUOTE
ერთი ქალის,ერთი ღამის ისტორია


უნდა დავამატო

ტრაგიკული!!! ისტორია
-))))))))))))
Anna Sulaberidze
QUOTE(DIKARKA @ Jan 10 2009, 22:00)
Anna Sulaberidze,
lol.gif  lol.gif  lol.gif  lol.gif  lol.gif  lol.gif  lol.gif

ვაიმეეე აიი ძაააალიან ცუდად ვარ
უნდა დავამატო

ტრაგიკული!!! ისტორია
-))))))))))))
*



ჰოდა დაწერე რას აკეთებდი იმ ღამეს და ვისთან ერთად.დროზე! lol.gif
tavadi
პირველი შეხვედრა.. ჩემი თვალების გამომეტყველება-მამის მკვლელი.. მისი ფიქრები-ფუF ნაგავი, თავადის არაფერი აქვს ამ ადამიანს..
ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ამ ადამიანთან რაიმე ურთიერთობა მექნებოდა..
გავიდა დრო და შეხედულებები ორივეს შეგვეცვალა.. გვიყვარდა ერთმანეთი...
მერე ყველაფერი დასრულდა.. დღესაც მიყვარს და მუდამ მეყვარება...
პ.ს. ძალიან მოკლედ მისთვის მთელი ცხოვრება რომ ვწერო არ მომბეზრდება, მაგრამ ვერასოდეს დავწერ იმას რაც მინდა მას ვუთხრა smile.gif
Nini Mamaladze
GeGa Chumburidze,


გეეეგ გენაცვალეეთ ორივეეეს tsa tsa.gif tsa tsa.gif jigarixar.gif jigarixar.gif jigarixar.gif
Added @ [mergetime]1231612117[/mergetime]
QUOTE(gingery @ Jan 10 2009, 16:39)
ეს საყვარლები ესენი DDDD.gif

ხალხო, გალერეა რომ მოკვდა, რაც ეს თემა გაიხსნა, თუ ატყობთ lol.gif
*





ხო აბა ლევანის ფოტოზე სულ რაღაც 4 კომენტარია DDDD.gif:D:D
Added @ [mergetime]1231612161[/mergetime]
არადა პირველი PM ფოტოების დამსახურება იყო ... ნუ არა მარტო DDDD.gif:D:D
nino be
.ს. ძალიან მოკლედ მისთვის მთელი ცხოვრება რომ ვწერო არ მომბეზრდება, მაგრამ ვერასოდეს დავწერ იმას რაც მინდა მას ვუთხრა



angel.gif bravo.gif
D_A_D_A
დიკ კაკაია რამანწიკა angel.gif angel.gif angel.gif პ.ს. აი ემ ნოთ კიდდინგ : )))
ჯინჯერი : )) პროუდ ოF იუ kiss3.gif
Kapo
მართლა მაგრად წერთ ბავშვებო cry.gif


ფილმის იდეაც მომივიდა DDDD.gif


Anna Sulaberidze
QUOTE(Kapo @ Jan 11 2009, 00:04)
მართლა მაგრად წერთ ბავშვებო cry.gif
ფილმის იდეაც მომივიდა DDDD.gif
*



Paris, je t'ame? lol.gif
Iki Bazadze
შემიყვარდა, ცოლად მოვიყვანე ბავშვიც შევიძინეთ DDDD.gif
Nini Mamaladze
ბავშვებო სადაა ახალი ისტორიებიი? ველოდებიიი .....
Nino Baidauri
დინ, შეცდომები რომ გავასწორო, თავიდან უნდა მოვყვე lol.gif
ანა, რაც არ გამომიშიგნია ეგ ისტორია, არაფერი მომილამაზებია, დამიჯერე, პირიქით DDDD.gif
ჰოდა ახლა მე რომ მაგისი თავიდან მომყოლი არა ვარ და თქვენ წამკითხავები, ფაქტია.
იმას მოვყვები, სასაცილო ეპიზოდი იყო-მეთქი და რომ გამოვტოვე, მარტო ჩემია-თქო.

დად, ახლა ნახე პრაუდ ოF მი lol.gif

რომ გავიყინეთ და ბიბლიოთეკის კიბეებზე რომ გადავსხედით, ეგ ეპიზოდია. ჰოოოდა მე ჩემი წითელი პომადით ვარ. lol.gif რა თქმა უნდა არ მოსწონს და მეუბნება, რომ არ მიხდება, მაგრამ მე ამისი ახლაც არ მჯერა DDDD.gif მოკლედ, ნატურალურობისა და ბუნებრივობის მოყვარულია, რაღა DDDD.gif ჰოოდა... უნდა მოგაშოროო. არადა ეს პომადა "ქიმიურია" თუ რაღაც ასეთი, აი ძნელად რომ შორდება, ის. მეც ვზივარ ტუჩებმოკუმული და პომადაც ძნელად მშორდება DDDD.gif ის კიდევ ბრაზობს. ამასობაში თვითონ აუვარდისფრდა ტუჩები. ჰოდა გამეცალა მეც მალე. ახლა უკვე კმაყოფილი ზის და მეუბნება, რომ ასე ბევრად ჯობს. მაგრამ არა, ახლა მეც გამიტკბა... ჰოდა... აჰმ... მოდი ახლა შენ წაგისმევ და მე მოგაშორებ-მეთქი. ხმამაღლა ნუ იცინით DDDD.gif ხელი მეშლება. მმმ... გგონიათ გააპროტესტა? არა. იმიტომ, რომ იმასაც გაუტკბა. ხოდა წავუსვი... და ის იყო უნდა მომეშორებინა და პატრულიც დაგვადგა DDDD.gif ბავშვებო, კიბეებზე ნუ ზიხართ, გაცივდებით და შვილები აღარ გეყოლებათო. ჩვენ ტუჩებს ვმალავთ, პატრული კი ლაპარაკობს. რომ არაფერს ვაშავებთ, მაგრამ არ შეიძლება, თან კიდევ გავცივდებით. ტუჩებზე ხელაფარებულები ვიცავთ ჩვენს უფლებებს, მაგრამ მხოლოდ იმას ვაღწევთ, რომ მზრუნველი ტონით გვეუბნებიან, სანამ ჩამოვივლით, აქ აღარ იყოთო. პატრული წავიდა. ოღონდ დროებით. შევხედე და ვხვდები, რომ ბევრი წავუსვი და ამის მოშლას პატრულის დაბრუნებამდე ვერ მოვასწრებ. ჰოდა მისი პროტესტის მიუხედავად საქმეს ვიადვილებ და სელპაკით ვაშორებ ზედა ფენას. დარჩენილს ისეთი მეთოდით, მას რომ უნდა, და მეც რომ მომეწონა წინა ჯერზე. ჰოდა, მოვაშორე, მაგრამ მაინც ნამეტანი ვარდისფერი აქვს ტუჩები. თუმცა, არ ვეუბნები. ამის ნაცვლად ვარწმუნებ, რომ პომადის კვალიც აღარ აქვს. სახლში რომ მივედით და სკაიპში შევედით, სანამ სასიკვდილოთ ვიჩხუბებდით, საზიზღარო, მაშ პომადა აღარ მისვია არაო?! პირველი სიტყვები ეს მომწერა : )))

მადლობა პატრულს!
DIKARKA
-))))))))))))))))))))))))

მაინც არ მჯერა რომ იმ ადამიანზე ყვები
აი არ მჯერა და მომკაააალიიიიიი
-))))))))))))

nodari82
gingery პომადამ დაგლიჯა ძაან ბევრი ვიხალისე smile.gif)
დანარჩენებს კი დიდი მადლობა ასეთი თბილი ისტორიებისთვის smile.gif)
Nino Baidauri
nodari82,
ესე იგი მისია შესრულებულია wick.gif

რიმანელიიი, შენ გაიხარე ამ ონლაინ სიის ფუნქციის სწავლებისთვის. რაც ეს თემა გაიხსნა, ყველა აქ იჯდა. ახლა სად სხედან თუ იცით.? lol.gif

იყენებს პირად მესენჯერს
იყენებს პირად მესენჯერს
იყენებს პირად მესენჯერს
იყენებს პირად მესენჯერს
იყენებს პირად მესენჯერს
იყენებს პირად მესენჯერს
იყენებს პირად მესენჯერს

lol.gif lol.gif lol.gif
me SaLo
ყველაფერი წავიკითხე!

ვოტ ასე!


აი ჰევნოთ ენი ისტორიიი : )))

დიკ მეორე ისტორიის მომხრე მეც ვარ და მოყევი რაა )))
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.