QUOTE
დღეს საღამოს მივიცლით და მე და ირაკლიც დავწერთ ჩევსნ ისტორიას...
ეს პოსტი დავწერე jan 13 2009, 15:19 და იმის მერე ვერ დავაყენე საშველი რომ დამეწერა.
გავიხსენებ კარგად ყველაფერს, იმედია არაფერი გამომრჩება.
ხოოოოოდა, ყველაფერი დაიწყო ფოტოსაიტით, რუსული ფოტოსაიტით......
მაშინ ჯერ არ არსებობდა ბოკე, იდეაშიც კი. არც ადმინისტრაციის წევრები ვიცნობდით ერთმანეთს (მიუხედავად იმისა რომ 3 მათგანი ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით)
მაშინ ჯერ დამწყები ფოტოგრაფი ვიყავი, ფოტოებს უბრალოდ ჩემთვის ვიღებდი და ვბეჭდავდი.
ერთ დღეს ჩემმა ძმამ აიჩემა, დარეგისტრირდი ფოტოსაიტზე და იქ დადე შენი ფოტოებიო. ერთი თვე ვიფიქრე.
ბოლოს დავრეგისტრირდი, ავტვირთე რამდენიმე ფოტო. ამ ფოტოების წყალობით გავიცანი ნიკუშა, შოთა, გუჯა,კახა, ირაკლი, გოგა და ა.შ.....
დაიწყო ვირტუალური მეგობრობა, რომელიც შემდეგ გადაიზარდა რეალურში.
დიდი ხნის ვირტუალური ურთიერთობის მერე გადავწყვითეთ შეხვედრა, მაგრამ
მომავალი ადმინების პირველი შეხვედრა რა თქმა უნდა გამოვტოვე
მიუხედავად იმისა რომ წერილობითაც კი მივიღე დაპატიჟება, მაინც ვერ მოვახერხე მისვლა.
არც იმან მიშველა რომ შეხვედრის ადგილი ჩემი სახლიდან 100 მეტრში იყო
მოკლედ ბიჭებმა გაიცნეს ერთმანეთი, მე კი ისევ ფოტოსაიტის პროფილის ფოტოებით ვიცნობდი ყველას
შემდეგი შეხვედრა ცოტა მოგვიანებით ერთერთ საგამოფენო დარბაზში შედგა, ფოტოკონკურსის დასკვნით გამოფენაზე.
სიტუაცია ასეთია: ზაფხული, საშინელი სიცხე, კონკურსის დახურვა 2 საათზე, როცა ისე ცხელა რომ ასფალტიც დნება. გამოფენა არც ისე დიდ დარბაზში ტარდება.უამრავი ხალხი, ერთმანეთს ძლივს უვლიან გვერდს.კონდენციონერები როგორც წესი ვერ აგრილებს დარბაზს,მოკლედ ცხელა როგორც თონეში.......
ამ თონეში გავიცანი პირველად ბოკელები, ყველა მომავალი ადმინი, ირაკლის გარდა. ირაკლის რატომღაც ვერ შევხვდი, თუმცა ერთმა ყმაწვილმა მიიქცია ჩემი ყურადგება, უფრო სწორად მისმა ჰალსტუხმა, რომელიც სიცხის მიუხედავად ბოლომდე ჰქონდა წაჭერილი და ამის დანახვაზე გული ცუდად გამიხდა....
ორი დღის მერე ისევ შევხვდით ბოკელები იმავე დარბაზში და მაშინ გავარკვიე რომ ის ჰალსტუხწაჭერილი ყმაწვილი იყო MAGDU

ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა....
ამ სამი წლის მანძილზე იყო დიდი მეგობრობა, ბევრი სასიამოვნო მოგონება.........
ქალაქგარეთ გასვლები, გადაღებები, გართობა, სახინკლე, გუჯას სადღეგრძელოები.....
მერე ისევ შეხვედრები, ისევ სადმე გასვლა, ისევ გადაღება, ისევ რესტორანი და ისევ გუჯას სადღეგრძელო....
მერე კომპიუტერი გამიფუჭდა, ირაკლი მოვიდა, გამიკეთა ....
ვიღაცამ კამერა იყიდა, ესეიგი ისევ გაადსაღებად გასვლა, დატესტვა, შეფასება, სახინკლე, გუჯას სადღეგრძელოები......
მერე ისევ კომპიუტერი გამიფუჭდა, ირაკლი მოვიდა, გამიკეთა ....
მერე ბოკე გაჩნდა, შეხვედრები ბოკესთან დაკავშირებით, ბევრი საუბრები, კამათი, სახინკლე, სადღეგრძელო......
მერე კომპიუტერი აღარ გაფუჭდა, მაგრამ ირაკლი მაინც მოვიდა...

და ასე გაგრძელდა თითქმის სამი წელი. . . . ნუ ზუსტად ასე არა, რესტორნიდან სახინკლემდე შუალედებში რა თქმა უნდა ვახერხებდით ცალკე შეხვედრას და ჟღურტულს,
მაგრამ ჩვენი მეგორობის და შემდეგ სიყვარუილის ისტორია ძირითადად ბოკეს ჟანდარმერიის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ვითარდებოდა

როდის და როგორ გადავედით მეგობრობიდან სიყვარულზე ეს არ გვახოვს,
მაგრამ დიდი დრო კი დაგვჭირდა

თითქმის სამი წელი
ძალიან ლამაზი, ტკბილი და თბილი მოგონებებით სავსე 3 წელი
დიდი მეგობრობიდან გადავედით დიდი სიყვარულზე!
შედეგი:
3 ივნისი,2007 წ......
ქ ო რ წ ი ლ ი ..jpg
2 ივნისი, 2008წ.....გაჩნდა
ს ა ნ დ რ ო2 აპრილი,2011 წ.....
ძალიან ბედნიერი ოჯახი