Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ომი, მობილიზაცია!
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30
likuna777
beshqena წავედით ვცემოთ ყველა აღარ შემილია ამდენი ნერვიულობააააა..
D_A_D_A
QUOTE(MaStErOFmAsTeRs @ Aug 9 2008, 22:52)
euronews  უყურეთ ვინმემე ამდღეებში? DDDD.gif რა თქვეს კლიენტებმა ამხრეთ ოსეთI და ჩრდილოეთ ოსეთი ერთი ქვეყანა იყოო 1921 წლამდეა და საბჭოთა კავშირის დროს მიცეს საქართველოს სამხრეთ ოსეთიო. ამავე დროს ქართველებმა მაშინ იქ ეთნიკური წმენდა განახორციელესო  angry.gif  მთელი ევროპა უყურებს ევრონიუუს ბლიად sad.gif
*



ისა და, გეოგრაფია/რუკების ამბავში როგორ არიან ნეტავ ? DDDD.gif DDDD.gif ჩემი მასწავლებელი კი მზესუმზირის ჭამის გარდა სხვას არაფერს აკეთებდა გაკვეთილებზე მთელი 4 წელი მაგრამ მაინც
User-Nikala
ვისაც აქვს სურვილი დაბლოკილ საიტებზე შესვლის:

www.pleave.info ჩაწერეთ გვერდის ბოლოს ნეისმიერი საიტის ლინკი და შეხვალთ.
likuna777
User-Nikala--- ოდნოკლასნიკებზე როგორ შევიდეთ?
User-Nikala
გვერდის ბოლოს არის ადგილი სადაც ჩაწერ ლინკს,შემდეგ დააჭერს Browse და შეხვალ.
xatunia
გაიხარე ნიკალა შევედი angel.gif
likuna777
User-Nikala- მე არ მისჰვებს cry.gif
xatunia
http://anonymouse.org/ ამ საიტითაც შეიძლება შესვლა
User-Nikala
likuna777 ზუსტად ისე გააკეთე როგორც ავხსენი და შეგიშვებს წესით.
gigsi
ხალხო rtv-ზე თქვეს ქართველებმა როკის გვირაბი ააფეთქესო და ხო არ იცით ზუსტად რამე
xatunia
კი ააფეთქეს, ნამდვილადო smile.gif
climber
ვა მაგარაი თუ აფეთქეს!!!
gigsi
ჯიგარრრრრრრრრრრ
Added @ [mergetime]1218309725[/mergetime]
bravo.gif bravo.gif bravo.gif აეეეეეეეეეეე
climber
აქციაზე რატო არავინ წამოხვედით?

rimanely
რეზერვისტებზე ვინმემ რამე არ იცით??


მე რაღაც ძალიან უსიამოვნო ინფოები მომივიდა და არ მინდა მართალი იყოს sad.gif
გორიდან დარეკეს... აფეთქებების მერე ყველა აქეთ-იქეთ გაიქცა და ეხლა ვინ სადაა გაფანტული თვითონ არ იციანო sad.gif მოკლედ მაგარი არამობილიზირებულია რეზერვიო sad.gif
ისაც ტყუილი ყოფილა უკან უშვებენო sad.gif
ერთმა დარეკა სამნი ვართ სადღაც.. არ ვიცით სად და პოლიციას ვეძებთ რომ გორში დაგვაბრუნონო...
ასე უპატრონოდ თუ არიან ვერ ყოფილა მაშინ ჩვენი საქმე კარგად sad.gif
User-Nikala
მე ვიცი რეზერვისტებზე ინფო,მაგრამ რო დავწერო მერე დეზინფორმაციაში დამადანაშაულებენ smile.gif 4 კაცი ჩამოვიდა ჩემი მეგობარი და ყველაფერი თქვეს რაც ნახეს,არაფერი სასიამოვნო არ მოუყოლიათ.
xatunia
დღეს ვინც უნდა წაეყვანათ ისინი მოაბრუნეს და სხვისი არ ვიცი, არამგონია ეგრე იყო მართლა. უბრალოდ შეშინებული ხალხი ბევრად უფრო მძაფრად აღიქვამს ყველაფერს და ამუქებენ, პანიკის ბრალია.
rimanely
როკის გვირაბი რომ აეფეთქებინათ ქართულ არხებზე ათასჯერ იტყოდნენ უკვე raviaba.gif
რა ვიცი... ღმერთმა ქნას მართლა მასე იყოს...
xatunia
შეიძლება სპეციალურად არ ამბობენ. დრო გვიჩვენებს.
apachi
QUOTE
უბრალოდ შეშინებული ხალხი ბევრად უფრო მძაფრად აღიქვამს ყველაფერს და ამუქებენ, პანიკის ბრალია.

ეს არის ყველაზე მეტი ცუდი, იქედან დაბრუნებულებს არ უნდა მივცეთ პანიკაში ჩავარდნის საშუალება მიტო უნდა ვიყოთ ჩვენ მხნედ... აი მაგიტო ვიძახი ჩვენ ვიყოთ მხნედთქო



აბა ვუყუროდ რუსთავი2-ს ახლა
rimanely
xatunia ეგ ვიცი... ჩემი ძმაც დააბრუნეს, მაგრამ ერთი ჩვენი მეგობარია იქ და ვერაფრით ვერ ვპოულობთ... ბოლოს დარეკა სადღაც ქარელთან ვარ მგონი და დანარჩენები სად არიან არ ვიციო...
blink.gif ამ შუაღამეზე მარტო რა უნდა ქნან იქ არ ვიცი...
xatunia
ნუ გეშინია არ დაიკარგებიან, იქ ისეთი ტერიტორიებია ძალიანაც რომ მოგინდეს ვერ დაიკარგები, ნუ გეშინია ყოველ ნაბიჯზე ხალხია და არ დაკარგავენ smile.gif
climber
აუ ქართველი ფოტორგრაფია დაკარგული იქ sad.gif ბოკეზეც არის
MISS OLIVERA
ხალხო... ახლა ჩემი მეგობარი რუსთავიდან ჩამოვიდა...

ბომბი ჩამოუგდიათო იქაც რუსებს დილით ასე თქვაsmile.gif

მე არ ვიცოდი sad.gif
dave
მგონი მალე დამთავრდება ყველაფერი. ჩვენები მზად არიან მოლაპარაკებისთვის, ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა.
MISS OLIVERA
QUOTE(climber @ Aug 9 2008, 23:31)
აუ ქართველი ფოტორგრაფია დაკარგული იქ sad.gif ბოკეზეც არის
*




რააააა ?? ვაიმეე blink.gif
climber
ალექსანდრ კლიმჩუკი
Nina Minzoni
climber,
ar varga.gif ar varga.gif ar varga.gif ar varga.gif უფალმა გადმოხედოს sad.gif
Goderdzi Makharashvili
მოიცა ეგეც იქარი?
ეგ არ დაიკარგებოდა შანსი არაა
თავისიანებთან ერთად იქნება
ჟურნალისტებთან
MaStErOFmAsTeRs
ინტერპრეს ნიუსმა ც გაავრცელა როკის დაბობმვაზე ინFო!!!

და კდიეეევ!!! იტარ ტასზე გაიჩითა ამ წამს ინFო რუსები ქართველებს თხოვენ კორიდორი მოგვეცით დაჭრილებს გავიყვანთო და ქართველები არ აძლევენ ამის საშუალებასო და ქვემოთ ჟურნალისტისვე დასმული კითხვა არიო: როკიდან რატო არ გამოყავთო? იტარ ტასზე წერიაო ბევრა დაწერა ვინც შედის რუსულ საიტებზე!
climber
გავრცელებული ინფორმაციით ქართულმა მხარემ როკის გვირაბი ააფეთქა. რუსული მხარე დაჭრილებისა და გარდაცვლილების გასაყვანად კორიდორს ითხოვს.
"ინტერპრესნიუსმა" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებში სცადა, თუმცა ჯერჯერობით ეს ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება.
MaStErOFmAsTeRs
ჯერ არ დასტურდება...
Goderdzi Makharashvili
გიო ვერ უკავშირდებიან და არ იციან სად არის ღმერთმა ქნას ყველაფერი კარაგათ დამთვრდეს!!!
mangust
http://anonymouse.org

აი, არ ვიცი აქ დაიდო თუ არა ეს ლინკი...

მოკლედ ამით შეგიძლიათ შეხვიდეთ რუსულ საიტებზე...
Goderdzi Makharashvili
მიდით ძმებო
ნაბოები!!!!!!!
climber
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10150
user: ipn
password: 5894
Goderdzi Makharashvili
mangust,
შენ გაიხარე!!!



კლიმბერ შენ შემოგევლოს ჩემი თავი
გავაგზავნე რეგისტრაციაზე მარა ვინ უყურებს ახლა მაასგას
MISS OLIVERA
QUOTE(climber @ Aug 9 2008, 23:41)


გაიხარე რაა bravo.gif
Peso
გაიხარე!
climber
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ დღის ბოლოს შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.მისი თქმით, საქართველოს სამთავრობო ნაწილები კვლავ ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს. ამასთანავე, აშკარად შემცირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ავიაციის თავდასხმები საქართველოს დასახლებულ და სტრატეგიულ პუნქტებზე.
როგორც ეკა ზღულაძემ განაცხადა, დღის განმავლობაში არსებობდა გარკვეული პრობლემები რეზერვისტების გადაჯგუფებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკითხი მოხსნილია და რეზერვისტები გადანაწილებულია გორის გარშემო მდებარე სოფლებში და იქ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზერვისტებთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის აეროპორტები, ასევე სარკინიგზო ხაზი გამართულად მუშაობს. ზღულაძის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას როკის გვირაბის დაბომბვასთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ.
"საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ძალიან დაძაბული დღე გადაიტანეს, თუმცა წარმატებით განახორციელეს დასახული ამოცანები", _ განაცხადა ეკა ზღულაძემ.
Goderdzi Makharashvili
ახალი არფერი იცით ხალხო?
Added @ [mergetime]1218312885[/mergetime]
დღეს ვინც არ იყავით აქციაზე რესპუბლიკის მოედანზე ანუ ვინც არ იცით ხვალინდელი დღის გეგმები მათ საყურადღებოდ

ხვალ 6 საათზე თავისუფლების მოედანზე იგეგმება საპროტესტო აქცია
დღეს გული დამწყდა არ ვიყავით ბევრნი და არ იყო სასიამოვნო
ხვალ კი ნუ დავიზარებთ და გავიდეთ ყველანი
მეტი რა შეგვიძლია?
არც არაფერი
climber
ცხინვალსა და მის შემოგარენში 9 აგვისტოს გამართული ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად განადგურებულია რუსეთის კუთვნილი მძიმე ტექნიკა.
როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ქართული დაზვერვის მასალებზე დაყრდნობით იუწყება, ბრძოლების შედეგად ქართველებმა მოწინააღმდეგე მხარეს 30 ერთეული მძიმე ტექნიკა გაანადგურეს.
მათივე ინფორმაციით, მოკლულია რუსული ელიტარული სოპეცდანაყოფის 60-მდე წევრი.
რუსული ბომბდამშენების მიერ ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაიბობმა: ფოთის პორტი, სამჯერ სენაკის სამხედრო ბაზა, ხონის სამხედრო ბაზა, ოთხჯერ ვაზიანის სამხედრო ბაზა, ორჯერ მარნეულის სამხედრო აეროპორტი, კოპიტნარის აეროპორტი. ასევე გორი, ქარელი, სენაკი, ონის რაიონის სოფელი წედისი, ზემო აფხაზეთის სოფელი ჩხალთა და ქვეყნის სხვა დასახლებული პუნქტები.
ამ დროისთვის საქართველოს სამთავრობო ნაწილები კვლავ ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს და თითქმის მთლიანად აკონტროლებენ ცხინვალს.
ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
Elle
საქართველო/რუსეთის დანაკარგებზე ასე თუ ისე ცნობებს გვაწვდიან
მაგრამ რატომ არ გვაინტერესებს ოსი მოსახლეობის ბედი? რამდენია მსხვერპლი? არანაირი ცნობები არარის ამის შესახებ
8 აგვისტომდე მოყოლებული ყოველდღე ინტენსიურად გაისმოდა დაპირებები მშვიდობასა და კეთილდღეობაზე
ახლა კი ცხინვალი მთლიანად განადგურებულია, ამ ხალხის ბედი კი საერთოდ არ ვიცით, და სამწუხაროდ დაინტერესებასაც არავის ვატყობ sad.gif
Nina Minzoni
ომმა არ იცის დამარცხებული და გამარჯვებული...ომმა მხოლოდ მსხვერპლი იცის...
Elle
Nina Minzoni,
+1 sad.gif
არც სხვისი მსხვერპლი მიხარია
peace! sad.gif
Kamikadze
მეგობრებო!

რამოდენიმე წუთის წინ CNN-მა ითხოვა თუ ვინმეს ფოტოები გაქვთო რამენაერი ამ კომფლიქტის ამსახავი საიტზე გამოგვიგზავნეთო!

როგორც ჩანს მიწერილ წერილებს გამოეხმაურნენ და აღარ სურთ მხოლოდ რუსულ წყაროებს დაეყრდნონ ამიტომ ნუ დავზარდებით და გავუგზავნოთ რაც გაგვაჩნია! ეს მედიაომში მოცემული ძალიან კარგი შანსია!
apachi
Kamikadze,
სად ნახე ეგ ინფო?
climber
Kamikadze
ბოდიში და CNN
როიტერი ტყუილა მუშოსბს შენი აზრით ნახე მაიცნ რამდენი ფოტო არის გადაღბეული უცხელს წერტილებში
ორი ფოტოგრაფი მუშაბს ერტ ადგილზე შენ ხვდები რამხლე მნიშვნელობა აქ ამას???
ყველა უცხოური სააგნეტოს ფოტოგრაფი იქა ამას პიუს ქართველი სტრინგერები!!! და CNN ფოტო არ აქ news.yahoo.com შევიდეს და პირველ გერდზე დახვდება!!
Kamikadze
climber,
apachi,


CNN- ვუყურებდი და განაცხადეს. სლაიდებს აკეთებენ პერიოდულად
Elle
ვნახე yahooზე როიტერის ფოტოები, ვფიქრობ მაქსიმალურად ცდილობენ აღბეჭდონ სიტუაცია smile.gif
MaStErOFmAsTeRs
2008-08-10 00:27
შსს უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის ცაზე რუსულმა ბომბდამშენმა გადაიფრინა



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ამ წუთებში თბილისის მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის ცაზე რუსულმა ბომბდამშენმა გადაიფრინა.
როგორც \"ინტერპრესნიუსს\" შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ცოტა ხნის წინ თბილისში გადაიფრინა სამოქალაქო თვითმფრინავმა, რომელიც დაბალ სიმაღლეზე იყო და ამას რუსულ სამხედრო საფრენ აპარატთან არავითარი კავშირი არ აქვს.
აქედან გამომდინარე, მისი თქმით, დედაქალაქის მოსახლეობას შიშისა და პანიკის საფუძველი არ აქვს და მან ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
mariami
MISS OLIVERA,

რუსთავზე რაც დაწერე, სიმართელეა ????
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.