Sofo Uznadze
Aug 9 2008, 12:18
Torquado
არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს ..ზ ემოთ ქლიმბერმა და სხვებმა რაც დაწერეს სიმართლე და ეგ აჩვენეს ოღონდ ვიდეო მასალა..
აქ იყავი და ადევნე ბავშვების ნაწერებს თვალი ესენი სიმართლეს წერენ კურიერზე სწრაფად.
Added @ [mergetime]1218269977[/mergetime] Torquado
შენ სად ხარ? თუ აქ ხარ სადმე იქნებ სისხლი გაგეცა? ძალიან უჭირთ ძალიან ბევრი დაშავებულია
Torquado
Aug 9 2008, 12:27
ჯანდაბაში ვარ ჯანდაბაში - ამერიკაში ვარ
climber
Aug 9 2008, 12:28
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო.სხდომაზე მისულმა მინისტრებმა ჟურნალისტებთან არანაირი კომენტარი არ გააკეთეს.
წინასწარი ინფორმაციით, მიღებული იქნება საგანგებო გადაწყვეტილებები, რომელთა შესახებაც სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი 13.00 საათისთვის გეგმავს განცხადების გაკეთებას უცხოური მედიისთვის.
მიხეილ სააკაშვილის მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში არსებული მდგომარეობისა და საერთაშორისო დახმარების თაობაზე
Sofo Uznadze
Aug 9 2008, 12:30
climber ეგრე გააგრძელა რაა შენ მეტს გებულობ .
Torpuado ეხ სიხარულო მე თუ აქ ვარ რა შეღავათი? ?
ქალი ყოველთვიას უმცირესობაა ომის დროა
Torquado
Aug 9 2008, 12:36
phoenix,
მანდ ჩემი შვილია და დედა რომელიც მეგონა უსაფრთხო ადგილას მყავდენ და იქაც ახლომახლო აგდებენ ბობმებს
climber,
შენ გაიხარე რომ გვაწვდი ამდენ ინფორმაციას
2008-08-09 12:18
რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დღევანდელ დაბობვას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დღევანდელ დაბობვას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გაცილებით მეტია დაჭრილთა რაოდენობა. ამის შესახებ გორიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.
მისივე ცნობით, მხოლოდ 20-მდე ადამიანი გორში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას დაიღუპა. დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი დაიღუპა სამხედრო ბაზებზე საავიაციო იერიშების დროს.
"ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტის ცნობით, გორში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა მოსახლეონა უსაფრთხო ადგილებში გასვლას ცდილობს.
რუსეთის ავიაციამ გორში ე.წ. ბამბეულის კომბინატის დასახლება, წყალწმინდის სამხედრო ბაზა და სატანკო ბატალიონის ტერიტორია დაბომბა.
სატანკო ბატალიონზე რუსულმა მხარემ ორჯერ მიიტანა იერიში, აფეთქებულია ტყვია-წამლის საწყობი, ცეცხლი უკიდია ყაზარმებს.
როგორც გორში აცხადებენ, რუსულმა ავიაციამ სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა, რაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დასუსტებას ისახავს მიზნად.
climber
Aug 9 2008, 12:40
პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები ცხინვალში გადაისროლეს პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები ცხინვალში გადაისროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანაშემწეზე, პოლკოვნიკ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განმარტებით, პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები ცხინვალის რეგიონში "სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარების დაჯგუფებების გაძლიერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით არის გადასროლილი".
წყარო
http://pirveli.com.ge
Sofo Uznadze
Aug 9 2008, 12:42
24 -ხი ვერტმფრენი შემოფრიდა და დაბობმა კოპიტრანის აეროპორტი
tsumbusha
Aug 9 2008, 12:43
იმდენი თვითმფრინავი ჩAმოვუგდეთ რო დამატება დაჭირდათ

კიდევ ბევრი დაჭირდებათ !!!
tsumbusha, არაა სასაცილო, ცოტაა მსხვერპლი?
QUOTE
მისივე ცნობით, მხოლოდ 20-მდე ადამიანი გორში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას დაიღუპა. დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი დაიღუპა სამხედრო ბაზებზე საავიაციო იერიშების დროს.
, თუნდაც
რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ
24 რააამბავია ტო ?? .. არიქნება 24 ..
წაიკითXეთ ეს
ტუფტაა ყველაფერი რასაც რუსები წერენ, ეს ინფორმაციული ომია!!!
კი გვბომბავენ, მარა ვენაცვალე ჩვენ ბიჭებს, რუსებს ცოტა არ ეჩვენებათ ახლა ჯავაში
http://www.kavkazcenter.com/russ/content/2.../09/60009.shtml
Torquado
Aug 9 2008, 12:47
მაგატი დესანტი დაიწვა ცასჰი
2008-08-09 13:39:49
Datiko 71 datiko71@mail.ru НАШИ ВЗЯЛИ ОДНОГО ПИЛОТА С СУ-24!!!!!!!!!
Второй чуть-чуть мертвый!!!!!!!
(В СУ-24 два пилота)
ТАК ДЕРЖАТЬ!!!!!!"!!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!!!
Liza Niniashvili
Aug 9 2008, 12:49
QUOTE
НАШИ ВЗЯЛИ ОДНОГО ПИЛОТА С СУ-24!!!!!!!!!
ხო ეგ კურიერშიც თქვეს....
Sofo Uznadze
Aug 9 2008, 12:51
_toko_
4 ხი უნდა დამეწერა

ისე მიკანკალებს ხელები კიდე კარგად ვწერ
Kamikadze
Aug 9 2008, 12:53
QUOTE
Второй чуть-чуть мертвый!!!!!!!
чуть-чуть კარგი იყო
Anselina Adams
Aug 9 2008, 12:57
ახალი რა იცით???
Liza Niniashvili
Aug 9 2008, 12:57
QUOTE
ისე მიკანკალებს ხელები კიდე კარგად ვწერ
ყველანი ცუდად ვართ ახლა. არ გვინდა დეტალიზირება.....
Kamikadze
Aug 9 2008, 12:58
ყველას ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ პანიკური განცხადებებისგან!
სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ქართული შენაერთები დაკავებულ ყველა პოზიციას აკონტროლებენ.
2008-08-09 12:54
რუსულმა თვითმფრინავებმა კოპიტნარის აეროდრომის გვერდით მდებარე სამხედრო აეროდრომიც დაბომბეს
რუსულმა თვითმფრინავებმა კოპიტნარის აეროდრომის გვერდით მდებარე სამხედრო აეროდრომიც დაბომბეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.
მისივე ცნობით, კოპიტნარში დაზიანებულია რადარის სისტემა, აფეთქებულია ასაფრენი ბილიკები. ამასთან, ზოგიერთი ბომბი კოპიტნარში ჩამოგდებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ აფეთქდა.
დაჭრილები და დაშავებულები ქუთაისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ქუთაისში პანიკა არ არის და ჯერჯერობით მოსახლეობა ქალაქს არ ტოვებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის საევაკუაციო საკითხებს განიხილავენ.
გული გამისკდა

.. კიდე კაი

..
chamoxeuli bilbordebi
Aug 9 2008, 13:02
კონტროლ ქვეშ კი არის მაგრამ რუსეთს რას უშვრები?
s a f o
Aug 9 2008, 13:05
QUOTE(PsixOdino4ka @ Aug 9 2008, 12:49)
ხო ეგ კურიერშიც თქვეს....
კი პრეზიდენტმა თქვა , რომ აიყვანეს რუსი პილოტი
ხალხო ქუთაისშI არანაირი პანიკა არ არის უბრალოდ სჰინაგანად ვნერვიულობტ მსხვერპლის გამო რადგან ადამიანები ვართ თორე შემართება იცოცხლეთქო არის მოხალისეები არ მიყავთ საკმაო რაოდენობა გვყავს არტილერიაცო და ცოცხალი ძალაცო სისხლის გადასხმის ცენტრებშI რიგი დგას. გუსჰინ გამიტ აქციაც კი ჩატარდა ქუთაისის ცენტრში მაგრამ ამ აქციით ერთმანეთის მხნეობის მეტს ვერაფერს ვიზამთ კარგად ვართ კარგად
climber
Aug 9 2008, 13:07
apachi
გაიხარე!!!!
Kamikadze
Aug 9 2008, 13:08
apachi,
შემართებაში აქეთაც გენაცვალე

აი შომი ამბობდა კინაღამ ქვების სროლა დავუწყე სუ-24-ებსო
Nina Minzoni
Aug 9 2008, 13:08
apachi,
ჩვენს მედგრად ვართ! არავითარი პანიკა!
Torquado
Aug 9 2008, 13:09
chamoxeuli bilbordebi,
აბა შენ ეგა თქვი
ნატო სად აგდია ეგ გადასაშენებელი ეგა. სადაა რომ ჩაკეტოს საჰაერო სივრცე ჩვენთან.
აბა ახი არაა სულ ავაფეთქოთ მაგათი დამპალი ევრიპული ნავტობოს მაგისტრალები და ისე დავტოვოთ
climber
Aug 9 2008, 13:09
გორში საშინელება ხდება ფოტოებს არ დავდებ!
მაპატიეთ მაგრამ ვფიქრობ ცხინვალს რომ ვაკონტროლებდეთ აუცილებლად ვიხილავდით დამადასტურებელ კადრებს.
Infanta
Aug 9 2008, 13:10
არსად არ ირეკება
სატელეფონო ქსელები გადატვირთულია

მთავარია ქვეყანაში პანიკა არ ატყდეს
Kamikadze
Aug 9 2008, 13:13
Elle,
სამხედრო ობიექტია. არ შეიძლება
Goderdzi Makharashvili
Aug 9 2008, 13:14
http://www.boke.ge/forum/https://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=12787&st=30&p=214453&#entry214453
ხალხო ეხლა კარგად მომისმინეთ
კარგია აქედან ამდენი ძახილი გამხნევება მაგრამ რაც შეგვიძლია ის თუ არ გავაკეთეთ იღუპება ხალხი!!!!
დღეს 16:00 საათზე ვიკრიბებით უზნაძის ქუჩაზე ყოფილ ქორწინების სახლთან!
არ უნდა ვწერდე წესით ამას მაგრამ მაინც ვიტყვი, ხალხნო ნუ დაიზარებთ წამოდით ყველა ყველა ყველა!!!
გელოდებით!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
climber
მიდი რა დადე მაინტერესებს რა ხდება

...
Torquado
Aug 9 2008, 13:15
მართალია ინფანტა
უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი
Kamikadze, როცა იქ იყვნენ მართლა ჩვენი ჯარები, მაშინაც სამხედრო ობიექტი იყო, მაგრამ ვიდეოჩანაწერები ვნახეთ
ლაივჯორნალი გადაიკითხეთ თუნდაც, ბევრი მცოდნე ადამიანია, საკმაოდ საინტერესო პროგნოზებს წერენ გეოპოლიტოლოგებიც.
Nina Minzoni
Aug 9 2008, 13:16
Goderdzi Makharashvili,
მოვდივარ!!!!!
Torquado
Aug 9 2008, 13:16
ეჰ..
Nina Minzoni
Aug 9 2008, 13:18
Elle,
ვFიქრობ არ შეიძლება ყველა იმ ინფორმაციის გავრცელება, რაც სინამდვილეში ხდება...დროა უკვე სამხედრო ცენზურა რომ შემოიღონ, ამდენი ბლა ბლა არ შეიძლება, პირველ რიგში ჩვენ მოგვხვდება ისევ ამის გამო!
Torquado
Aug 9 2008, 13:21
ღმერთმა უდრეკი ჯანმრთელობა მოგცეთ ვინც ჩვენებს ასე ეხმარებით
Nina Minzoni,
ფორუმ.გე-ზე რა ხდება? ცხინვალი ჩვენიაო, საპირისპიროს ვინც კი იტყვის სტრელებს უნიშნავენ
არიქა რუსეთს გავსრესთ და გადავუვლითო და არც ესაა ჯანსაღი შემართება,
QUOTE
ვFიქრობ არ შეიძლება ყველა იმ ინფორმაციის გავრცელება,
წარმოიდგინე ინტერნეტი რომ გაგვეთიშოს? რუსთევი2ის ინფორმაციაღა შეგვრჩება, მთელი ქვეყნის მაშტაბით უკვე არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ და ჩვენ ეს არ უნდა ვიცოდეთ? საინფორმაციო ვაკუუმში გირჩევნიათ ყოფნა?
climber
Aug 9 2008, 13:30
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების ბრძანების დასამტკიცებლად მიმართავს.ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტსა და სამთავრობო სტრუქტურებს, იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში.
მიხეილ სააკაშვილმა დადებითად შეაფასა ფინანსთა და საგადასახადო სტრუქტურების მუშაობა და აღნიშნა, რომ საჭიროა ზრუნვა ქვეყნის სასიცოცხლო მარაგის აუცილებლობაზე, რაზედაც ადრეც მიდიოდა მუშაობა.
პრეზიდენტ ისაუბრა ისაუბრა რუსეთის საომარ პროპაგანდასა და საინფორმაციო ომზე.
"საჭიროა, ქართულმა საინფორმაციო საშუალებებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა მოსახლეობას გადასცენ",-აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც პრეზიდენტის ბრძანებას განხილავენ, დღეს, 14.00 საათზე დაიწყება.
Nina Minzoni
Aug 9 2008, 13:30
მე კი ვიცი რაც მირჩევნია მარა სადააა

მე ერთი რამ ვიცი, 4 საათზე მვდივარ სისხლის ცასაბარებლად, და ყველას მოგმართავთ, შემოგვიერთდით!
Added @ [mergetime]1218274332[/mergetime] climber,
სააკაშვილმა თქვა პარლამენტმა საგანგებო რეჟიმში უნდა იმუსაოსო და აქ სულ სხვა რამ დაუწერიათ, ბლინ რა!!!!
climber
Aug 9 2008, 13:33
Nina Minzoni
რაც თქვა ის წერია! მე მხოლოდ ქართული სააგნეტოს ინფოს ვდებ
(ამ სააგენტოში ყველა ჟურანლისტს ვიცნობ)
და მეც სხვა სააგენტოში ვმუშაობ...
QUOTE
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების ბრძანების დასამტკიცებლად მიმართავს
მეც გავიგონე ეგ რომ თქვა
Nina Minzoni
Aug 9 2008, 13:37
climber,
კურიერში თქვა ადამიანმა, საგანგებო რეჟიმში უნდა იმუშაოს პარლამენტმაო..მე შენ კი არ გეუბნები არასწორ ინფორმაციას ავრცელებ თქო..რაღა ვქნა ახლა მეტი.
წამოდით 4 საათზე! ესაა ეხლა მთავარი, ინფორმაციები აწი სულ იქნება
beshqena
Aug 9 2008, 13:41
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!
დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!
Surgula
Aug 9 2008, 13:42
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.