Goderdzi Makharashvili,
გეყოთ! საკმარისია!!!
QUOTE
მოკლედ, ვიყავი მერიასთან, უამრავი ხალხია
და მათი რაოდენოპბა მატულობს
ავტობუსებით ჩამოყავთ
ზოგი თავისივე მანქანითაა
მაგრამ არც საჭმელი და არც ბარგი არავის აქვს
გთხოვთ იქნებ 6 საათამდე მოვახერხოთ და შევიკრიბოთ მივიტანოთ რამე
სანამ მიტინგზე წახვალთ,
დავეხმაროთ ხალხს!!
მაგას ჯობია ერთი პური მაინც მიიტანოთ!!!
ქალაქის ცენტრში მშიერი ბავშვები დგანან და ეს არაფერში უშველით!
tsumbusha
Aug 10 2008, 17:10
საავადმყოფოებს ესაჭიროებათ პირველი უარყოფითი და მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი. მოქალაქეებმა უნდა მიაკითხონ უახლოეს სისხლის გადასხმის ადგილებს.
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 17:10
QUOTE
მოკლედ, ვიყავი მერიასთან, უამრავი ხალხია
და მათი რაოდენოპბა მატულობს
ავტობუსებით ჩამოყავთ
ზოგი თავისივე მანქანითაა
მაგრამ არც საჭმელი და არც ბარგი არავის აქვს
გთხოვთ იქნებ 6 საათამდე მოვახერხოთ და შევიკრიბოთ მივიტანოთ რამე
სანამ მიტინგზე წახვალთ,
დავეხმაროთ ხალხს!!
შევაგროვოთ რაც გავქ ყველაფერი და მივიდეტ 6-ზე მერიასთან!!!
Lasha Ghughunishvili
Aug 10 2008, 17:12
MaStErOFmAsTeRs,
ლაშ, მერიასთან არა
დროებითი შტაბი მიცკევიჩის ქუჩა #29-ში არის განთავსებული
ცხელი ხაზის ნომერი - 38-72-89.
Goderdzi Makharashvili
Aug 10 2008, 17:16
შევაგროვოთ რაც გვაქვს ყველაფერი და მივიდეთ დროებით შტაბში
მიცკევიჩის ქუჩა #29-ში არის განთავსებული
ცხელი ხაზის ნომერი - 38-72-89.
apachi
Aug 10 2008, 17:16
8 საათზე ქუთაისშიც და თბილისშიც აქციაზე გავიდეთ ყველააააააააააააააა
Anselina Adams
Aug 10 2008, 17:18
გეცოდინებათ უკვე, მაგრამ მაინც, სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო
nino be
Aug 10 2008, 17:18
ლტოლივილებს საკვები პროდუკტი და საყოფაცხოვრებო ნივთები ჭირდებათო..ტაშტი, მადუღარა და ეგეთი რაღაცეებიო
ლტოლვილების დახმარება შეგვიძლია მიცკევიჩის 29 ა ნომერში ტელ: 38 72 89
likusha
Aug 10 2008, 17:18
ეხლა ჩამოვედი ონის რაიონი, სოფელი ხირხონისიდან, ჯერ კიდე შოკში ვარ..... რა საშინელება გადავიტანეთ რომ კინოში თუ მინახავს.
nino be
Aug 10 2008, 17:19
უკვე დაგიწერიათ , უკაცრავად
apachi
Aug 10 2008, 17:22
likusha,
ნუ ამძაფრებ ლიკუ არანაკლებ გადაიტანეს და უფრო უარესიც გორმა ზუგდიდმა და სხვა საქართველოს ტერიტორიაზე
Goderdzi Makharashvili
Aug 10 2008, 17:23
წავედი თავისუფლებაზე
იმედია მოხვალთ!!!
Added @ [mergetime]1218374641[/mergetime] nino be,
QUOTE
უკვე დაგიწერიათ , უკაცრავად
არაერთხელ დავწეროთ
alienoty
Aug 10 2008, 17:27
აეროპორტზე ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ? რეისებს იღებენ თუ არა?
likusha
Aug 10 2008, 17:30
apachi არ ვამზაფრებ... იქ ნამდვილად მეტი გადაიტანეს მარა მთაში ცხვირ წინ რომ ბომბი გისკდება არც ისე სასიამოვნო დასანახია.
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 17:33
Elle,
იყავი შენ უკვე თუ ეხლა უნდა მიიტანო რაღაცეები ?
apachi
Aug 10 2008, 17:34
likusha,
QUOTE
apachi არ ვამზაფრებ... იქ ნამდვილად მეტი გადაიტანეს მარა მთაში ცხვირ წინ რომ ბომბი გისკდება არც ისე სასიამოვნო დასანახია.
ნუ ეგ იასნია მაგრამ მაინც არ შეიძLება ასე გამძაფრება... იმ ბიჭებმა რა უნდა თქვან რომელიც წინა ხაზზე არიან?
2008-08-10 17:31
ეკა შარაშიძე - ქვეყანაში ყველა კომუნიკაცია გამართულად მუშაობს
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ეკა შარაშიძის განცხადებით, ქვეყანაში ყველა კომუნიკაცია, როგორც რკინიგზა, ასევე, აეროპორტები, მიუხედავად არსებული ვითარებისა, გამართულად მუშაობს.
"არ არსებობს არანაირი პანიკის საფუძველი. საქართველოს აქვს, როგორც სასურსათო, ასევე საფინანსო რესურსები. საქართველო დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია რუსეთმა, მაგრამ ვთხოვ მოსახლეობას, რომ სიმტკიცით და გამძლეობით ამ რთულ პერიოდს გავუძლოთ", - განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, ეკატერინე შარაშიძე არ ადასტურებს გორის ხიდის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მინისტრი აცხადებს, რომ გახსნილია გზები, თუმცა არსებობს გარკვეული შეფერხებები.
likusha
Aug 10 2008, 17:38
ისინი ვერაფერს იტყვიან... აი ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვის
apachi
Aug 10 2008, 17:46
likusha,
QUOTE
აი ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვის
მეც მაგას გავიძახი მხნეობა და სულიერი სიმშვიდე არის ამ ეტაპზე ვენი საქმე, ხვალ შეიძლება მე მომიწიოს წასვლა ზეგ კიდე ვიღაცას და არ უნდა ვქნათ ისე რო დავაპანიკოთ ერთმანეთი და შეშინებული ხალხი გავუშვათ ამ სამამულო ომში მე არ მინდა 21 წლის განმეორება მე მინდა დამოუკიდებელი და მხნე საქართველო მიუხედავად სისხლის ღვრისა ყველას ყველას მხნეობისკენ მოგიწოდებთდა ნუ დაინგრევთ ცუდზე ფიქრით საკუთარ ფსიქიკას, მე მზად ვარ თავი შევწირო ქვეყანას მიუხედავად იმისა სამხედრო არ ვარ მაგრამ ჩემი მოქალაქეობრივი ვალის აგსაღებად ბოლომდე მზად ვარ და არც არაფრის მეშIნია
არავის არაფრის არ უნდა გვეშინოდეს და მოსახდენი უნდა მოხდეს თუ რადთქმა უნდა აგდაშენება გვიწერია... მაგრამ მეცინება ჩვენს გადაშენებაზე რო ვამბობთ ჩვენ საუკუნეებს გავუძელით გავუძლებთ და ვიამაყებთ რო ერთიანები ვართ მხნეები ვართ და ძLიერები ვართ
რუსეთს აღარ დარჩენია მეტი და ცდლობს კავკასია მის მარცუხებს ქვეშ მოაქციონ მაგრამ მაგათ უკვე სულ ცოტახანში თაიანთI შიდა ბოღმა მოკლავშ აი ნახეთ თუ არა უკვე დაიწყო რუსეთში შიდა დაპირისპირებები და უფრო მძაფრად გაგრძელდება ეგ ამბები სულ მალე ყველა ნახავთ ამას
xatunia
Aug 10 2008, 17:47
dathuna
Aug 10 2008, 17:49
alienoty,
რეისები სრულდება
მხოლოდ რუსეთის მიმართულებით არ სრულდება
reisebi AR sruldeba.
british 2 dgea ar chamofrenila shesabamisad veravin ver gafrinda.
amsterdami chamofrinda da erevanshi dasves.
tsumbusha
Aug 10 2008, 18:00
რუსულ მხარესთან დიალოგი იგეგმება
10/08/2008 17:38
რუსულ მხარესთან უახლოეს მომავალში დიალოგის გამართვა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი გააკეთებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს
apachi
Aug 10 2008, 18:02
უცხოელი ჟურნალისტები დახვრიტესო რუსებმაოოოო
nino be
Aug 10 2008, 18:05
savadmyofoebs esachiroebat pirveli yaryofiti da meotxe dadebiti jgufis sisxli,miakitxet saavadmyofoebs an uaxloes sisxlisgadasxmis sadgurebs! gaavrcele tu ar dagezareba (chveni samshoblos dascavad casul dachrili mebzolebistvis gvchrdeba )
Anselina Adams
Aug 10 2008, 18:09
QUOTE(apachi @ Aug 10 2008, 18:02)
უცხოელი ჟურნალისტები დახვრიტესო რუსებმაოოოო
საიდან ეგ ინფორმაცია ??
apachi
Aug 10 2008, 18:10
Anselina Adams,
რ2
ვაკოპირებ ფორუმ.გედან
Двое журналистов убиты в зоне грузино-
южноосетинского конфликта
Сообщил в эфире радиостанции "Эхо Москвы" корреспондент журнала "Русский Newsweek" Орхан Джемаль. По его словам, это Александр Климчук и Григол Чихладзе, вошедшие в Южную Осетию с грузинскими военными.
Anselina Adams
Aug 10 2008, 18:14
QUOTE(nusa @ Aug 10 2008, 18:10)
ვაკოპირებ ფორუმ.გედან
Двое журналистов убиты в зоне грузино-
южноосетинского конфликта
Сообщил в эфире радиостанции "Эхо Москвы" корреспондент журнала "Русский Newsweek" Орхан Джемаль. По его словам, это Александр Климчук и Григол Чихладзе, вошедшие в Южную Осетию с грузинскими военными.
აუუუუუუუუუ
tsumbusha
Aug 10 2008, 18:24
რუსეთი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს
რუსეთის ფედერაცია ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. ამის შესახებ რუსული ტელეარხი "ვესტი 24" რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე გრიგოლ კარასინზე დაყრდნობით იუწყება.კარასინის განცხადებით, "რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მოლაპარაკების საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ქართული მხარე ცხინვალის კონლიქტის ზონიდან შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ გაიყვანს და აღებულ პოზიციებს დათმობს".
rimanely
Aug 10 2008, 18:25
Александр Климчук
აუუუუუ....
ფუH!
nachkebia
Aug 10 2008, 18:27
QUOTE(tsumbusha @ Aug 10 2008, 18:24)
რუსეთი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს
რუსეთის ფედერაცია ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. ამის შესახებ რუსული ტელეარხი "ვესტი 24" რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე გრიგოლ კარასინზე დაყრდნობით იუწყება.კარასინის განცხადებით, "რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მოლაპარაკების საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ქართული მხარე ცხინვალის კონლიქტის ზონიდან შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ გაიყვანს და აღებულ პოზიციებს დათმობს".
კაცო რა ჯანდაბა ხდება, ან შენ აურიე და ძველ ინფორმაციას დებ ან რუსებმა გაუბერეს, ამ დილით არ გამოვიყვანეთ ჯარი ოსეთიდან?
tsumbusha
Aug 10 2008, 18:28
ეს რა არის ანუ მაგ ორიდან ერთ ერთი კლიმჩუკი იყო?
Added @ [mergetime]1218378591[/mergetime] nachkebia
http://pirveli.com.ge/index.php?option=com...ntpage&Itemid=1მანდ წერია და ყველა საიტზე, არ გამოგვიყვანია ანუ ყველა პოზიცია უნდა დავთმოთ და არა მარტო ცხინვალი
სამწუხარო ფაქტი
სრულად განადგურებულია მე-4 ბატალიონი, ანუ ჩვენი ,,ელიტარული დაჯგუფება" რომლებმაც ზუსტად 1 საათში აიღეს ცხინვალი, რაოდენობა 500 ადამინი, გადარჩენილია მხოლოდ 10%
90 % ბათუმელია ...
მედია შეგნებულად არ აცხადებს....
User-Nikala
Aug 10 2008, 18:34
ysu1 წყარო დაასახელე.
tsumbusha
Aug 10 2008, 18:35
ysu1ეგ მეც ვიცოდი სამწუხაროა მაგრამ თავი შეიკავე მაგდაგვარი ინფორმაციებისგან
nachkebia
Aug 10 2008, 18:38
QUOTE(tsumbusha @ Aug 10 2008, 18:28)
ეს რა არის ანუ მაგ ორიდან ერთ ერთი კლიმჩუკი იყო?
Added @ [mergetime]1218378591[/mergetime] nachkebia
http://pirveli.com.ge/index.php?option=com...ntpage&Itemid=1მანდ წერია და ყველა საიტზე, არ გამოგვიყვანია ანუ ყველა პოზიცია უნდა დავთმოთ და არა მარტო ცხინვალი
ყველა პოზიცია? რომელი ყველა პოზიცია?
tsumbusha
Aug 10 2008, 18:39
რომელი და ის თორმეტი სოფელიც რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით ანუ მთლიანად უნდა დატოვონ ჯარებმა სამხრეთ ოსეთი, ვფიქრობ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაც იქნება რადგან შევაჩერებთ ზედმეტ მსხვერპლს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას
Added @ [mergetime]1218379242[/mergetime]
ჩვენ თუ ხუთი მილიონი სულ ვართ რუსებს მარტო ხუთი მილიონი გიჟი ყავთ საგიჟეთში, ხო უნდა ვიცოდეთ ვისთან მოგვიწევდა ბრძოლა
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 18:41
nachkebia,
12 სოფელი უკავიათ ამჟამად ქართველებს ცხინვალის მისადგომებთან. ცხინვალი და დაბა ჯავა არის მარტო რუსების კონტროლ ქვეშ.
Raulito
Aug 10 2008, 18:44
დებო და ძმებო, პანიკა და ჩასვრილობა შორს ჩვენგან და არაფერში გვარგია, რად უნდა ლაპარაკი. მაგრამ საღ აზრსაც ნუ დავკარგავთ. ხომ ფაქტია რომ ომის დროს მედია საშუალებები პირდაპირი გაგრძელებაა პოლიტიკის? მოზომილი ინფორმაციით საბრძოლო სულის გაძლიერება-შენარჩუნებაა მისი მიზანი და არა მაინცდამაინც რეალური ინფორმაციის მიწოდება.
რისი თქმა მინდა. თუ ყველაფერი არც ისე კარგადაა როგორც ჩვენ გვინდა, მგონი სჯობს ნელ-ნელა ეს ვიცოდეთ, ვიდრე ერთიანად დაგვემხოს თავზე. სიენენი და უცხოური არხები გადმოსცემენ რომ ცხინვალი დავცალეთ, მთელი ზონაც იქ და ის კი არა გორი დაიცალა და რუსები ამბობენ, რომ გორს აუცილებლად აიღებენ, როგორ ც ჯარის თავმოყრის ადგილს და ზურგს ცხინვალზე დასარტყმელად.
არ მინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ იმედგაცრუება და პანიკა, მაგრამ პერიოდულად ჩნდებოდა საიტებზე ინდივიდუალური ინფოები ზონიდან გამოღწეული ხალხის, რომელიც ერთობ წინააღმდეგობრივი იყო იმისა, რასაც ოფიციალური წყაროები ამბობდნენ. ცხადია ჩვენ ყველას გვერჩივნა რომ ეს არ დაგვეჯერებინა. მაგრამ იმის დაშვებაც გვჭირდება რომ შეიძლება მართალი იყოს ეს ინფოები და ჩვენ ვყავდით სრულ სიბნელეში.
ამის გააზრება კი იმიტომაა საჭირო რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ მაშინ როცა ყოველი წუთი ძვირფასია:
ა) თუ ომი გრძელდება, მასინ ნუღა გამოჰყავთ რეზერვისტები, ნუ დააბოდიალებენ უმეთაუროდ წინ და უკან და ადგეს მართლა ერი და ბერი და იომოს.
ბ) თუ არარაფერი არ ეშველება სამხედრო ამბავში ამ საქმეს, ერთადერთი გზა არის რომ ეს უთხრა ხალხს და დავყაროთ იარაღი და თავისუფლების მოედნის ნაცვლად გორისკენ დაიძრას მშიდობიანი აქცია, საერთაშორისო მედია საშუალებების კამერების ქვეშ, რომე იქნება აიძულონ რუსები შეჩერდნენ.
ნურავინ ჩამომართმევთ ამ ნათქვამს ან სიმხდალეში ან რამე სხვა სისულელეში. უბრალოდ დროა რეალიზმს მოვუხმოთ და ისე გავაკეთოთ რამე. თუ ომია, იყოს ომი, მაგრამ ვიცოდეთ რაზე მივდივართ: 58-ე არმია თუ შემოლაგებულია უკვე ბოლომდე ეგ ნიშნავს 80 000 ჯარისკაცს და 600 ტანკს. შევაკვდეთ, ითქვას რო კი და მაგის დედაც. თუ არადა ამ ბოლში ყოფნას მხოლოდ თავის წაგება მოჰყვება.
rimanely
Aug 10 2008, 18:44
ysu1 ასეთ არაოფიციალურ ინფორმაციას ნუ ავრცელებ რა!
QUOTE
სამწუხარო ფაქტი
სრულად განადგურებულია მე-4 ბატალიონი, ანუ ჩვენი ,,ელიტარული დაჯგუფება" რომლებმაც ზუსტად 1 საათში აიღეს ცხინვალი, რაოდენობა 500 ადამინი, გადარჩენილია მხოლოდ 10%
90 % ბათუმელია ...
მედია შეგნებულად არ აცხადებს....
"одно баба сказала" ინფორმაციებს ნუ წერთ ხალხო
შენ საიდან გაიგე ეგეც დაწერე მაშინ, მედია თუ არ ავრცელებს, თუ უშიშროები თანამშრომელი ხარ ????????????
პანიკაში აგდებ ხალხს ,
MISS OLIVERA
Aug 10 2008, 18:46
QUOTE(ysu1 @ Aug 10 2008, 18:34)
სამწუხარო ფაქტი
სრულად განადგურებულია მე-4 ბატალიონი, ანუ ჩვენი ,,ელიტარული დაჯგუფება" რომლებმაც ზუსტად 1 საათში აიღეს ცხინვალი, რაოდენობა 500 ადამინი, გადარჩენილია მხოლოდ 10%
90 % ბათუმელია ...
მედია შეგნებულად არ აცხადებს....
ომი წაგებულია
tsumbusha
Aug 10 2008, 18:47
Raulito გეთანხმები 100 პროცენტით !!!
Added @ [mergetime]1218379701[/mergetime]
Linda მედიამაგას არც გამოაცხადებს ეგ იცოდე
rimanely
Aug 10 2008, 18:48
Raulito +1
რეზერვისტებზე განსაკუთრებით...
tsumbusha,
მაშინ დადექით და ილაპარაკეთ ასე მოწოდებულ ინფორმაციებზე

სამრმუნო წყარო არასდროს იჟონება ცნობისთვის, და თუ გაიჟონა სარწმუნო არ ყოფილა
Sofo Uznadze
Aug 10 2008, 18:50
raulito
გეთანხმები ნამდვილად.. სჯობს სიმართლეს თვალი გაუსწოროდ.. ვიდრე უეცრად დაგვატყდეს ტავს ყველაფერი
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.