Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ომი, მობილიზაცია!
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30
Guja
ხალხო,

საშინელი რამ მოხდა და ვაი რო კიდე ერთ უბედურებას მოვესწარი ქვეყანაში
თქვენზე უფროსი ვარ, მიტო ვაძლევ თავს უფლებას პატარა მიმართვა თხოვნა გავაკეთო
ომი საშინელებაა და არანაირი მიწა, ტერიტორია, მატერიალური ფასეულობა ვიღაცის ფილოსოფია თუ რაღაც ჩამოყალიბებული შეხედულებები არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი. ამაში ღრმად ვერ დარწმუნებული და ვერანაირად ვერ დავაძალებ თავს სხვაგვარად ვიფიქრო. უფლისშვილები ვართ ყველანი, ჩვენც სხვაც, ყველანი!!!
მაგრამ მე ადამიანებზე ვლაპარაკობ და არა არაადამიანებზე, არაკაცებზე. იმდენი ქნეს მაინც მოახერხეს ომის ატეხვა.
სულ არ მაინტერესებს ვინ ქნა რატო ქნა ვისი ბრალია და ვის რა სურს ამ ომის შედეგად.
მე მხოლოდ სიცოცხლე მაინტერესებს, ადამიანების სიცოცხლე!!! ალბათ ყველა ნორმალური ადამიანის ინტერესია ეს.
მოხდა, ახლა დასახევიც არ არის, ახლა ვეღარაფერს ვეღარ იზამ და ვერაფრით ვერ უშველი უკვე დაღვრილ სისხლს.
რახან ჩიხში ვართ, და არანაირი გამოსავალი აღარ ჩანს, სხვა გზა არ გვაქ, ისე უნდა მოვიქცეთ როგორც გვეკადრება ყოველგვარი შიშის გარეშე!!! რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს კოშმარი, რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს მკვლელობა!!!
ამისათვის არის ზუსტად საჭირო უშიშრობა, სიმამაცე, ერთგულება!!!
ომზე დიდი ბოროტება არაფერია , მაგრამ ომია და რა გაეწყობა. თუ ომია შესაბამისადაც არის მოქცევა საჭირო!!!

გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ახალგაზრდები ხართ ყველა და ვის რა შეეხება კაცმა არ იცის, ამიტომ

გემუდარებით

თავს გაუფრთხილდით!!!

ეს სიმხდალე არ არის ეს სიფრთხილეა და აუცილებელია!!!

ვილოცოთ, რომ ყველაფერი მალე დამთავრდეს, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე!!!

თუ ვინმეს მაინცა და მაინც იარაღის აღება მოუხდება, ისე ეკაოს როგორც ნამდვილ მებრძოლს!
კი ვწერ ამას და უფალს ვთხოვ მხოლოდ ერთს, სანამ ამ თემას დავწერ არანაირი იარაღი აღარ იყოს საჭირო!

მაპატიეთ ეს თემა რო გავხსენი, მაგრამ ჩემს გულშიც მინდა ჩაიხედოთ

ომის ბევრი უბედურება მინახავს
ერთის მხრივ უკიდეგანო პაციფისტი
მეორეს მხრივ უკიდეგანო პატრიოტი

ხოდა ახლა როგორც შეიძლება ისე წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა.

კიდე ერთხელ და ათი ათასჯერ გეხვეწებით

ზედმიწევნით ყურადღებით და ფრთხილად იყავით ყველგან,
არანაირი აგრესია და სიძულვილი გულში, მოხოლოდ სამართლიანობა და ცივი გონება!!!


ფოტოების გადასაღებათ თუ ვინმე გაიწევს, რეპორტაჯების საკეთებლად მოუწევს წასვლა, ზედმიწევნით ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ!!!!!!

გვფარავდეს უფალი!!!

სადაც სამართლიანობაა უფალიც იქ არის!!!
Nina Minzoni
პატრიარქის ლოცვაკურთხევით, სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისთვის. წაიკითხეთ და გადაამრავლეთ
ლოცვა საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი
ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო,
მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო,ერთო ღმერთო,
რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო
ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად
ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
სამებაო
წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე
მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად
საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს
მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლინობა ქვეყანისა
ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ!!!
Added @ [mergetime]1218184393[/mergetime]
ღმერთი გვფარავდეს ყველას და ყველა იმ ადამიანს ვინც ეხლა იქ იბრძვის
MaStErOFmAsTeRs
QUOTE
ფოტოების გადასაღებათ თუ ვინმე გაიწევს, რეპორტაჯების საკეთებლად მოუწევს წასვლა, ზედმიწევნით ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ!!!!!!


ამ წამს ჩანდა კურიერის ეთერში nodari82!!! კეპკით რომ იყო ფოტოგრაფი! ღმერთმა დაიფაროს ყველანაირი ხიფათისაგან!!!
beshqena
ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო!
climber
ნოდარია იქ sad.gif
Tatia Narsia
არა WAR !!!!!!!!! ar varga.gif
Nina Minzoni
ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ ვილოცოთ ბავშვებო sad.gif
Mamarda
ერთად უნდა ვიყოთ!!!!!!
MAMONT
დაწერეთ რა ვინ იცით ამ კლუბიდან რო რეზერვში იყო და გაიწვიეს, ან გადასაღებად ვინც წავიდა
Goderdzi Makharashvili
ეს რეები ხდები
anika-zeppelin
MAMONT,

გადასაღებად ნოდარი82 ყოფილა წასულიი .... : ((

რეზერვში მეც მაინტერესებბსს ..
MaStErOFmAsTeRs
MAMONT,

ჯერ-ჯერობით რაც ვიცი nodari82-ია გადასაღებად. ჩანდა კიდეც კადრებში
MAMONT
გუჩა არის წასული მე რაც ვიცი
MaStErOFmAsTeRs
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნიკა პხაკაძე წაიყვანეს მგონირ ეზერვში. სხვამ მითხრა და არ ვიცი 100%
Nina Minzoni
1.Gucha
2.nodari82
3....
sad.gif
Mamarda

მე ველოდები როდის დამირეკავენ რეზევიდან
Added @ [mergetime]1218189471[/mergetime]
მაგრა მინდა წასვლა
apachi
მტელი ქუთაისი ფეხზე დგა სავსეა საავადმყოფოები დონორებით
მიდით ქართველებოოოოოოოო
user posted image
Sofo Uznadze
მხოლოდ და მხოლოდ ლოცვა..

რა უნდა იყოს ომზე საშინელება ამქვეყნად sad.gif ამდენი უდანაშაულო სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იღუპება..
ისედაც რანი ვართ დარჩენილი.. განადგურების პირეს მდგომ ერს ეს გვინდა ეხლა?

ღმერთო შენ გვიშველე ..

''უფალი ყველგანააა'' გვქონდეს მისი იმდეი..
apachi
პატრიარქის ლოცვაკურთხევით, სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისთვის. წაიკითხეთ და გადაამრავლეთ ლოცვა საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო,ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა. სამებაო წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლინობა ქვეყანისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ
Levan Kipiani
ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა უხრწნელისა ღვთისმშობლისა, ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმინდისა მოციქულთა სწორისა ნინოსითა, წმიდისა ნიკოლოზ დიდი სასწაულმოქმედისა, წმიდისა წლევამოსილისა გიორგისა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა დიდთა მოწამეთა, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილისა მამათა და ყოველთა ზეციურ ძალთა თანა.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, ეყავ მფარველ ერსა ჩვენსა, ეკლესია-მონასტრებს ჩვენსას, დაიფარე და დაიცავ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი შინაური და გარე მტრებისაგან, ცეცხლისა და მახვილისაგან, სიკვდილისაგან, შიმშილისაგან, სტიქიური უბედურებისაგან, მოწამლულ ჰაერისაგან, წყლისაგან, ეპიდემიით ავადმყოფობისაგან, ცოდვებში დაცემისაგან, ანტიქრისტესაგან და ყოვლისა ბოროტისაგან გვიფარვიდე და გვიცავდე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ !

შენიშვნა: ეს ლოცვა უნდა აღავლინოს მთელმა საქართველომ. აუცილებელია ყოველმა თქვენგანმა ვინც ამ ლოცვას მიიღებთ, გაამრავლოთ იგი 10 ეგზემპლარად; მაშინ შეისმენს, მთავარანგელოზი მიქაელი თქვენს ლოცვა-ვედრებას და შეგისმენთ. ამინ

Sofo Uznadze
არავის გინდათ სისხლის ჩაბარება? წავიდეთ რააააა
MaStErOFmAsTeRs
ამ წუთებში იწყება მშვიდობიანი აქცია რუსეთის საელჩოსთან!!!!
Nina Minzoni
თუ გამიშვეს სასმახურიდან მივალ!!!!!
anika-zeppelin
MaStErOFmAsTeRs,

ჰოოო ეგგ ვიცი.. თუმოვაჰერჰე შეიძლება საღამოსკენ გავიიაროო....
Goderdzi Makharashvili
სადარის ეს საელჩო
მისამართი დაწერეთ
_toko_
აუუუუუუუუუუუ... მე მაგრად მინდა ჩაბარება მაგრამ ბოტკინი მქნდა .. sad.gif .. და არ შეილება sad.gif ..
Liza Niniashvili
QUOTE
დაწერეთ რა ვინ იცით ამ კლუბიდან რო რეზერვში იყო და გაიწვიეს


ყველანი მიყავთ..... დღეს 9საათამდე ყველა უნდა გამოცხადდეს კომისარიატში..... უბნების მიხედვით მიყავთ((((((
Goderdzi Makharashvili
ღმერთო შენ გვიშველე
anika-zeppelin
Goderdzi Makharashvili,
მგონი ვაკეში...
ვაკისპარკთან სადღაც


nusa
Goderdzi Makharashvili,

ვაკის აუზთან
artistteo
ვაიმე დედაა sad.gif((
ysu1
მართლა არცერთი მოქალაქის სისხლის ფასად არ ღირს ეს ოხერი მიწა და ტერიტორია....

არა მგონია სიტუაცია გამწვავდეს და ესკალაცია გაღვივდეს

საერთაშორისო ორგანიზაციება უნდა იმოქმედონ ეფექტურად, თორე აქ ორივე მხარე ძალიან გაღიზიანებულია ...

archigio
გუჯა მადლობა


Added @ [mergetime]1218192909[/mergetime]
აგერ აკაკი წავიდა
Kamikadze
ისა და РБК-ზე აჩვენეს რუსეთის ჯარი შემოყავთო გვირაბით blink.gif
Liza Niniashvili
ამ წამს ვაზიანში 2 ბომბა ჩამოუგდიათ................ რეზერვისტები მანდ არიან..........................
anika-zeppelin
ბრრ...
MAMONT
PsixOdino4ka,

საიდან იცი?
Nina Minzoni
რააააო????
Kamikadze
PsixOdino4ka,


დაზიანდა ვინმე?
Liza Niniashvili
არა. არავინ დაშავდა........ ვაზიანის ბაზა დაბომბესსსსსსსს............... კვამლშია.....


ბლიადდდდდდდდდდდდ
MAMONT
PsixOdino4ka,

დააკონკრეტე რა sad.gif

აუ ფორუმ.გე-ზე ვერ შევდივარ გადაჭედილია ეგ თემა... sad.gif
nicalagua
ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას და ნუ თესავთ პანიკას თუ შეიძლება
Liza Niniashvili
არანაირი დეზინფორმაცია..... რეზერვისტები ჩემი ძმაკაცები ყველანი მანდ არიან.... ამ წამს ველაპარაკე.
GeGa Chumburidze
PsixOdino4kaნუ პანიკობ. ჰაერში გვიჭირს და მანდ გვადებენ. მაგრამ არც მასე იქნება საქმე რო თბილისში გაიგულაონ. უშიშროება ჩალიჩობს რო პანიკა დათესონ ჩვენთან და მაგიტომ აკეთებენ სხვადასხვა ადგილებზე იერიშების მიტანას. ფარსია ეგ ყველაფერი. დღეს ღამე ყველაზე მძიმე იქნება
MaStErOFmAsTeRs
100% ინფოა მეც ეხლა ველაპარაკე ძმაკაცებს!!!
ცოტა ხანი შეფარებულები ვიყავითო. ეხლა ავტობუსებში ჯდებიანდ ა გორისკენ მიდიან!
Kamikadze
და ანტისაჰაერო დაცვა არ გვყავს სამხედრო ბაზებზე მაინც? blink.gif
GeGa Chumburidze
Kamikadze მეც ეგ მიკვირს რას აკეთებეს ანტისაჰაერო დაცვა. მითUმეტეს ამხელა ბაზაზეე. ასე ჩიტივიტ გადაფრენა ვის გაუგია ტოოოოოოო
dathuna
მე კიდე გავიგე რო 2თვითმფრინავი ჩამოუგდიათ ჩვენებს
GrigolS
QUOTE
მართლა არცერთი მოქალაქის სისხლის ფასად არ ღირს ეს ოხერი მიწა და ტერიტორია....

თქვენ ხალხო ასერთოდ რაზე ფიქრობთ? რა არ ღირს? ისტორიას მაინც გადახედეთ!
რა გინდათ?! ამდენ ჭირ გამოვლილი ქვეყანა და დავთმოთ უბრძოლველად?! ჩვენი წინაპრები გავკიცხოთ ომისთვის?

ომია!!!!!!!!!!!
ქართველი ხარ!
ვალდებული ხარ!
არა კანონის! არამედ შენი ოჯახის წინაშე! დაფიქრდით რას წერთ! ar varga.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.