სალამი ყველას .
ვფიქრობ ჩემი ,,სტატუსი" მაძლევს იმის უფლებას გამოვთქვა რამოდენიმე მოსაზრება ამ თემის (თუ თემების) გარშემო.
ფირი თუ ციფრა??
ამ სიტუაციაში შედარება სხვადასხვა წონით კატეგორიებშია და რატომ. დღევანდელ თაობაში ციფრული ტექნიკის ათვისება ბევრად უფრო სწრაფად მიდის ვიდრე ფირის. ფირით (ტექნიკურად კარგი და აზრობრივად) გამართული სურათის გადაღებას გარკვეული პრაქტიკა სჭირდება, თეორიულ ცოდნაზე აღარ ვლაპარაკობ. ციფრით ეს ელემენტი ბევრად გამარტივებულია და შედეგიც ბევრად სწრაფად მიიღება. გამოცდილებით გეტყვით რომ, ამ კამათს სასრული არ ექნება იმიტომ რომ, ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს შედეგს, კარგი სურათის გადაღება ორივეთი შეიძლება გააჩნია ვის როგორ ეხერხება და როგორ მიუწვდება ხელი შესაბამის ტექნიკაზე. ხარისხი? ესეც ტექნიკაზე და გადაღების ცოდნაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა დღეისათვის ციფრი ბევრად პრაქტიკულია, ფირი ბევრად ხელმისაწვდომი (ფასებში), ზოგს შედეგის სწრაფად ნახვა მოსწონს, ზოგს კი თვითონ გადაღების პროცესი. ზოგჯერ გადასაღებად მომზადებას 0,5-1 საათი წაუღია, თვითონ სურათი კი 10 წამში გადამიღია, ჩემი მე-7 კლასელი ბიჭი 10 წამში იღებს სურათს და მერე ერთი საათი ამუშავებს პროგრამაში.

მინდა ვთქვა (ფირის სასარგებლოდ) ისიც რომ, მცირეფასიანი ფირის აპარატით შეიძლება მიიღო ძალიან ძვირადღირებული ციფრის აპარატის ხარისხი. 3 ათეული წელია ვიღებ სურათებს და დღესაც ხანდახან ბავშვური აღტკინება მეუფლება როდესაც ჩემი ხელით დამუშავებულ ნეგატივში თუ სლაიდში იმას დავინახავ რისი მიღებაც მინდოდა, მიუხედავად იმისა რომ ყოფილა სიტუაცია როდესაც გარკვეული ოპერატიულობის გამო ციფრული აპარატი მინატრია, ვისაც მომენტალური შედეგი სჭირდება ციფრს მიანიჭებს უპირატესობას, ვისაც გადაღება დამუშავების პროცესი სიამოვნებს ალბათ ფირს. ციფრით გადაღებისას არ ზოგავ დუბლებს, კადრების რაოდენობას, ნახულობ ეფექტებს ... ნაკლებად გაღელვებს ხარვეზი რადგან იმას მაშინვე გამოასწორებ, ფირი სრულიად საპირისპიროა, მეტად მოტივირებული და კონცეტრირებული ხარ ხარისხზე, სწორ ექსპოზიციაზე, სიუჟეტის დანახვაზე.... იმიტომ რომ (მაგალითად) მთიდან ჩამოსული 36 კადრიდან შეიძლება ტექნიკურად კარგი ყველა იყოს მაგრამ ის რაც გინდა არცერთი, უკან მთაში კი ვეღარ ახვალ ხელახლა გადასაღებად.... შეგნებულად არ ვუსვამ ხაზს გარკვეულ ეფექტებს. თუ იცი პრაქტიკულად ყველანაირი ეფექტის მიღება შეგიძლია ფირითაც..... ეს კამათი და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა ძალიან შორს მიდის. ბევრი პროფესიონალი ვიცი რომელიც ძირითადად იღებს ციფრული აპარატით, მაგრამ ზოგიერთ მთავარ სურათს აუცილებლად ფირითაც.
Nino Baidauri ციტატა ''უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგი ფოტო კარგი ფოტოა, იმისდა მიუხედავადმ ციფრაა თუ ფირი"

100%
უნდა იცოდე გადაღება კაცმა...თეორიულ ცოდნას აუცილებლად უზარმაზარი პრაქტიკა სჭირდება, გადაღებული სურათების ანალიზი, ექსპოზიციების, გადაღების პირობების ჩაწერა და შედარება, მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევ სასურველ შედეგს. ფოტოსურათის კარგად გადაღებასა და სურათის კარგად პროგრამულ დამუშავებას შორის უზარმაზარი სხვაობაა ფოტოშოფისტობა კი ფოტოგრაფობა ნამდვილად არ არის (იდეალურია როცა ორივე გეხერხება).