BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> რა მომავალი აქვს ფრის ფოტოგრაფიას?..., ეს თემა ფირის ყველა მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს!!

| |
Kapo
post Jan 16 2011, 23:52
#1 

Amateur Amateur
1,281


ცოტა დრო გავიდა და მე კვლავ ფორუმში წერის ნოსტალგიამ შემიპყრო )))
გამარჯობა მეგობრებო!

ვისაც ცოტა დრო აქვს ან კითხვა ეზარება, მეოთხე აბზაციდან დაიწყოს...

თბილისის ბაზარზე კრიზისია. DDDD.gif
ასე ორი კვირა იქნება, ფერად 36 კადრიან ფირს ვერ ვშოულობ ვერსად. არც ფოტო-სამყაროში აქვთ და არც "კონიკა მინოლტაში" (თუ რა ქვია იმ მაღაზია/სალონს, "დაბეჭდე ყველა ფერი", სლოგანი რომ აქვთ)... სიმართლე რომ ვთქვა, სხვაგან ფირს არ ვყიდულობ ხოლმე, ამიტომ არც მიძებნია მეტი. ფირით თუ ვიღებ, თორმეტ და ოცდაოთხ კადრიანს რატომ ვიყიდი (?) არც ეკონომიურია და არც პრაქტიკული. მაგრამ სხვა რა გზა მაქვს თუ სხვას ვერ ვშოულობ...
დღეს სახლში ვიჯექი უსაქმოდ და ვიფიქრე ავდგები, გავივლ-დამოვივლი და ერთი ორ სურათს გადავიღებ-მეთქი. ასე მოწადინებული ჩავედი ეზოში და მთელი ქუჩა მოვიარე, სადაც მაღაზია იყო ყველგან ვიკითხე, მაგრამ ფირი გასაყიდად არავის ქონდა. ბოლოს ერთგან მაჩვენეს, ფირის ვადას რომ დავხედე კინაღამ გულმა დამარტყა DDDD.gif "პრაიავიც დო: 2009", ეგრევე ცივად გავუშვი ხელი.. მერე ავდექი და გზა გავიგრძელე, გუდვილში ჩავედი...
ალბათ დაგებადათ კითხვა, -რატომ ეძებდა ეს კაცი ფირებს უბნის მაღაზიებში, ფირი ხომ სურსათი არა არის?
როგორ დაგიმალოთ და ლოგიკური კითხვაა. დღეს მე ჩემი უბნის ახლო-მახლო გორებისა და მინდვრების მომენხალუება მომინდა, სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე გარეთ გასვლა. იმ იმედით, რომ 5-6 მაღაზიიდან, რომელსაც ვიტრინაზე აწერია "1001 წვრილმანი", ერთს მაინც აღმოაჩნდებოდა ფირი, მე თადარიგი აღარ დავიჭირე და სამი საათს გადაცილებული იყო, ქუჩაში რომ გავედი. როგორც უკვე გითხარით, მოვიარე მთელი ქუჩა და იმედგაცრუებული უკანასკნელ აზრს ჩავებღაუჭე. -როგორ შეიძლება ხიპერმარკეტ გუდვილში ფირი არ იყოს, ვუთხარი ჩემ თავს.
არ ვიცი რა ღმერთი გამიწყრა, მაგრამ ფირის საყიდლად მელიქიშვილზე გასვლა მომიწია. გუდვილში თავაზიანი უარი მითხრეს ღიმილიანი სახით. გამოვედი და პირველივე შემხვედრ ტრანსპორტს გავყევი. ასე აღმოვჩნდი ნაძალადევის მეტროსთან. გამარჯვებულის ნაბიჯებით გავუყევი გზას, მახსოვდა იქვე საჯარო რეესტრთან დიდი ღიაცისფერი მაღაზია, რომელშიც ადრე მე პირადობისთვის სურათი გადავიღე. მივადექი იმ ადგილს და წინ "ნიკორას" მაღაზიის ვეებერთელა ვიტრინები დავინახე. შემდეგი იმედგაცრუება არ შემიმჩნევია და ვიფიქრე ის ადგილი ალბათ ნიკორას გვერდით იქნება ან იმის გვერდით-თქო, მაგრამ ასე ძიებ-ძიებაში ბოლოს ნიჰილისტრუი სიცილი წამსკდა. ჩვენი ფოტო-მაღაზია კარგა ხნის წინ დაუკეტიათ და მის ადგილას სოსისებისა და ძეხვების მაღაზია გაუხსნიათ...
დანებებაზე არც მიფიქრია და ასე ამოვყავი თავი მელიქიშვილზე, ფოტოსამყაროში. კვლავ არ ქონდათ ოცდათექვსმეტიანი ფირი და კვლავ ოცდაოთხიანი ვიყიდე. უკვე შებნდებული იყო შინ რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა, მთების მონახულება და გასეირნება უკვე შეუძლებელი იყო.
ახლა ვზივარ და კიდევ ისე მეცინება, როგორც ნაძალადევის მეტროსთან, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მეცინებოდა.. ნუ პრინციპში პირდაპირ მელიქიშვილზე რომ წავსულიყავი და ფირი იქ მეყიდა, შეიძლება მომესწრო უკან დაბრუნება და მთებში გავლა, მაგრამ სწორედ იმ მიზეზით გავედი გარეთ, რომ ცოტა ხნით მოვშორებოდი ქუჩის ხმაურსა და ხალხის ლაპარაკს... დღეს ავტობუსში ნამდვილად ვერ ჩავჯდებოდი, მაგრამ როგორც ყველამ დავინახეთ, მაინც მომიწია...
ამ წარუმატებელი დღის შემდეგ, თავს სულაც არ ვთვლი წარუმატებლად. ბოლოს და ბოლოს ფირი ვიშოვე და სხვათაშორის არც თუ ისე ცუდად გავერთე. მაგრამ ამას არაფერი საქმე არა აქვს იმასთან, რისთვისაც ეს თემა გავხსენი. ალბათ თქვენც ერთი სული გაგძვრათ, სანამ ამ ნაწერს ჩაიკითხავდით და მას თემის სათაურთან დააკავშირებდით. უნდა გაგაწბილოთ და ეს არაფერს შუაშია DDDD.gif მთავარ საკითხზე ახლა გადავალ...

კოდაკ გოლდი, ეს ის ერთადერთი ფირია, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება. შეიძლება ამ ოცი წლის მანძილზე, რაც მე დავიბადე, დრო და დრო რაიმე სხვა "ბრენდიც" გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მე არ მახსენდება. მართლია პიონერთა სასახლეში გავიღრმავე ფოტოგრაფიის სიყვარული და იქვე ვისწავლე ფოტოს გამჟღავნება/ბეჭდვა (ახლა საერთოდ აღარ მახსოვს) და ის ზოგადი საკითხები, რაზე დაყრდნობითაც ("") დღეს მე ვიღებ, მაგრამ ამის მიუხედავად, არასოდეს მქონია იმის ფუფუნება, რომ პროფესიული ფირით გადამეღო. არც ის უსწავლებიათ ჩვენთვის, თუ რა განსხავვებაა ამ უკანასკნელს შორის და ჩვენთვის ნაცნობ კოდაკის დილეტანტ ფირს შორის.

რამ გადამაწყვეტინა პროფესიულ ფირზე ფიქრი?
სიმართლე გითხრათ მე ჩემი კოდაკ გოლდი სრულიად მაკმაყოფილებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხარისხი ჩემთვის ნორმლური აქვს და მეორე იმიტომ, რომ ჩემი აპარატის მონაცემები არ მოითხოვს და ვერც აკმაყოფილებს პროფ. ფირის მოთხოვნებს. მაგრამ დიდი სიამოვნებით გადავიღებდი შავ-თეთრი ფირით. დღეს ალბათ ვადაგასულ კომუნისტურ მარაგს თუ წააწყდები სადმე.. და კიდევ მაინტერესებს არიან აქ ისეთები ვინც კოდაკ გოლდს არ მოიხმარს?.. და სად ყიდულობენ სხვაგან?.. ასევე მაინტერესებს, თქვენი აზრით, რატომ არ შემოაქვთ ქართულ კომპანიებს, თუნდაც "ფოტო-სამყაროს", პროფ. ფირები?..

მე ჩემი ბიზნეს ინტუიცია მკარნახობს, რომ ფირების ფასი საგრძნობლად გაიზრდება მომავალში. ეს აზრი ლოგიკურიც უნდა იყოს ალბათ, რადგან მას შემდეგ, რაც ბაზარზე იაფფასიანი ციფრული აპარატები გამოჩნდა, მომხმარებელი ნაკლებად გამოიყენებს ფირს. ციფრი უფრო ეკონომიური უჯდება და თავისი ვიწრო გაგებით ფიქრობს, რომ უფრო ხარისხინი ფოტოს გადაღებასაც შეძლებს.. ცუფრული აპარატი დღეს ყოველ საშუალო სოც. ფენის ადამიანს აქვს, ასე რომ ფირზე მოთხოვნა შემცირდა. ეს კი მხოლოდ იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ იმპორტიორებს ფირის ნაკლები ინტერესი ექნებათ. მომავალში კი ალბათ საერთოდ შეწყვეტენ შემოტანას ან გააძვირებენ (რაც ძნელად იშოვება და ცოტაა, ძვირი ღირს).

ვდგავართ თუ არა კრიზისის ზღვარზე, რადგან ფირის მარაგი როგორც მოგახსენეთ იწურება, ეგ რთული გასარკვევი და გაზვიადებული ნათქვამია. მაგრამ ჩემი აზრის უგულებელყოფაც არ იქნება ჭკვიანური.

ეს პრობლემა ალბათ მსოფლიოს პატარ-პატარა ჯგუფესაც შეაწუხებთ, მათ ვისაც ფირის ფოტოგრაფია უყვარს, რადგან ალბათ ფირით გადაღება ფუფუნებად იქცევა, ჩემი აზრით.


მე მოგახსენეთ ჩემი არაკომპეტენტური და ჩემს ლოგიკას მინდობილი აზრი. ასე რომ ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი აზრიც მაინტერესებს. იქნებ ვინმეს გაუგია ოფიციალურად მსგავსი რამ, ან რას ამბობს კოდაკი ამასთან დაკავშირებით?..

და საბოლოოდ მოგახსენებთ იმასაც, თუ რატომ გავხსენი ეს თემა. მაინტერესებს რეალურად არის თუ არა პროფ. ფირის კლიენტი საქართველოში და რამდენად აქვს სურვილი იმისა, რომ თბილისში იყოს მსგავსი პროდუქტის ყიდვის საშუალება.?..

P.S. ბოკე გადაიყვანეთ წესიერ სერვერზე, ხანდახან ისე ჭედავს, რომ კარგ მჭედელსაც შეშურდება.. და მომიტევეთ აბდაუბდა ნაწერის გამო...
Added @
კიდევ დავამატებ იმას, რომ საქართვეოს გულისთვის ფირის წარმოება არავის დაუწყია და არც საქართველოს გულისთვის შეწყვეტს ვინმე, მაგრამ ხალხის მოთხოვნა/არმოთხოვნას ყველაფერი შეუძლია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Kapo   რა მომავალი აქვს ფრის ფოტოგრაფიას?...   Jan 16 2011, 23:52
tsumbusha   ვფიქრობ ფირის კრიზისზე და დეფიციტზე ...   Jan 17 2011, 00:25
Nika Pkhakadze   ყველაზე კარგი საშველია ფირების გამოწ...   Jan 17 2011, 00:48
Nino Baidauri   მელიქიშვბილზე რომ მოხვდები, ზაზასთან...   Jan 17 2011, 00:49
Giorgi Dadiani   ძაან მონდომებული ხარ : )))) მელიქიშვილზ...   Jan 17 2011, 01:23
cundruka   კიდევ დინამოსთან ფოტომაღაზია "მაიკ...   Jan 17 2011, 01:25
Lasha Palavandishvili   ფირს ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის. შეი...   Jan 17 2011, 02:46
natali777   3 თვის უკან არ მახსოვს რუსეთის რომელ ა...   Jan 17 2011, 11:30
Unc   როგორ არის იმ რეკლამაში? ყველაფერი და...   Jan 17 2011, 12:33
Giorgi Dadiani   მე ბევრად ოპტიმისტურად ვუყურებ ფირებ...   Jan 17 2011, 15:14
Nino Baidauri   გიორგი დადიანი +1 და ამას გარდა... მიუხე...   Jan 17 2011, 15:46
User-Nikala   ამით არ უნდა დაგემთავრებინა )) და სრულ...   Jan 17 2011, 16:28
Nino Baidauri   შესაძლებელი არის და ჩვენ შეგვიძლია თ...   Jan 17 2011, 16:35
User-Nikala   არ ვიცი არ ვიცი, ეხლა უაზრო კამათი გამ...   Jan 17 2011, 16:37
Nino Baidauri   ბოკეზე და სხვა საიტებზე დასადები 800X600 ფ...   Jan 17 2011, 16:37
User-Nikala   ახლა ეგრე ვიწვალებ და მივიღებ, მაგრამ ...   Jan 17 2011, 16:43
Giorgi Dadiani   კაი თემა წამოიჭრა და ეხა კარგ რამეს გთ...   Jan 17 2011, 16:50
Nino Baidauri   ნიკა, ეგენი ხუშტურები და პირადი სუბიე...   Jan 17 2011, 16:52
User-Nikala   ჩემის ღრმა რწმენით ფირია პირველი და პ...   Jan 17 2011, 16:55
Giorgi Dadiani   დიაფრაგმამ დამწვა : )))) ეგ არი მოკლედ ფ...   Jan 17 2011, 17:06
Nino Baidauri   შენ უდგები კაცო არასწორად ჩემს პოსტე...   Jan 17 2011, 17:06
Giorgi Dadiani   ოკ ეხა ვეცდები ისეთი დავდო რო მართლა გ...   Jan 17 2011, 17:11
User-Nikala   ნწ, კანის ფაქტურაზე დაკვირვებაც საკმ...   Jan 17 2011, 17:17
Giorgi Dadiani   [img]http://s40.radikal.ru/i089/1101/8f/4ebdb41559f1.jpg [url=http://www.radikal.ru][img]http://...   Jan 17 2011, 17:19
Nino Baidauri   ცუგაა ფირი :P თუ არადა ჩამცხეთ მართლა თ...   Jan 17 2011, 17:21
Giorgi Dadiani   იმდენათ გცემ პატივს რომ თავში ვერ ჩაგ...   Jan 17 2011, 17:23
Nino Baidauri   ჰოდა, ძალიან კარგი. არავინ დამიწყოს ახ...   Jan 17 2011, 17:27
User-Nikala   მეორეა ფირი :D ძალიან ადვილი გასარჩევი...   Jan 17 2011, 17:32
Giorgi Dadiani   ნიკოლოზ პროვოკაციას ააქვს ადგილი :)))) ...   Jan 17 2011, 17:34
Nino Baidauri   და სულ სხვა იზიუმინკა აქვს ნიკოლოზ, ხო...   Jan 17 2011, 17:35
User-Nikala   ჩემთვის მართლა ადვილი გასარჩევია. პი...   Jan 17 2011, 17:36
Giorgi Dadiani   აბა ახსნა ადვილად გარჩევადობია რაში ...   Jan 17 2011, 17:37
User-Nikala   პირველი ფოტო, რომ ვნახე მეორეს არც კი ...   Jan 17 2011, 17:43
Giorgi Dadiani   პირველი ფოტოს ისოზე გეთანხმები, მაგრ...   Jan 17 2011, 17:48
User-Nikala   ბოკეზე გეთანხმები, მაგრამ არის ფაქტუ...   Jan 17 2011, 17:52
Giorgi Dadiani   სურვილი მექნება კი, უბრალოდ ჩემი ორი მ...   Jan 17 2011, 17:55
Nino Baidauri   აბა აქ რა ხდება და რატომ ხდება? 1. [img]http://s59...   Jan 17 2011, 19:06
User-Nikala   გაინტერესებს ციფრულია თუ ფირი? ))   Jan 17 2011, 19:14
Nino Baidauri   მე ვიცი, რომელი რომელია. ზოგს მარტივა...   Jan 17 2011, 19:18
Giorgi Dadiani   თუ არ ვცდები 1. ფირი 6. ფირი 8.ფირო 2. ან ც...   Jan 17 2011, 19:42
Komedianti   1-ფირი 2-ფირი 3-ციფრა 4-ფირი 5-ციფრა 6-ფირი 7-...   Jan 17 2011, 19:43
User-Nikala   ტესტირების მეორე ეტაპია? სარგებელი რ...   Jan 17 2011, 19:44
Komedianti   9- ფირი გამომრჩა :D ვინ არის "გამარჯვ...   Jan 17 2011, 19:46
Nino Baidauri   გასული ვიყავი :D კომედიანტო, შენი ყველ...   Jan 17 2011, 21:01
Kapo   ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვ...   Jan 17 2011, 21:08
Nino Baidauri   ყველაფერში გეთანხმები, გარდა ქალიშვი...   Jan 17 2011, 21:42
Archer   რაღა დროს ფირია :D   Jan 17 2011, 23:08
Luichka   ფირი სულ იარსებებს, ნუ ყოველ შემთხვევ...   Jan 17 2011, 23:23
Nino Baidauri   ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს :D   Jan 17 2011, 23:34
Chalo   ვაიმე რამდენი ვიკითხე ...რომელი დიდი მ...   Jan 18 2011, 00:01
Kapo   რადგან აქ პატარა "დისკუსია გაიმართა...   Jan 24 2011, 23:49
Giorgi Dadiani   ამ დარგში, შეჯიბრებითი სისტემის სისუ...   Jan 25 2011, 00:15
Kapo   ხო მარა რაძი კაიFა ი რაძი ინწერესა.. :D   Jan 25 2011, 01:15
ramaz   სალამი ყველას . ვფიქრობ ჩემი ,,სტატუსი...   Jan 25 2011, 16:10
Erekle Mumladze   გადაიღეთ ერთი და იგივე კადრი ერთი ციფ...   Apr 23 2012, 01:10
Kapo   ფირებზე ვეძებდი ინფორმაციას და აი სა...   Dec 16 2012, 15:44


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 20th June 2025 - 01:58

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'