Help - Search - Member List - Calendar
Full Version: დიმიტრი ყიფიანი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2
Leonsio
ბიოგრაფია: დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1897 წლის 3 იანვარს. ბორჯომსა და ხაშურს შორის მდებარე სოფელ ტეზერში (თავის მამულში), შემდეგ გიმნაზია, პირველი მსოფლიო ომის დროს სრულებით ახალგაზრდა ცოტა ხანს იყო კავკასიელი თავადაზნაურობისგან შემდგარ ცხენოსან (კავალერია) დივიზიაში, შემდეგ 1917 წლის რევოლუციის შედეგად მის ოჯახს - ისევე როგორც მთელ თავადაზნაურობას ჩამოერთვა მამულებიც და "კარგი ცხოვრება" , რის შემდეგ უკვე 1924 წელს სრულებით შემთხვევით მოხვდა კინოში: რეჟისორი ივანე პერესტიანი იღებდა გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მიხედვით ფილმს სახელად "სამი სიცოცხლე" და ეძებდა პერსონაჟს ერემია წარბას როლისათვის და თბილისის ცირკში ერთ-ერთი წარმოდგენის დროს მაყურებლებში შეამჩნია (ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი) დიმიტრი ყიფიანი და შესთავაზა დასახელებული პერსონაჟის განსახიერება, რაზედაც დიმიტრი დათანხმდა. აქედან იწყება მისი მსახიობობა და ქართული 20-იანი წლების კინოში (ფაქტიურად ქართული კინოს დაბადება) დიმიტრი ყიფიანი ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა (ნატო ვაჩნაძესთან, კოტე მიქაბერიძესთან, მიხეილ გელოვანთან, ცეცილია წუწუნავასთან და სხვებთან ერთად). ქართული კინოს გარდა, დიმიტრი ყიფიანს იღებდნენ უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის კინოსტუდიებიც.
30-იან წლებში ბერიას რეპრესიების დროს საკმაო ხნით მოცილდა კინოს და ცხოვრობდა რუსეთში. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სამუშაოს ეწეოდა - ასწავლიდა ცხენოსნობას, ქართულ ცეკვას, მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საბჭოთა ცხენოსან ჯარშიც (უფროსი ლეიტენანტი), შემდეგ სამხედრო ფოტოკორესპონდენტიც.
შემდეგ უკვე ხანში შესულს ისევ იღებდნენ კინოში, მაგრამ უკვე ეპიზოდებში. თავისი სიცოცხლის მანძილზე კომუნისტურ პარტიაში არ შესულა, რის გამოც მხოლოდ დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს.
გარდაიცვალა 1979 წელს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

p.s. აქვე დავამატებ რომ დიმიტრი ყიფიანი გახლავთ ჩვენი თანაფორუმელის ლევანი ყიფიანის ბაბუა.smile.gif

______________________________________________________________________



კადრები კინოფილმიდან "სამი სიცოცხლე"

1. ერემია წარბა (დიმიტრი ყიფიანი)

user posted image

2.ერემია წარბა კლავს ესმას (ნატო ვაჩნაძე)

user posted image

3. ერემია წარბა (დიმიტრი ყიფიანი) ამხანაგებთან ერთად.

user posted image
______________________________________________________________________


კადრები კინოფილმიდან "დიდოსტატის მარჯვენა"

1. გადასაღებ მოედანზე (შუაში დიმიტრი ყიფიანი, მარჯვნივ აკაკი ვასაძე)

user posted image

2. მარცხნიდან: ჯუანშერ ჯურხაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი ვასაძე.

user posted image

3. მონადირეთუხუცესი (დიმიტრი ყიფიანი)

user posted image
______________________________________________________________________


კადრები კინოფილმიდან "ვედრება"

1. გადასაღებ მოედანზე (თენგის აბულაძე)

user posted image
user posted image

2. გადასაღებ მოედანზე. კადრში მარცხნივ სერგო ყიფიანი (ლევან ყიაფიანის მამა)

user posted image

3. ჩვენგან მარცხნივ სპარტაკ ბაღაშვილი და მარჯვნივ სერგო ყიფიანი (ლევან ყიფიანის მამა)

user posted image



Leonsio
კადრები კინოფილმიდან "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"

1. გადასაღები მოედანზე: ჩვენგან მარცხნივვასო გოძიაშვილი, მარჯვნივ ვახტანგ ნინუა და აკაკი ხორავა, მარჯვნივ განაპრას დიმიტრი ყიფიანი

user posted image

2.გადასაღებ მოედანზე: ჩვენგან მარჯვნივ დიმიტრი ყიფიანი და სოფიკო ჭიაურელი.

user posted image

3. ვერიკო ანჯაფარიძე, დიმიტრი ყიფიანი, ოთარ კობერიძე, ელენე ყიფშიძე

user posted image
[/B]
_____________________________________________________________________


კადრები კინოფილმიდან "ნამდვილი კავკასიელი"

1. ამ ფილმში დიმიტრი ყიფიანი თამაშობს საკუთარ თავს.

user posted image

2. ჩვენგან მარცხნივ საწოლზე დიმიტრი ყიფიანი

user posted image
_____________________________________________________________________

კადრი კინოფილმიდან "ვინ არის დამნაშავე"

1. ბესო (დიმიტრი ყიფიანი)

user posted image
_____________________________________________________________________

კადრი კინოფილმიდან "ნათელა" ან "თავადი ჩიჩუა"

1. კადრში: ჩვენგან მარცხნივ თეთრ ჩოხაში დიმიტრი ყიფიანი,
მარჯვნივ ზიან აკაკი ხორავა, (ფეხზე ხელდაყრდნობილი) მიხეილ ჭიაურელი და ალექსანდრე ჟორჟოლიანი.

user posted image
_____________________________________________________________________

კადრი კინოფლმიდან "ტარიელ მკლავიძის მკვლელობა"

1. კადრში ჩვენგან მარჯვნივ დიმიტრი ყიფიანი, მარცხნივ ნატო ვაჩნაძე და კოტე მიქაბერიძე.

user posted image
Levan Kipiani
დიდი მადლობა leonsio-ს თემისთვის და lama-ს დასკანერებისათვის!!!
Iki Bazadze
რა მაგარი ხალხია DDDD.gif
MAMONT
ძაან გამიხარდა ეს თემა smile.gif იდეაში მე უნდა გამეკეთებინა მაგრამ თავი ვერ მოვაბი smile.gif მადლობა ლეონსიოს, ლამას და რა თქმა უნდა ლევან ყიფიანს
TATI
http://123.ge/uploads/1/namdvili%20kavkasi...hobs%20sakutar%
რა კარგია DDDD.gif "ეეე, ყანწი არ ჩაგარტყა ბიიჭოო" DDDD.gif :P

ისე აი ძველ ფილმებს დასაწყისში, ტიტრების დროს, რომ ფხაკუნის ხმა აქვთ ხოლმე იმიტომ რომ ლენტაა გაფუჭებულიდა დაძველებული აი ეგ ხმა მომესმა ეხლაა smile.gif

ფილმი "ნამდვილი კავკასიელი"-ს კადრებიდან პირველ კადრს ვგულისხმობდი rolleyes.gif
Anna Sulaberidze
ვა DDDD.gif
Guja
აი თქვენი ჭირიმე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დეტალურად ვნახავ ყველაფერს და მერე დავწერ
უბრალოდ ახლა თავს ვერ ვიკავებ სიხარულისგამ

ასე გამახარეტ კაცო სულ აყალმაყალი ხო არ უნდა იყოს
გაიხარეთ ყველამ ვინც დაიჯერა და იშრომა!!!!!!
Guja
რა მაინტერესებს იცით?

ჩერჩეტ ფოტოებზე იკლავს ხალხი თავს, შეფასებაზე ხო საერტოდ უკვე მგონი კლავიატურები და თაქვები ავტომატურად წერენ DDDD.gif
ასეთ საინტერესო თEმას კი მხოლოდ 4 ადამიანი გამოეხმაურა
რატო ვითომ? ფოტოები არ ვარგა თუ ხალხი ვერ არის ისეთი რო უნდა ფოტოებზე?
ეეეჰ.
Liza Niniashvili
ლევან, ლამა, ლეონ გაიხარეთ !!!!!!!!
Peso
Guja

იმიტომ რომ უმეტესობა დღევანდელი დღიტ ცხოვრობს
Tamri
რა კარგები ხართ!!


bravo.gif


რაც უფრო გადის დრო მით უფრო მეტად დავაფასებთ ამ კადრებს!

Guja
Levan Kipiani,

ლევან, არ არსებობს ვარიანტი კაი რამე ისტორიები არ გქონდეს ქიშმიშად შემონახული ბაბუს ცხოვრებიდან DDDD.gif
კაცო არ არის მორიდება საჭირო, მერე რა კიარა საამაყო ბაბუ გყოლია და აბა გადმოალაგე
ცვენც მოგვიყევი თან დავტკბეთ ამ ფოტოებით და თან ვიხალისოთ.
მაგ თაობის ხალხი სასწაული იუმორით გამოირჩეოდა
ასე რომ გექნება შენ რაიმე ისტორია მოსაყოლი wick.gif

MAMONT
Guja,

კი კი აქვს smile.gif მე მომიყვა რამოდენიმე მზისფერნის აქციაზე smile.gif
Nata
peso
დღევანდელი დღით წარსულის პატივისცემის გარეშე მარტო სულელები ცხოვრობენ!

ლეონსიოს და ყველას, ვინც ამ თემის შექმნაში მონაწილეობდა დიიიიდი მადლობა!

ასეთ ფოტოებს ყველგან ვერ ნახავთ ხალხო! bravo.gif bravo.gif
Nikusha23
მე მყავს ბებია ყიფიანი, რიგაში ცხოვრობს, შარშან ზაფხულს რომ ვიყავი ჩასული ძალიან ბეევრი ფოტო მაჩვენა, იქ იყვნენ გუბერნატორებიც, დიდგვაროვნებიც თავადებიც აზნაურებიც მოკლედ ძალიან საინტერესო ალბომი აქვს, წელს ზამთარში მინდა წასვლა ჰოდა გპირდებით თუ წავედი ყველა ფოტოს დავასკანერებ და წამოვიღებ და ტქვენც გაჩვენებთ თავისი ისეტორიებითურთ ,
be_qa
კარგი კადრებია smile.gif
_Anano_
დიდი მადლობა ლეონსიოს, ლამას და რა თქმა უნდა ლევან ყიფიანს! ვისიამოვნე ძალიან!
domino
ფანტასტიური კადრებია!!! შესანიშნავი! ძალიან მომეწონა smile.gif
iato
იფიფ რა გემრიელი მასალაა ეს DDDD.gif
ekaterine77
ძალიან საინტერესო თემაა გახსნილი ამ საინტერესო პიროვნებაზე.

ვისიამოვნე ნამდვილად! smile.gif

ფოტოები-არაჩვეულებრივია!

ლევანს ძალიან დიდი მადლობა!
kipiani
ძალიან საინტერესოა smile.gif bravo.gif
Added @ [mergetime]1193594494[/mergetime]
ლევან დიდი მადლობა bravo.gif
Added @ [mergetime]1193594703[/mergetime]
იმედია კიდე უფრო და უფრო საინტერესო იფრმაციას მოგვაწვდით ამ დიდ ადამიანის შესახებ , ყიფიანებს გაუარჯოს bravo.gif
Peso
Nata

მადლობა განმარტებისათვისsmile.gif
მე მთავარი პრინციპი მაქვს ერთი ცხოვრებაში:
"იმან კი არ გააკეთა ბევრი ვინც დიდხანს იცხოვრა
იმან იცხოვრა დიდხანს ვინც ბევრი გააკეთა"

ამ კაცმა აშკარად ბევრი გააკეთა და იმიტომ ცხოვრობს დიდხანს! მადლობა ლეონსიოს ამ თემისთვის!
Irakli Medoshvili
აი, ეს უკვე ძალიან კარგიაააა... smile.gif
Traveler
bravo.gif
Sikvdila
ძალიან მაგარი ფოტოებია. მაგარი საქმე გააკეთეთ.
პ.ს. ტეზერი არაჩვეულებრივი ადგილია
tavadi
მეამაყება ქართველი რომ ვარ smile.gif კარგია, კარგი კი არა არაჩვეულებრივი ისტორიაა და ასეთი ფაქტები არ უნდა მიეცეს დავიწყებას და ისტორია ყოველთვის შემოინახავს ასეთ ღირებულ ხალხს და ფაქტებს.
bravo.gif მადლობა ყველას ვინც იწვალა ასეთი ფაქტების შეგროვებასა და ჩვენამდე მოტანისათვის და განსაკუთრებით ლევან ყიფიანს wick.gif bravo.gif
etushki
აუ რა მაგარია, ძალიან ვისიამოვნე
Linda
მშვენიერია!

ძალიან შთამდეჭდავი ფოტოებია, ძალიან ვისიამოვნე

კარგია ასეთი კადრები რომ არსებობს smile.gif
Roma
მალადცი რებიატა!
ძალიან ვისიამოვნე!!!
nusa
ძალიან საინტერსო თემაა!

მიყვარს ძველი ფოტოები და მათზე ისტორიები, მით უმეტეს თუ ასეთ საინტერესო ბიოგრაბიის მქონე ადამიანებზეა....

მგონი მოსაყოლი ბევრია... smile.gif

მადლობა ამ თემის გახსნისთვის, ვიცი ეს ლევანის დიდი ხნის სურვილი იყო...
DIKARKA
ვააააააა!!
აი ძალიან ძალიან მაგარია!!
დიდი მადლობა ლევანsmile.gif
ძალიან ვისიამოვნეsmile.gif
Ninukala
ვაუ.. რა მაგარია.... მადლობა სამივეს, განსაკუთრებით ლევანს.....
მეამაყება რომ გიცნობ.... smile.gif
ლევან გუჯა მართალია რამე საინტერესო მოგვიყევი თან... wick.gif
tatiaa
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, მე თვითონ ამას ასი წელი ვერ ვნახავდი.ძალიან საინტერესო კადრებია.მომინდა ყველა ფილმის ნახვა!
ძალიან საამაყო ბაბუა გყოლიათ!
კიდევ ერთხწლ დიდი მადლობა!
paatavar
მაგრა ვისიამოვნე

კაია
chamoxeuli bilbordebi
უსერიოზულესი თემაა
Maxo
ვაჰ დრონი-დრონი... მოვიგონოთ მაინც სანამ გვაგონდება და ჩვენს მომავალსაც თვალს აუხელთ... სამშობლო მარტო მეწველი ძოხა რომ არაა... შეიძლება ძალიან მკვახედ ვთქვი, მაგრამ მოყვარესო...

გაიხარეთ და თუ ვინმეს კიდევ ექნება სხვა მასალა შეიძლება გაკეთდეს ფოტო-სერია ქართველებსა და ქართველობაზე... smile.gif
Giorgi Janibegashvili
ძალიან საინტერესო და კარგი სურათები მომეწონა შესანიშნვია
N67


გაიხარეთ თემის და იდეის ავტორებმა smile.gif

მასალაც(txt) და ფოტოებიც ძაან ძვირფასია ჩვენთვის...
მათ ღირებულებას მათი რაობის გარდა დროც, ანუ ჩვენს ისტორიაში დამკვიდრებაც განაპირობებს... wub.gif

ლევან, luke.gif

smile.gif
kikimara
ლეონსიო ძალიან საინტერესო და კარგი საქმე წამოიწყე იმედია ესეთი საინტერესო ინფორმაციები და ფოტოები კიდევ ბევრია.
და მალე ვიხილავთ შენი დახმარებით. მოუთმენლად ველოდები smile.gif
nini
ვაა კადრებზე გავგიჟდიი ნეტა ფოტოგრაფი ვინ იყო?? angel.gif
chalata
აღფრთოვანებული ვარ!!!!!
heroine
მაგრად ვისიამოვნე,,,ასეთი კარგი თემები ხშირად უნდა გაიხსნას ბოკეზე...


levan ეხლა კიდევ უფრომეტად გაფასებთ gavcitldi2.gif
chalata
აღფრთოვანებული ვარ!!!!!
Goderdzi Makharashvili
ბრავო!!!
jonathan
ვააააა, რა მაგარი რამეა, კაცოოოოო........
საღოლ!!!!
Irakli Khoferia
ძალიან საინტერესოა bravo.gif


Sophia87
!!!!!!!!! ძალიან კარგია smile.gif ვისიამოვნე
nicalagua
ეხ... რა სერვერზეა ატვირთული ესენი ?
ვერ ხსნის ჩემთან და ვზივარ და ვიგინები DDDD.gif
LEO
ბრავო!!!!!!!!!!!!!!
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.