ბიოგრაფია: დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1897 წლის 3 იანვარს. ბორჯომსა და ხაშურს შორის მდებარე სოფელ ტეზერში (თავის მამულში), შემდეგ გიმნაზია, პირველი მსოფლიო ომის დროს სრულებით ახალგაზრდა ცოტა ხანს იყო კავკასიელი თავადაზნაურობისგან შემდგარ ცხენოსან (კავალერია) დივიზიაში, შემდეგ 1917 წლის რევოლუციის შედეგად მის ოჯახს - ისევე როგორც მთელ თავადაზნაურობას ჩამოერთვა მამულებიც და "კარგი ცხოვრება" , რის შემდეგ უკვე 1924 წელს სრულებით შემთხვევით მოხვდა კინოში: რეჟისორი ივანე პერესტიანი იღებდა გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მიხედვით ფილმს სახელად "სამი სიცოცხლე" და ეძებდა პერსონაჟს ერემია წარბას როლისათვის და თბილისის ცირკში ერთ-ერთი წარმოდგენის დროს მაყურებლებში შეამჩნია (ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი) დიმიტრი ყიფიანი და შესთავაზა დასახელებული პერსონაჟის განსახიერება, რაზედაც დიმიტრი დათანხმდა. აქედან იწყება მისი მსახიობობა და ქართული 20-იანი წლების კინოში (ფაქტიურად ქართული კინოს დაბადება) დიმიტრი ყიფიანი ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა (ნატო ვაჩნაძესთან, კოტე მიქაბერიძესთან, მიხეილ გელოვანთან, ცეცილია წუწუნავასთან და სხვებთან ერთად). ქართული კინოს გარდა, დიმიტრი ყიფიანს იღებდნენ უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის კინოსტუდიებიც. 30-იან წლებში ბერიას რეპრესიების დროს საკმაო ხნით მოცილდა კინოს და ცხოვრობდა რუსეთში. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სამუშაოს ეწეოდა - ასწავლიდა ცხენოსნობას, ქართულ ცეკვას, მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საბჭოთა ცხენოსან ჯარშიც (უფროსი ლეიტენანტი), შემდეგ სამხედრო ფოტოკორესპონდენტიც. შემდეგ უკვე ხანში შესულს ისევ იღებდნენ კინოში, მაგრამ უკვე ეპიზოდებში. თავისი სიცოცხლის მანძილზე კომუნისტურ პარტიაში არ შესულა, რის გამოც მხოლოდ დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. გარდაიცვალა 1979 წელს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
p.s. აქვე დავამატებ რომ დიმიტრი ყიფიანი გახლავთ ჩვენი თანაფორუმელის ლევანი ყიფიანის ბაბუა. ______________________________________________________________________
კადრები კინოფილმიდან "სამი სიცოცხლე"
1. ერემია წარბა (დიმიტრი ყიფიანი)
2.ერემია წარბა კლავს ესმას (ნატო ვაჩნაძე)
3. ერემია წარბა (დიმიტრი ყიფიანი) ამხანაგებთან ერთად.