ვინმე დამიფასებს ოდესმე???
10 გვერდი წავიკითხე ისეთ ინტერესში ჩავვარდი..
რო ვთქვა საიდან მოვხვდი აქ, ერთი იეჭვიანებს .. (ოღონდ თეთრად იეჭვიანებს რა) (ვიცი ვერ გაიგეთ რა არის თეთრად ეჭვანობა, მაგრამ არაუშავს : D სხვანაირად არ ვიცოდი როგორ მეთქვა, და ისიც ვიცი რომ აქ აღარავინ შემოიხედავს, 1 წელზე მეტი გავიდა უკვე ... )
ხოდა ამიტომ, მეც თამამად დავწერ, და მერე რო დავბერდები, და რო მომინდება ჩემი დებილობების კითხვა, აქაც შემოვივლი.. ბევრი მაქ ამდაგვარი წასაკითხი უკვე : D
ძაან ბევრს ვიცინი ხოლმე, და თან ძალიან მიყვარს, ოღონდ მარტო მე უნდა წავიკითხო ხოლმე .. : D
ხოოდა , დავიბადე 1990 წლის, 2 აგვისტოს, გავიზარდე და ვმოღვაწეობდი თბილისში, 14 წელი..ანი მქვია, ჯალაღანია ვარ გვარად( მეგრელი ვარ სუფთა სისხლის : D ) მაგრამ ვაშე არ მაქ მეგრული ხასიათი (კონკრეტულად ტყუილს ვერ ვიტან : D "ზემლიაკებისგან" განსხვავებით : D )
საფრანგეთში ვცხოვრობ მეორე წელია.. (უფრო კონკრეტულად მეწერა, მაგრამ რედაქტირებას ჩავდივარ ამ წუთას, რო შევხედე რამხელაც იყო, ვიფიქრე ამის წაკითხვა მე დამეზარება, სხვა როგორ წაიკიტხავსთქო )
რაც შეეხება ფოტოგრაფიას, არ მახსოვს რატო და როგორ გამიტაცა, მარა ვიცი რო ავტოებით დავიწყე, და ეს ავტოები რატო დავიწყე არ ვიცი : D
ძაან ბევრი ავტო .. სხვა ვერ მიღებს ( ან არ) კარგად : D ჩემს გადაღებულებზეც არ ვგიჟდები, მაგრამ მგონია რომ სხვისას ჯობია

ხოდა, მერე ბოკე აღმოვაჩინე, უსაყვარლესი ადამიანის, (ძალიან მიყვარს ბევრი რამის მიუხედავად) მეგობრის სურათების თვალიერებაში : D
დავრეგისტრირდი ბევრჯერ, და ჩემი (ჩვენი : D ) ფანის დახმარებით, ნიკის ის რა ქვია.. ( ვერ ვიხსენებ რა ქვია : D მეძინება და ამის ბრალია)
აა ხოო.. აქტივაციის გაკეთება ვისწავლე როგორ უნდოდა : D ხოოდა, ისევ ფანის თხოვნით ნიციკო თი დავრეგისტრირდი
ნიცასაც მეძახიან ხოლმე..
ნიკი ყველგან ani nice ან რამე ამდაგვარი მქონდა, და ნიცა, ნიციკო, შემერქვა..
ასევე ცქნუფას მეძახდნენ, კუსკუსას, კიდე რას.. ა ხო ატვრიოკას : D ( ატვიორკა ეხლახანს ვისწავლე : D ) ჭიაყელას...
ამჟამად, ვსწავლობ რაულ დუFის სახელობის კოლეჯში, გამოცდებისთვის ვემზადები (ეხლა უნდა მეძინოს, დილით 10 ზე იღება ბიბლიოთეკა, თან თვალი მაქ ჩაწითლებული, და ვმალავ : D ნუ უნდ ამეძინოს რა ! ) და გამოცდების მერე, საქართველოსკენ მოვიჩქარიიი...
ერთადერთი ვიყავი, ვისაც ესე ძაან არ უნდოდა წამოსვლა, და ერთადერთი ვარ ვისაც ესე ძალიან უნდა ჩამოსვლა, ხოდა ვეღარ მიძლებს დედაჩემი : D
ბანკეტი მაქვს თან.. და ისეთი კლასი მყავდა, ეს დღეები ერთად რო არ გავატაროთ ჩკუიდან გავიწევი (თუ შევიშლები რომელიმე რა : D )
რო დამირეკონ ბანკეტიდან და დამელაპარაკონ, ( ანუ გამოცდებამდე რო გააკეთონ) თავს მოვიკლავ, ან საერთოდ აღარ ჩამოვალ საქართველოში

(ამ ეტაპზე სერიოზულ გადაწყვეტილებად მაქვს)
აუ რამდენი ვწერეეეეე.. და ხვალ შეიძლება შემოვიდე და წავშალო
ა ხო ფოტოგრაფიიდან გადავუხვიე მგონი, ხოდა მოკლედ, გატაცებად მაქვს ჯერ ჯერობით, მაგრამ ვაპირებ ცოტა უფრო სერიოზულად დავფიქრდე, თუნდაც დროებით =)
ის ვიცი მარტო რო, მინდა ისეთი პერსპექტიული რამ, რაც საქართველოში მაცხოვრებს.. არ მინდა ამ პირფერ და აუტანელ ადამიანებთან ყოფნა.. ამათ ისევ მეგრელი კაცის ატანა მირჩევნია lol
ჯერ ჯერობით ვუძლებ, და მერე ვნახოთ რა იქნება, აზრის შეცვლას არ ვაპირებ, და არც მინდა..
ხასიათები, აუ რაღაცნაირი ვარ! და ვსიო მოვრჩი ეხლა ! ! !
რკომ რო ნახოს დაწერს, დებილიაო, მარა არ დაუჯეროთ! : D
ვსიო, გკოცნით გეხვევით, ბოკეზე გულღიად შეყვარებული, იგივე ბოკეს შვილი ( მაპურებს ფოტოები მგონი : D )
თქვენი ნიციკო...
(იოოოოოოოოოოო, რა გამოსვლა იყოო

)
მე სულ გავრეკე... არადა ადრეა ჯერ ცოტა ხო?!

ღმერთო შენ დაიფარე ყველა (და ყველანაირად) გაჭირვებული!