მე საბა ვარ . . . საბა შენგელია, ამბობენ მეგრელი ხარო, გვარი მეგრული მაქვს, მაგრამ წინაპრები სამტრედიელები არიან, ასე რომ გამოდის სამტრედიელი შენგელია ვარ, ყოფილხართ ვინმე სამტრედიაში? მე რამოდენიმეჯერ, რავიცი... ან არ მახსოვს ან დიდი არაფერი. ეს რაც შეეხება ჩემ გვარს, სახელი არ მომწონდა ბავშვობაში, ეხლა მომწონს ძალიან, " საბა " ისე ჩემ შვილსაც რომ საბა ერქვას მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.. ... და თქვენ?
დღეს 19 წლის გავხდი, ამბობენ წლოვანება ბევრს ნოშნავსო, იმასაც ამბობენ როდესაც წლოვანება არ გაქვს ისიც ბევრს ნიშნავსო, ჩემთვის წლოვანება არაფერს ნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენის ხარ მთავარია რა გიდევს თავში...
ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში მესამე კურსზე, . . . არ ვარ არც პანკი არც როკერი და არც ბომჟი, ძირითადად ეს კითხვები უჩნდებათ ხოლმე როდესაც გაიგებენ რომ აკადემიაში ვსწავლობ, არც გრძელი თმები მაქვს....
არ ვეწევი სიგარეტს

ეს კითხვა ხშირად ტაქსისტებს უჩნდებათ ხოლმე, სამწუხაროდ ვერ ვამართლებ მათ იმედებს. ერთხელ ვცადე მოწევა და თურმე უკუღმა მოვუკიდე, მოკლედ რაც არ მეხერხება იმას არ ვეკარები ხოლმე .
ვმუშაობ , ტელევიზიაში, და ამიტომაც სულ გადავეჩვიე ტელევიზორის ყურებას, ამ ოთკუთხედი ყუთის ატანა არა მაქვს. მაგრამ არავისთან თქვათ
რას ვაკეთებ თავისუფალ დროს.... მმმმმ , არ დავდივარ დისკოტეკებზე, არ მიზიდავს, ვცდილობ უფრო სხვანაირად გავერთო, ნუ არ ვიცი როგორ

მაგრამ დისკოტეკების გარეშე, მიყვარს ფილმები და მუსიკა....
ღამე როდესაც არ მძინავს ძირითადად ვხატავ ხოლმე, ან ვწერ, ან ფილმს ვუყურებ ან მუსიკას ვუსმენ ან ვარსკვლავებს ვითვლი, ეს უკანასკნელი მოვიტყუე.... ხომ გითხარით არაფერია ტელევიზიაში კარგი თქო, უბრალოდ ბევრ ტყუილს სწავლობ, მე არ მიყვარს ტყუილი, არ მიყვარს ფეხბურთი, ყოფილი რაგბისტი ვარ, ეს " ყოფილი" -ც ტელევიზიის ბრალია... ( ძაLიან პატარა ვიყავი სამსახური რომ დავიწყე , შევეშვი სპორტს)
მაქვს ბევრი მიზანი, ცოტა ოცნება და უფრო ბევრი ფიქრები.
მოდით მიზნებზე და იმაზე თუ რა მინდა რომ ვქნა არ ვილაპარაკებ
ვარ რომანტიკოსი, და ჩემთვის სიყვარული ყველაფერია, და მეყვარება ყოველთვის ის ვინც შემიყვარდება

მე ჯერ ჩემი თავით არ ვამაყობ....
მინდა ვიამაყო...
ძალიან გამიხარდა რომ გამიცანით
მე კიდევ ის რომ თქვენ გაგიცანით.... შევხვდებით კიდევ

კითხები არ მოგერიდოთ