ძვირფასო მოდერატორებო!

უპირველეს ყოვლისა .....

ხალხო ერთი თხოვნა მაქ, მარა თუ რამე გამომრჩა და არ ვიცი ბოდიში, პასუხსაც ნუ გამცემთ და მივხვდები მაგით.
ძალიან გთხოვთ, ვინც წერს ლათინური ასოებით ბანი დაადეთ რა.
არ გაგიკვირდეთ, მე ყოველთვის ბანის ვორნის და ასეთი სახის დასჯის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ კიდევაც, მარა ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა.
ბანი დაადეთ იმდენი ხნით რამდენ ხანსაც მოანდომებენ ქართული კლავიატურის დრაივერის დაყენებას.
გამონაკლისი არ უნდა იყოს არავისთვის.
თუ რაღაც ავარი აქ ადამიანს კომპში და სასწრაფოთ ვერ შეძლებს გამოსწორებას იმასაც დაადეთ, დაისვენოს ბოკედან პაწა ხანი არაფერი მოუვა, უფრო მეტ დროს ფოტოების გადაღებას დაუთმობს და სასარგებლოთ გამოიყენებს დროს ავარიის პერიოდში.( ზოგი ჭირი მარგებელიაო

)
ბანი დაადეთ წესების დარღვევის დროსაც თუ ეს უხეში დარღვევაა, ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს
ეს ყველაფერი გაფრთხილების გარეშე, არ ვიცოდი და რატო არ მითხარით არგუმენტებად არ უნდა იყოს მიღებული.
მე ვიცი, რო თქვენ მუშაობთ, ბევრს აკეთებთ და შესაძლოა გამოგრჩეთ რამე
მაგი არაფერი.
ამას დამატებით მიტო გთხოვთ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
გუჯა!
Raulito
Apr 18 2006, 20:58
აი, ესაა ქართული ტოლერანტობის ნამდვილი სახე!

ზუსტი ანალოგია იმ ანტი-ლიბერალური და თუ კარგად დაუკვირდები, ანტი-ეროვნული აზროვნებისა, რომლის ტყვეობაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება და ამგვარად ეპყრობა ნაც.მენშისტვების ლინგვისტურ საკითხებს!!! ო, არა! მე ამას ვერ ვუკმევ, ვერა!

მეგობრებო, მე მინდა გავემიჯნო ამხანაგ ელგუჯას და პარტიის უახლოეს ყრილობაზე დავსვა მისი საკითხი კომიტეტის აღმასრულებელი უჯრედის წინაშე!
:ნათალ ჭიქაში გრაფინიდან წყლის დასხმის და მოყუდების სმაილიკი:

რელაააააქს მენ!
Raulito,

:D:D
უჯრედში კარი არ დაგრჩეთ ღია, ფრინველის გრიპი არ შემოგეპაროთ
ეს ქართველებს ეხება მხოლოდ!
:გულზე დანაკოლკებული არარატის მთის სმაილი:
Sopho Nadareishvili,
სოფო, დრაივერის დაყენებას უნდა მაქსიმუმ 20 წუთი! ხოდა სულ 20წუთიან ბანზეა საუბარი
მართალი ხართ გუჯა. პრინციპის ამბავია ბოლოს და ბოლოს.
Sopho Nadareishvili
Apr 18 2006, 21:40
Guja,
QUOTE
სოფო, დრაივერის დაყენებას უნდა მაქსიმუმ 20 წუთი! ხოდა სულ 20წუთიან ბანზეა საუბარი smile_116.gif
არის უფროსო
Kikala
Apr 18 2006, 21:41
გუჯას ვუჭერ მხარს
98-ზე დრაივერი სხვა უნდა. მარა ვისაც 2000 ან XP აქვს წესით პრობლემა არაა დრაივერის დაყენება.
ketusha
Apr 18 2006, 22:10
მე საერთოდ თითქმის სულ ქართულად ვწერ მაგრამ მაინტერეესებს რატომ არის ლათინური ასოებით წერა წესების დარღვევა
ketusha,
იმიტომ, რომ ბუნებრივად აღიქმება, გულს ახარებს, უფრო ლამაზია, იოლი წასაკითხი
და უბრალოთ ეს ქართული რესურსია და ქართულადაც უნდა ვწეროთ
მე ფოტოსაიტ.რუ ზე დავწერე რამოდენიმეჯერ ქართულად და ქარტველებმა კი წაიკითხეს სხვებმა კიდე დედა რა ლამაზე შრიფტი ფქონიათო, ზოგმა კიდე ჩვენ რო გავიგოთ ისე დაწერეო
მოდერმაც მითხრა რომ გასაგებ ენაზე დაწერეო
აქ არაფერი არ არი გაუგებარი და შენც გესმის კარგად
და არანაირი თავისუფლების შეზღუდვის ნიშანწყალი არ აქვს
არაქართველი ფორუმელი ლათინური ასოებით თუ წერს ქართულად ქართულითაც დაწერს
ახლა აერთი კიდე
აქ რამოდენიმე უცხოელია დარეგისტრირებული
ვასაბი ყველა ფოტოს ქვეშ წერს საცოდავი არ მესმის ქართულიო და თუ შეგიძლიათ რუსულათ ან ინგლისურათ დამიწერეთ კომენტარებიო, ხოდა ვერაფრით ვერ გაიგო ზოგიერთმა ეს თხოვნა
ვფიქრობ ეს არც სიჯიუტის ბრალია და არც რუსულის ან ინგლისურის სიძულვილის
ეს უტვინობის ბრალია მარტო. ერთხელ გამოგრჩება და მერე რა, მეორეთაც შესაძლებელია და თუ ვერასდროს ვერ შეუსრულე ადამიანს თხოვნა მაშინ გონებანაკლულობის ბრალია მარტო,
თან ამასობაში ლათინურით წერენ

. კარგია არა?
ხალხნოო............
გამოიყენეთთ
www.convert.ge............ვისაც 98აქვს
გეთანხმებით გუჯა, ეს ქართული რესურსია და შესაბამისად ქართულად უნდა ვწეროთ, მითუმეტეს ქართველებმა.
მეც მხარს ვუჭერ გუჯას.
GrigolS
Apr 19 2006, 00:09
მე როცა აქ ვერ ვწერდი ქართულად ფორუმ.გე-ზე ვწერდი და იქ კონვერტაციას ვაკეთებდიო და მერე ავ ვსვავდი

თუ ძალიან არ მეზარებოდა
Gottfried Lenz
Apr 19 2006, 00:11
ოოო! ნაციონალური ზახოდია რა... რატომ? ინგლისური ან გერმანული ან რუსული კომენტარი არააა? მდა.... ნე ოჟიდალ....
GURU LI
Apr 19 2006, 00:36
დროა ხალხნო ვიფიქროთ იმაზე რომ ჩვენი გვაქვს სასწაული და განუმეორებელი. აღარ მოგვბეზრდა ეს უცხო ხილი რომელიც ყოველთვის "მშობლიურზე უფრო გემრიელია" ლაპარაკი უკვე ხომ დავივიწყეთ, ეხლა წერაც გვავიწყდება საკუთარს ენაზე. ამდენი უცხო და უაზრო სიტყვა დღეს რომ იხმარება ყოველდღიურ ენაში არასდროს ყოფილა. იქნებ იმაზეც ვიფიქროთ რომ რაიმეთი წახალისდეს კიდევაც გამართული და ლამაზი ქართული კომენტარები ნამდვილი ქართული სიტყვებითა და ფრაზეოლოგიებით.
გუჯა დროული წინადადებაა და შენ გაგიმარჯოს!!!
Added @ [mergetime]1145392786[/mergetime]
ბოკე - წმინდა ქართულით მოსაუბრე ფოტოგრაფთა სახლი
Gottfried Lenz,
ნუ ხართ ბიჭო ძალათ სვეწკი ბლატნოები
ნეაჟიდალ ონ
აბა რა ჯანდაბა აჟიდალ ქართულ საიტზე ერთი ეს მითხარი?
და სად დაინახე აქ ნაციონალური საკითხი
თუ ძაან გინდა იყოს ნაციონალური საკითხი ინებე მე ვარ ნაციონალისტი ზუსტად ისეთი როგორც სხვა ერის შვილებია თავიანთი ერების მიმართ
მე ქართველებზე ვლაპარაკობ და შენ თუ მაპუტუელი ხარ კი ბატონო სუახილზე დაწერე და ილაპარაკე ვინ დაგიშალა რო?
პატარა ხარ ჯერ ძაან მე ჭკუა მასწავლო რა და როგორ უნდა იყოს, მით უმეტეს ნაციონალურ საკითხში.
მე ვატყობ ბარეორს ესირცხვილება ქართველობა და ქართული ენა
ბევრი ყოფილა მაგისთანა წინა საუკუნის დასაწყისში, ვითომ ინტელექტუალები და კიდეც დაგვღუპეს ისე რო ჯერაც აზრზე ვერ მოვსულვართ. ეს წერილი მიტო დავწერე ღია თემაში მინდოდა არგუმენტები მომესმინა თუ რატო შეიძლებოდა ქართველს სურვილი არ ქონოდა ქართული შრიფტით ეწერა.
კუდის ბზიკვები ჩანს არგუმენტები არა.
სანამ რამეს დაწერდეთ დაფიქრდით კარგათ.
lolski
Apr 19 2006, 00:59
Grigolly FirEFox-შიც
lolski,
ნეტსკეიპი 8.1 უფასოა და ძაან კარგი ბროუზერი ჩaმოტვირთე დააყენე და იყავი ბედნიერი
თუ მიუთითებ რომ ექსპლორერის ბაზა გამოიყენოს მაშინ კროპებიც მუშაობს და ყველაფერი
არის კიდე სრულად გაქართულებული სეამანკეი ისიც უფასოა და იქაც არ არის პრობლემები
მე ნეტსკეიპს გირჩევ ძალიან კარგად მუშაობს
e.k.a.t.e.r.i.n.a
Apr 19 2006, 01:07
QUOTE
აი, ესაა ქართული ტოლერანტობის ნამდვილი სახე! ზუსტი ანალოგია იმ ანტი-ლიბერალური და თუ კარგად დაუკვირდები, ანტი-ეროვნული აზროვნებისა, რომლის ტყვეობაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება და ამგვარად ეპყრობა ნაც.მენშისტვების ლინგვისტურ საკითხებს!!! ო, არა! მე ამას ვერ ვუკმევ, ვერა!
მეგობრებო, მე მინდა გავემიჯნო ამხანაგ ელგუჯას და პარტიის უახლოეს ყრილობაზე დავსვა მისი საკითხი კომიტეტის აღმასრულებელი უჯრედის წინაშე!
:ნათალ ჭიქაში გრაფინიდან წყლის დასხმის და მოყუდების სმაილიკი:
რელაააააქს მენ!
ნუ რა ხართ მაინც ეს ენჯეოშნიკები :ლოლ: :ლოლ: :ლოლ:
(ქართულად წერეო ხომ გვითხრეს, ხოდა აწი სმაილიკი და უბედურება არ გავიგონო :თვალებკვარკვალა ანგელოზის ხარხალაკი: )
გუჯა,
მე გეთანხმები აბსოლუტურად, არა, შემეშალა, გეთანხმები სავსებით :სრულიად სერიოზული ხარხალაკი:
უბრალოდ, ვისაც ფორუმზე არა და მარტო გალერეაში უჭირს ქართულად წერა, იქნებ იმათთვიაც მიგვეცა ინსტრუქციები და მერე დავადოთ ბანი :ღიმილაკი:
lolski
Apr 19 2006, 01:21
QUOTE(Guja @ Apr 19 2006, 00:15)
lolski,
მე გოგო ლინუქსი მაქ და მაგ მელიაც მიყენია და მოზილაც და კონქერორიც,
ხშირად ვხმარობ მელიას, მარა ნეტსკეიპი 8.1 ვინდოუზში უკეთ მუშაობს ვიდრე მელია, დამიჯერე
თAნ კროპის საშუალებაც გაქ და გალერეის ყველა სიკეთის
გუჯა, ქროპი არაა დიდი პრობლემა, არ მიყვარს და ძალიან იშვიათად ვნახულობ IE-თი!

ცეცხლოვანი მელია კიდევ ძალიან მიყვარს

ჰოდა ეხლა რომ მორჩება ჩემს ფოტოებზე კომენტარები აღარ დავწერ და ეგაა

და თუ ძალიან დამეწერინა PM-ში გავუშვებ!
lolski,
ნუ ლაპარაკობ რაღaც სისულელეებს, არ დაწერს ეს კომენტარებს
მელია, მელია კიარა საქმეს მიხედე, რაც გითხარი ისე ქენი და სხვა საიტებზე მელია იხმარე
Bidzia Babua
Apr 19 2006, 02:07
ძმებო და დებო!
არ ვარ მენტორი, მაგრამ ორიოდ სიტყვას მეც გეტყვით....
ხომ არის ბატონი გუჯა ჩვენთვის ავტორიტეტი ფოტოგრაფიაში და მისი შეფასება თუ რეპლიკა ყურადსაღები? მგონი რომ მეთანხმებით...
და რატომ?
ვფიქრობ, იმიტომ რომ უმეტესობა ჩვენთაგანზე მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში (ახლა ნიჭზე და გემოვნებაზე არ მაქვს საუბარი);
ამ ტოპიკში ძალიან მნიშვნელოვანს შევეხეთ და ძალიან სათუთს. ისეთ რამეს, რის გააზრებასაც ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა, წლები და ასაკი თუნდაც. რაულიტომ შეიცხადა, მაგრამ დარწმუნებული ვარ "გააჯაზა" თემა, თორემ არა მგონია იგი ვერ გრძნობდეს, რომ საკუთარ სახლშია და ამ საკუთარს თავისი წმიდა საზღვრები აქვს. ამ საზღვრებს კი დაცვა სჭირდება. საზღვარი იმისაა, რომ სადაც შენი მთავრდება, იქ სხვისი იწყება. ეგ შენი საზღვრები რომ იცოდე ამას სჭირდება ასაკი და გამოცდილება. ამას შენი ქვეყნის ყველა კუთხის ტკივილსა და სიხარულთან, წეს-ადათან შეხება უნდა. ასევე რა ძევს საზღვარს იქეთ და რას შემოგვიტანს ოჯახში ამის დანახვა-გააზრებაც ხომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია? მოდით ნუ გავხსნით უპასუხისმგებლოდ ამ საზღვრებს. ტოლერანტობა კომპრომისია, კომპრომისი კი დათმობა უფრო მნიშვნელოვანის სანაცვლოდ. რას ვთმობთ? რას ვიგებთ სანაცვლოდ? ან რა კომპრომისია სამარცხვინო გახადო ჯანმრთელი ნაციონალიზმი გაუაზრებელი და მოდური გლობალიზმის (კოსმოპოლიტიზმის) სასარგებლოდ? ასე ვაპირებთ თუნდაც ნაციონალისტური იდეით აყოლიებული და ამხედრებული აფხაზების და ოსების მოხიბვლას?! ქართული სახელმწიფო ძალიან ახალგაზრდაა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ეს არის ჩვენი უბედურებაც და ბედნიერებაც. პარადოქსია ხომ? ბედნიერებაა, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს შანსი მოვაღონიეროთ ქართული სახელმწიფოს ჩანასახი, გამოვკვეთოთ ის საზღვრები, რომელშიც ჩვენ ქართველებმა, იგივე საქართველოს მოქალაქეებმა საყოველთაო გლობალიზაციის ხანაში, თავი საკუთარ სახლში და ოჯახში მყოფად ვიგრძნოთ.
ჩათვალეთ რომ ამ პატარა ოჯახს ჩვენ აქაც ვქმნით.
GURU LI
Apr 19 2006, 02:21
ბიძია ბაბუა!
მოდი მაინცდამაინც ნაციონალიზმს ნუ დავარქმევთ იმას რაზეც ვსაუბრობთ რადგან ამ სიტყვამ უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება.
ვაჟა ფშაველას უწერია: კოსმოპოლიტიზმი არაა საგინებელი სიტყვა და მისი გასიგრძეგანება მხოლოდ პატრიოტიზმის გავლითაა შესაძლებელიო. თუ შენი გიყვარს სხვისიც გეყვარება რადგან სიყვარულია თავად უსაზღვრო. ამიტომ აქ ვინმეს ლათინური ანბანის აუტანლობა კი არ ამოძრავებს არამედ საკუთარის სიყვარული გვალაპარაკებს ალბათ!
კარგია რომ ასეთი მსჯელობის საგანი გახდა ეს არტიკლი
პატივისცემით გურული
Bidzia Babua
Apr 19 2006, 02:44
[quote=GURU LI,Apr 19 2006, 02:21]
"მოდი მაინცდამაინც ნაციონალიზმს ნუ დავარქმევთ იმას რაზეც ვსაუბრობთ რადგან ამ სიტყვამ უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება."
ნაციონალიზმი არაა საუბრის თემა გეთანხმები, უბრალოდ "შეეხენ" თვარა....

ციტირება გავაკეთე შენი.
აბა დააკვირდი: -"უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება"
და ვისთვისაც არ არის უსიამოვნო? ან ვისთვისაც არ არის გასაგები?
და თუკი შეიძინა და თან სტერეოტიპია, არ გავათავისუფლოთ?!
ვაჟა ფშაველა კოსმოპოლიტიზმს არასოდეს განიხილავდა როგორც ალტერნატივას -აკი თვითონვე ხსნი აქვე.
გამორიცხული ვარიანტია ჩემ სამსახურის კომპში ყველაფერი მუშაობს რაფერც საჭიროა
Added @ [mergetime]1145400935[/mergetime] თქვნი ჭირიმე, ყველაფერს კარგად მიხვდით და უჩემოთაც ყველაფერი მშვენივრად იცით
მე სხვას არ ვეხები, მე ჩემი მინდა.
არ მითხრას ვინმემ გინდა კაიაო, უნდა გეკუთვნოდესო

მეკუვთნის!!!!!!!!!!! და მიტომაც მინდა!!!!!!!
GURU LI
Apr 19 2006, 02:59
ბიძუა ბაბუა
ის რაც ასე ძლიერ სტერეოტიპულია მოდი ახლა პირდაპირ ვთქვათ მე და შენ (იმედია არ გწყინს შენობით რომ მოგმართავ) ნუ ვეცდებით მის შეცვლას და ნამდვილი არსის დაბრუნებას. უარყოფითი სტერეოტიპი ეს ძალიან ძლიერი სენია და მისი ამოძირკვა არაა ადვილი საქმე. თუმც ცდა ბედის მონახევრეა. კოსმოპოლიტიზმი არაა ალტერნატივა მართალი ხარ მაგაში მაგრამ არც მასონიზმის მამტკიცებელი ცნებაა როგორც მას ისევ და ისევ სტერეოტიპულად განიხილავენ. მთავარი ერთია ქართველებმა უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, რომ ჩვენი, საკუთარი გვაქვს ისეთი მდიდარი არ უნდა გვჭირდებოდეს სხვისი არაფერი. ცოტა კი გადოუხვიეთ თემას ჩემო ბატონო მარა ჩვენი კეთილგონივრული დებატი მაინც იქამდე მიდის რაც გუჯამ თქვა საკუთარი უნდა დავიცვათ თუნდაც ხანდახან ამისთვის თავისუფლების შეზღუდვაც გახდეს საჭირო.
ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყვი... თუ შეიძლება...
(ოღონდ
Bidzia Babua,-სნაირ ერთ-ორ სიტყვას არა

)
მოკლედ, ახლა რაც Bidzia Babua-ს უწერია ლათინური შრიფტით რომ ეწეროს წაიკითხავდა ვინმე -
არა!!!
ეგ კი არა და ერთ პატარა წინადადებაზე მეტი თუ წერია უკვე მეზარება წაკითხვა

(თან ეს დალოცვილი პატარა შრიფტით წერია ძირითადში).
ასე რომ ამ და სხვა მიზეზთა გათვალისწინებით მე მომწონს ის აზრი, რომ ყველამ წეროს ქართული შრიფტით (განსაკუთრებით თუ ამის საშუალება არის)

მოვრჩი
Bidzia Babua
Apr 19 2006, 03:13
GURU LI
არ მწყინს, პირიქით

მასონიზმი მე არ მიხსენებია და ყველა გიჟი რასაც იტყვის ის არაა სტერეოტიპი... თუმცა ამ დარეხვილების ქვეყანაში ეგება ქეც!

რაც შეეხება ნაციონალიზმთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს, უკაცრავად მარა გვერდზე ვერ დავდგები. ისევე როგორც სახლში ჩემი შვილების და მათი მომავალი შვილებისათვის, მეგობრების წრეში თუნდაც გულის მოსაფხანად, აქაც მინდა ამ ლამაზ საზოგადოებაშიც ვიყვიროთ (შენი თქმისა არ იყოს), რომ გვაქვს!!!!!!!!!!!!!
ჩვენია, ჩვენ გველამაზება და გვიყვარს!
მორჩა და გათავდა, მარტივია ყველაფერი
GURU LI
Apr 19 2006, 03:18
კი ბიძია ბაბუა მაი მასეა მარა საკუთარის სიყვარული ნაციონალიზმისგან ნამეტანი შორს დგას მაინც და მომკალი
ისე ერთიდაიგივეს ვღაღადებთ მაგრამ ტერმინზე ვერ შევთანხმდით მხოლოდ
არაა მაი პრობლემა
ღმერთმა მოგცეს სიკეთე და ყოლიფერი კაი
Bidzia Babua
Apr 19 2006, 03:36
მე ვიცი რაა ნაციონალიზმი და თუ გინდა შენც გეტყვი

"-ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს"-ო, ითქვა ერთხელ...
ვისაც სმენა აქვს ისმინოს....
ერთს გეტყვი კიდევ:
"ნაციონალიზმის" უკეთური გაგება (სტერეოტიპები) იმის შექმნილია, რომლის დოქტრინაში საკუთარი იდეოლოგიის დასანერგად ნიადაგის შემზადებისათვის ამ სტერეოტიპებით ერების დაკომპლექსება შედის. ვიღაც ეფემერულ მასონებზე არ ვლაპარაკობ მე. გაიხსენეთ ბოლშევიზმი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ნაციონალიზმი პატრიოტიზმია.
ფრთხილად! რაც გვაქვს ისიც არ დავკარგოთ
Added @ [mergetime]1145403557[/mergetime] გამოვედი გონია პახმელიაზეც ხო იცი

დავიძინებ აწი!
სიკეთე მოგცეთ ღმერთმა და ტკბილი ძილი
GURU LI
Apr 19 2006, 03:50
ნაციონალიზმმა ერთხელ უკვე შეიწირა დიდებული ქვეყანა და ამ მოტივით დაიწყეს "არიელებმა"მეორე მსოფლიო ომი გემახსოვრება მაგი ამბავი შენ. ამიტომ ცოტაოდენ სიფრთხილე ჭირდება ამ ყველაფერს ამას ვამბობ მე. მაინცდამაინც კომუნისტების მოგონილი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაიხსენე ჰიტლერი და მისი დოქტრინა, მისი მოძღვრება არიული რასის შესახებ აი სადამდე მიიყვანა მაშინ გერმანია ნაციონალურმა იდეებმა. მე მაპატიე მარა სულაც არ გავდა ეს ყველაფერი პატრიოტიზმს ამიტომ ვამბობ რომ გიყვარდეს საკუთარი სულაც არ ნიშნავს იყო ნაცისტი

არადა მას შემდეგ ამ ცნებას მოჩვენებასავით თან სდევს ეს ნეგატივი
ჭირიმე თქვენი, კაი დისკუსიაა
მე ერთი ვიცი, ნაციონალიზმი ჩემთვის სხვის ჩაგვრას არ ნიშნავს
ჩემთვის ეს პატრიოტიზმია
სხვა ერების კაცებს ვაფასეფ თუ ისინიც ასე უყურებენ საქმეს და თავისის წარმოჩენა უნდათ
ოღონ არა სხვისი ჩაგვრით და სხვის ხარჯზე.
აბა ტკბილი ძილი.
GURU LI
Apr 19 2006, 03:59
იცოცხლეთ და იხარეთ
ჩვენ მთავარია შევინარჩუნოთ და ამას რას დავარქმევთ მეათე ხარისხოვანი საქმეა.
ღმერთმა არ მოგაკლოთ ქართული სიმღერის მადლი!!!
ძილი ნებისა
archigio
Apr 19 2006, 09:57
მდააააააა ..... ნუ ერთი სიტყვით დამერხა ხოოო...
მოიცა და მე მსიამოვნებს არაქართულად წერა ?
ნუ ჩემ კომპიუტერს ზუსტად ვიცი არაფერი ეშველება (ფოტოშოპსაც სხვა კომპიუტერში ვხმარობ) ამიტომ თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია დამცხეთ ბანი მაშინ!!!
ვისაც ერთხელ მაინც უნახია ჩემი კომპიუტერი ამას არ მომთხოვდა...
ნუ ბევრჟერ ვცადე მაგრამ ვერ ვქენი...
აქ როგორც ხედავთ ვწერ ქართულად მაგრამ გალერეაში ვერა !!!!
archigio,
თავიდან ჩვენც ეგრე ვიყავით. აქ ვწკრიფავდით ტექსტს და მერე გალერეაში ვაკოპირებდით

98 აღარ მიყენია თორე გამოსავალს ნაღად მოვძებნიდი. მაგი კი არა და პოკეტ პისის დავაწერინე ქართულად.
Bidzia Babua
Apr 19 2006, 10:36
დედა რა იყო ეს?!?!?!
ჩემი წუხანდელი გამოსვლა მაქვს მხედველობაში... ეტყობა სუფრიდან გამომყვა

))
თუმცა არაფერზე ვიხევ უკან

GURU LI - სასიმოვნო იყო გაბაასება შენთან. მხოლოდ გთხოვ, რომ ნაციონალიზმს ნაციზმთან ნუ აიგივებ. შევთანხმდით?
kakha,
მე წავშალე. იმიტო რო რაღაც ცუდად მომხვდა თვალში. გუჯა მართლა არ ხუმრობს და ამ წესს შემოვიღებთ და მერე მართლა ბანენებს დავადებთ ხალხს.
პროტესტი მოხსნილია
Natura
Apr 19 2006, 12:06
QUOTE(Bidzia Babua @ Apr 19 2006, 10:36)
დედა რა იყო ეს?!?!?!
ჩემი წუხანდელი გამოსვლა მაქვს მხედველობაში... ეტყობა სუფრიდან გამომყვა

))
თუმცა არაფერზე ვიხევ უკან

GURU LI - სასიმოვნო იყო გაბაასება შენთან. მხოლოდ გთხოვ, რომ ნაციონალიზმს ნაციზმთან ნუ აიგივებ. შევთანხმდით?

დილამშვიდობისა, თუ შუადღისა უკვე

ახლა მოვედი და წვიკითხე მთელი თემა და ბატონო ბიძია ბაბუა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი წუხანდელი გამოსვლა, საერთოდაც თქვენი და გურულის გაბაასება, იმდენად არაჩვეულებრივი, იყო და ჩემი მოკრძალებული აზრით საჭირო ყველასთვის, რომ მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ

ხშირად გამოიყოლეთ ხოლმე ეგ განწყობა სუფრიდან
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ გუჯა როგორც ყოველთვის მართალი და დროულია

ქართულად უნდა ვწეროთ, აბა რა უნდა ვქნათ

და ცოტა გამართვასაც თუ შევეცდებით ჩვენი ქართულის, ხომ მთლად უკეთესი... მე რაღა უნდა ვთქვა ახლა, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ... უბრალოდ, ვერ მოვითმინე აღფრთოვანება არ გამომეხატა თქვენ გამო
Bidzia Babua
Apr 19 2006, 12:21
Natura
კარგი, ნუ გამაწითლე

ყველას ვთხოვ ერთ რამეს - თქვენობით ნუ მომმართავთ თორემ ნიკს შევიცვლი
Natura
Apr 19 2006, 12:26
არის, ბატონო ბიძია ბაბუა

უბრალოდ, თქვენობითი ფორმა ხანდახან ჩემთვის, მეტი მოწიწების და ამაღლებული განწყობის გამოხატვის ფორმაცაა
ჰოდა, გუჯა განსაკუთრებული მადლობა შენ
e.k.a.t.e.r.i.n.a
Apr 19 2006, 12:33
მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, თქვენის ნებართვით...
ვერასოდეს იქნება ნამდვილი კოსმოპოლიტი ის, ვინც პატრიოტი არ არის, და პირიქით.... რადგან თუ ადამიანს შენი არ გიყვარს, სხვისასაც ვერ სცემ პატივს.... თუ შენს მშობლებს არ სცემ პატივს, თუ შენი ოჯახის ფასი არ იცი, ვერასოდეს დააფასებ სხვისას....
და პირიქით, თუ სხვის მიერ საკუთარის სიყვარული ვერ გაიგე და დააფასე, შენი პატრიოტიზმიც მხოლოოდ ფსევდოა და მეტი არაფერი....
ეს ყველაფერი გუშინდელი კამათის გამო ტერმინზე, პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი თუ ნაციზმი.... ალბათ ყველაზე კარგი პასუხი ამ ყველაფერზე ვაჟას აქვს, და ახსენეს კიდევაც უკვე....
Nino Tabutsadze
Apr 19 2006, 12:40
ტაკ, ერთი-ორ სიტყვას მეც გეტყვით, თუ კითხვა არ გეზარებათ
ის, რომ ეს ქართული Fორუმია და ქართული შრიFტით უნდა დაიწეროს, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს.
მაგრამ აქ საუბარი იყო ნაციონალიზმზე, ნაციზმზე, კოსმოპოლიტიზმზე და ა. შ. მართლა რა საჭიროა ამდენი იზმ-ი, მართალია გუჯა და ვსიო

იმ ტრადიციებს, ბიძია-ბაბუა და გურუ-ლი რომ საუბრობდნენ, მიხედვა, გამდიდრება და განვითარება უნდა, თორემ გაიყინება და ნელ-ნელა გადავა ჩვევაში, წარმოიდგინეთ ერთ წამს, იგივე - ჩვევაში გადასული სუფრა

ეს პროცესი უნდა იყოს მოძრავი ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც ყოველწამს იზრდება, იხვეწება, რთულდება, იძენს და კარგავს, მთავარია პრინციპი იყოს ერთი

მთავარია, "პლანკა" არ დავარდეს, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. აქედან მოდის მერე ხალხის კულტურა (შინაგანიც და შეძენილიც).
სხვისას რომ გაუთავებლად ვლანძღავთ, ეგ არ მომწონს, თორემ ქართული სიმღერაც მიყვარს და ხინკალიც

P.S. მე დისკუსიაში არ ვერთვები, უბრალოდ საკუთარი აზრი გამოვთქვი!!!
Bidzia Babua
Apr 19 2006, 12:57
e.k.a.t.e.r.i.n.a
&
Nino Tabutsadze
უმნიცები ხართ თქვენა

იმედს ვიტოვებ რომ ყველა ახალგაზრდას თქვენსავით სწორად ესმის, მხოლოდ ხანდახან უფროსების გასაჯავრებლად თუ "გაიჯაზებენ" ხოლმე
GURU LI
Apr 19 2006, 13:11
ხო და თუ ასეა აბა დღეიდან დავიცვათ ყველამ ჩვენი წილი ტრადიცია და ყველაფერს ეშველება.
ქართულად წერის ამბავი რამდენადაც ვხვდები გადაწყვეტილია.
ეს ერთი და სხვა მრავალი მეგობრებო

ბიძია ბაბუა!
იმედია ეს ჩვენი მეგობრობის საწინდარია!
სასიამოვნო იყო გუშინ შენთან მუსაიფი
Raulito
Apr 19 2006, 13:17
ვენაცვალე ვაჟას! შეუდარებელია! (რეზო ინანიშვილის ჩანახატებიდან მახსოვს, რუსი პოეტის საღამოზე, იღლიაში ვაჟას კრებულამოჩრილს რომ დაინახავენ და "ოი, ვიცით ეგ პოეტი!"-ო, რომ ეტყვიან.. ესე ამთავრებს: "ეგ პოეტი" მეწყინა"..) პოეტი კი არა რა ვიცი რა ჰქვია ვაჟას, უუუხხ!

ბექ თუ აუარ შიპს: გუჯა და ბიძია ბაბუა, ცხადია "გავაჯაზე", რადგან ისეთი მქუხარე გამოსვლა ჰქონდა გუჯას, ვიგრძენი, თემის აქტუალობიდან და გუჯას ავტორიტეტიდან გამომდინარე, პარტია ერთხმად დაუჭერდა მხარს და მე, როგორც პლურალიზმის თავგადაკლული მობალენჩიკე, "ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერ"-ის გამზიარებელი, შევეცადე შემესრულებინა (ფუი!)ეშმაკის ადუკანტის როლი

... ლაითად რასაკვირველია, რადგან მეც, ისევე როგორც ყველა თქვენგანს, მირჩევნია ქართულად დაწერილი წავიკითხო ამ ფორუმზე. თუმცა, ვფიქრობ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება სანამ დაივორნება ლათინური შრიფტისთვის, გვითხრას: გადაულახავ და ფორსმაჟორულ პრობლემებთანაა ეს დაკავშირებული, თუ ერთი ადგილის გატოკების ოსტრა-ნაციონალური ფენომენის მორიგი გამოვლინებაა.. მე მაგალითად ვმუშაობდი ადრე ერთ სამსახურში და იქ, დედიშენის შვილი იყავ და რამე დაგეყენებინა კომპზე! დრაივერი არა, ბუღლამა! აგკიდებდნენ სამსახურებრივ ბან-ს.. ჰოდა მოკლედ ჰქონდეს რა ადამიანს ახსნა-განმარტების უფლება.. სულ ესაა.
Bidzia Babua,
რა თქმა უნდა მასეა, აქვთ ახალგაზრდებას ამბოხის, წინაარმდეგობის გაწევის ჭია
ჩვენც გვქონდა და ძაანაც პატივს ვცემ, მაგათ ვენაცვალე. მაგენის იმედი მაქ აბა მე აწი რისი გამკეთებელი ვარ?
archigio,
შენი პრობლემა მოგვარებულია, წაიკითხე ლოლსკის და ჩემი საუბარი წინა გვერზე და შენც ისე მოიქეცი.
kakha,
რა პროტესტი ?
lolski,
ხოხო ერთი ტესტიორი არ გვკმაროდა
ახლა შენც შეუერთდი ხო?
Natura,
შენ მადლობა შენი ჭირიმა და ყველას თქვენ!!
Nino Tabutsadze,
ნინიჩკა, ვერასდროს ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან ხალხს რომელიც ილანძღება, მიზეზით თუ უმიზეზოთ. სხვისი ლანძღვა რას გარგებს რო? ყველას თAვის გზაზე გაუმარჯოს, მე კიდე თუ რამეტი შევძლებ დავეხმარები.
სამწუხაროთ ერთი ასეთი მამაძაღლი გამოთქმა დაჩემდა ქართველებს (ყველას არა, ღმერთმა დაგვიფაროს) "რა გლახა ხალხი ვართ ჩვენ ქართველებიო"
ხოდა ერთ ბობოლა თანამდებობის პირს კი შეუბრუნე სუფრაში - შენ თუ ხარ გლახა გამოსწორდითქვა და ჩვენ კიდე თავი დაგვანებე ნუ გვლანძღავთქვა.
გაშრა, მაგრამ სამწუხაროტ ვერაფერი ვერ გაიგო.
ხოდა ზუსტადაც მინდა რომ კარგები ვიყოთ, საკუთარ თავს პატივი ვცეთ და სხვაც დავაფასოთ!
გაიხარეთ ხალხო!
e.k.a.t.e.r.i.n.a
Apr 19 2006, 13:34
QUOTE
თუმცა, ვფიქრობ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება სანამ დაივორნება ლათინური შრიფტისთვის, გვითხრას: გადაულახავ და ფორსმაჟორულ პრობლემებთანაა ეს დაკავშირებული, თუ ერთი ადგილის გატოკების ოსტრა-ნაციონალური ფენომენის მორიგი გამოვლინებაა..
უმრავლეს შემთხვევაში მეორე უფროა....
თავის ნაწერს ხომ არავინ კითხულობს, ამიტომ თავის შეწუხება არავის უნდა, აბა გადახედე ამ თემას, უკვე რამდენმა გააკეთა რაც შესაძლებელი და შეუძლებელი იყო..... ე.ი. ამ შემთხვევაში ბანის ინსტიტუტმა მშვენივრად იმოქმედა........
გამონაკლისებზე რა თქმა უნდა არავინ გადაირევა, აბა ეხლა ამსტერმდამის ინტერნეტკაფის ადამკუკუს დროინდელი კომპიუტერიდან რომ რამდენიმე პოსტი დავწერე, იმის გამო რომ ვინმეს ბანი დაედო, ხომ მოვკლავდი
პ.ს. ისა და, ტაბასკო სადაა, როგორ აკლდება ამ ამბავს?
Raulito,
პრიბამბასას ვეხუტუნე, მე რო პლურალიზმის წინააღმდეგ ვყოფილიყავი, კი იცი შენ რასაც გავაკეთებდი,
წერილებს კიარ მივწერდი მოდერატორებს, ჩოუჯდებოდით სახინკლეში, ვთხოვდი და წესებში დიდი ასოთი შევიტანდი ცვლილებებს, ან სულ ცოტა მოდერების განყოფილებაში გავხსნიდი თემას.
გამოხმაურებესბს ეტყობა, ვის აქვს პრობლემები სუფთა ტექნიკური და აქვე მოიძებნა პრობლემის გადაჭრის საშუალებები. ვისაც ტვინში აქ პრობლემა ის არც შემოსულა, ან თუ შემოვიდა ჩაიცინა და ვაი თქვენს პატროსო ასე თქვა გულში, ხმაც არ ამოუღია.

.
მე სიტყვას გაძლევთ, სანამ აქ ის ხალხია ვინც ეს საქმე წამოიკიდა მხრებზე არავინ არ დაიჩაგრება, დასჯით კიდე დაისჯება დამსახურების მიხედვით.
თუ ამ სიტყვის შესრულება არ ძალმიძს, მაშინ საერთოდ აზრს კარგავს ჩემი აქ ყოფნა და ყველა ჩემი სიტყვა ტყული ლაი ლაია და მეტი რაფერი.
ikushka
Apr 19 2006, 14:59
me ar getanxmebit B.Guja, imitom rom me mikenia Opera, da Exploreri chedavs xshirad da imitom me ar vxmarob. Jer erti am brosers ar ukendeba qartuli klaviatura, meore imit kargia rom akvs tavisi download-eri. Tan mivechvia ukve. Da mesame ar chedavs!
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.