erekle,
Kamikadze,
ვაი მე!!!
QUOTE
მოკლედ მე ვთვლი, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა გადაგვარების გზაზეა, აღარავინ იბადება პოეტად და აღარავის უნდა ფრენა.
ამ სიტყვებისტვის ძალიან ბევრთან და ძალიან ბევრჯერ მიჩხუბია და არც ახლა ვაპირებ გაჩუმებას
1. დედამიწაზე ყველა ლამაზი ჭკვიანი და ნიჭირი ახალგაზრდობა ზუსტად რომ აქ იბადება და ჩემი თAვი შემოგევლოთ ყველას (ეს არ არი უბრალოდ პატრიოტის სიტყვები, თქვენ რა ბებრუხუნები ხართ? აი თქვენ ორთავე ახალგაზრდები არ ახართ?)
2. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში უფალმა დაგვაყარა იმოდენა ბუმბერაზი, რომ ძნელია ასე მოკლე მონაკვეთში ობიექტურად მოითხოვო კიდე ერთი აფეთქება. არ არის ისე მარტივად საქმე როგორც შენ ამბობ. ახლა შენაგროვების გააზრების დროა. არაფერს არ აკეთებს უფალი უაზროდ.
3. ფრენა არ უნდა?

ეეე აბა თქვენცა ყოფილხართ რა. ფრენა უნდა, დაფრინავენ კიდევაც. შედეგებს სულ რაღაც 10 წლის მერე მივიმკით. მე თუ ვერა თქვენ ნახავთ და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები.
4. და თუ რაიმე მასე მაინც ხდება ეგ ჩემი და ცოტა კიდე უფროსი თაობის ხალხის ბრალია. სულ რაღაც 20 წლის წინ თბილისში თითქმის არც ლაპაროკბდენ ქართულად მე ქუთაისელ კაცს ძალიან მტკიოდა ის რომ რუსულად უფრო მესმოდა აქ საუბარი ქუჩაში თუ დაწესებულებებში. იმ ხალხის შვილებია ზუსტად ახლა რომ ახალგაზრდობაზე ვლაპარაკობთ ისინი. ხოდა იმ მატრაკვეცა ვაი მშობლების ნათესს ვიმკით ახლა და არა მარტო ენის თვალსაზრისით, ყველაფერში.
QUOTE
ქართული სული მკვდარია. ჩვენ ის ფეხთ გავთელეთ. ქართველს ქართველობის რო ცხვენოდეს, ეს არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
მე მგონი ამაზე უკვე გავეცი პასუხი , მხოლოდ ერთს ვიტყვი
წყალი წავა- ქვიშანი დარჩებიან!!!
რაც შეეხება ფოტოს ცოდნას ან არცოდნას ეს გაცილებით მარტივია. ღმერთმა დაგვიფაროს რომ საჯარო ფორუმზე სადაც 8000 კაცსე მეტია ყველა ყველაფერში ერკვეოდეს და პროფესიონალურ კომენარებს იძლეოდეს. არ მოხდება ეს, არ უნდა მოხდეს და არც ხდება

. მტერს მაგდენი ხელოვანი. არა ბატონო, ეგ არც მიზანია და არც სურვილი. უბედურ კოშმარშიც არ მინდა მასეთი რამე გავიფიქრო.
თქვენს ხელთაა ყველაფერი, თქვენ ხართ ყველაფერი, მიდით და აკეთეთ გაუზიარეთ, ასწავლეტ, ისწავლეთ!!!!
იმხიარულეთ და სხვაც ამხიარულეთ, ცხოვრებაში ზუსტად მოძებნეთ ის დროს როდი უნდა იხალისოთ და როდის სერიოზულები იყვეთ.
სათქმელი ბევრი მაქ , მაგრამ ვგონებ ჯერ ესეც საკმარისია.