სალამ -გამარჯობა.
გადავიკითხე ეს თემა და მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა

ჩემი აზრით, ის რის გამოც გაიხსნა თემა უბრალოდ ურა პატრიოტიზმია და ამის მიღმა რჩება ის რაც უფრო ფასეულია. არ უნდა იყოს საჯარო ფორუმზე განსახილველი თემა, ვიღაცას რომ ცუდი კომპიუტერი აქვს და რაღაც დროის განმავლობაში ვერ ახერხებს ქართული შრიფტით წერას, გინდა თუ არა ბანი დაადეთო. ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს იმის საშუალება რომ გამოასწოროს თავისი კომპიუტერის ეს ხარვეზი, არ აქვს მნიშვნელობა მატერიალური იქნება ეს თუ ინტელექტუალური და ამის გამო ,,წიხლის მიჭერა" ჩემი აზრით არ არის ლამაზი საქციელი.
ჩემი აზრით უფრო დიდი პრობლემა სხვა რამეა.
პრობლემა ისაა რომ ქართველმა არ იცის გამართული ქართულით საუბარი. აქ ამ ტოპიკშიც, სადაც გულზე მჯიღის ცემა მიდის და საქართველოს სიყვარულში ეჯიბრება მავანნი ერთმანეთს უამრავი ისეთი გრამატიკული შეცდომაა რომ უბრალოდ სამარცხვინოა.
თუნდაც პირველ პოსტში, დავიწყე თვლა და სადღაც 5-6 მდე რომ ავედი პოსტის შუაში მერე თვლა დამეზარა.
მოდით ჯერ გამართული ქართულით საუბარი, წერა-კითხვა ვისწავლოთ და მერე მოვუწოდოთ სხვას ქართულად საუბრისკენ.
და კიდევ ერთი, რატომღაც აკრძალულია ლათინური შრიფტით კომენტარის დაწერა, მაგრამ არავინ საუბრობს ლათინური შრიფტით დაწერილ სათაურებზე.
მავანს ურჩევნია დაწეროს rain და არა წვიმა და ა.შ. ეს არ არის პრობლემა? დავიჯერო ,,რეინ" უფრო უკეთ გამოითქმის ვიდრე ,,წვიმა" ? მესმის რომ ასეთი ტიპის სათაური დაშვებული იყოს როცა ადამიანს ციტატა მოჰყავს მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ევროპული და ,,Fეშენი" სათაურები ჩემთვის პირადად სასაცილოა.
ეგ ორი პრობლემა ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი, საპოლემიკო და განსახილველი საკითხია, ვიდრე ის, თუ როგორ დავბანოთ საწყალი იუზერი რომელსაც კომპიუტერის გაუმართაობის გამო ქართული შრიფტით წერა არ შეუძლია.