QUOTE(TABASCO @ Jul 27 2006, 09:54)
Gift From Uncle ყოველთვის არ შველის საქმეს

მანდ 2 პრობლემაა:
1. თუ მებაჟეს ეჭვი შეეპარა, ყუთში ჩაიხედა და შიგნით ახალი ტექნიკა ნახა, დაიბეგრები. თუ იტყუები, კულტურულად ამას კონტრაბანდა ქვია! თუ ნახმარი ტექნიკაა, ამაზე ალბათ არ მოგედავებიან. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება დამრჩა იქ და ეხლა მიგზავნიან. მოკლედ, ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება - საჩუქრებიც იბეგრება.
2. როდესაც ყუთში 2000 ევროს ღირებულების Zeiss-ის აპარატურა დევს, რომელიც ოფლითა და სისხლით მოპოვებული ჯამაგირით გაქვს გადახდილი, ხოლო ყუთს აწერია „ნასკები ან ხევსურული წინდები“, ამანათის დაკარგვის შემთხვევაში (თუ დაზღვეულია) აგინაზღაურდება 4 ლარი, იმიტომ რომ ხევსურული წინდები ბაზარში სწორედ ამდენი ღირს.

მე პირადად გერმანიაში დამიკარგეს ამანათი და საბედნიეროდ ყუთზე „ნასკები“ არ ეწერა!
კი მაგის რისკიც არსებობს

ამიტომაც თუ დაკარგვა არ გინდა DHL და მისი ჯანი. მაგრამ ! DHL/TNT/Fedex/UPS - ყველას მაქსიმალური დაზღვევადი ფასი ნივთისა თუ წერილის არის 100$ (ეს თუ წინასწარ არ განაცხადე ნივთის ფასი ანუ არ დააზღვიე). სხვა საქმეა რომ ეგენი ძალზედ იშვიათად კარგავენ საკუთარ ამანათებს (რეპუტაციის ამბავია)
ეხლა ნასკების წერას რაც შეეხება, არსებობს მაგაზე უკეთესი გამოსავალი რომელსაც ჩემი ახლობელი იყენებს ხშირად და მუდამ წარმატებულად. ტექნიკას ყიდის რუსეთში ამერიკიდან გაგზავნით, ხოდა აგზავნინებ მაგ შენ ნივთს გახსნილ ყუთში ვითომც ნახმარია და ავსებინებ გამომგზავნს - Commercial Invoice -ს. შიგ მაგ ინვოისში წერ რომ აგზავნი ა) ნახმარ საქონელს ბ) ფასს უწერ დაბალს ვთქვათ 1$
ხოდა საბაჟო მაგაზე უკვე ვერ შემოგედავება ძალიანაც რომ მოუნდეს, ეტყვი მაგ ადამიანმა მე 1$-ად მომყიდა მაგ საქონელი და მიდი შენ დამიმტკიცე მასე რომ არ არისოო. მაინცდამაინც შენი კრედიტკით გადარიცხვების შემოწმების უფლება კი არა აქვთ, სასამართლოს სანქციის გარეშე

სასამართლოში ჩივილი კი მაგათ არ უყვართ.