ninuka...
Aug 23 2006, 01:15
აუ, ერთი კითხვა მაქვს, ebay-დან აპარატი რო გამოვიწერო, ჩამოტანა რა დამიჯდება?
P.S. ვისაც გამოუწერია იმან მიპასუხოს რა
TABASCO
Aug 23 2006, 13:05
ninuka...,
eBay-ზე ვისგანაც ყიდულობ, იმას კითხე!

და ისე ჩამოტანაში რას გულისხმობ? მაგალითად, თუ ამხანაგი ხელით ჩამოგიტანს, არაფერი არ დაგიჯდება! მუქთა იქნება, ისევე როგორც „პრასი უფასოდ“ გაბრიაძის არ დაიდარდოში!
ninuka...
Aug 23 2006, 19:28
გასაგებია, მაგრამ ჯერ არ ვიცი ვისგან ვყიდულობ და იმიტომ ვკითხულობ, ჩამოტანაში კიდევ ფოსტით გამოგზავნას ვგულისხმობ, ანუ ტრანსპორტირების ხარჯები მაინტერესებს!

Is it clear???
TABASCO
Sep 1 2006, 17:40
გულია ბანდა!!!
ახალი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა
01.09.06 11:10
დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებულ საქონელზე ახალი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა.
რამდენიმე ათეული განაკვეთის ნაცვლად იმპორტიორებს მხოლოდ სამი - 12%, 5% და 0-%-იანი საბაჟო გადასახადის გადახდა მოუხდებათ. საბაჟო გადასახადი მთლიანად განულდება პროდუქციის უმრავლესობაზე, მათ შორის მანქანა-დანადგარებზე, ხე-ტყეზე, ყავასა და საფუარზე, რძის ფხვნილზე, კაკაოზე, ცოცხალ თევზზე, ყველა სახის თესლზე და სათესლე მასალაზე, ფოტო და კინოსაქონელზე, აბრეშუმის, ბამბისა და მატყლის ქსოვილის ნედლეულზე, დაუმუშავებელ ტყავზე, ნატურალურ და ხელოვნურ ბეწვზე, იარაღსა და საბრძოლო მასალებზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ყველა სახის საათზე, სათამაშოებსა და სპორტულ ინვენტარზე.
საბაჟო ტარიფი უნდა გაუქმებულიყო ხორბლის ფქვილსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე (ჩაი, ხილის წვენები), მაგრამ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია ადგილობრივ მეწარმეთა და დეპუტატთა ერთ ნაწილს (რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ იმპორტზე გადასახადის გაუქმება აგრარულ სექტორს მძიმე დარტყმას მიაყენებს) და 12%-იანი საბაჟო გადასახადი დროებით დატოვა.
12% და 5%-იანი განაკვეთი წლის ბოლომდე დარჩება სამშენებლო მასალებსა და ზოგიერთი სახის მზა პროდუქტზეც. შემდეგ ეს ტარიფები ეტაპობრივად შემცირდება, 2007 წლის იანვრიდან 12-პროცენტიანი განაკვეთი 5 პროცენტამდე დაიწევს, 5-პროცენტიანი უცვლელი დარჩება, ხოლო 2008 წლიდან 5-პროცენტიანი განაკვეთიც განულდება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი შემცირებული საბაჟო განაკვეთები ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის ევროპული საქონლის შემოტანას, რონელიც დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ნედლეულს ჩაენაცვლება.
იურისტებო. მე ვცდები თუ ეს დ.ღ.გ.-ს არ ეხება და შემოტანისას 18% მაინც უნდა გადაიხადო?
TABASCO
Sep 1 2006, 20:11
Nika, სტატიაში ლაპარაკია იმპორტის გადასახადის დაწევასა და განულებაზე.
რაც შეეხება დ.ღ.გ.-ს, ეგ მაინც გადასახდელი იქნება იმპორტის შემოტანისას. ეხლა მთლად ცარიელ-ტარიელს ხომ არ დავტოვებთ საქართველოს ისედაც გაღარტაფებულ ბიუჯეტს.

იდეაში, სისტემა ასე უნდა მუშაობდეს: ექსპორტიორი ქვეყანა არ უნდა გახდევინებდეს დღგ-ს, რომელსაც შენ შემდგომში საქართველოს გადაუხდი. ზუსტად იგივე რაც TAX REFUND (GLOBAL REFUND)-ის დროს ხდება აეროპორტებში ან სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას.

ეს ნიშანი ხომ შეგინიშნავთ?

ხოდა ეს ნიშანი იმას კი არ ნიშნავს, ევროპამ ფული მოგვცეს და ჩვენ საქართველოს არაფერს მივცემთ!

იდეაში, ის თანხა, რომელსაც მაგ. გერმანიის აეროპორტში გიბრუნებენ საქართველოს ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს (რა თქმა უნდა შეძენილი საქონლის ოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით).
TABASCO,
ხო მეც მასე ვიცოდი რომ 33%-ის მაგივრად ახლა 18 გამოვა განბაჟება (ნუ განბაჟება აღარ ქვია მაგას)
მაიცა ვერ გავიგე...ვიხდით რამეს თუ არა? ვთქვათ ბდH დან ვიყიდე 30D 18% მაინც უნდა გადავიხადო?
Olegito
Sep 4 2006, 03:03
მაგრათ გაასწორა შემცირებული საბაჟო გადასახადი!!!
აუ ვინმემ გამარკვიეთ რა! მოკლედ ბარამის კანტორა მიიხურა... ეხლა ვთქვათ გამოვიწერე BH დან, UPშ ით... ხო და ვიხდი 100$, და რო ჩამოვა მერე რამე ტაქსას გადამახდევინებენ? თუ არა?
amilaxvari
Sep 9 2006, 22:20
მე შემილია ნებისმიერი ფოტო ტექნიკა ჩამოვიტანო გადავიტანო ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
Added @ [mergetime]1157826103[/mergetime] რაც მთავარია უმოკლეს ვადებში!!!
amilaxvari,
აბა მითხარი რა ვადებში
amilaxvari
Sep 9 2006, 22:26
მინიმუმ 1 კვირაში, რაც უფორ მოკლე ვადა, ტრანსპორტირების თანხა შესაბამისად დიდია.
amilaxvari,
მოკლედ ამ წამს 110$ს ვიხდი UPS ექსპრესში... თუ UPS-ზე სწრაფად და ნაკლებ ფასად ჩამოიტან მინდა!
amilaxvari
Sep 9 2006, 22:37
devil,
მაგ ფასად 1 კვირაში ჩამოგიტან!
amilaxvari,
აბა 1 კვირაში ისინიც ჩამოიტანენ

პ.ს. ტაქსებს რას უშვები? შენ მიხედავ საბაჟოს?
likusha
Sep 9 2006, 22:51
1 სექტემბრიდან ფოტო საქონელზე განბაჟება გაუქმდა, ახალი კანონის თანახმად!!!!
likusha,
კი მარა აგერ პმ ით მიჩურჩულებენ VAT 18% ი მაინც დარჩებაო :შ
likusha
Sep 9 2006, 22:57
კანონი კანონია! კოდაკები აღარ იხდიან ნალოგს და შენ ერთ ლინზაზე ან კამერაზე მოგტხოვენ განბაჟებას? არვიცი.. არვიცი...
likusha,
ესეგი შევუკვეთო და არ მეშინოდეს რომ 200$ ას დამაყაჭინებენ? თუ რამეა და ვუთხრა.
likusha,-ამ თქვა კანონი კანონია თქო?
მადლობა, დავმშვიდდი ცოტა... თორე მეგონა კამერის გარეშე ვრჩებოდი
likusha
Sep 9 2006, 23:06
შენ მაინც გაარკვიე, მაგრამ მე 100% ვიცი რომ გაუქმდა........... შენ მაინც გაარკვიე ვინმე მცოდნესთან.
likusha,
უპს ით ვაპირებ ჩამოტანას და იმათ დავურეკავ, ეცოდინებათ ასიანი

თენქს!
likusha
Sep 9 2006, 23:11
არაფრის
Nino Tabutsadze
Sep 9 2006, 23:13
devil,
და საიდან იცი რომ ბარამი გაუქმდა? ნაღდია?
Nino Tabutsadze,
1 კვირაა ყოველდღე ვრეკავ და არავინ იღებს ტელეფონს...
Nino Tabutsadze
Sep 9 2006, 23:17
devil,
მისამართი და ანუ ტელეფონიც შეიცვალესო დაწერეს აქ, მოიცა მოვძებნი
Nino Tabutsadze,
აუ შენ გაიხარე... აქამდე დამეწერა რა

გავწამდი
Nino Tabutsadze
Sep 9 2006, 23:19

აჰა, kakha-ს უწერია იბეის თემაში:
QUOTE(kakha @ Aug 31 2006, 11:50)
Grigolly, "ბარამმა" მისამართი და ტელეფონი შეიცვალა. წინამძღვრიშვილის 158. 954056. გუშინ ვიყავი და ვიყიდე ვინდერი

ჯეღnbsp; ინგლისშია, წავა აშშ-ში და მერე მოვა ჩემთან. კარგი ხალხია "ბარამში", კმაყოფილი დავრჩი მათი თავაზიანობით და დახმარების ოპერატიულობით.
ვაუ! რა მაგარია

მე ამ ნომერზე ვრეკავდი: 952609
Nino Tabutsadze,
thx
ვინმემ თუ იცის ბარამი კვირაობით თუ მუშაობს?
მაინც ვერ გავიგე დღგ 18% უნდა გადავიხადოთ თუ არ უნდა გადავიხადოთ?
giako,
თუ გაგიმართლებს არა. ჯერ-ჯერობით ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია რომ ბარამით ჩამოტანილი საქონელი ვინმეს განებაჟებინოს. ასე რომ გამართლების ალბათობა საკმაოდ დიდია.
Iki Bazadze
Sep 19 2006, 12:02
QUOTE(giako @ Sep 19 2006, 11:14)
მაინც ვერ გავიგე დღგ 18% უნდა გადავიხადოთ თუ არ უნდა გადავიხადოთ?
არაფერს არ გადაიხდი ნუგეშინია დაიკიდე!
მაშინ უფრო კონკრეტულად ავღწერ ჩემს სიტუაციას. მეგობარი მიგზავნის ამერიკიდან Canon 400D-ს. ჩემი გათვლებით სადღაც 900$-ში უნდა გამოვძვრე თავისი ჰაი-ჰუებით. ახლა წარმოიდგინეთ ავიღე კრედიტი და მამენტ მეუბნებიან განაბაჟეო მერე კიდე ცალკე თანხის შოვნა მომიწევს ასე არ არის? ზედმეტი თანხის აღება კი არ მინდა. ნაპოლეონმა თუ იცით რა თქვა? "ბანკის ვალი თავანზე უარესიაო"
ბარამს რაც შეეხება კი ბატონო იმათ შეიძლება თავისებური "ხოდები" აქვთ. ამანათის სახით ჩამოტანილი პროდუქციის შემთხვევაში შეიძლება სხვანაირად იყოს.
Iki Bazadze, თუკი ეგრეა მაგაზე ადვილი არაფერია. ხელის მარტივი მოძრაობით...
giako,
ხოდა შენმა მეგობარმა ჩერეზ ბარამი გამოგიგზავნოს. მე ეგრე ჩამოვიტანე რაღაცა.
დღეს ველოდები ბარამისგან აპარატს

ხო და ველოდები... ისე დამამშვიდეს არანაირი გადასახადი არ მოგიწევსო
devil,
ანუ თუ ეგრე გითხრეს ზნაჩიტ უკვე გამოტანილი აქვთ და უბრალოდ ახარისხებენ ტავარს.
flyer,
25$
devil,
ბოდი ჩამოგაქვს ხო მარტო ?
devil,
QUOTE
25$
ვა გააძვირეს?
Nika,
ხო

ეგრე გამოდის... ეტყობა მოთხოვნა გაიზარდა
devil,
თავიდან ეგრე ღირდა და მერე გაიაფდა და 15 გახდა. ისე კილო რა ჯდებაო არ გითხრეს?
კი, კილო 15$ ამდე, მარა მარტო მაგას არ აქცევენ ყურადღებას... გასათვალისწინებელია ზომაც!
ახლა ბარამს ვესაუბრე და 300 ლარზე ზევით 18%-იო ჯიგაროოო ბეზ ბაზარა მოგიწევსო
Nika,
devil, ბარამის ხალხი მე მაბოლებს თუ როგორ არის ახლა ეგა?
ვსო სახლში მაქვს კამერა

ეხლა თუ უნდათ 100% მოითხოვონ

არა ნამდვილად არ ვიცი რაშია საქმე! და შენ არ უთხრა რომ 300ლარზე მეტი ღირს
devil, მაგას ხომ ინვოისი მოყვება იქ წერია ღირებულება. 1 გამოსავალს ვხედავ (ხოხო ეს ქართველები რა ვართ რა

) იქ რომ სხვა ღირებულება ჩააწერინოს ინვოისში და შესაბამისად %-ს ავცდებით. ვითომ გახსნიან ტავარს? ყუთია რა და შიგ რა დევს მაგათვის რა მნიშვნელობა აქვს?
და შენ რა პონტში იჩალიჩე?
giako,
არაფერი არ მიჩალიჩია

თავისთავად გამოვიდა :შ
პ.ს. შეგიძლია უთხრა იმათ საჩუქრად ჩაწერონ... ანუ ვითომ ბარამი გჩუქნის და ეგ არის
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.