User-Nikala
Apr 25 2011, 14:53
levani7
Apr 25 2011, 15:15
Nino Baidauri
Apr 25 2011, 15:32
levani7
Apr 25 2011, 15:39
აბა ჯინჯიკ მეც მაგაზე მეშლებოდა ნერვები კაი სახინკლის ფული გადავყარე

))
Nino Baidauri
Apr 25 2011, 16:33
შენ ეგა თქვი ჩემო შინდისფერო
MaStErOFmAsTeRs
Apr 25 2011, 16:54
Archer
Apr 25 2011, 18:24
galerea
Apr 25 2011, 18:44
ბოლო დღეებში თუ ჩააბარეთ, შეიძლება არც უნახავთ (((
Added @ [mergetime]1303742789[/mergetime] მადლობა ქოლგის ჟიურის ასეთი ფოტოების დათვალიერების საშუალება რომ მოგვცა
batukela
Apr 25 2011, 21:07
არ ჩამოვწერ კონკრეტულად რომელს სურათებს ვგულისხმობ, მაგრამ აქ რაც ვნახე თითქმის ყველას გაქვთ ნამდვილად რამოდენიმე მართლა დამაფიქრებელი სურათები (და ეს - სასიამოვნოა), ჩემო კარგებო, თქვენ ასე გააგრძელეთ და მალე მოვა ის დრო როცა აქეთ დაგიწყებენ ხვეწნას, თითქმის ყველას გიცნობთ და მერწმუნეთ (ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი, ქოლგა არა მყავს მხედველობაში) ეგ დრო ნამდვილად დადგება
სურათებზე ბოდიში ადმინისტრაციასთან, ამ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა და თემის შესაბამისი სურათები არა მაქვს
error404
Apr 26 2011, 00:14
გაგიმდიდრებიათ აბა ქოლგა, რამდნეი გაგიგზვნიათ ! ტეყობა დაიბნენ და მაგიტომ ვერ აარჩიეს

აგე წლევანდელი ჩემებიც:
ყველა დაბრაკეს
error404
Apr 26 2011, 00:25
თავის ქებად გამოგვივა, მაგრამ უკვე ამ პირველივე გვერდზე უფრო მეტი ლამაზი და ესთეტიური სურათია ვიდრე ქოლგის ყველა პრიზიორი დასაბამიდან დღემდე
Mano Svanidze
Apr 26 2011, 00:30
LOOSER
Apr 26 2011, 01:11
galerea,
ბოლო დღეს შევიტანე ფოტოები მაგრამ დაათვლიერეს და ნუ გაქვთ ეგეთი წარმოდგენები.
ხელოვნება ისეთი სფეროა რთულიაა საერთო აზრი შედგეს.
რის მიხედვით ადგენენ ან მონაწილე ფოტოებს ან გამარჯვებულებს არ ვიცი მაგრამ ქოლგა ბოკე არაა და თუ ბოკეზე ახლობლები ქულებს გიწერენ მთლად არ უნდა მოგცეს ამან იმის შთაბეჭდილება რომ ძალიან მაგარ ფოტოებს იღებ.
თქვენ რითი აფასებთ და რატომ გგონიათ რომ რაც ვერ გავიდა უკეთესია? რა კრიტერიუმებით აფასებთ?? ვინმეს შეუძლია რომელიმე ფოტოს მხატვრული აღწერა გააკეთოს? ვთხოვ თუ ამის შესაძლებლობა ძალიან საინტერესო იქნება.

)
Goderdzi Makharashvili
Apr 26 2011, 03:00
ბანძი კონკურსია.
არც სახლინკის არც მცდონალდის ფული არ გადამიყრია.
არც გადავყრი )
ვოტ ტაკ!
error404
Apr 26 2011, 05:07
olala,
სურათი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ესთეტიური, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ ლამაზი. დიდი პლიუსია თუ მასში კიდე აზრი იქნება ყოველივე ამასთან ერთად ჩადებული. გასაგებია რომ ყველას ერთნაირი გემოვნება არა აქ, მაგრამ არის საერთო კრიტერიუმები, რომლებიც ყველასთვის ერთია. რომელთა არსებობას შეიძლება ვერც იაზრებდე, მაგრამ თუ სურათი მოგწონს ეგ უკვე ნიშნავს რომ ასეთი თვისებები მას გააჩნია. ქოლგაში გამარჯვებეული სურათების უმეტესობაში მე პირადად ამას ვერ ვხედავ.
მაგრად მწყდება გული, რომ ამხელა ფინანსები და ძალისხმევა იდება და რეალურად შედეგებით თუ ვიმსჯელებთ მაგარი ბანძი კონკურსია.თან გამომდინარე იქედან რომ ჟიური ყოველ წელს იცვლება უკვე ეჭვი მიჩნდება რომ "ბანძი " სურათების გაქაჩვა ორგანიზატორების საქმეა, იმიტომ რომ უბრალოდ არ შეიძლება საქართველოში ამდენმა უგემოვნო ადამიანმა იარსებოს რომ 8 წლის განმავლობაში ქოლგას ჟიური დააკომპლექტოს.
მე მაპატიე მარა გეტყობა რომ ქოლგის სასტავთან ახლოს ხარ,რადგან სრულიად უარგუმენტოდ იცავ ამ ხალხს.თუ არ მეთანხმები კიდე ერთხლე გთხოვ გადახედო გამჯვებულების სურათებს.
პ.ს. არამც და არამც არ გაიგოთ რომ ყოველივე ეს გამოწვეულია გულდაწყვეტით იმისდან რომ ჩემი სურატები ავერ გავიდა.მე პირადად მართლა არ მივიჩნევ ჩემს სურათებს საპრიზო ნომინანტებად, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანის ისეთი კარგი ფოტოები დაიწუნეს და რაც მთAვარია ისეთი უგემოვნო და ტექნიკურად გაუმართAვი ფოტოები გაქაჩეს, რო რავი.რომ არ დამეწრა არ შეიძლებოდა.
უმეტესობა ძალიან შთამბეჭდავია!!
Nika Pkhakadze
Apr 26 2011, 11:11
galerea
Apr 26 2011, 11:12
olala,
წარმატებებს გისურვებ!
იმედია, ხელოვნურსხივებიან ფოტოს "კომპიუტერული ხელოვნების" რუბრიკაში მოათავსებენ
coldplay
Apr 26 2011, 11:27
მეც დამბრაკეს მაგრამ არ მაქვს პრეტენზიები

))))
tsumbusha
Apr 26 2011, 12:08
Nino Baidauri
Apr 26 2011, 12:15
ეუფ, ისე ნუ გაიგებთ, რომ სახეს ვიხოკავდეთ, ეს რა გვაკადრეს და ჩვენი ფოტოები როგორ არ გაუშვესო

წლების მანძილზე უამრავი ძალიან კარგი ფოტო გვინახავს ქოლგაზე და ძალიან ღირსეული გამარჯვებულებიც

წელსაც ვიცი ბევრი ძალიან კარგი ფოტო, რომელზეც არჩევანი შეაჩერეს და წარმატებას ვუსურვებ ყველა გასულს!
მაგრამ ეს არ ცვლის ქოლგას მიმართ დამოკიდებულებას ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით! შორს რომ აღარ წავიდეთ და ყველაფერი არ ჩამოვყაროთ, შარშანდელი ქოლგა ვისაც ახსოვს, ისინი მაინც გაიგებენ კარგად, რაზეა ლაპარაკი
Added @ [mergetime]1303806024[/mergetime] ალტერ-ქოლგა ხომ არ მოგვეწყო ისე, ა?
error404,
ეგ გასაგებია, რამე უფრო კონკრეტულ აღწერას მოველოდი.
წელს გავიარე მხატვრობის კურსი სადაც რომ დამეწერა "ეს ნახატი მომწონს და ჩეში სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს" ალბათ ნიშანს არავინ დამიწერდა. : ) "მომწონს" გარდა უამრავი კრიტერიუმი არსებობს რითაც ყველამ უნდა შეაფასოს საკუთარი ფოტო და მერე გამოთქვას პრეტენზია.
კიდევ დავამატებ რომ არც ქოლგის სასტავთან მაქვს რაიმე კავშირი, მხოლოდ რამდენიმე მანდ გასულ ადამიანს ვიცნობ, ისიც მსგავსი საიტებიდან.
galerea,
რაც შეგეხება შენ

(თუ თქვენ რავიცი) შეგიძლია მოითხოვო და თუ ძალიან გაწუხებს სადაც გინდა იქ გადაიტანონ ფოტო. მაგრამ რაც შენ დაასახელე არამგონია მსგავსი "რუბრიკა" (

) არსებობდეს აქ. : ))
საიდან ამხელა უარყოფითი ენერგია არ ვიცი რაა.... : ))
კიდევ ერთი რაღაც ვერ გავიგე, ამ ქოლგას ლანძღავთ და მაინც ათობით ფოტო გაგაქვთ, რატომ?? პირველად ხომ არ ტარდება??? აქამდე არ იცოდით რო ჩაწყობა იყო? თუ რასაც ეძახით... : ))
Mikheil Samkharadze
Apr 26 2011, 14:58
olala,
ვეცდები აგიხსნა რამდენიმე დეტალი:
ქოლგა ჩვენში ყველაზე მასშტაბური კონკურსია და თანაც ყოველწლიური, თავის პრესტიჟიც აქვს, იმიტომ რომ ერთადერთია. ეს ერთადერთობა, ისევე როგორც მონოპოლია, ყოველთვის ალპობს პროდუქტს. განვითარებას წყვეტს, არ აქვს იმის შიში, რომ შეიძლება პირველობა დაკარგოს. ამიტომაც ორგანიზატორები კარნახობენ ჟიურის რა აირჩიონ და რა არა (გამოდის, რომ ჟიური უბრალოდ ბუტაფორიაა და მეტი არაფერი). რა აზრი აქვს პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოყვანილ ჟიურის, თუ ორგანიზატორი კარნახობს რა აირჩიოს და რა არა?
წლიდან წლამდე უკმაყოფილოები ვართ ქოლგის ორგანიზებით და არჩევანით, მაგრამ სხვა ალტერნატივა არაა.. რომელიმე კონკურსი რომ დაარსდეს უკეთესი დონის, დამიჯერე ბევრი ფოტოგრაფი საერთოდ აღარ გაიტანს ქოლგის კონკურსზე ფოტოებს. ჩვენი ეს ქმედება გულისხმობს "გავიტან ფოტოებს, რა იცი რა ხდება, იქნებ წელს მაინც გაითვალისწინეს კრიტიკა და იქნებ წელს მაინც ჩატარდეს ობიექტურად"..
ხალხი ხომ მუდივად დადის არჩევნებზე? ხალხის ნაწილი მუდმივად უკმაყოფილოა არჩევნების შედეგით, რატომ მიდის ეს უკმაყოფილო ხალხი არჩევნებზე ისევ და ისევ თუკი მუდამ უკმაყოფილოა?

შარსანდელი ფოტოების 80% იყო მარაზმი და არანაირი ახსნა არ აქვს მაგ ფოტოების არჩევას. ვერც ერთმა ორგანიზატორმა ვერ დამისაბუთა რატომ მოსთხოვეს ჟიურის "დევნილების ან მიმსგავსებული შინაარსის" ფოტოების არჩევა..
მე იმაზე არ მწყდება გული, რომ ჩემი ფოტოები ვერ გავიდა.
მე მაღიზიანებს ის, რომ პეიზაჟებს არ აქვთ ადგილი ამ კონკურსზე და რატომრაც ფერად ფოტოებს ავტომატურად ბრაკავენ, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა.. რა ვქნათ ბატონო ვისაც ფერადი ფოტოები გვიყვარს? ვინც პეიზაჟისტები ვართ? ეს ჟანრი არაა ფოტოგრაფიის ნაწილი? აუცილებელია ფოტო იყოს შავთეთრი და ადამიანი იყოს გამოსახული ფოტოზე?
Giorgi Dadiani
Apr 26 2011, 15:26
საინტერესო თემაა მადლობა ავტორს
მეც დავწერ ორ სიტყვას
მე გავგზავნე სულ ორჯერ ქოლგაზე ჩემი ფოტოები (შარშან და შარშან წინ)
ორივეჯერ აირჩიეს პირველად სამი ფოტო გავიდა ჩემი ასეულში, მეორედ ორი
მაგრამ რაშია პრობლემა:
ყოველ რეპორტაჟში და ორივე წელს სარეკლამო რგოლში გამოოიყენეს ჩემი ნამუშევრები
მაგრამ გამარჯვებული არ გამხდარა ჩემი ფოტო, ისმება კითხვა

)))))) თუ ირჩევენ ორივე გაგზავნის შემთხვევაში იყენებენ სარეკლამო რგოლებში რეპორტაჟები იხსნება ჩემი ფოტოთი, მაგრამ არ იმარჯვებს, ღიირს მესამეთ კიდე გაგზავნა ? ამიტომ წელს აღარ ვიღებ მონაწილეობას
მემგონი ყველას აქვს რაღაც ამბიცია ვინც თვლის რომ ღირებულს ქმნის რაღაცას, ანუ მე ოლიმპიური პრინციპით "მთავარია მონაწილეობა" არასდროს არ ვხელმძღვანელობ
მაგრამ არის ერთი პლუსი - კატალოგი, ესაა ის რაც პრინციპში ჩემთვის ნათელი წერტილია ამ კონკურსში (ერთადერთი კონკურსია სადაც მონაწილეობა მივიღე)
ასე, რომ ამ კონკურს ნეგატიური მხარეც აქვს და ასევე პოზიტიურიც არჩევანი მარტივია, ვისთვის წონის ის პოზიტიური , ნეგატივს
kesha,
რაც შეეხებაა ფერად ფოტოებს გეთანხმები. : )) ნამდვილად აკლია ფერადოვნება და პეიზაჟებიც. მეც ძალიან მიყვარს ფერები და პეიზაჟები.
ალბათ ამ წლების მანძილზე რაღაც ფორმატი ჩამოყალიბდა და იმ ფორმატის ფოტოები გადის. ჩემმა მეგობარმა მოდელების სურათები გაგზავნა რომელიც სხვებში დიდ მოწონებას იწვევდა მაგრამ ქოლგაზე არცერთი არ გავიდა. არადა კარგი ფოტოები იყო, უბრალოდ არ ჯდებოდა ქოლგის ფორმატში.
მონოპოლია ცუდია, მაგრამ ეგ ხომ ქოლგის ორგანიზატორების ბრალი არაა.
ქართველ ფოტოგრაფებს შეუძლიათ საზღვარგარეთის ფოტოკონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა, რა პრობლემაა???
არჩევნებს რაც შეეხება, თუ ხალხმა არ იარა ნამდვილად არაფერი გამოვა, მაგრამ ქოლგაზე თუ ბევრმა აღარ გაიტანა ნამდვილად დაფიქრდებიან უფრო მეტად ობიექტურები ხომ არ უნდა ვიყოთო.
ახლა 2010ის ფოტოებს გადავხედე, შავთეთრისა რა გითხრა მაგრამ ეს დევნილების შინაარსი მართლა მოსაბეზრებელია.
Mikheil Samkharadze
Apr 26 2011, 17:30
olala,
რას ჰქვია ფორმატი ჩამოყალიბდა? მაშინ უნდა დაასახელო კონკრეტული ჟანრი და მხოლოდ ის ფოტოები გადაარჩიო. როდესაც თავისუფალ თემას აცხადებ ნება იბოზე და ყველა ჟანრში თანაბრად მიიღე ფოტოები..
error404
Apr 26 2011, 19:37
olala,
კარგი იქნებოდა ასე ვრცლად პირველივე კომენტში დაგეწერა. ეხლა უფრო დეტალურად ვხვდები შენ დამოკიდებულებას და მახარებს რომ ობიექტურად უყურებ ამ ყველაფერს.
გასაგებია, რომ უბრალოდ მომწონს და არ მომწონს არ არის სრულყოფილი ახსნა. მაგრამ რაც არ უნდა სრულფასოვანი და გინდ შინაარსობრივ და გინდ კომპოზიციურად გამრთული იყოს ნამუშევარი,თუ არ მომწონს ჩემთვის ის ღირებულებას არ წარმოადგენს. ანუ ყველაფერი მაინც აქამდე დადის. მე ვფიქრობ რომ უპრიანია ღრმა ანალიზის კეთება იმ შემთხვევაში თუ რაღაც მოგწონს, ხოლო თუ რაღაც არ მოგწონს მერე ჩაუღრმავდები და რაღაცას აღმოაჩენ (ან მოგელანდება)
და მერე ამის საფუძველზე მოიწონებ.... ეს უკვე ხელოვნურობაა და არ ხელოვნება.
რაც შეეხება მონაწილეობას. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ყოველწლიურად გამოდიოდა კატალოგი და ასევე ყოველწლიურად იქ მინიმუმ ჩემი 2 ფოტო გადიოდა , ადვილი მისახვედრია ჩემი ენთუზიაზმის არსებობა.თუმცა ეხლა ეს ენთუზიაზმი გაქრა და არა იმიტომ რომ ჩემი ფოტოები ვერ გავიდა არამედ იმიტომ რომ დაჭაობდა ქოლგა. სულ ერთი და იგივე სტილის ფოტოები გადის და ეგ განვითარებას არანაირად არ უწყობს ხელს,რაც მნიშვნელოვანია ყველგან, მათ შორის ხელოვნებაში.
ორგანიზატორებს ისიც კი ეზარებათ რომ კატეგორიებად დაყონ კონკურსი.რაღაც სტუდენტური თვმმართველობის მოწყყობილ გამოფენას ემსგავსება ეს ყველაფერი.
მოერეს მხრივ, საქართველოში ყოველთვის მოიძებნება 1000-დე ადამიანი რომელიც გააგზავნის ქოლგაზე ფოტოს.ანუ არ გაგზავნა პრობლემას არ წყვეტს,თუმცა ალბათ კონკურსის ხარისხის კატასტროფული ვარდნა მეტ ნაკლებად ჩემსავით გულაცრუებული ხალხის მონაწილეობაზე ურაის თქმამც განაპირობოა.
ვოტ.
Mikheil Samkharadze
Apr 26 2011, 20:00
error404,
რა გინდა ამ სტუდენტურ თვითმმართველობასთან
კარგი ახსნა იყო

გეტანხმები ყველაფერში
error404,
არ ვიცი იგივე აზრის იქნებოდი თუ არა შენი ფოტოები რომ გასულიყო და ამიტომ შენს დამოკიდებულებას ვერ განვსაზღვრავ ნორმალურად.
უბრალოდ არ მესმის რაში სჭირდებათ ასე გაკეთება ქოლგის ორგანიზატორებს.
კიდევ დავამატებდი რომ ჩვენთან რაც ფოტოგრაფები არიან ის კონკურსები გვაქვს, ნურავის ეწყინება და ყველა საკუთარ თავზე იმედია არ მიიღებს, მაგრამ მიწევს ფოტოგრაფიის სფეროში ყოფნა და სამწუხაროდ ბევრი ისეთი ე.წ. ფოტოგრაფი მხვდება, რომლებსაც ძალიან დიდი ამბიციები აქვთ და წაროდგენები საკუთარ თავზე, არადა სინამდვილეში ფოტოგრაფიის აზრზე არ არიან. ფოტოგრაფია მარტო კარგი ტექნიკა არაა, თავისი ხედვა ჭირდება და ა.შ.
საერთოდ, საქართველოს სენია რომ ახლობლებს მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევაში აკრიტიკებენ და თუ ვინმე უნიჭო გყავს ამის თქმა მისთვის უტაქტოა. ამიტომაც ვისაც მეტი ახლობელი ჰყავს ამ სფეროში და კიდევ მსგავს საიტებზე ისინი იქაჩებიან და რაღაც შთაბეჭდილებელი ექმნებათ საკუთარ თავზე.
ყველა რა თქმა უნდა არ ეხება, ყველგან მოიძებნება რამოდენიმე კარგი ფოტოგრაფი. რომელსაც შეუძლია კიდეც საკუთარი თავით იამაყოს.
error404
Apr 27 2011, 01:51
olala,
გასვლა არ გავლა არფერ შუაშია. გადიოდა აქამდე ფოტოები და მაინც იგივეს ვიძახდი.მაგას არა აქ მნიშვნელობა. იგივე განსაზღვრებით არც იმ კონკურსს ვცემ დიდ პატივს სადაც ამ ეტაპისთვის ჩემი ფოტოები გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ჯერ მართლა ვერ არის იმ დონის ნამუშევრები რაც მე მინდა რომ იყოს.
ამბიციებს რაც შეეხება, არაამბიციური ადამიანი მკვდარი ადამიანია.მეორე საკითხია რამხელა ამბიციებია და თუ არის ეს ამბიციები არგუმენტირებული.მე ვიცნობ ხალხს და რამოდენიმეს ძალიან ახლოს რომელთაც ამ სფეროში ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, მაგრამ საქმით ამას ვერანიარად ამტკიცებენ.თუმცა ფოტოგრაფიაში კიდე ადვილადაა საქმე.ძალიან ბევრი წყვეტს საუბარს და ივიწყებს ამბიციებს როცა გადაღებული სურათების ჩვენებას ვთხოვ. ფოტო თვითონ უნდა საუბრობდეს თავის თავზე.
ამავე დროს აქაც საიტზე და საიტის ფარგლებს გარეთ არის ბევრი (!!!) ადამიანი რომელთა ფოტოების ყურებაც მართლა მსიამოვნებს.რამოდენიმე ასეთი ადამიანის გამოც თავის დროზე გადავწყვიტე რომ აპარატი დამეჭირა ხელში სერთოდ.აბა ქოლგის კატალოგს რომ გადახედავ რა გადაღების სურვილი უნდა გაგიჩნდეს ერთი ის მითხარი

)
ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია ატარებდე ფოტო კონკურსს და არქმევდე მას "თავისუფალ თემას". ეს იგივეა 1 ბოთლი მტკნარი წყლის ასაღებად შუა ზღვაში შეცურო.
პირველ რიგში მიჩნდება აზრი, რომ "ქოლგის" ორგანიზატორებს თავად ნამდვილად აქვთ არჩეული თემა, რომელსაც არ ახმაურებენ, "დევნილების" არ იყოს, და ჟიურისაც ამასვე ტენიან, რომ ფოტოები აარჩიონ რაღაც გარკვეული თემატიკის მიხედვით. ნუ შესაძლოა გამონაკლისების დაშვებაც თუ ფოტომ ვიღაცა "გადარია". ეს კი ხელს უწყობს ძალიან ბევრი კარგი ფოტოს კონკურს გარეშე დატოვებას, რადგან მათ ჩაფიქრებულ თემას არ პასუხობს. ვფიქრობ რომ ეს ერთგვარი მახეა იმისთვის რომ ბევრი ფოტო არ მოხვდეს საკონკურსო ფოტოების სიაში და არჩევანის გაკეთება გაიადვილონ. მე ვმუშაობდი აქ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სადაც ზუსტად ასეთი პრინციპით ხდებოდა "ინფორმაციის" დამუშავება და გაცხრილვა.
ჟიურის რაც შეეხება, ძალიან მაინტერესებს ვინ ყავთ ჟიურიში?! უცხოეთიდან ჩამოყვანილი ჟიური არ ნიშნავს, რომ კონკურსი მიუკერძოებელი იქნება. საერთოდ როდესაც უცხოეთიდან ვინმე ჩაგყავს, ის შენზეა დამოკიდებული, მას ფულს უხდი, აჭმევ-ასმევ, "აგულავებ" და ამიტომ ისე "დაგსდევს კუდში" როგორც წიწილა კრუხს. აქედან გამომდინარე ნურავის შეექმნება იმის ილუზია, რომ უცხოელი თუ იქნა, ნამდვილად მიუკერძოებელი იქნება. ცხადია არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში არსებობს ეს ასე ვთქვათ "უცხოელების კულტი", მაგრამ დამერწმუნეთ ყველგან ერთი "ნაგავია". ამიტომ არ ღირს იმაზე დარდი, რომ ვიღაცამ ფოტო არ მიიღო ან არ მოიწონა. აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე, მიიღეთ სიამოვნება და დრო მოვა ყველაფერი შესაბამისად შეფასდება და დაფასდება.
---------------------------------
რაც შეეხება შეფასებებს, აქ ერთმა მეგობარმა თქვა, რომ მეგობრები ერთმანეთს აძლევენ კარგ შეფასებებს და იმათაც მერე ილუზია უჩნდებათ, რომ მაგრები არიანო. მეც ძალიან დამაფიქრა იმ გარემოებამ, რომ იმ დღიდან, როდესაც ამ კლუბში გავწევრიანდი და პირველივე ფოტოზე ქულები დამიწერეს, არავინ არ დამიწერა რატომ მიწერდა ამა თუ იმ ქულას. არც დადებითს წერენ, არც უარყოფითს.
ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ მსგავსი პოსტები, როგორიცაა მაგალითად "!!!" და "5/5" ბევრს არაფერს ნიშნავს. მეც და დარწმუნებული ვარ 90%-ს თუ 100-ს არა ჩვენი კლუბის წევრებისას ძალიან აინტერესებს რატომ "5/5" ან "!!!"?! ისეთი შემთხვევაც უამრავია, როცა ფოტო შეაფასა 15-მა წევრმა, მაგრამ ფოტოს სულ 3 პოსტი აქვს ქვეშ მიწერილი. დამეთანხმებით ალბათ, რომ უნაკლო ფოტო ძალიან ცოტაა, ნაკლოვანებებზე ლაპარაკს კი ყველა ერიდება. ეს კი საქმეს აფუჭებს, რადგან ნამუშევრის ავტორს მართლაც უჩნდება ილუზია, რომ მართლა უნაკლო ნამუშევარი შექმნა და აგრძელებს ამ ტემპში და ამ ნაკლოვანებებით.
აქედან გამომდინარე იქნებ ვთხოვოთ კლუბის ადმინისტრაციას, რომ შეფასებების წესებში შეიტანოს დამატება, რომ ყოველ შემფასებელს უნდა ევალებოდეს მოცემულ ფოტოზე, პოსტის სახით, თავისი შეფასების არგუმენტირებაც. თუ მოეწონა - რატომ მოეწონა, თუ არ მოეწონა - რატომ არ მოეწონა ან რა მოეწონა და რა არ მოეწონა. ამას ძალიან ცოტა თუ აკეთებს. ამითი ჯერ ერთი ჩემნაირ მოყვარულ და დამწყებ ფოტოგრაფებსაც შეუწყობს კლუბი ხელს ცოდნის გაღრმავებასა და დაოსტატებაში და მიკერძოებულობაც ადვილად გამოჩნდება.
error404
Apr 27 2011, 04:48
besos,
შეფასებებს მე თუ მკითხავ დიდი მნიშვნელობა არც უნდა ენიჭებოდეს.მე მაგალითად სულ მკიდია.ერთი ორჯერ ძაან ლაითად ,რჩევის სახით, დავწერე რაღაც კომენტარი და ამან ისეთი რეაქცია გამოიწვია.....ერთი გავიფიქრე კისერიც გიტეხიათქო და იმის მერე ძალიან იშვიათად ვაკომენტებ რამეს.მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავტორი მოითხოვს.
მგონი სომერსეტ მოემმა თქვა რომ როცა ადამიანი კრიტიკას მოითხოვს გულის სიღრმეში ქებას ელისო. მართლაც მასეა.
სასტავობანას რაც შეეხება, რაც არ უნდა წესი შემოიღო მაგას მაინც ვერ გადააგვარებ.თავისანს ნებისმიერი ადამიანი უფრო გაუწევს ანგირიშს ვიდრე უცხოს.
შენ რაც თქვი ისიც კარგი აზრია, მაგრამ ეგრე რომ გაკეთდედს მერე ზოგს საერთოდ შეეზარება დაკომენტება და საბოლოოდ ფოტო შეიძლება ერთამ დაუზარებელმა შეაფასოს და მარტო მასზე იქნება დამოკიდებული ამ ფოტოს ავკარგიოანობა.
მე მაინც უფრო ინდიფირენტულად ვარ განწყობილი ლაიქების მიმართ გინდ აქ და გინდ ფეისბუქში.უბრალოდ ვდებ და ვაკეთებ იმას რაც მე მომწონს (მეტ-ნაკლებად) და შეძლებიდაგვარად ვინტერესდები მხოლოდ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხალხის აზრით ამათ გარშემო.თქვენც იგივეს გირჩევდით და დაიკიდეთ თუ ვინმე 2/2-ს დაგიწერთ, თუმცა 5/5 ყოველთვის სასაიამოვნოა თუნდაც სრულიად დილეტანტი ადამიანისგან
error404,
მთლად ასე ნუ გადაწურავ ქოლგის საკონკურსო ფოტოებს,

მე ბევრი მომეწონა, და ყველა ვერ მომეწონება რათქმაუნდა.
საიტებზეც იშვიათად რო რამე ფოტომ მომხიბლოს.
შეიძლება კაი ფოტოგრაფი არ ვარ, აპარატიც არც მაქვს, მაგრამ იმდენი მაინც შემიძლია კარგი და ცუდი ფოტოები გავარჩიო , ზოგადად მაინც.
ისე საინტერესოა თქვენ რომელ ფოტოებს გაიყვანდით და რატომ?
paatavar
Apr 27 2011, 10:48
Avtandil Mamulia
Apr 27 2011, 11:10
ბიჭო ამდენს რა გაწერინებთ?
ფოტოკონკურსი მართლაც რომ დასახვეწია და ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. მაგალითად საპრიზო ფონდი. ჩემი აზრით გაცილებით უფრო მეტს უნდა იგებდეს გამარჯვებული ნომინაციაში ვიდრე 700 თუ 800 ლარი

შარშანწინ გავაგზავნე პირველად რაღაც რუღაცეები არაფერი გავიდა შარშან არ გამიგზავნია საერთოდ. წელს 19 ფოტო გავაგზავნე

და 4 გავიდა. გამიკვირდა რო საერთოდ გამომეხმაურნენ

4 ფოტოდან 3 ფერადია კეშა ვიცი გაგიკვირდება
აქ რა ფოტოებიც დაიდო არ გასული, 80% არ იმსახუხურებს მაგრამ მართლა ისეთი ფოტოები არ გაუშვიათ რო რავიცი

ჟიური უცნაური რამ არის შეიძლება მასტერას ფოტო არ გაუშვას და ვიღაცის ნაგავი გამოკიდოს
წარმატებებს გისურვებთ ყველას, ქოლგაზეც და სხვა ფოტოკონკურსებში.
Mikheil Samkharadze
Apr 27 2011, 11:41
რამე განსაკუთრებული ფოტოები არ მაქვს და არც არასოდეს გასულა ჩემი ფოტოები ქოლგაზე. უბრალოდ მეორედ ვცადე წელს.
ჩემი ფოტოები რომლებიც ვერ გავიდნენ:
tavadi
Apr 27 2011, 11:54
Mikheil Samkharadze
Apr 27 2011, 12:00
Avtandil Mamulia
Apr 27 2011, 12:08
1,2,5,6,7 და ბოლო. აქედან ერთი როგორ არ აარჩიეს ეხლა
Mikheil Samkharadze
Apr 27 2011, 12:23
Avtandil Mamulia,
მე არ ვამბობ, რომ აქედან რომელიმე უნდა აერჩიათ
მე იმაზე ვატრაკებ, რომ ზოგადად ირჩევენ მდარე და ერთფეროვან ნაწარმს.. თორე, ჩემზე უკეთესი პეიზაჟისტები რომ არსებობენ მაგაში ვინმეს ეჭვი ეპარება?
Giorgi Dadiani
Apr 27 2011, 12:27
ბოდიში off ისთვის
kesha
შენი პირველი ფოტო გადაუჭარბებლად უნაკლოა, ძალიან მომეწონა
Mikheil Samkharadze
Apr 27 2011, 12:38
Giorgi Dadiani,
მადლობა
გავა თუ არ გავა ქოლგაზე ჩემი ფოტოები მაგით არაფერი არ მაკლდება მე და არც ჩემს ფოტოებს, ის ისევე მოეწონებათ და ისევ გაიყიდება.. იიიშ
Avtandil Mamulia
Apr 27 2011, 12:44
მე შენკენ ვარ და შენ სად ეშმაკებში იყურები

რომელი ფოტოებიც ჩამოვთვალე ყველას გავიყვანდი 100 ეულში მე პირადად.
Nino Baidauri
Apr 27 2011, 12:57
გეუბნებით მოვაწყოთ ალტერ-ქოლგა დაბრაკული ფოტოებით მეთქი და რატო არ მისმენთ?

შევადაროთ მერე რომელი გამოფენა აჯობებს
Mikheil Samkharadze
Apr 27 2011, 13:00
Avtandil Mamulia,
შენ ახლა მეგობრობა გალაპარაკებს

ტენდენციური ხარ
ქოლგის ჟიურის თქვა არ ვარგაო

დაახვიე და ...
Added @ [mergetime]1303894928[/mergetime] Nino Baidauri,
მე ვეთანხმები ამ იდეას
levani7
Apr 27 2011, 13:06
სად მაქ იმდენი ფული 15 ფოტო A2 ზე დავბეჭდო

)))))))))))
Avtandil Mamulia
Apr 27 2011, 13:14
Nino Baidauri
Apr 27 2011, 13:22
ო ეხლა მთლად 15 ფოტოს ნუ დაბეჭდავ კაცო

ჟიური დავნიშნოთ და ასი ფოტო ავარჩიოთ

მერე ვისი ფოტოებიც ამ ასეულში ვერ მოხვდება, იმათ ალტერ-ალტერ-ქოლგა მოაწყონ და ასე. გამოვცოცხლდებით ცოტა და გამოფენა გამოფენაზე გვექნება
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.