Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ქოლგაზე ვერ მოხვედრილი ფოტოები
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
Mikheil Samkharadze
QUOTE(Nino Baidauri @ Apr 27 2011, 14:22)
ო ეხლა მთლად 15 ფოტოს ნუ დაბეჭდავ კაცო DDDD.gif
ჟიური დავნიშნოთ და ასი ფოტო ავარჩიოთ DDDD.gif
მერე ვისი ფოტოებიც ამ ასეულში ვერ მოხვდება, იმათ ალტერ-ალტერ-ქოლგა მოაწყონ და ასე. გამოვცოცხლდებით ცოტა და გამოფენა გამოფენაზე გვექნება lol.gif
*



ლოოოლ lol.gif
error404
kesha,


ნუ თავმდაბლობ,მაგის ნახევარი მაინც რომ შემეძლოს, რაც შენ გაქ გადაღებული იცი რამხელა ამბიციები მექნებოდა smile.gif)


მაგარი ფოტოებია,ყოველ ხუმრობის გარეშე.

olala,

მე არ ვარ ჯერ იმ ეტაპზე რომ სხვისი ფოტოები ესე საჯაროდ შევაფასო.

და არც იმიმ მომხრე ვარ რომ ჟიურიში უბრალოდ კარგი გემოვნების ადამიანი იჯდეს. როგორც ყველა მრბოლელმა უნდა იცოდეს ბოლიდის მექანიკური აგებულება, ისე ყველა ფოტოს შემფასებელს უნდა ესმოდეს ფოტოს ფარული ინჟინერია და ტექნიკა. მე ჯერ-ჯერობით ამათ ვსწავლობ და შესაბამისად ჩემი აზრი მთლად ობიექტური ვერ იქნება თუნდაც ამ გარემოების გამო.

კარგი აზრია ალტერ ქოლგა. თუმცა პიარით კონკურენცია გაჭირდება ვგონებ.თუმცა სერიოზულად თუ მოვკიდებთ ამას ხელს შეიძლება რაღაცის წამოწყება.


tsumbusha
Eრთ რამეში Vერ დაგეთAნხმებით რომ ფოტო აიცილებლად ლამაზი და Eსთეტიური უნდა იყოს მაგნუმის ფოტოებს გადაავლეთ თვალი რომელი ფოტოა ლამაზი იქ? 99პროცენტი არც ერთი თUმცა უძლიერესი კადრებია რომლებმაც ისტორია შEქმნეს. Vერ ვიტან ლამაზ ფოტოებს smile.gif)))
Chalo
olala
მარინას კურსს გულისხმობ?რომელიც მეც გავლილი მაქვს smile.gif


ხმამაღლა ვერ ვიტყვი რომ კარგი გემოვნება მაქვს და ვარჩევ კარგ და ცუდ ფოტოებს,თუმცაღა მეც მაქვს ჩემი გარკვეული თუ გაურკვეველი გემოვნება...

აქ ისტერიკა ხალხი არაა შეკრებილი და არც ბოღმა,იმიტომ გაიხსნა ეს თემა რომ გვენახა თუ რა ვერ გავიდა და მოვახდინოთ ჩვენის მხრიდან შეფასება და გაგება იმისა რომ რა გემოვნებისაა ჟიური
უმეტესობამ ვიცით რაც ფოტოები გავიდა,და რაც გავიდა იმათი უმეტესობა ისეთია,მე მომიტევეთ ქედმაღლობა და ეგეთ ფოტოებს აპარატში მახ 20 წამი ვაჩერებ,არც ვიტოვებ,ვშლი
მე არ გამიტანია ფოტოები,ვთვლი რომ არ მაქვს იმ დონის ფოტოები რომ ქოლგაზე მოხვდეს(რაც არ უნდა დაბალ დონედ ჩავთვალოთ) მიმაჩნია რომ ვერ ვარ ის დონე რომ ძალიან ბევრის(კარგი ფოტოგრაფის) გვერდით ჩემი ფოტო დაიდოს(თუნდაც გავიდეს ჟიურის გადაწყვეტილებით)
აქ რაც ვნახე,უმეტესობა საკმაოდ კარგი,ზოგი ნორმალურია და რამოდენიმე ძალიან მაგარია
გამოფენაზე წავალ ვნახავ ფოტოებს,მაინტერესებს რა გავიდა,იმედი ის ნაწილი რაც ნანახი არ მაქვს უკეთესი იქნება,ვნახოთ...ღმერთმა ქნას იმედები არ გამიცრუვდეს
David Giorgadze
ვახ ძალიან უაზრობაა რა!!!!!!

საერთოდ უმეტესობა იმსახურებდა!

ნინოს ფოტოებზე გავგიჟდი ვაფშე ვერცერთი რომ ვერ გადავიდა
და შენ ფოტოებზეც და არამრტო! იმიტომ არ გავიტანე მე smile.gif მაინტერესებს
რა ფოტოები გავიდა საერთოდ.
batukela
აუუუუ ბაიდაუროოო DDDD.gif

ალტერ ქოლგა ძალიან კარგი იდეაა! : ))))

ჰაჰააა )) რა გამოხმაურება ექნება წარმოიდგინე : )))) lol.gif
Peso
არ ვიცი ვინ, მაგრამ აქ ფორუმზე ერთ-ერთმა დაწერა "ქოლგა" კი არა "ზონტიკია"-ო, ხოდა ვეთანხმები !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
noslogan
ამ ფოტოებს რომ გადავხედე მივხვდი რომ საერთოდ არაფერ შუაში ვარ აქ DDDD.gif DDDD.gif
მაგრამ მეც თემის შესაბამისად დავდებ ფოტოებს .

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

გავიდა
user posted image


DiiiToOo
უეჭველია რომ ჩეემი გასული ფოტოების ხილვის მერე თქვენს სალანზღავ სიაში მეც მოვხვდები, მაგრამ რა ვქნა გავიდა და smile.gif) სულ 11 ფოტო გავიტანე


ვერ გავიდა:
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


გავიდა:

user posted image

user posted image

რავიცი smile.gif))
წარმატებები ყველას smile.gif)
Archer
მეგონა კაი ფოტოებს ვიღებდი raviaba.gif

წავედი თავი მოვიკლა ar varga.gif
sunshine lary
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

რავი დიდად იმედი არ მქონიდა მაგრამ შედეგებით არცისე კმაყოფილივარ smile.gif უსამართლოდ აირჩიეს ჩემიაზრით
olala
sunshine lary,
მეხუთე მომეწონა და ეს რატომ არ გაიტანე?
http://www.boke.ge/forum/?img=139378
ვფიქრობ ყველაზე კარგია gavcitldi2.gif
Mikheil Samkharadze
მე მომწონს ალტერ ქოლგის იდეა.
თუ ვინმე იტავებს ორგანიზებას, ჩემი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს და სპონსორების ძიებაშიც სიამოვნებით დავეხმარები, მაქვს მაგის გამოცდილება და მაგის ზურგი smile.gif

სიამოვნებით მოვიწვევდი ქოლგის ორგანიზატორებს ალტერ ქოლგაზე, იქნებ რამე ისწავლონ..

აიღეთ ვინმემ თქვენ თავზე ორგანიზება და სრული მხარდაჭერას გპირდებით smile.gif
olala
kesha,
შენ ფოტოებზე კომენტარის გაკეთებაც არ შემიძლია!
ალბათ მხოლოდ პეიჟაზთმოძულეს შეეძძლო მაქედან არცერთი არ გაეყვანა :/ OMG
bravo.gif bravo.gif bravo.gif
error404
Tsumbuhsa

ესთეტიურობა და სილამაზე არ გულისხმობს მაინცდამაინც ნათელ ფერებში გადაღებულ ნაირ-ნაირ ფერის ბუშტებით ხელშეპყორბილი თეთრ კაბაში გამოწყობილ 13 წლის გოგოს სურათს.


ხოლო თქვა ის რომ არ მოგწონს ესთეტიური და ლამაზი ფოტო, უბრალოდ ნეგატივიზმის გამოვლინებაა და სხვა არაფერი.

ჩემთვის დრამატული ფოტოც ლამაზია.დრამატული და სევდიანია მაქქარის ფოტოები, მაგრამ ძალიან ლამაზია ამავე დროს.თუ ვერ ავღწერე კარგად რას ვგულსიხმობ კარგ ფოტოებში, 3-5 წლის წინანდელი World Press Photos გამარჯვებულები ნახეთ და მივხვდებით როგორი ფოტოებიც მომწონს.

რაც შეეხება მაგნუმს, მე არ მივიჩნევ მაგათ ეტალონურ ფოტობაზად.თუმცა ყველას თავის აზრი აქ,ზოგს შარლიზ ტერონი მოწონს გარეგნულად ზოგს მისი ელიოტი, მარა ეს არ უნდა ნიშნავდეს რომ უკნასკნელის კულტივირება დავწიყოთ საზოგადოებაში, რასაც, მაგალითად ნებით თუ უნებლიეთ ქოლგა სჩადის და აოგს ს გონია რომ კარგი ფოტოები სწორედ ისეთებია როგორიც ქოლგის ნომინანტთა უმრავლესობაა.
besos
error404

სრულიად გეთანხმები
Chalo
ალტერ ქოლგა ადრეც მქონდა იდეა,თუმცაღა ვერ დავკონკრეტდი ჩემთვის,ეს კონკურსი იქნება იმ ფოტოებს შორის თუ უბრალოდ გამოფენა იმ ფოტოებისა რომელიც ვერ გავიდა?
ხალხი არ მივა,ტელევიზია "ალბათ" დაინტერესდება რატომ არ მივიდა ხალხი და მერე აჩვენებენ ამ გამოფენასაც
დნნ დშნ
Mikheil Samkharadze
QUOTE(Chalo @ Apr 28 2011, 22:27)
ალტერ ქოლგა ადრეც მქონდა იდეა,თუმცაღა ვერ დავკონკრეტდი ჩემთვის,ეს კონკურსი იქნება იმ ფოტოებს შორის თუ უბრალოდ გამოფენა იმ ფოტოებისა რომელიც ვერ გავიდა?
ხალხი არ მივა,ტელევიზია "ალბათ" დაინტერესდება რატომ არ მივიდა ხალხი და მერე აჩვენებენ ამ გამოფენასაც
დნნ დშნ
*




ჭალო დებილობების წერას თავი დაანებე smile.gif
ალბათ დაინტერესდება რა არის? შენ რას და როგორ შეფუთავ ამაზეა დამოკიდებული smile.gif თუ სწორად ცამოყალიბდები და დაელაპარაკები იმას ვისაც საჭიროა და გყავს ნორმალური კონტაქტები, ტელევიზიაც დაინტერესდება და თუ გინდა პროფილშიც გამოგჭიმავ როგორც ალტერ ქოლგის ორგანიზატორს smile.gif

ალტერ ქოლგა იარსებებს მანამდე სანამ ქოლგა არ დაემსგავსება ფოტო კონკურსს.. ამჯერად ის მხოლოდ ფოტოკონკურსის იმიტაცია და ბუტაფორიაა, ბევრი ბრჭყვიალებით და ხმაურით smile.gif საქმე კი ნულია..


ჩადგეს ვინმე სათავეში და მე პირველი ვიქნები ვინც გავუწევს ამ ხალხს რეკომენდაციას ყველგან და ყველა დონეზე.
tsumbusha
კეშA ამდენს რო იძAხი სათავეში ვინმე ჩAუდგეს და მე დავეხმარწბი ორგანიზებაშიო, თუ ესეთი მონდომებული ხაე შენ ჩაუდექი ამ საქმეს სათAვეში და სხვა დაგეხმარება
Mikheil Samkharadze
tsumbusha,
მადლობა რჩევისათვის smile.gif

უბრალოდ დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე პრეზიდენტის სამსახურში ვარ და მაგის მერეც თუ დავჭირდები. ხშირად საერთოდ არ ვარ თბილისში.. სწორედ ამის გამოა რომ ვერ ჩავუდგები სათავეში, თორემ მერწმუნე უამრავი ღონისძიება დამიწყია და დამიმთავრებია smile.gif არ ვარ ზარმაცი ადამიანი smile.gif

ამჯერად მხოლოდ სპონსორებთან მოლაპარაკება და ვიღაცებთან რეკომენდაციების გაწევა შემიძლია, თუ ვინმე იქნება შესაწუხებელი მაგასაც შევძლებ და ნებისმიერ ადამიანს მივაწვდი ხმას, რომელსაც გაითვალისწინებენ.. აი ფიზიკკურად ვერ ვივლი, თორემ ამდენს არ გავაჯანჯლებდი... smile.gif
error404
kesha,


მოკლედ ერთი მოცლილი ადამიანი გვინდა რა. მეც სამწუხაროდ თვესი 2 კვირა მვნლინებებში და დანარჩენი 2 კვირა ქუთაისში,თუმცა რითაც შემიძლია ყველანაირად დაგეხმარებით.

ტალღის აგორება ადვილი იქნება ფეიზბუზქის გამოყენებით!
User-Nikala
და რას გულისხმობთ ალტერ ქოლგაში? უბრალოდ კონკურენტი კონკურსის ჩატარებას თავისი პრიზებითურთ თუ იმ ფოტოების გამოფენის გაკეთებას, რომლებიც ქოლგაზე ვერ მოხვდნენ?
error404
Nikoloz Mameishvili,


ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

თუმცა მე პირადად ერთი ნორმალური ფოტოკონკურსის ჩამოყალიბებას ვგულისხმობ
Archer
დავიჯერო ერთი ადამიანიც არ არის ამხელა ფორუმზე ვინც ამას ითავებს?

მაგრამ ესე ზედაპირულად ლაპარაკით ვერ ხვდება ხალხო რა უნდა ითავოს.

მოდი ჩამოვწეროთ რა აროს საჭირო კონკურსის ორგანიზირებისთვის.
LOOSER
რაღაც ვერ ვამუღამებ ამ თემის გახსნის იდეას.
ხალხმა უნდა ნახოს ვის ფოტოები არ მოხვდა ქოლგაზე და ვისი მოხვდა?
ჩემს აზს დავწერ და არავინ ცუდად არ მიიღოთ wick.gif
ველოებოდი რომ გავიდოდა, აუცილებლად ველოდებოდი რომ გავიდოდა, როგორ თუ არ გავიდა, მინიმუმ 3-4 ფოტო მაინც უნდა გასულიყო.
ბოდიშით და მაინცდამაინც რასაც ელოდებოდით რატომ უნდა გასულიყო?
არ მოეწონა ჟიურის და ამაში რაღაც კატასტროფული არაფერია.

ხან მოხვდება ხან არ მოხვდება, ამით ქვეყანა არ იქცევა.
ყველას თავისი ხედვააქვს ყველას თავისებურად მოსწონს, და აღიქვამს.


ამის წინა ქოლგაზე მეც გავუშვი ფოტოები. მარა არცერთი არ მოიწონეს. წარმოდგენა არ მქონდა რა ფოტოები გავიდა.

მივედი და ვნახე ძრითადად რაჟანრის ფოტოები იყო ქოლგაზე, წელსკი მეც გავგზავნე იგივე ჟანრის 5 ფოტო და 1 გავიდა.
ცოოტა მეტი დაკვირვებაა ამ შემთხვევაში საჭირო (ნუ ჩემს შემთხვევაში გაამართლა).


რატომღაც ასე მგონია რომ ყველა ეს ფოტო რომ გასულიყო ქოლგაზე, რაც წინა გვერდებზეა, გაიხსნებოდა თემა თუ როგორ ვერ გავიდა საპრიზოზე ეს ფოტო და რატომ გავიდა ის ვიღაც სხვის.
ჩაწყობებია თუ რაც ხდება მაგ კონკურსსში, ალტერ ქოლგის გაკეთება ცოტა არ იყოს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში რომ აბაროტი უნდა ავუღოთ იმ ფოტოებით რაც ვერ მოხვდა.
ეეს ბოღმის ამონთხევის მეთოდს გავს.


მე სხვა იდეას შემოგთავაზებთ, არანაირი ალტერ ქოლგა და მსგავსი კონკურსი არ იქნება მომგებიანი და წარმატებული. ამას უნდა დაჯდომა, გეგმის ჩამოყალიბება, იდეის შეკვრა, და შემდეგ უკვე სპონსორების ძიება და ბოლოს კონკურსის გამოცხადება, მარა უამრავი ნიუანსია, რაც ბევრ უცხოურ ფორუმებზე წერია კონკურსის წესები, დაჯექით რომელიც უფრო გამართულ და საღ კონკურსად მიგაჩნიათ შეხედეთ იმათ წესებს, ამოკრიფეთ და შეკარით ახალი იდეა.



User-Nikala
QUOTE
რაღაც ვერ ვამუღამებ ამ თემის გახსნის იდეას.
ხალხმა უნდა ნახოს ვის ფოტოები არ მოხვდა ქოლგაზე და ვისი მოხვდა?


უბრალოდ ინფორმაციული თემაა, არანაირი პროვოკაცია, რელაქს ))
Mikheil Samkharadze
Nikoloz Mameishvili,
თუ სპონსორი იქნება იქნება პრიზებიც smile.gif და მე პირადად სურვილი მაქვს ჩამოყალიბდეს ნორმალური, მართლაც კარგი ფოტოკონკურსი. რომელიც არ იქნება ერთჯერადი
LOOSER
Nikoloz Mameishvili,

თემის სახელი ეგეთია მაგრამ თემის შიგნით სხვა რამე ხდება smile.gif

აი ემ ფილინგ გუდ wick.gif
levani7
ყველას თავისი ხედვააქვს ყველას თავისებურად მოსწონს, და აღიქვამს. <--- ამას თუ ჟიურიზე ამბობ არ დაგეთანხმები : ))
LOOSER
levani7,

და რატომ ეგ მაინტერესებს ზუსტად მეც.

მიზეზი რა არის ამის.

Avtandil Mamulia
პროფესონალი ფოტოგრაფებისგან და ფოტოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური., 1000 ფოტოდან 997 ზე ერთსულოვნები იქნებიან წესით და რიგით. ქოლგის ფოტოკონკურსის ჟიური მე პირადად მაკვირვებს ეჭვი ეპარება მათ პროფესიონალიზმში თუ გინდათ მამჭერით თავი DDDD.gif
Mikheil Samkharadze
QUOTE(LOOSER @ Apr 29 2011, 12:56)
levani7,

და რატომ ეგ მაინტერესებს ზუსტად მეც.

მიზეზი რა არის ამის.
*




ჟიური თუ არ ითვალისწინებს საკუტარი გემოვნების გარდა არაფერს, გავკარი ეგეთ ჟიურის smile.gif
მე როგორც ვიცი და როგორც მე მასწავლიდნენ, ადამიანი რომელიც აფასებს რამე ნამუსევარს და მასზეა დამოკიდებული გამარჯვებულის არჩევა უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე საკითხს:

1. მის მიერ არჩეული ფოტო მხოლოდ მას არ უნდა მოსწონდეს. თავისი არჩევანის გასამართლებლად არ უნდა ჭირდებოდეს ხელოვნური არგუმენტების მოფიქრება და რაღაც არარსებული ქვეაზრების "აღმოჩენა".

2. მისი არჩენავი უმეტესობაში უნდა იწვევდეს დადებით შეფასებას, უკმაყოფილო უმცირესობა სულ იქნება. მაგრამ როცა ეს პირიქითაა, უნდა დაფიქრდე იქნებ არასწორად იქცევი?

3. ჟიურის არჩევანი უნდა იყოს ერთგვარი მასტერკლასი. 3000 ფოტოდან რომ 100 ფოტოს არჩევს ის ერთი თავით მაღლა მაინც უნდა იდგეს დაწუნებულ ფოტოებთან შედარებით. გამარჯვებული ფოტო კი არ უნდა გიტოვებდეს პროტესტის გრძნობას. მემგონი ცოტა გემოვნება ჩვენც გვაქვს და რაღაც გაგვეგება კარგსა და ცუდში. ხოდა რომ ვხედავთ, რომ აშკარად არაა სხვისი ფოტო შენსაზე უკეთესი და პირიქით, უარესიც კია, ძნელია არ დაფიქრდე ჯიურის კომპეტენტურობაზე..

4. ფოტოგრაფია არაა მხოლოდ ჟანრული და შავთეთრი ფოტოები. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი და საინტერესო კატეგორიები. კატალოგებს და გამარჯვებულ ფოტოებს რომ გადახედო იფიქრებ საქართველოში არც პეზაჟებს ირებენ, არც გლამურზე მუსაობს ვინმე, არც ნატურაზე და არც მაკროზე. არც კრეატივი არსებობს და რავი ჯანრის გარდა არავინ არაფერს იღებს.. ესაა დღევანდელი ქოლგა, ქოლგა კი არა მართლაც ზონტიკიო ვიღაცამ თქვა და ზუსტად შეესაბამება.
LOOSER
kesha,
QUOTE
რავი ჯანრის გარდა არავინ არაფერს იღებს.. ესაა დღევანდელი ქოლგა



ეს რომ დავინახე 2010 ის ქოლგაზე ამიტომ გავგზავნე წელს ჟანრი და ამჯერად გავიდა.

ამ შემთხვევაში გეთანხმები რომ ჟანრი უფრო ჭრის ქოლგაზე.

ჟიური ჟიური..... სულ ამის პრობლემა როგორ არის ამ ქვეყანაში.

რაღაც ცოტა სხვა რამის მოფიექრებაა საჭირო, სხვა სისტემის, მიღებული ფოტოების შეფასებისთვის.

კი დავწერე ზევით რომ და დავამატებ, სანამ ამ პრობლემით შეწუხებული ხალხი არ მოიფიქრებთ რამეს მანამდე ეს თემა და ამ თემის განხილვა რასაცქვია, "ჟიურის კომპეტენტურობა" მუდამ იქნება პრობლემად.
Mikheil Samkharadze
LOOSER,
მე მეგონა უფრო კარგად ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია, შენი ქცევა გახდა ქოლგის შესაბამისი და ეგაა პრობლემა ზუსტად. შენი ქცევით აღიარებ რომ მხოლოდ ჟანრია ფოტო, ანუ რასაც ქოლგის ჟიური აკეთებს იმ ფორმატს მოერგე. მე სწორედ იმას ვხსნიდი, რომ ქოლგის ორგანიზატორები აცხადებენ თავისუფალ თემას და რეალურად ირჩევენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებას, რაც არის დარღვევა. თუ არის ფოტო კონკურსი მაშინ 100 საუკეტესო ფოტოში უნდა იყოს წარმოდგენილი მაქსიმალურად ბევრი განხრა და კატეგორია. თუ ეს არ უნდა ქოლგის ორგანიზატორს, მაშინ დაარქვას "ქოლგა, ჟანრული ფოტოების კონკურსი", მაშინ უნდა გამოაცხადოს ჟანრული ფოტოების მიღება და არა ზოგადად თავისუფალი თემა.

ეს არის პრობლემა. შენი კლიენტის მოტყუება არის პრობლემა.

იმედია ახლა უფრო გასაგებად ჩამოვყალიბდი.
LOOSER
kesha

მე არ ვამბობ რომ აუცილებად ეგრე უნდა ყოფილიყო და ჟანრო აუცილებლად მოხვდებოდა.

მე უბრალოდ გავტესტე, მივხვდი რომ ალბათ აქ ჟანრი უფრო ჭრის მოდი ვცდი და გავუშვებ ჟანრს. და ასეც მოხდა. მეც შემეცვალა ამის მერე ცოტა წამოდგენა, ამ ყველაფერზე.

ჩემი მაგ კონკურსსში მონაწილეობა ექსპერიმენტი იყო, მოხბვდებოდა თუ არა ჟანრი. რაც წინაწელს ჭარბობდა.
tsumbusha
კეშა ეგ რომ დაარქვას მაშინ ძაან ცოტა ფოტო შევა ქოლგაზე სესაბამისად შემოსავალიც შემცირდება DDDD.gif ამიტომ ქვია თავისუფალი თემა რომ ყველა ჟანრის ფოტო შევიდეს შესაბამისად უფრო მეტი ერთი ლარი შევა და ორგანიზატორებიც კაი ფულს იშოვიან smile.gif თუმცა მე მიხარია რომ ჟანრის ფოტოები უფრო მეტია ხოლმე ვიდრე ისე smile.gif)))
Archer
მე თუ მკითხავ ჟიური არ უნდა იყოს გასაიდუმლოვებული.



მე მაგალითად არ მინდა მონაწილეობის მიღება იმ კონკურსში სადაც ჟიურის ყველა წევრი
არის ფოტოგრაფი და ყველას ქვია იური მეჩითოვი..
dave
Archer

BRAVO!

QUOTE
user posted image

error404
LOOSER,


მე დავწერე და კიდე ერთხელ გავიმეორებ, ალტერ ქოლგა უბრალოდ სამუშაო სახელია და ინციცატივა რომ შემოვიტანე ამ თემის გახსნაზე და მერე გახსნა Nikoloz Mameishvil–მა ითავა, იმიტომ სულაც არ გამიკეთებია რომ დავიბოღმე ჩემი ფოტები რატომ ვერ გავიდადთქო. ადრეც გადოიდა ჩემი ფოტოები და ადრეც იგივე აზრზე ვიყავი.

ის რომ ერთი ფოტო გავიდა არ ნიშნავს რომ კომპეტენტურები არიან.პინოჩეტმა ერთი ადამიანი რომ შეინდო და მერე ის იძახდა ავგუსტო რა კაი კაციაო, ეს არ ნიშნავდა რომ სინამდვილეში სისხლისმსმელი არ იყო. ასე იაფად ნუ მოიქრთამები.
იმასაც კი რომ მიხვდი ქოლგაზე მარტო ჟანრული ფოტოები გადის და 5–ვე ჟანრული გააგზავნე მაკაფიოდ მიუთითებს იმაზე რომ თავის აზრს გვახვევს თავზე ეს კონკურსი და კიდე ერთხელ დავსვამ კითხვას: "რატომ უნდა განსაზღვრავდეს ჩვენ გემოვნებას ქოლგა (ან მისი ჟიური)?"

კიდე ერთხელ ვიტყვი ვინც ვერ გაიგო. მე ქოლგის საწინააღმდეგოდ კი არ მინდა რამის გაკეთება, უბრალოდ ერთი ნომრალური ყოველწლიური კონკურსი მინდა არსებობდეს საქართველოში. ქოლგაზე გული კი იმიტომ მწყდება რომ ორგანიზატორებს ამხელა რესურსი აქვთ და საბოლოო შედეგი რაღაც მარაზმია!

დარწმუნებული ვარ ამ თემის არსებობის შესახებ იციან ქოლგის ორგანიზატორებმა და კარგი იქნეობდა მათი აზრის და არგუმენტების მოსმენა.
Added @ [mergetime]1304091460[/mergetime]
tsumbusha,


ქოლგის ძირითადი შემოსავალი სპონსორებიდან აქ და არა ფოტოებიდან. ეგ მართლა კაია რომ სიმბოლური ერთი ლარია თითო სურათზე.

ეპოქალური კონკურსია ქოლგა, სულ პირველად გაკეთდა ამხელა მასშტაბებით. მაგრამ ბოლო წლებია სულ მარაზმი ხდებაჟანრიც რით არის კარგი და პეიზაჟი ან პორტრეტი ცუდი ვერ გამიგია. ეგ იგივეა ოსკარზე მარტო მელოდრამები რომ გადიოდეს.ეგ იგივეა ნობელს მათემატიკოსებს რომ არ აძლევენ, ეგ იგივეა ირანში ქალებს ხმის მიცემის უფლება რომ არ ქონდათ.დიდი განსხვავება არაა
Avtandil Mamulia
საღოლ ადენს რო წერთ და მერეკიდე კითხულობთ DDDD.gif

ქოლგას საერთოდ სპონსორი არუნდა, სიმბოლური 1 ლარით საპრიზო ფონდს ყოველთვის აცდება DDDD.gif
User-Nikala
კატალოგებს, ფოტოებს შენ დაუბეჭდავ? ან ტერიტორიის ქირას შენ გადაიხდი? ))


არ არის ადვილი კონკურსის ჩატარება, მითუმეტეს ასეთი მაშტაბურის, ამიტომ თუ რამე გადაწყდება როგორც მინიმუმ 3 კრეატიული, ფოტოგრაფიაში ჩახედული და ამასთანავე დაუსაქმებელი ადამიანია საჭირო, პლიუს ადამიანი რომელსაც კარგი კონტაქტები აქვს სპონსორების მოსაძიებლად.
LOOSER
error404,

ეხლა უფრო გასაგებია, წინა პოსტებში ანტი ქოლგური კონკურსის მოწყობა იგრძნობოდა.


მივესალმები იდეას smile.gif
error404
Nikoloz Mameishvili,


რა ხანია გამოვედი ბავშვობიდან და არავის არ ვეჯინები.მით უმეტეს არ დავუწყებ ქოლგას ჯინიანობას.ერთი ჭკვიანი ადამიანი ამბობდა რომ ხალხი (ნუ ამ შემთხვევაში ქოლგა) უნდა მიიღო ისეთად როგორიც არის და რამე უკეთესი თუ გინდა შენ თვითონ უნდა გააკეთო.

ვოტ.

პოტენციალი ჩვენს საიტზე ბევრს აქ და მთავარია ძალების მობილიზება შევძლოთ.
პირველ ეტაპზე ვერ იქნება გრანდიოზული რამ , მაგრამ თუ ხარისხიანად გავაკეთებთ უფრო მეტ დაფინანსებას მოვიპოვებთ დამიჯერეთ.
ქოლგა კიდე იყოს თავისთვის და აგროვოს ჟანრული აბდაუბფდა ფოტოები.მართლა გული მწყდება, რომ ტყუილად იხარჟება ამოდენა ფული.

ამდენი ხალხი მართლა იმსახურებს რამე ნორმალურ კონკურსს.
LOOSER
ჟიურის ამბავი აქაც საინტერესო იქნება ახალს რას შემოგვთავაზებთ.
User-Nikala
error404

ჩემი პასუხის პირველი ნაწილი მამულიას ეხებოდა smile.gif


რაც შეეხება ორგანიზებას, მონდომებული კაცი ყველაფერს გააკეთებს.
olala
თქვენი საუბრიდან გამომდინარე კარგი ფოტოკონკურსი ის იქნება, რომელზეც თქვენი ფოტოები გავა, ან თუ არა, მინიმუმ ისე მაინც იქნება რო რაც ქოლგაზე გააქვთ ეგეთი ცუდი ფოტოები ვერ გავიდეს.

როგორც ჩანს ქართბელები ჟანრულ ფოტოებს უკედ იღებენ და იმიტო გადის ამდენი DDDD.gif

ისე კაი იქნებოდა ქოლგის გამპროტესტებლებიდან რომელიმე თუ მეტყოდა რატო არ უნდა გასულიყო რომელიმე ფოტო ქოლგაზე, და რატო უნდა გასულიყო სხვა რომელიმე.
"ეს ჯობია" პასუხი არააა.

მე მართლა მაინტერესებს თქვენ რა კრიტერიუმებით აფასებთ.
Lasha Palavandishvili
ჯერ გამოქვეყნდეს კაცო. smile.gif))
tsumbusha
ჟAნრული აბდაუბდა ფოტოები? smile.gif
Ever Dream
როდის არის გამოფენა?
error404
olala,


თუ ჩვენ გავუკეთებთ ორგანიზებას მერწმუნე ერთი პუნქტი იქნება იქ რომ ორგანიზატორების ფოტოებმა არ მიიღოს მოანწილეობა კონკურსში.

კატალოგი გამოვა ქოლგასი წელს მოიტანე და რომელიმე ფოტო თუ მოგეწონება შენ ახსენი ერთი რატო მოგწონს. ასე უფრო ადვილად გამოვალთ smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.