აუ ვაფშე არ მწყდება გული ქოლგაზე რომ ჩემი ფოტოები ვერ გავიდა.
პირიქით ეხლა ვხვდები რომ ყველა ქოლგაში გასულ ფოტოზე მაგარი ფოტოები მაქვს
კიარადა ქოლგამ დამარწმუნა რომ ყველაზე მაგარი როჟა ვარ
ვისი ფოტოც გავიდა მინდა იცოდნენ რომ იმიტომ გავიდა თქვენი ფოტოები რომ
მაგათ ფონზე გამარჯვებული კარგი გამოჩენილიყო.
გამარჯვებული ვინ უნდა ყოფილიყო?
4 თვის წინ იყო ცნობილი..
აქედან გამომდინარე ვიციც ვერ გავიდა (ანუ ჩემი) ძალიამ მაგარი ფოტოებია. და რატომ ვერ გავიდა?
იმიტომ რომ მაშინ უნდა გაემარჯვა მაგარ ფოტოს, ეს კიდე ვის აწყობს?
არავის..
ვაფშე არ მშურს თქვენი პირიქით ვამაყობ რომ ჩემი ფოტოები იმის გამო დაიწუნეს რომ ძალიან მაგრებია
tsumbusha
May 3 2011, 23:59
არჩერ ესეთი თავდაჯერებულობაც არაა კარგი
DiiiToOo
May 4 2011, 18:36
ეს მაგარი იყო

:D:D
tsumbusha
+1
error404
May 4 2011, 23:03
DiiiToOo,
წინაწლების გამოცდილებაზე აქ საუბარი და ეჭვი მეპარება წელს რამე განსხვავებული იყოს.
tsumbusha,
არ გინდა გაიარე პრინციპი ჩემთვის პირადად მიუღებელია და მგონი შენთვისაც თუ ამაზეკრტიკას გამოთქვამ.ეგრე რო ეფიქრა ყველას თავის დროზე იქნებოდა ეხლა კიდე შევარდნაძე პრეზიდენტად.
იყოს ქოლგა, მაგრამ იქნებ ერთი ნორმალური კონკურსია მინცგვქონდეს ქართველებს.სირცხვილია უბრალოდ
tsumbusha
May 4 2011, 23:21
ეგ მართალია რომ ერთი კაი კონკურსი გვჭირდება და იქნებ რამე გამოგვივიდე და ყველამ ერთად ჩავუყაროთ საფუძველი
Avtandil Mamulia
May 5 2011, 01:09
აუ კაროჩე იმდენს იზამთ გამამატანინებთ ფოტოებსა რა ქოლგიდანა
მოკლედ რომ ვთქვათ ამ ცხოვრების აზრზე არ ხართ : ))
მაპატიეთ მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება......
Mikheil Samkharadze
May 5 2011, 12:11
tsumbusha
May 5 2011, 12:14
error404
May 5 2011, 12:48
tsumbusha,
ჰოდა ჩვენც მაგას ვამბობთ რომ ერთი ნორმალური კონკურსი გვინდა ყველას.აქ რომ იწერება არ და საზღვარგარეთ კონკურსებზე გაიატანეთო იგივეა,სახლში ცხელი წყალი არ გქონდეს და მაგის გაკეთებაზე ფიქრის მაგივრად ის თქვა წადი მეზობელთან დაიბანეო
QUOTE
არავის ეწყინოს მაგრამ ეს არის ნაგავი.
tsumbusha
May 5 2011, 13:26
არჩერ ეწყინებათ თუ არ დაუსაბუთებ და არ დაუმტკიცებ რო ნაგავია. პროსტო გითხრას შენი ფოტოებინაგავიაო გაგიტყდება თუ არ დაუსაბუთებ ახსნით რატომაა ნაგავი, ჩათვლიან რომ იმიტომ უწოდებ ნაგავს რადგანაც ქოლგაზე მოხვდნენ.
ერთმანეთის შეურაცხყოფას, სჯობს შევთანხმდეთ და მომავალ წელს აღარ გავიტანოთ ფოტოები არავინ.
tsumbusha
May 5 2011, 13:45
ყველაზე კაი აზრია რო არავინ აღარ გავიტანოთ შევთანხმდეთ, ბოკე გრაფი და ასე შემდეგ ვინც გაიტანს მოღალატეთ გამოვაცხადოთ და მარჯვენის მტევანი მოვაჭრათ
tsumbusha,
დიახაც
DiiiToOo
May 5 2011, 15:20
archer
უკაცრავად, მაგრამ ხომ შეგიძლია მართლა დაასაბუთო რატომ არის ნაგავი?? იმიტო გეკითხები რო მანდ ჩემი 2 ფოტოც იყო ჩამონათვალში... უბრალოდ ძალიან მაინტერესებს

ძალიან არასასიამოვნოა ასე ნაგავი რო უძახო დასაბუთების გარეშე ფოტოებს

))
kesha
http://www.boke.ge/forum/?img=136134ამ ფოტოზე ძალიან გთხოვ შენივე კომენტარი იხილო

))
noslogan
May 5 2011, 15:24
რთულია არ გეწყინოს როცა შენ ფოტოს სრულიად დაუსაბუთებლად მიწასთან ასწორებენ და ნაგავს უწოდებენ .
არც მინდა ვიცოდე რატომ .
ხოდა ჩემს ფოტოს არასოდეს არ ჩავთვლი ნაგვად , თუნდაც ძალიან ბანძი იყოს .
tsumbusha
May 5 2011, 15:35
დიტო არა უბრალოდ ქოლგაზე რო მოხვდა აგარ ევასება
Nika Gabedava
May 5 2011, 15:36
არჩერის ფოტოებიდან რომელიმე მაინც იმსახურებდა მოხვედრას ჩემი აზრით
ფაქტია რო ეს ადამიანი ძალიან მშვენიერი ფოტოების ავტორია
აქვე დავძენ რო მართალია თავიდან მეწყინა ქოლგაზე არ'მოხვედრა , მაგრამ შევეჩვიე გეგონება არც ყოფილა ხოდა თქვენც შეეცადეთ შეეგუოთ რო ეს კონკურსი საქართველოში ტარდება
რაც შეეხება ჩამოთვლილ ლინკებს , პირადად მე ეგ ფოტოები მომწონს , დემეტრეს ორი ფოტოდან 1 ჩემი ფავორიტი ფოტოა
ნაგავსაც ვერ ვუწოდებდი...
მაგრამ ფაქტია რომ ზოგ ადამიანს , მაგალითად ნინო ბაიდაურს , გეგა ქუთათელაძეს , ლუიჩკას [და სხვებს] - უკეთესებიც ექნებოდათ.
აქედან გამომდინარე გემოვნება - 0.
Added @ [mergetime]1304595417[/mergetime]
ჰოდა პ.ს.
tsumbusha,
შარშანდელი ამბავი დავიჯერო არ გახსოვს? რა ფოტომ [თუ ფოტოებმა] გაიმარჯვა?
და ვინც იყო გამარჯვების ღირსი მემგონი შენზე კარგად არავინ იცის.
DiiiToOo
May 5 2011, 15:39
tsumbusha

:D ჰო მგონი რო ეგრეა

)))
თუ ეგრეა არ მეწყინება
Nino Baidauri
May 5 2011, 15:43
ნუ შეიჭერით ახლა მართლა როლებში რა... რაღაც ისეთ ფორმას იღებს ზოგი პოსტი ნუ მაფიქრებინებთ, რომ ლუზერის და ოლალას პოსტები ლოგიკას მოკლებული არ იყო.
არცერთი ეგ ფოტო არაა ნაგავი!
ზოგიერთი ფოტო სუსტია და ყველანაირი მიდგომით გაუგებარი, რა უნდა წლის საუკეთესი ასეულში, მაგრამ რამდენიმე კადრი ძალიანაც კარგი ფოტოა და ნაგვის თქმა არაკორექტულია უბრალოდ. ქოლგას ვაკრიტიკებთ და დიდი თავგამოდებით ვამტკიცებდი კონკურსის სისტემაზე და პრინციპებზე ვლაპარაკობთ-თქო და ერთმანეთს თუ დავეტაკეთ, კაი ამბავი... დასხდნენ აწი ქოლგის მესვეურები და იხითხითონ ჩვენზე, ისღა დარჩენიათ.....
Nika Gabedava
May 5 2011, 15:49

კარგით რა, ნუ ბავშვობთ.
ყველაფერი გემოვნების ამბავია და ამ სამყაროში რამდენი მოაზროვნეც არსებობს, იმდენი გემოვნების ნაირსახეობაა. ის რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას არ უნდა მოსწონდეს. რაიმე კონკრეტულს არ ვგულისხმობ. უბრალოდ იმ ხალხს ვინც ეს ფოტოები გადაიღო და იმათაც ვინც ეს ფოტოები აარჩია, მოსწონთ ისინი. ეს არის და ეს. ეს იგივეა იმაზე ვიდაოთ, ბალახი რატომ არის მწვანე, რადგან ზოდიერთს ვარდისფერი მოსწონს და თოვლი რატომ არის თეთრი, რადგან ვიღაცას ჟრუნისფერი უნდა რომ იყოს.

ამაშია მთელი სამყაროს სილამაზეც და მრავალფეროვნებაც, რომ ყველა ერთნაირად არ ფიქრობს და ყველას ერთნაირი გემოვნება არააქვს.
ჩემი თხოვნა იქნება,
პატივი ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის აზრს! ეს არის მთავარი.
საერთოდ ყველა ინტელექტუალურ კონკურსს ჰყავს თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე. დამეთანხმებით ალბათ, რომ თუ მოხერხდა და ახალი კონკურსი შეიქმნა, იმასაც ეყოლება თავისი მაქებარ-მაძაგებელი. ამიტომ ის რომ ქოლგის საწინააღმდეგო არგუმენტები და ფაქტები იდება ამ ფორუმზე თუ სხვაგან, ვფიქრობ არ ნიშნავს იმას, რომ ქოლგამ საერთოდ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება. აქ მთავარი კონკურენციაა და ეს სიტყვა მხოლოდ ქიშპობას რომ არ ნიშნავს თქვენც ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.
ეხლა კი საქმეზე: გუშინ ვესაუბრე ერთ-ერთი აქაური (გარმანული) ჟურნალის რედაქტორს, რომელიც დაინტერესებულია სამხედრო თემატიკით და სიამოვნებით გამოთქვა სურვილი პრიზის დაწესებაზეც და ფოტოების შეძენაზეც, ოღონდ კლიშეები დააწესა, რომ თემატიკა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ნომინაციის ჩამოყალიბება შეიძლება, მხოლოდ ჟურმალ-გაზეთების სურვილების გათვალისწინებით. ეს ხომ ფოტოგრაფებსაც წაადგებათ, თუ მათ ფოტოებს იყიდიან და ქოლგასაც ეყოლება კონკურენტი, თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ კონკურსის შესაძლებლობები მხოლოდ კონკურსის ბოლოს კატალოგის გამოშვებით არ შემოიფარგლება და ფოტოებს თვიანთი დანიშნულებაც მოეძებნებათ. არა მგონია საქართველოში რომელიმე ჟურნალ-გაზეთმა უარი თქვას მსგავს კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, ამა თუ იმ ნომინაციაზე თუნდაც მხოლოდ პრიზის დაწესების კუთხით. ასე რომ
ძლიერნო ამა კლუბისა , ამოქმედდით. დროა საქართველოში, თუდნაც ფოტოგრაფიის კუთხით მაინც არ გვქონდეს ერთპიროვნულობა და მონოპოლიზმი.
წარმატებები ყველას
Nino Baidauri
May 5 2011, 15:52
Nikke Gabedavaმე რომ დაბრაკულები 2011-ის ორგანიზატორი ვიყო, სიამოვნებით მივიღებდი ყველა მაგ ფოტოს ბოლოს წინას გარდა : ))))) და თავიდან დაგამუშავებინებდი
Added @ [mergetime]1304596484[/mergetime] besos,
სრულიად მართალი ხართ, მონოპოლიაა პრობლემა და ყველა პრეტენზიის წყარო.
tsumbusha
May 5 2011, 16:06
ნამდვილად ვიცი რო ქოლგა არაა კარგი კონკურსი და არც ალტერნატივა აქვს, მაგრამ ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაწყოფას, და ნუ გავბოროტდებით თუ ფოტო არ მოხვდა ქოლგაზე დიდი ამბავი ეხლა ქოლგაც არ მყავდე მაგნუმი რა გწყინთ ვერ ვხვდები.
ასე რომ ნუ მივაყენებთ ნურც გასულ ფოტოების ავტორებს შეურაწყოფას და ნურცე ვერ მოხვედრილი ფოტოების ავტორებს, რაც არ უდნა ცუდი ფოტო იყოს იმას ავტორისთვის მაინც რაღაც ღირებული აქვს თუდნაც ტკბილი მოგონება ამიტომ ნაგავის ძაღილი ჩემის აზრით არაა მართებული

აი ვემხრობი ერთიკაი კონკურსის მოწყობის იდეას
Added @ [mergetime]1304597419[/mergetime] NIKKE შენი მეორე ფოტო რაც დადე მაგრა მომწონს ძაან ძლიერი კადრია ყოჩაღ მაგ ფოტოსთვის

პ.ს. არჩერის ფოტოებიდან ბევრი იმსახურებდა ნამდვილად მოხვედრას და მართლა კარგი ფოტოებიც აქვს მაგრამ მაინც არაა ლამაზი გასულ ფოტოებს ნაგავი უძახო.
Nika Gabedava
May 5 2011, 16:30
Nino Baidauri,
tsumbusha,
ძალიან დიდი მადლობა
Nino Baidauri,
Ever Dream
May 5 2011, 21:33
მდა..
უ ვერბლიუდა დვა გორბა.. ოტ ტოვო შტო ჟიზნ'.. ბორ'ბა.. : )))))))))
Mikheil Samkharadze
May 6 2011, 12:32
ხალხნო და ჯამაათნო
მაგ ლინკების დადებით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ღმერთმა დამიფაროს..
ძალიან საწყენია რომ ეკატერინას რომელსაც ძაალიან კარგი მაკროები აქვს, ყვავილების, იმ ფოტოებს უწუნებენ და ეს გადის.. ჟანრი ეკატერინას საუკეთესო ასპარეზი არაა და უკეთესი იქნებოდა ფართო მასებს მისი უფრო წარმატებული მიმართულება ენახა, რაც უცხოა ქართულ სივრცეში.. ასეთ ელემენტარულს ვერ ხვდება ჟიური.. ჩაცუკვლა ადამიანებზე უკვე კომპლექსს ჰგავს, სხვა ჟანრების არ დანახვა ნიშნავს რომ ფოტოგრაფიის გაგებაში არაა არც ჟიური და არც ორგანიზატორი..
მე დავწერე ერთხელ და კიდევ გავიმეორებ, ცუდი ფოტოები არაა, მაგრამ არც საუკეთესო არაა.
დიტო, მე თუ დავწერე ერთხელ კომენტარი "ვა რა მაგარია" არ ნიშნავს, რომ მე ვისურვებდი იმ ფოტოს საუკეთესო 100 ფოტოს ჩამონათვალში. მემგონი ყველა წელს იყო მაგ შადრევანთან გადაღებული ფოტო ქოლგის კატალოგში და არ გამკვირვებია კიდევ ერთი მსგავსი სურათი რომ გავიდა ამ წელსაც. ეტყობა ეგ ბესო ხაინდრავას საყვარელი შადრევანია.
მე ისევე როგორც თქვენ მაქვს აზრის გამოხატვის უფლება და ზოგიერთზე ალბათ უფრო მეტადაც და ფართო მასებისთვისაც შემიძლია ხმის მიწვდენა. ჩემი დის ფოტოც გავიდა, ვთვლი რომ ის ნორმალური ფოტოა, მაგრამ არა საუკეთესო რაც გაიტანა. გაცილებით კარგი კადრები აქვს მიტანილი. და რა ვქნა ახლა აღარ ვთქვა რომ უგემოვნობაა ქოლგაზე და უცნაური მიკერძოებულობა?
ძალიან არ მაინტერესებს თუ ვინმეს წყინს ის რასაც აქ ვწერ. ეგ ჩემი პრობლემა არაა. თუ ზოგიერთი ვერ ამჩნევს, რომ ვერ გასული ფოტოების დიდი ნაწილი გაცილებით საინტერესოა ვიდრე ისინი რაც გავიდა, მე ვურჩევ შეეშვას საერთოდ ფოტოგრაფიას და რამე სხვა საქმეს მიხედოს.
kesha
შენი სპილო მალე ან ბატუტს ჩახევს, ან სახურავს გაამტვრევს და გაფრინდება

მაგარი კაცი ხარ!!!
სრულიად გეთანხმები ყველაფერში.
Mikheil Samkharadze
May 9 2011, 11:19
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ წლის "საუკეთესო" 100 ფოტოს
kesha,
მეტს რას მოთხოვთ ერთადერთი ფოტოკონკურსისაგან რომელიც საქართველოში ტარდება?
Nino Baidauri
May 9 2011, 16:14
შენც კაი ვინმე ხარ აბესალომ რა

ოლალა, ქოლგის ორგანიზატორი ხომ არა ხარ შე კაი კაცო.
რას ქვია რას მოვითხოვთ. რაკი ერთადერთია, ტაში ვუკრათ? ამაზედაც გმადლობ უფალოო?!
ერთადერთი რომაა და ეს რომაა პირველი პრობლემა, თავს რომ გაუვიდათ, რას ვლაპარაკობთ ამდენი ხანი აბა.. ბიჯოს...
User-Nikala
May 9 2011, 16:39
ფოტოები იქნება ახალი ორიგინალური ტექნოლოგიით დაბეჭდილი, თუ რაღაც ისეთი რაც აქამდე საქართველოში არ გაკეთებულა. ვოტ ვამ ი ნოვოსწ )))
tsumbusha
May 9 2011, 17:33
ვაა რა საინტერესოა ნეტა როგორი ხარისხითაა დაბეჭფილი
Mikheil Samkharadze
May 9 2011, 19:29
ალბათ მეტალის ფურცლებზე იქნება დაბეჭდილი
LOOSER
May 10 2011, 00:24
PART 2

ვერ იზ იმოუშენს აFთერ ექსფოზიშენ
მთელი ბოკეს სასტავი იქ იყო და თუ ასე ძალიან არ მოგწონთ რას დადიხართ, გაკრიტიკებას მერეც მოასწრებთ ალბომი რომ გამოვა. :/
tsumbusha
May 10 2011, 10:39
არ მოწონება არ მისვლასთან არანაირ კავშირშია, შეიძლება არ მოგწონდეს მაგრამ ინტერესის გამო როგორ გამოიყურება თვითონ გამოფენაზე და ამას პლიუს ახლობლების სანახავად მიხვიდე.
ხო ეხლა კონკურსი ორგანიზება იყო ჩემი აზრით უმაღლესი, ყველანაირ ტექნიკურ მხარეზე 10 -იანი მაგათ, ჟიურის ორიანი როგორც ყოველთვის 90 პროცენტი არ ვარგოდა
ნუ პროგრესი არის ე.ი. აშკარად ))) შარშან ორგანიზებაც ორიანზე იყო
LOOSER
May 10 2011, 11:40
ახალ ბეჭდვაზე კარგს ვერ ვიტყვი

როგორც ყოველთვის მწვანე ფერი დაკრავს კადრს, სუფთა შავთეთრი არაა და მოკალი თუგინდა

მუჭებით ნაყარი "ხმაური" კადრზე.
დანარჩენი კარგი იყო. წინებთან შედარებით ბევრად კარგი იყო.
ორგანიზებაში 10 კიბეს ერთად ავიდნენ
Nino Baidauri
May 10 2011, 12:03
შარშანდელთან შედარებით მართლა ნახტომია დიდი.
ყველა მხრივ. გინდა ფოტოების, გინდა ორგანიზების და ფოტოების წარმოდგენის მხრივ.
ბევრი ხალხი რომ იყო და ვეღარ ვსუნთქავდით, მაგას ქოლგას ვეღარ დავაბრალებ
User-Nikala
May 10 2011, 12:51
ყველაფერი იყო კარგი, ჩემი ფოტო იყო სასტიკად ლურჯი, ეტყობა შეცივდა ))
Nina Minzoni
May 10 2011, 13:05
Nikoloz Mameishvili,

და ჟიური ისევ პოლონური იყო?
Natalie30
May 10 2011, 14:02
მაგარი ფოტოებია. აღფრთოვანებული ვარ. რამდენს მუშაობთ თურმე...
Mikheil Samkharadze
May 10 2011, 14:25
ჰო ორგანიზება აღნიშვნის ღირსია ნამდვილად..
ფოტოები თუ ვარგოდა 10 შემთხევიდან 9 უცხოელის იყო.. ძალიან ბევრი გაუგებარი და სრულიად უინტერესო კადრი იყო, თუმცა შარშანდელთან შედარებით ორგანიზების ხარჯზე ეფექტური გამოდგა.
ფოტოებს დეტალურად დავდებ მერე თავის კრიტიკით.
Added @ [mergetime]1305023267[/mergetime]
ჰო დამავიწყდა რომ ფერადი ფოტოები იყო რამდენიმე, მართლაც რომ მომეწონა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.