აქ რა ხდება თურმე

ეგაა ამდენი წელი რომ ვიძახი და ნამეტანი ცოტაა ის ხალხი ვინც გაიგო.
აი რა ლოცვას უნდა ამბობდეთ, ოღონ ირონიის და სარკაზმის გარეშე
გულწრფელად.QUOTE(Peso @ Oct 30 2009, 14:25)
ღმერთო მომეცი მესამე თვალი ესეთი ფოტოები რომ აღვიქვა ეგ მესამე თვალი 90% ცოდნაა რომელიც სულ ახალ და ახალ აღმოჩენებს გაგაკეთებიებთ და "მესამე თვალი" მოგეზედმეტებათ ნამდვილად.
პრობლემა იმაში არ არის მოსწონს ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, გემოვნება ისეთი რამ არის თუ არის ხო კარგი, თუ არა და არა, მაგრამ შუალედურიც არსებობს რაც საშინელებაა. იმიტოა საშინელება რო მარგინალური კარგი არაფერია და ზუსტად ის შუალედურია მარგინალური რაც საუბედურიდ რაღაცეების მტკიცებისკენ გიბიძგებს და შეუმჩნევლად სრული რეგვენის სახით წარმოგაჩენს.
ვერაფერი შვილი საქმეა იძახო მე არ მომწონსო რამეზე და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება მაქვსო. არმოწონების უფლებაც გაქვს და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაც რასაკვირველია,მაგრამ ეს აზრი რაღაცაზე ხომ უნდა ეყრდნობოდეს, რაღაცა ხომ არის ამ აზრის ჩამოყალიბების მიზეზი? ხოდა ის რაღაცაა მთAვარი და არა მოწონება არ მოწონება.
რა შეიძლება იყოს ის რაღAცა? გაეცით ამ კითხვას პასუხი და მერე გააგრძელეთ მსჯელობა.
ფეხბურთს ყველა ვთამაშობთ, ყველას შეგვიძლია ვიკამათოთ, გავარჩიოთ მატჩები თუ თითოეული ფეხბურთელის თAმაში
ძალიან ხშირად თAვს უფლებას ვაძლევთ ისეთი აზრები გამოვთQვათ გეგონება ფეოლა, მენოტი, ფერგიუსონი, ვან გაალი და ძმანი მათნი საერთოდ არაფერს წარმოადგენენ არამცუ ფეხბურთში არამედ არც არაფერში

, ამასობაში არაანაირი განათლება არ გაგვაჩნია და არანაირი საფუძველი ამ მსჯელობებში არ გვაქ გარდა საკუთარი ხშირად მცდარი შეხედულებების გარდა. ეს თამაშია და "მოსულა".
როცა ფოტოგრაფიაზე ან ზოგადად ხელოვნებაზე ვსაუბრობთ ასეთი მსჯელობა უბრალოდ არ "მოსულა"!
მიზეზი მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენში ჩადებულ სილამაზის და ჰარმონიის მექანიზმების შეცვლის მცდელობა ან უარყოფა შეუძლებელია, ამ მექნიზმების შესწავლაა მხოლოდ საჭირო და ახალ ახალის აღმოჩენა. დიდება უფალს იმდენია, რომ სრულიად შეუძლებელია ვინმემ ეს ქნას ბოლომდე. ეს რო ასე არ იყოს მაშინ არც არანაირ ხელოვნებას აზრი არ ექნებოდა.
მაგნუმი კიდე სულ სხვა თემაა ფოტოგრაფიაში და არა იმიტომ რომ მაგნუმია. ეს ფოტოები არ არის რაიმე გემოვნების ფოტოები, რომ თქვა მომწონს თუ არა, ეს მოთხრობებია და თუ მოთხრობა არ მოგეწონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფოტო არ ვარგა. სხვა და სხვა რამ არის ფოტოზე მსჯელობა და ფოტორეპორტაჟზე მსჯელობა. აქ მთავარი ის კიარაა შენ რა დაინახე, აქ მთAვარია მან რა დაინახა და მსჯელობაც ამაზე უნდა იყოს, ფიქრიც ამაზე უნდა იყოს და (იმის) დანახულის ანალიზიც.
ფოტოგრაფია იმხელა რამ არის, იმდენ რამეს მოიცავს ძირითAდს, შემდეგ იმდენი ნიუანსი ემატება, რომ ასე ხელახებით ლაპარაკი დილეტანტიზმიც არ არის, სასაცილოა უბრალოდ.