Help - Search - Member List - Calendar
Full Version: წერის მუღამი მაქვს
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2
Levan Sikharulidze
დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))

მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: ))
საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება)
ვიწყებ: )

----------------------------------------------------------------------------------------------------------------


დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ....
მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო....
კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს.
ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
Iki Bazadze
ხო ასწორებს მაღალი ჭერი!!!
Levan Sikharulidze
Iki Bazadze,


аრ аრის аუცილებელი იყოს მаღаლი, ჭერის სаკმаრისიа: )
User-Nikala
ცოტათი სასაცილო შესახედავი კი იყო,მაღალ სკამზე იჯდა,ცალი ფეხი მუხლში მოხრილი სკამის ტიხარზე ედო,მეორეს სინქრონულად აქნევდა ჰაერში,თითქოს მუსიკას აყოლებსო,კარგად თუ დააკვირდებოდი მიხვდებოდი,ფეხს იმის გამო აქნევდა რომ იატაკამდე ვერ აწვდენდა. დაჟინებით უცქერდა მაგიდის კუთხეში დადებულ ოქროსფერ მონეტას,რომელსაც ფანჯრიდან შემომავალი ჩრდილი შუაზე ყოფდა.
Giorgi Dadiani
იქვე მაგიდაზე ფოტო იდო რომლის კუთხეებიც აცვეთილ გაქექილიყო,
ფოტოზე გოგოს შავთეთრი პორტრეტი იყო გამოსახული რომლის თვალებშიც სიცარიელე და შიმშილი ისახებოდა რაც უფრო ხშირად უყურებდა ბიჭი ფოტოს მით უფრო მალე იცლებოდა ლუდის ჭიქა და რაც უფრო მეტი ჭიქა იცლებოდა მით უფრო ვადაგასული ფირის ტონები ეძლეოდა არემარეს
oeeee
მერე სულ რომ გაუვიდა ვადა ყველა ტონს , ტონი სოპრანოსაც და ტონი მონტანასაც, და ლუდიც რომ გამოილია ბიჭი ფანჯრიდან პირდაპიც ცეცხლოვან სარეცხის თოკზე გადავიდა , სალტო გააკეთა და პირველ სართულზე მესემიჩკეს ჩაუჯდა კალთაში. მესემიჩკე კაცი ახალგაზრდა სამხედრო ფომაში გამოწყობილი თმახუჭუჭა გენერალი იყო. ბიჭი სამხედრო ყაიდაზე მიესალმა 2 ჭიქა მზესუმზირა შეიძინა ისევ მსუბუქად ისკუპა მაღლა და ცეცხლოვან სარეცხის თოკს გაუყვა. გაუყვა გაუყვა გაუყვა გაუყვა კიდევ გაუყვა ქვევით ჩამოიხედა და არაფერი არ ჩანდა. უზარმაზარი სპილოებიც რომელიც მისი სახლის წინ დადიოდნენ ასანთის ღერებათ ჩანდნენ. ბიჭს შეეშინდა მაგრამ შერცხვა რომ შეეშინდა, მაგრამ გაიხედგამოიცედა და მიხვდა რომ ვერავინ ვერ შეატყობდა იმას რომ შეეშინდა, თან თავისი დიდი მეგობრის, დარბაისელი ბოშა მეკობრის სიტყვები გაახსენდა, უშიშარები მხოლოდ გიჟები და მეკობრეები არიანო. დაფიქრდა და არც გიჟი იყო და არც მეკობრე. ისევ სალტო გააკეთა და თავის აივანზე დაბრუნდა, ამასობაში ტონი მონტანას და ტონი სოპრანოს ვადა უკვე გამოსვლოდათ
archigio
მოკლედ ეზარებოდა ახალგაზრდა ბებერ კრუხს გაცნობოდა მეზობლის კრუხების ნაამბობს მარა იცნობდა მთავარ კრუხს...


მარტო ერთს ვიტყვი ... კიდე სიცხე გაქ გიორგი??? თუ მუშტია შეშუპებული???



kakha kakhiani
გავიდა კიდევ 20 წუთი ბიჭს მეორე ჭიქა ლუდი მოუნდა და ვინაიდან და რადგანაც ბებო ზოიას ლუდი წყალწყალა იყო, ყაფლანამ (ამ ბიჯს ესე ერქვა) ნაბერეჟზნზე წასვლა გადაწყვიტა..

გადაურეკა წიკოს და წიკო და ყაფლანა წიკოს მამის შესტში ჩაჯდნენ და ნაბერეჟზნზე წავიდნენ

გზაში წიკო ბობ მარლის ნო ვომან ნო ქრაის უსმენდა
Levan Sikharulidze
archigio,

გიორგი ზის დa ჯaმრთელობს: )) ელოდებa ბებერ aხaლგaზრდa კრუხს, დaვaი თუნდaც aხლa: ))
უჭირaვს ლუდის ჭიქa დa სვaვს გaნმaრტოვებით: )))
მუშტი მოუდუნდa გიოს, მოუდუნდaaaa.......
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
chezitto
უცებ, რაღაც სასიამოვნო მუსიკის ხმა შემოესმა და იგრძნო როგორ აიტაცა მუსიკამ და როგორ წაიყვანა იგი ტრიალ-ტრიალით ღრუბლებისკენ, უკვე აღარც კრუხი ჩანდა, აღარც ,,მესემიჩკე,, აღარც გენერალი და აღარც ის კაფე რომელშიც სულ რამოდენიმე წუთის წინ ლუდს მიირთმევდა.......... უცებ შეშინდა....... მუსიკა კი კვლავ უთბობდა სულს და უფრო მაღლა და მაღლა მიაქანებდა...........

blink.gif
Rebecca
უეცარმა ხმაურმა დახურულ სივრცეში უცებ მოსწყვიტა ყველა ფიქრს, მის თეთღ ცივ და ცარიელ ოთახში მუდმივი და უკანასკნელ პერიოდში ერთადერთი "მეგობარი " იყო მოსული.
"ლევან ხომ იცი რომ შენთვისვეა უკეთესი თუ წესიერად მოიქცევი", მიმართა მან ბიჭს და სამედიცინო ინსტრუმენტები გამოაჩინა ჯიბიდან.
სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენს გმირს დიდი არჩევანი არც ჰქონია- თეთრი, უხეში ტილოსმსგავსი ნაჭერი ტანზე ისე მჭიდროდ ჰქონდა სემოტმასნული ,რომ სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა, კედლები უდრეკად იდგნენ, გასაქცევიც კი არსად იყო....


lol.gif angel.gif
Avtandil Mamulia
და ამ 4 კედელში მარტოდ მარტომ მოიგონა ფოტოაპარატი lol.gif
Nina Minzoni
ან სად უნდა გაქცეულიყო...თავის სამყაროში 4 კედელ შუა თავს კარგად გრძნობდა, იქვე ყავდა სპილოებიც, გენერალი "მესემიჩკე" , ბებო ზოია, რომელიც ხშირად ლუდით უმასპინძლდებოდა(სხვა გზა არ ქონდა ბებო ზოიას, თვითონაც უჭირდა, მაგრამ 1 კათხა ლუდს მუდამ იმეტებდა ამ რეალობას მოწყვეტილი ადამიანისთვის).
ექიმი წავიდა..რაღაც თეთრი ბურთულები დაუტოვა და მკაცრად მაგრამ თან თბილი ხმით სთხოვა--"ხომ იცი, უნდა დალიო..ეს ჩენთვის აუცილებელია"..
ისევ მარტო დარჩა, .გაცრეცილ ფოტოსთან, ოქროსფერ მონეტასთან და სხვის მოგონებებთან ერთად...
ერთი ლექსი აეკვიატა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ აივანზე თეთრ გაცრეცილ ფურცელზე დაწერილი იპოვა..მას არ ეკუთვნოდა, ვირაცამ უბრალოდ დაწერა და ქარს გამოატანა---იგი ფიქრობდა--ვის ეკუთვნოდა ეს ლექსი...თან გუნებაში იმეორებდა სტრიქონებს:
"მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები ზღვას.
ერთი ქალი ზის ნავში
მიუალერსე მას.
მიუალერსე, უთხარი
რომ სიყვარულის გწამს
თორემ ქალია იცოდე
წავა გაჰყვება სხვას!"

და იგი ისევ ფიქრობდა...და ცდილობდა წარმოედგინა--ვის ეკუთვნოდა ეს ლექსი..
batukela
ლექსის ავტორი ვერ გაიხსენა, მაგრამ სამაგიეროდ ოთახის კუთხეში მიგდებული ძველი გიტარა აიღო და იმ დღეს ნაბერეჟნზე მოსმენილი ნო ვუმენ ნო ქრაი აეკვიატა, აეკვიატა და გიტარაზე დაკვრა დაიწყო..
უცბად გაჩუმდა, გიტარა გვერდზე გადადო და ფანჯარასთან მივიდა სადაც ძველი ტახტი იდგა..
წამოწვა და ჭერს დაუწყო ყურება, სადაც ფოსფორის ვარსკვლავები იყო აქა-იქ, რომელიც იშვიათად თუ ბჟუტავდა..
-ნოო ვუმენ, ნო ქრააი
უცბად ვიღაც შემოიპარა ოთახში, თითქოს შემოიპარა, მაგრამ ყაფლანასათვის (ღმერთო ჩემო რა არარომანტიკული სახელია) შეუმჩნეველი არ ყოფილა ჟოზეფინას ნაზი ნარნარი..
თხელ სარაფანაში, რომელსაც ლანდი გასდიოდა მზის შუქზე..
ყაფლანამ ვნებიანი მზერა მიაპყრო ახლადშემოსულს და თვალები გაუნაბა, მაგრამ ნაძალადევი ღიმილი შერჩა სახეზე..
ეს ხომ მისი გადაღძუებული მეზობელი კლაურა იყო!
შაბიაბნისფერ დაძონძილ ხალათში გამოწკეპილი.. ჩრატუნით მივიდა ყაფლანასთან და ტუჩები გამოუბზიკა საკოცნელად..
batukela
user posted image
ეს ყაფლანა და მისი ჭერი..
Nina Minzoni
"მესემიჩკე" გენერალი

user posted image
Kapo
მაგ დროს მხედრიონი ბოლო წუთებს ითვლიდა, თუმცა ჩვენ და ჩვენი ბიჭები როგორც შეგვეძლო ისე ვატრაკებდით. წამალი იყო საყიდელი და მაყუთი გვჭირდებოდა.
ხუთნი ვიყავით. პირველივე სადარბაზოსთან შევუხვიეთ და ყველაზე მდიდრული კარი რომელიც იყო დავაკაკუნეთ. არავინ გააღო, მერე ხრუშამ ჩამოსწია სახელური და არ შეაღო?... სახლი არც ისე მდიდრული გამოდგა, როგორიც კარი ჰქონდა. კაი დიდი სახლი კი იყო, გავნაწილდით და ოთახები დავიარეთ. ჯერ სამზარეულოში შევედი, ლუდი იდგა Yაზბეგის ბოთლით, ნახევრად დაცლილი(ან ნახევრად სავსე) მოვსვი და იქვე ოთახისკენ წავედი, კარი ნელა შევაღე, მეთქი ვინმე არ იყოს, გვერდულად შევიხედე ცალი თვალით და რას ვხედავ, ლოგინში არ კოტრიალობს მასტი ვირაც ბებრუხანასთან ერთად... მეთქი თქვე ბოზ. აბა დროზე მეთქი გამოდით გარეთ... ჯერ ისე რა ტეხავს მაგ დროს ვინმე რომ დაგადგება და ახლა ავტომატით. სულ ცახცახით გამოცვივდნენ ოთახიდან. შერცხვათ საბანს ვერ იყოფდნენ, ხან ერთი აიფარებდა, ხან მეორე და ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს. სცილი დავიწყე, სხვებიც მოვიდნენ. ყველანი უნიღბებოდ ვიყავით, უნდა მიგვეცხრილა ის ახვრები იქვე თორე გაბო. დნენ . ძაღლობა კი ჩევნი იყო იმ დროს, მარა მაშინ უკვე ირეოდა სიტუაცია და სარისკოდ არ ღირდა, ამ ბოზ. ვინ მოგვკითხავდა რამეს. სანამ ამას გავიფიქრებდი ვიღაცამ ბახო და ბებერი კახპა არ გააგორა... მეთქი თქვენ ბიჭო -- ხომ არ გაქვთ რაებს აკეთებთ. ბიჭზე სროლა ვეღარ მოასწრეს... ბიჭი წავიყვანეთ და დავახვიეთ...
Kapo
სახლში წავიყვანე, ისენი უეჭველი შეჭამდნენ. მეცოდებოდა, ვერ მოვკლავდი, მარა ვერც გავუშვებდი ჩაგვიშვებდა ან ნებით ან უნებლიედ... მეთქი რა გქვია, კოტეო, კოტე მქვიაო. (მერე ბიჭებმა შეარქვეს ყაფლანა)
Magdu
ამ თემაზეც მოქმედებს წესები. იმედია რომ გადავიკითხავ, არავის და-"ვვორნა" არ დამჭირდება.
Levan Sikharulidze
-ყაფლაან როგორი იყო ისე ბებერი ლოგინში მოგვიყევიი რაა... უთხრა კუტუზოვამ
ამას ბიჭების სიცილი მოყვა...

ყაფლანმა ჩაიღიმა და სიგარეტს გაუკიდა. ოთახი იყო საშუალო სიდიდის. შუაში შუშის მაგიდა იდგა, რომელზედაც ბევრი ლუდი სიგარეტის ფერფლში ილესებოდა. ისეთი კვამლი იდგა ნათურა არ ჩანდა.... ღრუბელს ამოფარებულ მზეს გავდა...

შუშის მაგიდსთან მწვანე დივანი იდგა, რომელიც ჩაზნექილიყო და მყრალი სუნი ასდიოდა, ზედ ბიჭებს ისეთები აქვთ ნაკეთები, კიდევ კარგად გამოიყურებოდა. ტახტში იჯდა კუტუზოვა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა თან, რომ მოუკიდებდა თვალებს სასაცილოდ აელმებდა, მერე თავზე ხელს გადაისმევდა და ნამდვილი დონის გამომეტყველებას მიიღებდა. პირი ოდნავ ღია, ტუჩს გვერძე გაბზიკადვა და თავალებს მოდუნებულად ერთ წერტილში აშტერებდა.
ყეყეჩა იჯდა და აკიმარებდა,

-აუუ ეს სულ წავიდა მე მგონი. თქვა მერამბა და ამას ფილტვებიდან ამოსული ხმადაბალი გაცინება მოყვა....
-ყააფლაან სულ მაგ კედელთან როგორ უნდა იყო აყუდებული, მოდი არ გინდა? გაგისწორდება...
ყაფლანმა ზურგი კარებს კრა და ინერციით მაგიდისკენ წავიდა.მერაბმა გამზადებული, ხელში მიაწოდა და ქვედა ტუჩი ენით გაისველა.
ყაფლანმა ფეხი ტახტზე შემოდგა შარვალი აიკეცა, ჯგუტი მუხლს ქვემოთ მოიჭირა და ნემსი გაამზადა. ოთახში სიჩუმე იყო. სიგარეტის ნაფაზის, ბოლის გამოშვები ხმას გაიგებდით. ყაფლანმა თავი ზემოთ აწია და სიგარეტის ღრუბელი მისმა ცხვირმა გამოწოვა, ყაფლანმა ოდნაავ შეამჩნია ნათურა,ყვითელი შუქი, თავბრუ დაეხვა და მოწყვეტით იატაკზე დაეპერტყა...
batukela
თვალები რომ გაახილა ნათურა ოდნავ ბჟუტავდა..
ყეყეჩას კუთხეში ჩასძინებოდა..
ოთახში საშინელი ჩახუთულობა იყო..თავი უსკდებოდა ყაფლანას, გეგონება მთელი სამყაროს სიმძიმე მას აწვებოდა..
ფანჯარა გააღო, ცივი ჰაერი ესიამოვნა და რამდენიმე წუთით კისერმოღერებული მუხლებზე იჯდა ფანჯრის წინ..
ამ დროს დაბლა კუტუზოვამ ჩაიარა, ყაფლანას ერთი "პაჩკა" სიგარეტი ესროლა.. და დაუბარა გვიან შემოგივლიო..
ამასობაში ყეყეჩაც გამქრალიყო სადღაც..
დილის 8 საათი იქნებოდა..
ყაფლანამ რაღაც უღიმღამოდ ჩაიცვა და ლესელიძის ქუჩებს დაუყვა..
თავის საყვარელ, ძველ კაფეს მიაშურა.. სადაც მუდამ რაღაცის მოლოდინში იყო..
kakha kakhiani
კაფეში შევიდა და მაგარ პახმელიაზე იყო

წითლებში გამოწყობილმა ქერა ოფიციანტმა მენიუ მოუტანა და კითხა რას ისურვებთო..
წითელმა ფერმა კიდე უფრო აატკივა თავი და უთხრა -ერთი შენი ჭირიმე იქით მომიცადე ეხლავე მოვიფიქრებო

-თინა! დაიყვირა რამდენიმე წუთის მერე ყაფლანამ, მიდი ერთი ცხელი გოროხის სუპი დაადგი თავი მისკდება წვნიანი მესიამოვნებაო

გოროხის სუპიც მოვიდა, ისეთი გემრიელი იყო სულ ხაშივით წავიდა

კაი ნატახტარის პივაც მიაყოლა და მეგობარ გოგოს ნატკას დაურეკა

batukela
დიდხანს არ უსაუბრია ნატკასთან, თითქოს მან უსიტყვოდ გაუგო და მალევე გაუთიშა.. ყაფლანამ ისევ დაუძახა თინას და სთხოვა სუპი და პივა მის ანგარიშზე ჩაეწერა..
თინა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ბარში მიიმალა..
ყაფლანამ ყურს უკან ჩამალული სიგარეტს მოუკიდა, ასანთის ღერი მაგიდაზე დაცემულ წყლის წვეთზე ჩააქრო, შემდეგ საფერფლეში ჩააგდო ერთი გემრიელად გააბოლა.. კაფეს კარი გაიხურა და ჩქარი ნაბიჯით სახლში აირბინა..
ონდავ მიალაგ-მოალაგა არეული ოთახი, მაგიდიდან წინა დღის სასმელები და ნამწვავები აიღო ხელი გადაუსვა და შემდეგ კონიაკი დადო.. და ორი პატარა ჭიქა..
აბაზანაში შევიდა, თმები შეისწორა, ცივი წყალი შეისხა და ამ დროს კარზე ჩუმი კაკუნიც გაისმა..
უცბად შეიმშრალა სახე.. კარი გააღო და შეკრთა..
კარში მიდი ძველი თანაკურსელი ანანო იდგა..
წინ ორი ხელით ჩანთა ეჭირა და დარცხვენილი და ამავდროულად დაღვრემილი იდგა..
ყაფლანას ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა, 3 წელი არ ენახა ანანო, მაგრამ გულში სითბო იგრძნო.. ძველი დრო გაახსენდა, გაეღიმა და უცბად გაახსენდა რომ ისინი ისევ კარში იდგნენ..
kakha kakhiani
მაგრამ ისიც გაახსენდა რომ ნატკას ელოდებოდა სახლში და ანანოს მაშინვე უცებ მოუყომარა..
-რატომ მოხვედი ხომ მშვიდობაა?
-20 ლარს ვერ მასესხებ?
-რა პრობლემაა მოიცა.. და 20 ლარი გამოიტანა ყაფლანამ
-დიდი მადლობა არ დაგივიწყებ და ლოყაზე აკოცა
-არაფერს კაცო..და კარები დაუხურა

შემდეგ ისეც აბაზანაში შევიდა და თმები გაისწორა


lol.gif
batukela
kakha kakhiani სერიოზულად ვა angry.gif


მოკლედ მიქარა რა ყაფლანამ..
იმიტომ რომ ნატკამ დაურეკა მალევე, გადაუდებელი საქმეები მაქვს და ვერ მოვალო..
ყაფლანამ უცბად ჩაირბინა კიბეები და ანანო შეაჩერა:
-ბოდიში,გეხუმრე, როგორ დაიჯერე რომ ამდენი ხნის უნახავს ასე გაგიშვებდი?
ანანომ უხერხულად გაიღიმა, მიზეზად მოტანილ ოც ლარიანს მექანიკურად კუჭავდა გრძელი თითებით..
ყაფლანას კონიაკი და ორი ჭიქა აეღო მაგიდიდან..
და ანანოს ყავა შესთავაზა..ძველ დროს იხსენებდნენ.. ლექტორებს, ძველ ჯგუფელებს და ერთმანეთს..
Kapo
იმ დღესვე გავიჩხირეთ, ჩემთან... ყაფლანას ტარიანი მივაწოდეთ, კინაღამ ჩაგვაკვდა ეგ ნაბო... ჩვენ ბევრი მოგვივიდა, ტრუპებივით დავეყარეთ, მეორე დღეს ძლივს გავახილე თვალი, გაქცეულა ის ნაბიჭ... ცოტა გამისწორდა კიდეც, მარა ცუდად რომ არ ვყოფილიყავი წავიდოდი და მივაცხრილავდი... იმის მერე ბედად არსად შემხვედრია, მალევე დავითესეთ რუსეთში....
User-Nikala
Kapo

გულახილად თქვი,ხალხი რას წერს არ კითხულობ ხო? lol.gif lol.gif
batukela
Kapo კაპო წაიკითხე რას ვწერთ რაა angry.gif
რეებს წერ angry.gif
Kapo
ანანო

მოწყენილი ვიყავი, მარტო ვგრძნობდი თავს. დავეხეტებოდი თბილისის მყრალ ქუჩებში, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი, მინდოდა ვინმე შემხვედროდა ნაცნობი. მინდოდა მელაყბა, მელაყბა უსაზღვროდ... სიგარეტი რომ გამითავდა უფრო მოვიწყინე, ფულიც არ მქონდა... ასე ვიარე, ვიარე სანამ ერთი ძველი მეგობრის სახლს არ მივადექი, არ ვიცი როგორ მოვხვდი, მაგრამ გადავწყვიტე ავსულიყავი, მომეკითხა ჩემი კურსელი კოტე, რომელიც ორი-სამი წელი არ მენახა...
ეტყობა სიგარეტმა გამათამამა, გავბედე და ავედი, ზარი დავრეკე, მაგრამ არ მუშაობდა, მოვტრიალდი და წავალ-თქო ვიფიქრე, მაგრამ მაინც დავაკაკუნე.
კარი რომ გამიღო ძლივს ვიცანი, თვალები ჩაშავებული ჰქონდა, გამხდარა კიდეც, ნანერვიულები ჩანდა.
-გამარჯობა კოტეე როგორ ხარ?...
-ანანო... არამიშავს.... შენ?.....
კოტე რაღაც უხასიათოდ შემხვდა, აფორიაქებული იყო, კარებში გაიბოტა და ვიფიქრე წავალ-თქო.
-მე... მე... შეგიძლია ფული მასესხო?...
სულ არ მინდოდა ფული, მაგრამ მისვლის მიზეზად მოვიფიქრე უცბად, იმან ჩემდა გასაკვირად მომაჩეჩა გამოვართვი და წამოვედი...
წამოვედი და სანამ აზრზე მოვიდოდი ვიღაცამ მომატრიალა, კოტე იყო, ხელი მომკიდა და სახლში ამიყვანა.... ფული იქვე მათხოვარს ჩავუგდე ხელში და გავყევი...

DIKARKA
lol.gif lol.gif
batukela
ოFFები წაგვიშალეთ რააა gavcitldi2.gif angel.gif


ასე ემართებოდა ხოლმე ხშირად ყაფლანას, ხან მხედრიონები ელანდებოდა, ხანაც უაზრო მკვლელობები.. ვერავინ გაიგო ეს საიდან ან რატომ უტრიალებდა თავში..
ასეა თუ ისე.. ყაფლანამ მიმოიხედა ოთახში, ანანო წასულიყო..
მაგიდაზე პატარა ფურცელი ეგდო, ზედ ნომერი ეწერა, ალბათ ანანომ დატოვა..

ყაფლანამ კურტკა მოიცვა და გარეთ გავიდა, საღამო იყო უკვე, თუმცა არ ბნელოდა..
გრილოდა..
არ იცოდა სად წასულიყო, უცბად ერთი აზრი მოუვიდა თავში..
levani7
But she looks in my eyes
And makes me realize
And she says "Don't worry baby"
Don't worry baby
Don't worry baby
Everything will turn out alright


1:58
რაღაც ფნტასმაგორიულიიიი სიტუაციაა შეიქმნაა



წაააააადიიი წადიიიიიიიიიიიიიიიი
შემეშვიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ბოროტოო სულოოოოოოოოოოოოოო


angel.gif
User-Nikala
მიმოიხედა და დაიხარა,თასმის შეხსნა დაიწყო,თან თვალებს ისე აცეცებდა აქეთ-იქეთ თითქოს დარწმუნებული იყო,რომ ვიღაც უთვალთვალებდა,თუმცა სულ ტყუილად,ქალაქში ღამის 4 საათი იყო,სამარისებულ სიჩუმეს მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა არღვევდა. ყაფლანამ ფეხსაცმელი გაიხადა,მაღლა ასწია და ისე გახედა როგორც გამოცდილი იუველირი ბრილიანტის თვალს უყურებს შესამოწმებლად.ოდნავ ხელში შეანჯღრია,დაბლა დახარა და საფენის ქვეშიდან დაკუჭული ფურცლის ნაგლეჯი ამოიღო. წამოდგა,ფურცელი გაშალა და წარბები სამჯერ ისე აათამაშა თითქოს დოღზე მოგებული ბილეთი სჭეროდა ხელში. ფურცელის ნაგლეჯზე მისი ბავშვობის მეგობრის მისამართი და ტელეფონის ნომერი ეწერა,რომელიც ამ რამოდენიმე დღის წინ შეხვდა გასვენებაში.საინტერესო იყო მათი შეხვედრა,თორმეტი წლის უნახავმა ორმა მეგობარმა ერთმანეთი ჩასასვენებლის აქეთ-იქეთ აღმოაჩინეს პროცესიის დროს,ორივე წინა რიგში იდგნენ,მხარზე გაედოთ სასახლე,თან წინ იყურებოდნენ რომ ფეხი არაფრისთვის წამოეკრათ,თან ერთმანეთს უღიმოდნენ დარცხვენილად.
ყაფლანა სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა სანაპიროსკენ ჩამავალ ქვაფენილს,მას მეგობრისკენ მიეჩქარებოდა,ნაბიჯს აუჩქარა,გზაზე ტაქსი შეამჩნია,ხელი ისე დაუქნია მნახველს ლენინის ძეგლი მოაგონდებოდა რამოდენიმე ათეული წლის წინ თბილისის ცენტრალურ მოედანს რომ ამშვენებდა. ტაქსში ჩაჯდა,მძღოლს ტავაზიანად მიესალმა და ფურცელზე დაწერილი მისამართი უთხრა.ყაფლანას ყურადღება უცბად ტელეფონის ნომერზე გადაერთო,ის ერთიანად დაიძაბა,წარბები რომლებიც რამოდენიმე წუთის წინ სიხარულით თამაშობდნენ ახლა ერთიანად მოიქუფრნენ.მარცხენა ხელით უხერხულად მოიქექა გაცრეცილი ყავისფერი ტყავის ქურთუკის ჯიბე და იქიდან ის ფურცელი ამოაცურა რომელიც ანანომ დაუტოვა მაგიდაზე.დაჟინებით დააცქერდა ორივე ნომერს და ერთიანად გაქვავდა....ნომრები ერთმანეთს ემთხვეოდა.ყაფლანა დაბნეული იყო,არაფერი ესმოდა,რატომ ემთხვეოდა მისი მეგობრის სახლის ნომერი იმ გოგოს ნომერს რომელთანაც ის აგერ უკვე 3 წელია პერიოდულად ურთიერთობდა? დიდხანს ფიქრობდა ყაფლანა,სანამ უეცრად მძღოლის ომახიანმა ხმამ არ გამოაფხიზლა:

-როგორ ფიქრობ გადადგება?
Nino Baidauri
- გადადგება?! ვინ?
მძღოლმა ისეთი ეჭვის თვალით შეხედა თითქოსდა უცხო პლანეტიდან ჩამოფრენილ მგზავრს, რომ ყაფლანა მიხვდა, სიტუაცია უნდა გამოეწორებინა.
- აა, პრეზიდენტი? ვნახოთ, ვნახოთ.
ყაფლანმა მანქანის ფანჯარა დაწია და თავი გაყო.
მძღოლი მინიშნებას ვერ ჩაწვდა და გულმოდგინედ დაიწყო დღის განმავლობაში ათასი ჯურის ადამიანთან გამოცდილი მონოლოგი. ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე, დიპლომებსა და ნარკომანებზე.
ამასობაში წვიმის გრილმა წვეთებმა ყაფლანას ლოგიკურად აზროვნების უნარიც დაუბრუნა და მძღოლის მონოლოგის ფონზე, რომელიც უკვე ისე მონოტონურად ჩაესმოდა ფიქრში, როგორც რულმორეულს მატარებლის გუგუნი, შესაძლო ვარიანტების დალაგებას შეუდგა. თუმცა ვარიანტი იყო ერთადერთი, ძალიან ბანალური. ისევე როგორც ყველაფერი "ცხოვრებისეული", "ჟიზნენის" რომ ეძახიან, ისეთი და ძალიან უსიამოვნო. ანანო მისი ბავშვობის მეგობრის ან ცოლი უნდა ყოფილიყო და ან საყვარელი. ნებისმიერ შემთხვევაში, რა მხედრიონელური მოკლე ჩართვებიც არ უნდა ჰქონოდა ყაფლანას პერიოდულად, მაინც არამორალურად ეჩვენებოდა ძმაკაცის ქალთან ურთიერთობა. მაგრამ ისიც ვერ გაეგო, რატომ უნდა მიეცა ანანოს იმ სახლის ტელეფონის ნომერი, სადაც იმ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მისი პოტენციური ქმარი ან საყვარელი უნდა ყოფილიყო. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ყაფლანა ანანოს ისეთ გოგოდ იცნობდა, "ჟიზენენი" ფილმებში რომ კდემამოსილი ასულები არიან ხოლმე და მამალი დედამთილები რომ ოცნებობენ ეგეთი რძლის პოვნაზე.
მოკლედ ამასობაში ყაფლანამ დანიშნულების ადგილსაც მიაღწია. მძღოლს, რომელსაც ამასობაში ლაპარაკის ხალისი დაჰკარგოდა, ფული მიაწოდა და მანქანიდან გადასვლისთანავე სიგარეტს მოუკიდა. დროის გასაყვანად და ბოლთის საცემად, სანამ მოიფიქრებდა, როგორ მოქცეულიყო. თან წასვლა უნდოდა და თან ცნობისმოყვარეობაც სძლევდა. მაინც ასვლა გადაწყვიტა. ჩაბნელებულ სადარბაზოში კიბეებს აუყვა, კატაც დააჩხავლა. კიდევ კარგი, იმდენად ბნელოდა ფერი ვერ დაინახა, ცრუმორწმუნე იყო ჩვენი ყაფლანა, კატა კიდევ კუნაპეტივით შავი გახლდათ. როგორც იქნა, მერვე სართულს ააღწია, ზარს მიაჭირა და მანამდე არ აუშვა, სანამ კარს უკნიდან ჩუსტების ფრატუნის ხმა არ მოესმა.
batukela
კარი უღიმღამოდ გააღო წითურმა, გრძელფეხება ასე დაახლოებით 25 წლის გოგონამ..
-აა, მოხვედი ყაფლან? შემოდი, ვახო იქეთაა პოლიტიკურ დებატებს უყურებს (ჩაიცინა ირონიულად ელენემდა თავი გააქნია)
ყაფლანა მეორე ოთახში გავიდა, სადაც ხორცისფერ დივანში მოკალათებული მისი ბავშვობის მეგობარი ვახო იყო.. რომელიც მუდამ პოლიტიკურ გადაცემებს უყურებდა, განსაკუთრებით მიტინგები იტაცებდა, ხალხმრავლობა უყვარდა, ასე ამბობდა, ამ ხალხში ჩემს სისხლს ვგრძნობო, თუმცა აზრი არ ჰქონდა ეს ხალხი ოპოზიცია იქნებოდა თუ პოზიცია, ხალხი ხალხიაო.. ფეხები პატარა სკამზე ჰქონდა შემოლაგებული, ხელში კი მობილური ეჭირა და შიგადაშიგ საჭირო ზარებს პასუხობდა.. ვახოს, დიდი საწარმო ჰქონდა, საპნებსა და ფხვნილების 2 ქარხანა მას ებარა, მაგრამ ამ მიტინგების დროს გაჩერდა წარმოება და ისიც სახლიდან იძლეოდა ბრძანებებს..
ყაფლანამ მხარზე მოუთათუნა ხელი ვახოს, რომელიც მთელი სერიოზულობით უყურებდა ტელევიზორს და ვერც გაეგო მეგობრის შემოსვლა..
-ვაა, ყაფლან, შენა ხარ? რამ შეგაწუხა ასე გვიან, ხომ მშვიდობაა?
- კი, კი ვახო, მშვიდობაა.. უი, იცი დღეს ჩემთან ვინ იყო? ვერც წარმოიდგენ.. გახსოვს ანანო?
-ანანო?
-ჰო, ჰო ანანო, რა გჭირს აი ჩემი თანაკურსელი რომ იყო.. ვახო, ანანო..
ვახომ წარბები აწია და უცნაურად გაიღიმა, თითქოს თქვა, ანანოს რა დამავიწყებსო..
- ჰო, ჩემთან იყო მოსული.. სულ არ შეცვლილა.. თუმცა რა შუაშია ანანო, მე სულ სხვა რამეზე მოვედი შენთან.. ერთი სათხოვარი მაქვს და ვიცი, უარს არ მეტყვი..
Nikusha23
mesame dgea ise saechvod shemomichndnen nevrozis chrchilebi
TiTqos nervebi Shalis dzafit moqsova bebom,
sul davichame aTive TiTze minis frchxilebi-
TiTqos yvelaze camisvia Tafli da erbo.
agar mekvreba mkerdze dzveli kabis didi gilebi-
TiTqos am TveShi sxvaze meti sachmeli mergo.
da uuh es cvimac rom agar SheCyda-ver gaShra zeca...
gushin axali fexsacmeli ra chkuit mecva.
saxlshi mosvlisas shemcvari tevzis suni rom meca-
mivxvdi am tevzma chems xasiats bolomde she................

მადლობა Fრინტას
Guja
ამასობაში გუჯა გაიჩითა, სისხლიანი თვალებით შეხედა ლევანას და ....
- არა ბატონო გუჯა, ნუ გამიმეტებთ, ამ ერთხელ კიდე მაპატიეთ, გემუდარებით
მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და რაღაცეებს ბურტყუნებდა თავისთვის, თვალებში უიმედობა, სასოწარკვეტილებ ჰქონდა
- შე ჟურნალსტო, ბრაზით ამოუვიდა სადღაც ხორხიდან გუჯას, ყაფლანას ლუდს ჭიკით ასმევ სადისტო?!
- მაგიც? იკითხა ლევანმა და გრძნობა დაკარგა....

ბოლო კადრი
წინა პლანზე მესამედში თვალებ არეული პირსისხლიანი გუჯა ნახევრად ცარიელი ყაზბეგის ბოთლით ხელში
უკანა პლანზე იტაკაზე გათხლაშული ლევანა
ანანოს კივილი , ელენეს ხითხითი და ზარი მოსკოვიდან




მშვენიერი სცენარი გამოვიდა
ახლა ადექით და ფილმი გადაიღEთ, თუ კინო არა ფოტოფილმი მაინც
ოღონ კაპოს სასტავს მე მოვიყვან და ბებრუხანას მაგივარად ლევანას მივახვრიტავ DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif

batukela
Guja lol.gif lol.gif ჰაჰააააააა lol.gif lol.gif lol.gif

ბრავო ბატონო გუჯა lol.gif lol.gif lol.gif

ვსო დავიწყოთ გადაღება და ეგაა lol.gif lol.gif
Levan Sikharulidze
Guja,
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
vakerman nekerman sekerman
ჩემი თვალით დანახული:
კაფეში მსხდარი ხელოვანთა ასოციაცია ერთმანეთში ფუსფუსებდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე გუჯა შემოვარდებოდა. არც არაფერი ანიშნებდა მის მოსვლას.
ჩვეულებრივი დღე იყო არც კარგი არც ცუდი. მე ვიჯექი და ვუყურებდი იქ მჯდარ ხელოვანებს, რომელთაც მე გავერიყე და ზედაც არ მიყურებდა. არ ვიცი რას ფიქრობნენ, ფაქტი კი ის იყო, რომ იქ არცერთს არ ვეპიტნავებოდი. პრინციპში პიროვნულად მე არავის არაფერს ვუშავებდი, უბრალოდ არ მოწონდათ ჩემი ხელოვნება, თავისი წესები ქონდათ თავისი აღქმის უნარი და ამიტომ ჩემი დაბალი დონის ხელოვნება მათთვის უინტერესო და მიუღებელი იყო. მე კიდე ვიჯექი და დღიურში რაღაცას ვწერდი. ჩემს წინ ორი წყვილი ზასაობდა და ძალიან მიშლიდა ნერვებს. ჩემთან ცხვირაბზუებული ოფიციანტი მოვიდა.
-რა გინდა? . ის მკაცრად იკითხა, რომ წამით დამავიწყდა კიდეც, რომ მისი კლიენტი ვიყავი.
-ყავა თუ შეიძლება. თან ჩემს წინ მჯდომ წყვილს გავხედე, რომლებიც ერთმანეთის ტუჩებს დაუნდობლად ზილავდნენ.
-როგორი? ისევ მკაცრად და თან რაღაც ოდნავი ცინიზმით მკითხა.
მე არც კი შემიხედია მისთვის.
-ხსნადი. და თან წყვილს შევხედე, რომელთა ენებიც გველგესლასავით ერთმანეთში სრიალებდა და თან ხალხსი დასანახათ. პროტესტის გრძნიბა გამიჩნდა, ავფორიაქდი, მინდოდა რაღაც ჩამერტყა ან დიდი სათლით ცივი წყალი გადამესხა ამ სყვილისთვის.
ოფიციანტმა ყავა დამიდგა მაგიდაზე. მაგრამ ისე უხეშად, რომ ოდნავ ლამბაქზედაც გადმოუქცა. ყვა იყო უფერული და გრილი. ყავა კი არა შარდი იყო ნამდვილი. წერის დროს ცოტა გავიჭედე და სიუჯეტის განვითარებისთივის რაღაცა მაკლდებოდა. ამიტომ ცოტახანი კალამი დავდე და ხელოვანთა ასოციაციას თუ სექტას გადავხედე. რომლებიც შეკრებილიყვნენ და რაღაცას უყურებდნენ. მეც დავინტერესდი. როცა კარგად დავაკვირდი დავინახე, რომ ეს ხალხი ცარიელ ტილოს უყურებდნენ და მსჯელობნენ, მის გენიალურობაზე. თან ვირაცა გუჯას ახსენებდნენ მხატვარს, რომელმაც ეს ტილო დატოვა კაფეში. ერთერთი ხელოვანმა ოდნავ უკან დაიხია, სათვალე ჩამოიცია და თქვა: გენიალურია! რა ფერები, რა კომპოზიცია. მე კიდე ვუყურებდი და აშკარად ცარიელი ტილო იყო. თქმას კი მოვერიდე, სამასხროდ არ ავიგდო თავი მეთქი. ამიტომ მეც დაჟინებით დავაკვირდი. მეორემ თქვა ასეთი ნახატი ჯერ მას არ შეუქმნია. ეს არის ეპოგეა! ეს არის ავანგარდი! ეს არის ხელოვნება! მე კი ძალიან შეშინებული და გაკვირვებული ვუყურებდი ამ ცარიელ ტილოს, რომელიც არაფერს არ მეუბნებოდა. კამათი ატყდა. ზოგი სურათის სახელის გამოცნობას ცდილობდა. ზოგი რას ამბობდა ზოგი რას. ამ სჟაბაასში იყო ხალხი როცა კარი ჟიქურ გაიღო და ვიღაცა ოფლიანი კაცი შემოვარდა რომელმაც განწირული ხმით იყვირა: “გუჟა მოდის!” და დაეცა. ხალხი შეცბა. Oფიციანტებმა წმენდა დაიწყეს, ხალხი აფორიაქდა ზოგი რას ამბობა ზოგი რას. მე ჟერ დავიბენი, მაგრამ მერე აზრზე მოვედი და წაქცეული კაცის გამოფხიზლება ვცადე. ის ის იყო, რომ გამოვაფხიზლე და ისევ გაიღო კარები. კარში ვიღაც ჭაღარა წვერიანი კაცი შემოვიდა. ჩემს მკლავზე დაწოლილმა სულმიხდილმა კაცმა გაიხედა და ესრეთღა ოდენ თქვა : გუჟ . . . და ისევ გული წაუვიდა. Aამ დროს ოთახში ვიღაცამ იყვირა გუჟაო და დაემხო ძირს. მასთან ერთად ყველა დაემხო! ფეხზე მხოლოდ ოფიციანკა, რომელსაც ხელები გადაჟვარედინებულად ბარზე დაედო და ზემოდან თავისი მკერდი თითქოსდა ვიღაცის გამოსაჟავრებლად გამოეფინა, მე, რომელიც სულმიხდილი კაცის გამოფხიზლებას ვცილობდი და ის სათვალიანი კაცი დავრჩით.
-რამეს ხო მარ ინებებთ გუჟა? იკითხა ოფიციანტმა და გაეღიმა.
-არაფერს. Uპასუხა გუჟამ. Aმის შემხედვარე ცოტა არ იყოს სახტად დავრჩი მთელი ხელოვანთა ასოციაცია ძირს იყო გართხმული და ხმას არ იღებდა. Gუჟა ფეხაჩქარებით, მაგრამ არც თუ ისე ნერვიულად მივიდა ტილოსთან და აიღო. ის ის იყო გამობრუნებას აპირებდა, რომ სათვალიანმა კაცმა ჰკითხა: უკაცრავად ბატონო გუჟა, მაგრამ ჩვენ აქ ვკამათობდით ამ ნაწარმოებზე და გვაინტერესებს მისი სახელი.
გუჟა ჟერ დაიბნა, ვერ მიხვდა რას ეკითხებოდა, მერე გადახარშა, ჩაიქირქილა და უთხრა: “ტრიაპკა”.
-ბოდიში?
-ტრიაპკა, ტრიაპკა ჰქვია.
-გმადლობთ.
Gუჟამ კაფე დატოვა თან ულვაშებში ირონიულად ეღიმებოდა. Mისი გასვლა და ამ ჩემი ცოდვით სავსე კაცის გამოფხიზლება ერთი იყო. მე გადავხედე დაჩოქილ საზოგადოებას და ფრიად სახტად დავრჩი.
მოხუცი კაცი კი თითებს აცკაპუნებდა და ბურტყუნებდა: ტრიაპკა . . . ტრიაპკა . . . უცბათ მასთან ახალგაზრდა გოგონა მივიდა, ცოტა ექსტრავაგანტული, ხუჭუჭა თმით და უთხრა: ხომ გითხარით ბატონო, რომ ამ ნაწარმოებს ნაჭერი ჰქვია.
მე ძალიან დაბნეულმა ფული გადავიხადე, ჩემი დღიური ავიღე და სასწრაფოდ მოვშორდი იქაურობას.
Guja
vakerman nekerman sekerman,

რას მერჩი კაცო რა დაგიშავე, ხო დავბრიდე ლევანა უკვეეეე lol.gif lol.gif lol.gif
vakerman nekerman sekerman
Guja,
DDDD.gif D: DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
vakerman nekerman sekerman
რაღაც კარგი მოიფიქრა ლევანმა და ჩვენ კიდე ჩავაბანძეთ და გავაუბედურეთ. ნუ, როგორც ქართველებს გვჩვევია ხოლმე. მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ნუ ესეც გვჩვევია ქართველებს, ჯერ უნდა დავანგრიოთ ბოლომდე და მერე ისევ ავაწყოთ, რაღაც ლეგოსავითაა DDDD.gif გასართობია. დაანგრევ ააწყობ დაანგრევ ააწყობ და ა.შ. სანამ ხელში არ შემოგეფშვნება და ამერიკელი მეზობელი არ მოვა სუპერ წებოთი DDDD.gif DDDD.gif მოკლედ დავიწყოთ, დავწეროთ! ვიგუგუნოთ!


მზე ისევ ისე ამოიდა, როგორც გუშინ წინ და ისევ ისე აპირებდა ჩასვლას როგორც გუშინ ამ დროს, მაგრამ მარიამი და მიკლოხო მაინც იჯდნენ და უყურებდნენ, როგორ ჩადიოდა მზე ზღვაში. ზღვა ირეკლავდა მზეს. მიკლოხო ქვებს აურებდა და ვერაფრით ხუთჯერ ვერ გაეცურებინა. მარიამი კიდე იჯდა და მელანქოლიურ, ეროტიკულ, სევდიან ხასიათზე გახლდათ. მიკლოხომ ბოლო ქვა გააცურა და უკვე მეათედ, რომ ვერ შეასრულა თავისი საწადელი ერთი კარგი შეაკურთხა ქვასაც, ამ თამაშიც მომგონსაც და იმ ადგილსაც. მარიამს გინება არ უყვარდა, მაგრამ უყვარდა მიკლოხო და ამიტომ მისი გინებაც ყურში ძალიან ცუდად არ ხვდებოდა.
(აი აქედან გააგრძელეთ. ორი რჩევა გამგრძელებელს 1. საჭიროა გამოკვეთოთ მოტივაციები 2. საჭიროა შეგვამზადოთ ალტერნატიული ფაქტორისთვის(ანუ პრობლემისთვის). აბა გააგრძელეთ
Nini Mamaladze
მარიამი მიკლოხოს სილუეტს ხედავდა და აკვირდებოდა, ცდილობდა გაერკვია მისი უყურადღებობის მიზეზი, თითქოს და მისი მოძრაობით რამეს გაიგებდა, მაგრამ ყოველთვის როცა ასე ჩაფიქრდებოდა, მიკლოხოს ხმა ამოატივტივებდა ხოლმე თავისივე მორევიდან.
მიუხედავად იმისა რომ წინა ავტორმა მიკლოხოს გულგრილობა მიაწერა, გმირს ამაზე არც კი უფიქრია და რომ ენახა რა თვისებებით შევამკეთ აუცილებლად დაფიქრდებოდა, ალბათ გამოასწორებდა კიდეც, მაგრამ მიკლოხო წიგნებს არ კითხულობს. ასე რომ ცხოვრება ჩვეული მდუმარებით მიიწელებოდა, მისი გულგრილობა კი გამოფხიზლებულ მარიამს კვლავ ფიქრებში ითრევდა.
vakerman nekerman sekerman
მარიამს ერთი სული ქონდა შეხებოდა მიკოხოს. ამისათვის, მხოლოდ საბაბს ეძებდა და ვერაფრით ვერ ეპოვნა. ძველი ხერხებიად არცერთი არ გამოდგებოდა. არც ცხოველების ყმუილი ისმოდა, მარიამს, რომ შეშინებოდა და ჩაკროდა მიკლოხოს და არც ისე ციოდა, რომ გათბობის მიზნით თავი მკლავში გაეყარა. მოკლედ მიზეზი ვერ ეპოვნა და მიკლოხოს მუჯლუგუნი გაკლრა, მიკლოხომ კი
oeeee
QUOTE
მიკლოხომ კი


მუჯლუგუნი ეგრე არ უნდაო,: თავი მოიქნია... და რაც ძალი და ღონე ქონდა შუბლით ჩაარტყა შიგ ცხვირში. მერე გაუღიმეს ერთმანეთს და ვიეტნამურ საფუნთუშის ცელქ მიმტანს კენჭების სროლა დაუწყეს ხელიხელგადახვეულებმა .
Nino Baidauri
..... კი დაასლოკინა და ნერწყვი სასულეში გადასცდა. ჰაერი ფილტვებში აღარ გადასდიოდა და ხველა დაიწყო. "იდიოტი", გაიფიქრა მარიამმა და იმის ნაცვლად, რომ ბეჭზე ხელი მაინც დაერტყა, წამოხტა და ბულვარის მიმართულებით წავიდა... დაუკმაყოფილებელი აგრესია იგრძნობოდა მისი ხელებისა და კურტუმის მოძრაობაში. გვერდზე არ გაუხედავს, ისე წავიდა შაუამიანის ცამეტ ნომერში. სადაც ერთი ოთახი ჰქონდა დაქირავებული მეგობარ ლამრიკოსთან ერთად. შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდა, ისტერიკულად აჭერდა ხელს ზარის ღილაკს, სანამ როგორც იქნა, ლილი ბებოს ყურს არ მიწვდა ხმა.
- მოხვედი? აღარ მიდიხარ?
- არრრა. _ უხეშად მიუგდო მარიამმა ლილი ბებოს და კარი შეიჯახუნა.
ლილი ბებომ თავი გადააქნია. არადა როგორ უნდოდა ლაპარაკი... ლილი ბებოს ყოველთვის უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ მისი მოსმენა არასდროს არავის უნდოდა. ძალიან მოკლედ გადაკრეჭილი თეთრი თმა ჰქონდა, ჭროღა თვალები, მაღალი თეთრი შუბლი და მკაფიოდ მოხაზული ტუჩები. კინოს პერსონაჟს გავდა... საგიჟეთში გამოკეტილ მოხუცს რემისიის პერიოდში. ვაი ლამრიკოსა და მარიამის ბედი, თუ კარი ღია დარჩებოდათ. დაუკაკუნებლად იცოდა შესვლა ლილიმ, კარებშივე დადგმულ სკამზე გოგოების მიყრილ ტანსაცმელს დააჯდებოდა, გამხდარ თითებში გოგოების მიცემულ სელპაკს ჭმუჭნიდა და პაუზის გარეშე ყვებოდა ძველი მდგმურების მოსაწყენ და ყოფით წვრილმანებს. ახლაც იფიქრა, გოგოების ოთახში შევალო, სახელური ჩამოწია, მაგრამ მარიამს კარის ჩაკეტვა მოესწრო. რაღას იზამდა, იქვე საწოლზე მიწვა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. ოთახში კი მარიამი ეგდო პირქვე საწოლზე და უკვე ნანობდა, რა ბზიკმა მიკბინა, რატომ გამოვიქეციო. იქნება და ხველა რომ გაუვლიდა მიკლუხოს, რა მომხდარიყო. ლამრიკო, როგორც ჩანს თავის ჯგუფელებთან წასულიყო. მიკლუხო, კისერზე პირსახოცმოგდებული მიდიოდა თავისი ბინისკენ და სულ არ ფიქრობდა, რატომ გაიქცა მარიამი. და რომც ეფიქრა, რა უნდა ეფიქრა აბა...
მაშინ არცერთმა, არც მიკლუხომ, არც მარიამმა, არც ლილი ბებომ, არ იცოდნენ....
archigio
რომ მარიამი ფეხმძიმედ იყო...
vakerman nekerman sekerman
ნუ მაინც და მაინც ფეხმძიმედ არა, მაგრამ პურის რიგების დროს, რომ იტყოდა აი ეგრე ფეხმძიმედ იყო. მაგრამ ეს ჯერ თვითონაც არ იცოდა. მიკლოხოს და მარიამს კი აერიათ ურთიერთობა ერთი დარტყმის გამო, მაგრამ მალე შერიგდებოდნენ, რადგან ნათქვამიც კი არსებობს: ბიოტ ზნაჩეტ ლუბიტ. თუმცა რაც ორი კვირის წინ მოხდა უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ დარტყმა. რადგან მიკლოხოს და მარიამის ურთიერთობა არც თუ ისე დალაგებული გახლდათ. ასეთი ურთიერთობა კი ბევრ ნერვიულობას, უხერხულობას და ცრემლებს მოიტანდა მაშ შემდეგ რაც მარიამი ტესტს იყიდდა და თავისი შარდით სავსე ერთჯერად ჭიქაში ჩააყურყუმალავებდა და ტესტის მაჩვენებელზე, pregnant-ის გასწვრივ ორი ხაზი გამოჩნდებოდა.
archigio
ის იყოდა ... მას შემდეგ, რაც შარდიის სუნით შეწუხებულმა, ცხვირზე ხელაფარებულმა ეს ავადსახსენებელი ორი მწვანე ჩხირი დაინახა,ხშირად ცქმუტავდა აზრებით ... რადგან ხორციელი ურთიერთობა არც არსოდეს ქონია მაკლოხოსთან... და გაახსენდა ის საღამო ... სანაპიროზე დარტყმის შემდეგ რომ გაცხარებული დაიძრა სახლისგენ და შურის საძიებლად გამვლელ ბიჭს ძალის დატანებით გაუღიმა ... თუმცა კი ის ბიჭი სახელად რაფიელი არც თუ ისე შეუხედავი გახლდათ...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.