Help - Search - Member List - Calendar
Full Version: წერის მუღამი მაქვს
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2
vakerman nekerman sekerman
ცოტა სიუჟეტი ძალიან აირიაო თქვა მიკლოხომ და გულდაწყვეტილმა ამოისუნთქა smile.gif
Nino Baidauri
მაგრამ ეს იყო მერე, მანამდე კი...

lol.gif
Kapo
მანამდე კი ვენებგადახსნილი ქუჩის ძაღლები რკინის მუსკულებითა და გალესილი კბილებით გლეჯდნენ ყველაფერს... lol.gif lol.gif lol.gif

და თუ გინდათ იგივე არ მოხდეს დროზე გააგრძელეთ lol.gif lol.gif lol.gif
vakerman nekerman sekerman
მანამდე კი მარიამმა ჩვეულებრივად გაიღვიძა, ადგა, ცოტა თავი შეუძოდ იგრძნო, თავბრუ ეხვეოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს შიოდა, მაგრამ ყველა საჭმელზე გული ერეოდა. თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა და რატომ დასჩემდა ეს ბოლო დღეებია თავბრუს ხვევა. ექიმთან უნდა წავიდეო ისიც კი თქვა. მაგრამ უცბათ გაახსენდა, რომ უკვე თვის ბოლო იყო და ამ თვის "სახადი" მოხდილი არ ჰქონდა. უცბათ ტანში სიცივემ დაუარა. ტანსაცმელი ჩაიცვა და აფთიაქში წავიდა. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა:
Irisi
"რა საცოდავები ვართ ეს ადამიანები.... არა მაინც, რა საცოდავები ვართ ეს ადამიანები, თუნდაც მე და მიკლუხო, ვიღაც ერთი მოცლილის მოგონილი ორი არსება, მეორე მოცლილმა რომ ერთმანეთზე თავი გვახათქუნებინა, მესამე მოცლილს რომ ძაან უნდოდა რაიმე პორნო-ეროტიკული სიტუაცია გაეთამაშებინა ჩვენით, მეოთხე მოცლილმა თავის ჭკუით დამაფეხმძიმა, აგერ მეხუთე მოცლილი კი მოვიდა და თავი იმის ფიქრით გამომიტენა თუ რა საცოდავები ვართ ეს ადამიანები... საცოდავები ვართ აბა რა ვართ?? ეეეჰჰ სადა ხარ მიკლუუუუხხხ..."
vakerman nekerman sekerman
Irisi,
ჰესე ამ თემაში არ წავა. თან ფორუმი მოცლილებისაა! ანუ როგორც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი თალესი ამბობდა გეიწიე ბიძია და ვისაც ცალია გაატარეო DDDD.gif
Marusa Pertia
ერთი ეული და გადარეული დღეს შუაღამეს და უკვე დილას მოჩვენებასავით დავდივარ ფორუმებზე.... არაფერი ახალი, საინტერესო..... სასიხარულო.... ისევ ნაცრისფერი და შავი ერთად ..... უსიცოცხლოდ...
უკვე გათენებას იწყებს....
შიშველ ცარიელ ქუჩაზე ისევ გაიარა ... არა ჩაიქროლა მანქანამ და შუა ცარიელ ქუჩაში შუქნიშანზე გააჩერა.... მოთმინებით დაელოდა მწვანე ფერს და გზა განაგრძო..... შუა ღამეს შუა შიშველ ქუჩაში რა უნდოდა შუქნიშანზე წითელ ფერს.... ისიც ჩემსავით ათენებდა ღამეს უზაროდ....
ერთხელ განცდილი გრძნობა აღარასოდეს დაბრუნდება მეორედ...

archigio
QUOTE
მეოთხე მოცლილმა თავის ჭკუით დამაფეხმძიმა


lol.gif
vakerman nekerman sekerman
QUOTE(Marusa Pertia @ Jun 1 2009, 06:08)
ერთი ეული და გადარეული დღეს შუაღამეს და უკვე დილას მოჩვენებასავით დავდივარ ფორუმებზე.... არაფერი ახალი, საინტერესო..... სასიხარულო.... ისევ ნაცრისფერი და შავი ერთად ..... უსიცოცხლოდ...
უკვე გათენებას იწყებს....
შიშველ ცარიელ ქუჩაზე ისევ გაიარა ... არა ჩაიქროლა მანქანამ და შუა ცარიელ ქუჩაში შუქნიშანზე გააჩერა.... მოთმინებით დაელოდა მწვანე ფერს და გზა განაგრძო..... შუა ღამეს შუა შიშველ ქუჩაში რა უნდოდა შუქნიშანზე წითელ ფერს.... ისიც ჩემსავით ათენებდა ღამეს უზაროდ....
ერთხელ განცდილი გრძნობა აღარასოდეს დაბრუნდება მეორედ...
*


შუქნიშნის წითელ ფერზე, ელასტიკურ ჯონს (ასე ეძახდნენ მას ბავშვობიდან), რომელიც ღამე შუქნიშნის წითელ ფერზე იყო გაჩერებული და თვითონაც არ იცოდა რატომ, ის დრო გაახსენდა, როცა მისმა მეგობრებმა იფიქრეს გავეკაიფებითო და დაბადებისდღეზე წითელი მოგრძო ფარფალა ნივთი აჩუქეს. თითქოს გასაგები ხუმრობა იყო და არაფერს ცუდს არ მოასწავლებდა, მაგრამ ჯონის ცხოვრებაში ამ წითელმა მოგრძო ფარფალა ნივთმა ყველაფერი შეცვალა.
თავიდან ამ ნივვთ დანიშნულება არ ჰქონდა ერთი ჩაკეტილი ელასტიკური ბიჭის ცხოვრებაში ცხოვრებაში, მაგრამ ერთხელაც უაზრო დღით დაღლილი ჯონი თავის ოთახში შევიდა და უკვე ტრადიციულად ჩვეული ბინძური საქმიანობის მაგივრად წითელი ფარფალა ნივთი დანიშნულების მიხედვით გამოიყენა. ამის მერე მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
Liza Niniashvili
ბევრი რამე შეიცვალა... ჯონის ბოლომდე სწამდა რომ ეს ცვლილება უკეთესობისაკენ წავიდა, თუმცა ცდებოდა... თავში მხოლოდ ერთი აზრი დასტრიალებდა "ჩვენზე არავინ ზრუნავს!"

დილით 8 საათზე გავახილე თვალები. როგორც ყოველთვის 10 წუთით ადრე სანამ მაღვიძარა გამაღვიძებდა თავისი მყრალი ხმით "дилинь, дилинь, дилинь, вставай бля немедленно", ტახტიდან წამოვდექი (უკვე 1თვეა რაც ტახტზე ჩაცმულს მძინავს) და აბაზანაში შევედი პირის დასაბანად. დედაჩემმა საუზმე მომიმზადა თუმცა ისევ არ მისაუმია. სამსახურამდე ფეხით მივედი. მომწონს ფეხით სიარული.
ოფისის კარებთან რომ მივედი ზურგჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და 30თეთრად ნაყიდი მწვანე სანთებლით მოვუკიდე.
ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და შევამჩნიე რომ ოფისში მარტო ვარ....
იმ დღეს ჩემი ყველა იმედი გაცრუვდა... ხელფასი 600 ლარით ჩამომიჭრეს. ვიჯექი და ვსვავდი ცივ უშაქრო ჩაის...

სადილზე ცივი ქათმის მწვადი მომიტანეს . ძალით შევჭამე და ბოლო ღერ სიგარეტს მოვუკიდე... ჯერ კიდევ დღის 2საათია მე კი უკვე სიგარეტის მთელი კოლოფი მოვწიე...
batukela
QUOTE
ბევრი რამე შეიცვალა... ჯონის ბოლომდე სწამდა რომ ეს ცვლილება უკეთესობისაკენ წავიდა, თუმცა ცდებოდა... თავში მხოლოდ ერთი აზრი დასტრიალებდა "ჩვენზე არავინ ზრუნავს!"

დილით 8 საათზე გავახილე თვალები. როგორც ყოველთვის 10 წუთით ადრე სანამ მაღვიძარა გამაღვიძებდა თავისი მყრალი ხმით "дилинь, дилинь, дилинь, вставай бля немедленно", ტახტიდან წამოვდექი (უკვე 1თვეა რაც ტახტზე ჩაცმულს მძინავს) და აბაზანაში შევედი პირის დასაბანად. დედაჩემმა საუზმე მომიმზადა თუმცა ისევ არ მისაუმია. სამსახურამდე ფეხით მივედი. მომწონს ფეხით სიარული.
ოფისის კარებთან რომ მივედი ზურგჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და 30თეთრად ნაყიდი მწვანე სანთებლით მოვუკიდე.
ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და შევამჩნიე რომ ოფისში მარტო ვარ....
იმ დღეს ჩემი ყველა იმედი გაცრუვდა... ხელფასი 600 ლარით ჩამომიჭრეს. ვიჯექი და ვსვავდი ცივ უშაქრო ჩაის...

სადილზე ცივი ქათმის მწვადი მომიტანეს . ძალით შევჭამე და ბოლო ღერ სიგარეტს მოვუკიდე... ჯერ კიდევ დღის 2საათია მე კი უკვე სიგარეტის მთელი კოლოფი მოვწიე...



უღიმღამოდ გაიარა დღემ.. არაფერი ახალი... მაგრამ არც ძველი ისმოდა რამე, თითქოს მარტო ვყოფილიყავი მთელს ქალაქში..
ისეთი დუმილი იყო, მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა.. გამაყრუებელ სიჩუმეს ალაგ-ალაგ ჩამვლელი არღვევდა..
600ლარი.. ცოტა ხომ არაა 600 ლარი.. მთელი დღე ეს მიტრიალებდა თავში..
ზურგჩანთაში სიგარეტი აღარ აღმომაჩნდა.. ესღა მაკლდა..
ოფისში შევიარე საბუთები ავიღე, სახლში გავაგრძელებ მუშაობასთქო..
მთელი დღე დეჟავუს შეგრძენა დამყვებოდა, მაინც რა უცნაური გრძნობაა გაგონდებოდეს ის მომენტი რომელიც მოქმედების დროს ხდება..
Liza Niniashvili
სახლში ისევ ფეხით წავედი. გზაში ისევ იმ სიმღერას ვუსმენდი... უკვე ერთი თვეა ვუსმენ მთელი დღე/ღამეების განმავლობაში. ველოდები როდის მომბეზრდება, მაგრამ არა, ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს...

სახლის კარებთან ვდგევარ. კარს არავინ მიღებს. ეტყობა არავინაა სახლში. გასაღები სამსახურში დამრჩა...
Kapo
QUOTE(PsixOdino4ka @ Jul 8 2009, 15:22)
სახლში ისევ ფეხით წავედი. გზაში ისევ იმ სიმღერას ვუსმენდი... უკვე ერთი თვეა ვუსმენ მთელი დღე/ღამეების განმავლობაში. ველოდები როდის მომბეზრდება, მაგრამ არა, ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს...

სახლის კარებთან ვდგევარ. კარს არავინ მიღებს. ეტყობა არავინაა სახლში. გასაღები სამსახურში დამრჩა...
*


იცი გამიხარდა კიდეც გასაღები რომ დამრჩა, სახლში მისვლა არც მინდოდა გულით...
ამ ბოლო დროს მარტოობის მძიმე სევდა შემომაწვა, მომბეზრდა ყოველდღიური ერთფეროვნება... ბავშვობიდან მქონდა ეს შეგრძნება, ყოველთვის მინდოდა სადმე გადაკარგვა, გაქცევა უცხო ხალხში, მაგრამ ვერასდროს მოვახერხე, იქნებ მეშინოდა კიდეც, ვინ იცის?...
პაპიროსი შემზიზღდა. საშინლად ამატკია თავი... ახლა უეჭველი დავანებებ თავს...

სად წავიდე.... სად წავიდე?....

ძველ ადგილს მივაკითხე, სანაპიროზეა. აყროლებულ მტკავრს გადავჩერებოდი პირდაპირ, ისე ერთი კაიფი კი დავიჭირე მანდ, თვალს თუ მეორე ნაპირს გაუსწორებ ასე გეგონება გემში ვზივარო, გეგონება დინებას მივყვებიო... ასწორებს, მარა მომბეზრდა, იქვე სკამზე ჩამოვჯექი, ხელები თავზე შემოვიწყვე და იდაყვები მივატყუპე, მაგრად მსიამოვნებს ასე რომ ვაკეთებ, რაღაც სკაიფო გრძნობა მეუფლება...

ყანჩამ გადაიფრინა ზუსტად ჩემს ზემოთ, წაგრძელებული ფეხები ჰქონდა, ჩემი ძველი შეყვარებულივით, ის გოგოც ეგეთი იყო, საშინლად გამხდარი და გრძელფეხება, ნეტა რა მომწონდა მასში?...

მუსიკა რაღაც საკაიფოდ შემომიძვრა, ძირს, ძირს, ძირს მეფეეე!!! ჩარკვიანი მაგრად მევასება, კაი ტიპი იყო ეგ...
ძირს მეფე!!!

ამ დროს ვიღაც გაღლეტილი ტიპი მომადგა ნაშასთან ერთად, მოტოციკლი საშინლად გრუხუნებდა, რაღაც დევიდსონის მსგავსი იყო, მარა ძველი ჯაბახანა... სადღაც ორმოცდაათი წლის ტიპი იყო, ვიცანი, როკ კლუბში ვხედავდი ხოლმე ადრე, დიდი ქლიავი სიფათი ჰქონდა, მარა საკაიფოდ კი უკრავდა ის ნაბიჭვარი... თან ნახე რა გოგო დაუთრევია?...

გააჩერეს ბაიკი და რაღაც შენობას მიეფარნენ...

ძირს მეფე!!!
მუსიკაა ერთადერთი ექსტაზი, რაც ჩემზე მოქმედებს. უმუსიკოდ ვერც ვიარსებებდი ალბათ.

ძირს მეფე!!!

ადრე ვიჯექი ძმაკაცის მოტოზე, ნათხოვარი მქონდა კაი ერთი თვე, საკაიფოდაც ავილეწე ერთი-ორჯერ, მაშინდელი შრამები დღემდე შემომრჩა მუხლის თავებზე, გოგოს გულისთვის ვითხოვე, თორე მე დიდი მოყვარული არ ვარ ასეთი რამეების...

ძირს მეფე!!!
უკვე თბილისს გამოცილებული ვიყავი და ყველაფერი მეკიდა, მაგრად მსიამოვნებდა ცივი ჰაერი რომ მხვდებოდა სიფათზე, ცრემლები რომ მომდიოდა ეგეც მაგრად მსიამოვნებდა და მუსიკა.... ძირს მეფე!!!

ბათუმში ჩავედი...
მუსიკა ყოველთვის ამძაფრებს ემოციას, ტატიანა და ზღვის ტალღების ხმა მომნატრებია...
ძირს მეფე!!!
battery is low
"მუსიკა ყოველთვის ამძაფრებს ემოციას, ტატიანა და ზღვის ტალღების ხმა მომნატრებია"



"... И среди людей больше копий, чем оригиналов..." _ ეს სიტყვები ტატიანამ მითხრა მაშინ როცა ცხოვრება გაბერილ ბუშტს ჰგავდა და დაცლილი ემოცია შემოხვეული ჰქონდა ჭიპლარად..

ბიძაჩემი ხშირად მიირთემვდა კონსერვის ნაწარმს.. ვიღაცის დაკონსრევებული ძაღლის ხორცი მას გემრიელი ეჩვენებოდა..ახლა კი ჩვენ ვხდებით ისეთ დაკოსნერევებულ ადამიანებს და მათთან ურთიერთობა გვაქვს ანუ მივირთმევთ დაკონსრევებულ სიტყვებს, ფრაზებს და მოქმედებებს...

ყველაფერი ის რაც ჩვენთვის გაუგაბეარია არასწორია ჩვენთვის..

აი რამდნეი რამ შეიძლება გაგახსენოს ერთმა სიტყვამ ან სახელმა "ტატიანამ"









Mano Svanidze
ბათუმში ჩავედი მაგრამ არ ვიცოდი ვისთან მივსულიყავი... იქნებ უბრალოდ ქუჩაში ხეტიალი მინდოდა?! მაინც და მაინც არც წასასვლელი ჩანდა...ხოდა სხვა რა გზა მქონდა?! ავდექი და დავიწყე ქუჩაში უპრაკუნოდ სიარული... რატომღაც ისევ ჩემი მეგობრების გაკეთებულ საჩუქარზე დავიწყე ფიქრი... ჩემს გადაწყვეტილებებზე... ცხოვრებაზე...მარტოობაზე...ისე შევყევი ამ ფიქრებს რომ ვერც კი შევნიშნე ისე მოსაღამოვებულიყო... სადმე უნდა წავსულიყავი... და თან მშიოდა... ხოდა იქვე ახლოს კაფე დავინახე და შევედი დასანაყრებლად... ნეტავ სულ არ შევსულიყავი...და წყეული ფული მაინც დამრჩენოდა ცოტა...
vakerman nekerman sekerman
ახლა კი პაწია შენიშვნა. ერთი ისტორია გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. დასაწყისი კვანძის შეკვრა კულმინაცია და ფინალი. ასეთი სისტემით. და ნუ გადაავდივართ ესეისტურ და ჰესეისტურ თხრობის სტილზრე, იმიტომ, რომ უინტერესო ხდება ყოველივე. DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif საინტერესო, რომ გამოვიდეს ყველაზე მარტივი ხერხი არის დეტეკტიური სტილი(არა ჟანრი არამედ სტილი) ანუ რაღაც არის დამალული და ბოლომდე ვეძებთ მას. ვოტ ტაკ. მოდი ასე გავაკეთოთ ახლა დავიწყებ და მივყვანოთ ბოლომდე. გავაკეთოთ დეტექტივი(კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა ჟანრი არამედ სტილი). P.S. ეცადეთ, რომ გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი დატოვოთ.
ფოსტის ჯიხურში შავგვრემანი, ჭაღარა შერეული კაცი იდგა. ჯიხურს საკმაოდ მოზრდილი ფანჯარა ჰქონდა. ჯიხურთან დიდი რიგი იდგა, ზოგი რას აგზავნიდა ზოგი რას. ერთერთი კაცი მივიდა და კაცს ჰკითხა ყველი და ქათამი მაქვს გასაგზავნი და შეიძლებაო. კაცმა ისე რომ წარბიც არ გატოკებია თითი ზემოთ აიშვია და კაცს ნაწერზე მიუთითა: "ყველის, ქათმის და ფუთკრების გაგზავნა სასტიკად აკრძალულია!". რიგში შემდეგი ქალბატონი იდგა. ქალბატონს ერთი პატარა ყუთი ჰქონდა გასაგზავნი. შავგვრემანმა კაცმა, რომელლსაც პირობითად მელიტონი დავარქვათ, შეათვალიერა ყუთი და ქალბატონს უთხრა, მარჯვენა კუთხეში მიბრძანდით და შეაფუთინეთ. ქალბატონი ჯერ დაიბნა ვერ გაიგო თავსგან მარჯვენა თუ მელიტონისგან მარჯვენა კუთხეში უნდა გაეხება მერე დაინახა სადაც ფუთავდნენ და იქით გაემართა. რიგში მესამე ჭაღარა შერეული, არა ქართული გარეგნობის კაცი იყო, რომლიც დანახვაზეც მელიტონს სახე აერია, თვალები მოჭუტა და კარგად დააკვირდა. მან გერმანული აქცენტით რუსულად უთხრა მელიტონს. "ჩიტირი მარკი ესლი მოჯნო!".
მელიტონმა უჯრა გამოაღო, იქიდან ვალტერი P 38 ამიღო, ხანში შესულ კაცს ცხრა მილიმეტრიანი ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედა და გაუჩინარდა. ქალბატონს კი რომელსაც ყუთი ესეს იყო შეეფუთა და გასაგზავნად ბრუნდებოდა თავის ქალის ნამსხვრევი და ტვინნარევი სისხლი მიესხა, გული წაუვიდა და იქვე გაიშხლართა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.