BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> წერის მუღამი მაქვს, ვწეროთ, ვიკითხოთ, ვწეროთ, ლიიიტერ

| |
Levan Sikharulidze
post Apr 13 2009, 00:33
#1 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


დღეს სტუმრები მყავდნენ ცოტა დაავლიეთ ცოტა საქმეზე ვისაუბრეთ, მერე წავიდნენ სტურები, ჩემ სიყვარულთან დავრჩი მერე სიყვარულიც წავიდა დროებით, მერე ნერვები მომეშალა არც სიყვარული და არც სტუმრები არაფერ შუაშია... ხოდა წერის მუღამზე მოვედი...: )))

მე დავწერ პატარა რაღაცას ამონაწერს. ვთქვათ და შემდეგმა ადამიანმა ვინც კომენტარს დაწერს მან გააგრძელოს ჩემი დაწყებული ისტორია: ))
საინტერესო წასაკითხი იქნება, გავაგრძელოთ წინა კომენტი, შეძლებისდაგვარად ლიტერატურულად. შეგვიძლია ერთი ფოტოც მოვიხმაროთ, მეტი არა, ოღონდ ისტორია არ დავასრულოთ,დავასრულოთ მხოლოდ მოქმედება)
ვიწყებ: )

----------------------------------------------------------------------------------------------------------------


დიდი პროსპეკტის ასვალტი ოდნავ აყრილიყო. რუხ დროს ამოეჭამა ქუჩა. შუაში კაფე გაეხსნათ. კაფე იყო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.კაფის მეპატრონეებს, მხოლოდ პირველი სართული შეეღებათ თეთრ ფერში. სახლი იყო ღია ნაცრისფერი. აივნები არ იყო გამოწეული. ერთ ავანზე წვიმისგან ხშირად დამბალ და შემდეგ გამშრალ კარადებს დაინახავდით, რომლის კარებებიც გამობურცულიყო და ნაპრალები გაეჩინა, მეორე აივანზე წითელ გახუნებულ პლასტმასის ტაშტს შეამჩნევდით, რომელიც დაეცარიელებინათ და იქვე დენის სადენებზე სარეცხი გადაეფინათ....
მტრედები ისე სულელურად და არეულად დაფრინავდნენ გარშემო....
კაფის პატარა გისოსებიან, ფანჯრებში მოჩანდა ბიჭი. დილის სიჩუმე და რბილად შეციებული სინათლე, ლურჯად ეფინებოდა, ღია ყავისფერ კედლებს.
ბიჭს ლუდით ნახევრად სავსე ჭიქა, ხელებში ისე მოეთავსებინა გეგონებოდათ ცხელი ჩაი ესხა და გულს ითბობდაო....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Iki Bazadze
post Apr 13 2009, 00:58
#2 

Photographer Photographer
5,984


ხო ასწორებს მაღალი ჭერი!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Apr 13 2009, 01:02
#3 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


Iki Bazadze,


аრ аრის аუცილებელი იყოს მаღаლი, ჭერის სаკმаრისიа: )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Apr 13 2009, 01:02
#4 

Amateur+ Amateur+
8,113


ცოტათი სასაცილო შესახედავი კი იყო,მაღალ სკამზე იჯდა,ცალი ფეხი მუხლში მოხრილი სკამის ტიხარზე ედო,მეორეს სინქრონულად აქნევდა ჰაერში,თითქოს მუსიკას აყოლებსო,კარგად თუ დააკვირდებოდი მიხვდებოდი,ფეხს იმის გამო აქნევდა რომ იატაკამდე ვერ აწვდენდა. დაჟინებით უცქერდა მაგიდის კუთხეში დადებულ ოქროსფერ მონეტას,რომელსაც ფანჯრიდან შემომავალი ჩრდილი შუაზე ყოფდა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Apr 13 2009, 01:04
#5 

Amateur+ Amateur+
1,081


იქვე მაგიდაზე ფოტო იდო რომლის კუთხეებიც აცვეთილ გაქექილიყო,
ფოტოზე გოგოს შავთეთრი პორტრეტი იყო გამოსახული რომლის თვალებშიც სიცარიელე და შიმშილი ისახებოდა რაც უფრო ხშირად უყურებდა ბიჭი ფოტოს მით უფრო მალე იცლებოდა ლუდის ჭიქა და რაც უფრო მეტი ჭიქა იცლებოდა მით უფრო ვადაგასული ფირის ტონები ეძლეოდა არემარეს

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
oeeee
post Apr 13 2009, 01:28
#6 

Amateur+ Amateur+
1,980


მერე სულ რომ გაუვიდა ვადა ყველა ტონს , ტონი სოპრანოსაც და ტონი მონტანასაც, და ლუდიც რომ გამოილია ბიჭი ფანჯრიდან პირდაპიც ცეცხლოვან სარეცხის თოკზე გადავიდა , სალტო გააკეთა და პირველ სართულზე მესემიჩკეს ჩაუჯდა კალთაში. მესემიჩკე კაცი ახალგაზრდა სამხედრო ფომაში გამოწყობილი თმახუჭუჭა გენერალი იყო. ბიჭი სამხედრო ყაიდაზე მიესალმა 2 ჭიქა მზესუმზირა შეიძინა ისევ მსუბუქად ისკუპა მაღლა და ცეცხლოვან სარეცხის თოკს გაუყვა. გაუყვა გაუყვა გაუყვა გაუყვა კიდევ გაუყვა ქვევით ჩამოიხედა და არაფერი არ ჩანდა. უზარმაზარი სპილოებიც რომელიც მისი სახლის წინ დადიოდნენ ასანთის ღერებათ ჩანდნენ. ბიჭს შეეშინდა მაგრამ შერცხვა რომ შეეშინდა, მაგრამ გაიხედგამოიცედა და მიხვდა რომ ვერავინ ვერ შეატყობდა იმას რომ შეეშინდა, თან თავისი დიდი მეგობრის, დარბაისელი ბოშა მეკობრის სიტყვები გაახსენდა, უშიშარები მხოლოდ გიჟები და მეკობრეები არიანო. დაფიქრდა და არც გიჟი იყო და არც მეკობრე. ისევ სალტო გააკეთა და თავის აივანზე დაბრუნდა, ამასობაში ტონი მონტანას და ტონი სოპრანოს ვადა უკვე გამოსვლოდათ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Apr 13 2009, 01:55
#7 

Photographer Photographer
8,572


მოკლედ ეზარებოდა ახალგაზრდა ბებერ კრუხს გაცნობოდა მეზობლის კრუხების ნაამბობს მარა იცნობდა მთავარ კრუხს...


მარტო ერთს ვიტყვი ... კიდე სიცხე გაქ გიორგი??? თუ მუშტია შეშუპებული???



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Apr 13 2009, 02:00
#8 
Unregistered





გავიდა კიდევ 20 წუთი ბიჭს მეორე ჭიქა ლუდი მოუნდა და ვინაიდან და რადგანაც ბებო ზოიას ლუდი წყალწყალა იყო, ყაფლანამ (ამ ბიჯს ესე ერქვა) ნაბერეჟზნზე წასვლა გადაწყვიტა..

გადაურეკა წიკოს და წიკო და ყაფლანა წიკოს მამის შესტში ჩაჯდნენ და ნაბერეჟზნზე წავიდნენ

გზაში წიკო ბობ მარლის ნო ვომან ნო ქრაის უსმენდა

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Apr 13 2009, 02:22
#9 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


archigio,

გიორგი ზის დa ჯaმრთელობს: )) ელოდებa ბებერ aხaლგaზრდa კრუხს, დaვaი თუნდaც aხლa: ))
უჭირaვს ლუდის ჭიქa დa სვaვს გaნმaრტოვებით: )))
მუშტი მოუდუნდa გიოს, მოუდუნდaaaa.......
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
chezitto
post Apr 13 2009, 03:19
#10 

NewBie NewBie
103


უცებ, რაღაც სასიამოვნო მუსიკის ხმა შემოესმა და იგრძნო როგორ აიტაცა მუსიკამ და როგორ წაიყვანა იგი ტრიალ-ტრიალით ღრუბლებისკენ, უკვე აღარც კრუხი ჩანდა, აღარც ,,მესემიჩკე,, აღარც გენერალი და აღარც ის კაფე რომელშიც სულ რამოდენიმე წუთის წინ ლუდს მიირთმევდა.......... უცებ შეშინდა....... მუსიკა კი კვლავ უთბობდა სულს და უფრო მაღლა და მაღლა მიაქანებდა...........

blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post Apr 13 2009, 03:56
#11 

Amateur+ Amateur+
5,674


უეცარმა ხმაურმა დახურულ სივრცეში უცებ მოსწყვიტა ყველა ფიქრს, მის თეთღ ცივ და ცარიელ ოთახში მუდმივი და უკანასკნელ პერიოდში ერთადერთი "მეგობარი " იყო მოსული.
"ლევან ხომ იცი რომ შენთვისვეა უკეთესი თუ წესიერად მოიქცევი", მიმართა მან ბიჭს და სამედიცინო ინსტრუმენტები გამოაჩინა ჯიბიდან.
სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენს გმირს დიდი არჩევანი არც ჰქონია- თეთრი, უხეში ტილოსმსგავსი ნაჭერი ტანზე ისე მჭიდროდ ჰქონდა სემოტმასნული ,რომ სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა, კედლები უდრეკად იდგნენ, გასაქცევიც კი არსად იყო....


lol.gif angel.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Apr 13 2009, 04:07
#12 

Amateur+ Amateur+
9,666


და ამ 4 კედელში მარტოდ მარტომ მოიგონა ფოტოაპარატი lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Apr 13 2009, 12:10
#13 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


ან სად უნდა გაქცეულიყო...თავის სამყაროში 4 კედელ შუა თავს კარგად გრძნობდა, იქვე ყავდა სპილოებიც, გენერალი "მესემიჩკე" , ბებო ზოია, რომელიც ხშირად ლუდით უმასპინძლდებოდა(სხვა გზა არ ქონდა ბებო ზოიას, თვითონაც უჭირდა, მაგრამ 1 კათხა ლუდს მუდამ იმეტებდა ამ რეალობას მოწყვეტილი ადამიანისთვის).
ექიმი წავიდა..რაღაც თეთრი ბურთულები დაუტოვა და მკაცრად მაგრამ თან თბილი ხმით სთხოვა--"ხომ იცი, უნდა დალიო..ეს ჩენთვის აუცილებელია"..
ისევ მარტო დარჩა, .გაცრეცილ ფოტოსთან, ოქროსფერ მონეტასთან და სხვის მოგონებებთან ერთად...
ერთი ლექსი აეკვიატა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ აივანზე თეთრ გაცრეცილ ფურცელზე დაწერილი იპოვა..მას არ ეკუთვნოდა, ვირაცამ უბრალოდ დაწერა და ქარს გამოატანა---იგი ფიქრობდა--ვის ეკუთვნოდა ეს ლექსი...თან გუნებაში იმეორებდა სტრიქონებს:
"მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები ზღვას.
ერთი ქალი ზის ნავში
მიუალერსე მას.
მიუალერსე, უთხარი
რომ სიყვარულის გწამს
თორემ ქალია იცოდე
წავა გაჰყვება სხვას!"

და იგი ისევ ფიქრობდა...და ცდილობდა წარმოედგინა--ვის ეკუთვნოდა ეს ლექსი..

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Apr 13 2009, 12:57
#14 

Amateur Amateur
15,132


ლექსის ავტორი ვერ გაიხსენა, მაგრამ სამაგიეროდ ოთახის კუთხეში მიგდებული ძველი გიტარა აიღო და იმ დღეს ნაბერეჟნზე მოსმენილი ნო ვუმენ ნო ქრაი აეკვიატა, აეკვიატა და გიტარაზე დაკვრა დაიწყო..
უცბად გაჩუმდა, გიტარა გვერდზე გადადო და ფანჯარასთან მივიდა სადაც ძველი ტახტი იდგა..
წამოწვა და ჭერს დაუწყო ყურება, სადაც ფოსფორის ვარსკვლავები იყო აქა-იქ, რომელიც იშვიათად თუ ბჟუტავდა..
-ნოო ვუმენ, ნო ქრააი
უცბად ვიღაც შემოიპარა ოთახში, თითქოს შემოიპარა, მაგრამ ყაფლანასათვის (ღმერთო ჩემო რა არარომანტიკული სახელია) შეუმჩნეველი არ ყოფილა ჟოზეფინას ნაზი ნარნარი..
თხელ სარაფანაში, რომელსაც ლანდი გასდიოდა მზის შუქზე..
ყაფლანამ ვნებიანი მზერა მიაპყრო ახლადშემოსულს და თვალები გაუნაბა, მაგრამ ნაძალადევი ღიმილი შერჩა სახეზე..
ეს ხომ მისი გადაღძუებული მეზობელი კლაურა იყო!
შაბიაბნისფერ დაძონძილ ხალათში გამოწკეპილი.. ჩრატუნით მივიდა ყაფლანასთან და ტუჩები გამოუბზიკა საკოცნელად..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Apr 13 2009, 13:16
#15 

Amateur Amateur
15,132


user posted image
ეს ყაფლანა და მისი ჭერი..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Apr 13 2009, 13:26
#16 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


"მესემიჩკე" გენერალი

user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Apr 13 2009, 14:05
#17 

Amateur Amateur
1,281


მაგ დროს მხედრიონი ბოლო წუთებს ითვლიდა, თუმცა ჩვენ და ჩვენი ბიჭები როგორც შეგვეძლო ისე ვატრაკებდით. წამალი იყო საყიდელი და მაყუთი გვჭირდებოდა.
ხუთნი ვიყავით. პირველივე სადარბაზოსთან შევუხვიეთ და ყველაზე მდიდრული კარი რომელიც იყო დავაკაკუნეთ. არავინ გააღო, მერე ხრუშამ ჩამოსწია სახელური და არ შეაღო?... სახლი არც ისე მდიდრული გამოდგა, როგორიც კარი ჰქონდა. კაი დიდი სახლი კი იყო, გავნაწილდით და ოთახები დავიარეთ. ჯერ სამზარეულოში შევედი, ლუდი იდგა Yაზბეგის ბოთლით, ნახევრად დაცლილი(ან ნახევრად სავსე) მოვსვი და იქვე ოთახისკენ წავედი, კარი ნელა შევაღე, მეთქი ვინმე არ იყოს, გვერდულად შევიხედე ცალი თვალით და რას ვხედავ, ლოგინში არ კოტრიალობს მასტი ვირაც ბებრუხანასთან ერთად... მეთქი თქვე ბოზ. აბა დროზე მეთქი გამოდით გარეთ... ჯერ ისე რა ტეხავს მაგ დროს ვინმე რომ დაგადგება და ახლა ავტომატით. სულ ცახცახით გამოცვივდნენ ოთახიდან. შერცხვათ საბანს ვერ იყოფდნენ, ხან ერთი აიფარებდა, ხან მეორე და ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს. სცილი დავიწყე, სხვებიც მოვიდნენ. ყველანი უნიღბებოდ ვიყავით, უნდა მიგვეცხრილა ის ახვრები იქვე თორე გაბო. დნენ . ძაღლობა კი ჩევნი იყო იმ დროს, მარა მაშინ უკვე ირეოდა სიტუაცია და სარისკოდ არ ღირდა, ამ ბოზ. ვინ მოგვკითხავდა რამეს. სანამ ამას გავიფიქრებდი ვიღაცამ ბახო და ბებერი კახპა არ გააგორა... მეთქი თქვენ ბიჭო -- ხომ არ გაქვთ რაებს აკეთებთ. ბიჭზე სროლა ვეღარ მოასწრეს... ბიჭი წავიყვანეთ და დავახვიეთ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Apr 13 2009, 14:20
#18 

Amateur Amateur
1,281


სახლში წავიყვანე, ისენი უეჭველი შეჭამდნენ. მეცოდებოდა, ვერ მოვკლავდი, მარა ვერც გავუშვებდი ჩაგვიშვებდა ან ნებით ან უნებლიედ... მეთქი რა გქვია, კოტეო, კოტე მქვიაო. (მერე ბიჭებმა შეარქვეს ყაფლანა)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Apr 13 2009, 15:52
#19 
Club Founder

Administration Administration
4,838


ამ თემაზეც მოქმედებს წესები. იმედია რომ გადავიკითხავ, არავის და-"ვვორნა" არ დამჭირდება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Apr 13 2009, 18:01
#20 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


-ყაფლაან როგორი იყო ისე ბებერი ლოგინში მოგვიყევიი რაა... უთხრა კუტუზოვამ
ამას ბიჭების სიცილი მოყვა...

ყაფლანმა ჩაიღიმა და სიგარეტს გაუკიდა. ოთახი იყო საშუალო სიდიდის. შუაში შუშის მაგიდა იდგა, რომელზედაც ბევრი ლუდი სიგარეტის ფერფლში ილესებოდა. ისეთი კვამლი იდგა ნათურა არ ჩანდა.... ღრუბელს ამოფარებულ მზეს გავდა...

შუშის მაგიდსთან მწვანე დივანი იდგა, რომელიც ჩაზნექილიყო და მყრალი სუნი ასდიოდა, ზედ ბიჭებს ისეთები აქვთ ნაკეთები, კიდევ კარგად გამოიყურებოდა. ტახტში იჯდა კუტუზოვა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა თან, რომ მოუკიდებდა თვალებს სასაცილოდ აელმებდა, მერე თავზე ხელს გადაისმევდა და ნამდვილი დონის გამომეტყველებას მიიღებდა. პირი ოდნავ ღია, ტუჩს გვერძე გაბზიკადვა და თავალებს მოდუნებულად ერთ წერტილში აშტერებდა.
ყეყეჩა იჯდა და აკიმარებდა,

-აუუ ეს სულ წავიდა მე მგონი. თქვა მერამბა და ამას ფილტვებიდან ამოსული ხმადაბალი გაცინება მოყვა....
-ყააფლაან სულ მაგ კედელთან როგორ უნდა იყო აყუდებული, მოდი არ გინდა? გაგისწორდება...
ყაფლანმა ზურგი კარებს კრა და ინერციით მაგიდისკენ წავიდა.მერაბმა გამზადებული, ხელში მიაწოდა და ქვედა ტუჩი ენით გაისველა.
ყაფლანმა ფეხი ტახტზე შემოდგა შარვალი აიკეცა, ჯგუტი მუხლს ქვემოთ მოიჭირა და ნემსი გაამზადა. ოთახში სიჩუმე იყო. სიგარეტის ნაფაზის, ბოლის გამოშვები ხმას გაიგებდით. ყაფლანმა თავი ზემოთ აწია და სიგარეტის ღრუბელი მისმა ცხვირმა გამოწოვა, ყაფლანმა ოდნაავ შეამჩნია ნათურა,ყვითელი შუქი, თავბრუ დაეხვა და მოწყვეტით იატაკზე დაეპერტყა...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Apr 13 2009, 18:37
#21 

Amateur Amateur
15,132


თვალები რომ გაახილა ნათურა ოდნავ ბჟუტავდა..
ყეყეჩას კუთხეში ჩასძინებოდა..
ოთახში საშინელი ჩახუთულობა იყო..თავი უსკდებოდა ყაფლანას, გეგონება მთელი სამყაროს სიმძიმე მას აწვებოდა..
ფანჯარა გააღო, ცივი ჰაერი ესიამოვნა და რამდენიმე წუთით კისერმოღერებული მუხლებზე იჯდა ფანჯრის წინ..
ამ დროს დაბლა კუტუზოვამ ჩაიარა, ყაფლანას ერთი "პაჩკა" სიგარეტი ესროლა.. და დაუბარა გვიან შემოგივლიო..
ამასობაში ყეყეჩაც გამქრალიყო სადღაც..
დილის 8 საათი იქნებოდა..
ყაფლანამ რაღაც უღიმღამოდ ჩაიცვა და ლესელიძის ქუჩებს დაუყვა..
თავის საყვარელ, ძველ კაფეს მიაშურა.. სადაც მუდამ რაღაცის მოლოდინში იყო..

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Apr 13 2009, 19:12
#22 
Unregistered





კაფეში შევიდა და მაგარ პახმელიაზე იყო

წითლებში გამოწყობილმა ქერა ოფიციანტმა მენიუ მოუტანა და კითხა რას ისურვებთო..
წითელმა ფერმა კიდე უფრო აატკივა თავი და უთხრა -ერთი შენი ჭირიმე იქით მომიცადე ეხლავე მოვიფიქრებო

-თინა! დაიყვირა რამდენიმე წუთის მერე ყაფლანამ, მიდი ერთი ცხელი გოროხის სუპი დაადგი თავი მისკდება წვნიანი მესიამოვნებაო

გოროხის სუპიც მოვიდა, ისეთი გემრიელი იყო სულ ხაშივით წავიდა

კაი ნატახტარის პივაც მიაყოლა და მეგობარ გოგოს ნატკას დაურეკა

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Apr 13 2009, 19:21
#23 

Amateur Amateur
15,132


დიდხანს არ უსაუბრია ნატკასთან, თითქოს მან უსიტყვოდ გაუგო და მალევე გაუთიშა.. ყაფლანამ ისევ დაუძახა თინას და სთხოვა სუპი და პივა მის ანგარიშზე ჩაეწერა..
თინა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ბარში მიიმალა..
ყაფლანამ ყურს უკან ჩამალული სიგარეტს მოუკიდა, ასანთის ღერი მაგიდაზე დაცემულ წყლის წვეთზე ჩააქრო, შემდეგ საფერფლეში ჩააგდო ერთი გემრიელად გააბოლა.. კაფეს კარი გაიხურა და ჩქარი ნაბიჯით სახლში აირბინა..
ონდავ მიალაგ-მოალაგა არეული ოთახი, მაგიდიდან წინა დღის სასმელები და ნამწვავები აიღო ხელი გადაუსვა და შემდეგ კონიაკი დადო.. და ორი პატარა ჭიქა..
აბაზანაში შევიდა, თმები შეისწორა, ცივი წყალი შეისხა და ამ დროს კარზე ჩუმი კაკუნიც გაისმა..
უცბად შეიმშრალა სახე.. კარი გააღო და შეკრთა..
კარში მიდი ძველი თანაკურსელი ანანო იდგა..
წინ ორი ხელით ჩანთა ეჭირა და დარცხვენილი და ამავდროულად დაღვრემილი იდგა..
ყაფლანას ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა, 3 წელი არ ენახა ანანო, მაგრამ გულში სითბო იგრძნო.. ძველი დრო გაახსენდა, გაეღიმა და უცბად გაახსენდა რომ ისინი ისევ კარში იდგნენ..

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Apr 13 2009, 19:25
#24 
Unregistered





მაგრამ ისიც გაახსენდა რომ ნატკას ელოდებოდა სახლში და ანანოს მაშინვე უცებ მოუყომარა..
-რატომ მოხვედი ხომ მშვიდობაა?
-20 ლარს ვერ მასესხებ?
-რა პრობლემაა მოიცა.. და 20 ლარი გამოიტანა ყაფლანამ
-დიდი მადლობა არ დაგივიწყებ და ლოყაზე აკოცა
-არაფერს კაცო..და კარები დაუხურა

შემდეგ ისეც აბაზანაში შევიდა და თმები გაისწორა


lol.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Apr 13 2009, 19:35
#25 

Amateur Amateur
15,132


kakha kakhiani სერიოზულად ვა angry.gif


მოკლედ მიქარა რა ყაფლანამ..
იმიტომ რომ ნატკამ დაურეკა მალევე, გადაუდებელი საქმეები მაქვს და ვერ მოვალო..
ყაფლანამ უცბად ჩაირბინა კიბეები და ანანო შეაჩერა:
-ბოდიში,გეხუმრე, როგორ დაიჯერე რომ ამდენი ხნის უნახავს ასე გაგიშვებდი?
ანანომ უხერხულად გაიღიმა, მიზეზად მოტანილ ოც ლარიანს მექანიკურად კუჭავდა გრძელი თითებით..
ყაფლანას კონიაკი და ორი ჭიქა აეღო მაგიდიდან..
და ანანოს ყავა შესთავაზა..ძველ დროს იხსენებდნენ.. ლექტორებს, ძველ ჯგუფელებს და ერთმანეთს..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Apr 13 2009, 21:05
#26 

Amateur Amateur
1,281


იმ დღესვე გავიჩხირეთ, ჩემთან... ყაფლანას ტარიანი მივაწოდეთ, კინაღამ ჩაგვაკვდა ეგ ნაბო... ჩვენ ბევრი მოგვივიდა, ტრუპებივით დავეყარეთ, მეორე დღეს ძლივს გავახილე თვალი, გაქცეულა ის ნაბიჭ... ცოტა გამისწორდა კიდეც, მარა ცუდად რომ არ ვყოფილიყავი წავიდოდი და მივაცხრილავდი... იმის მერე ბედად არსად შემხვედრია, მალევე დავითესეთ რუსეთში....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Apr 13 2009, 21:16
#27 

Amateur+ Amateur+
8,113


Kapo

გულახილად თქვი,ხალხი რას წერს არ კითხულობ ხო? lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Apr 13 2009, 21:21
#28 

Amateur Amateur
15,132


Kapo კაპო წაიკითხე რას ვწერთ რაა angry.gif
რეებს წერ angry.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Apr 13 2009, 21:36
#29 

Amateur Amateur
1,281


ანანო

მოწყენილი ვიყავი, მარტო ვგრძნობდი თავს. დავეხეტებოდი თბილისის მყრალ ქუჩებში, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი, მინდოდა ვინმე შემხვედროდა ნაცნობი. მინდოდა მელაყბა, მელაყბა უსაზღვროდ... სიგარეტი რომ გამითავდა უფრო მოვიწყინე, ფულიც არ მქონდა... ასე ვიარე, ვიარე სანამ ერთი ძველი მეგობრის სახლს არ მივადექი, არ ვიცი როგორ მოვხვდი, მაგრამ გადავწყვიტე ავსულიყავი, მომეკითხა ჩემი კურსელი კოტე, რომელიც ორი-სამი წელი არ მენახა...
ეტყობა სიგარეტმა გამათამამა, გავბედე და ავედი, ზარი დავრეკე, მაგრამ არ მუშაობდა, მოვტრიალდი და წავალ-თქო ვიფიქრე, მაგრამ მაინც დავაკაკუნე.
კარი რომ გამიღო ძლივს ვიცანი, თვალები ჩაშავებული ჰქონდა, გამხდარა კიდეც, ნანერვიულები ჩანდა.
-გამარჯობა კოტეე როგორ ხარ?...
-ანანო... არამიშავს.... შენ?.....
კოტე რაღაც უხასიათოდ შემხვდა, აფორიაქებული იყო, კარებში გაიბოტა და ვიფიქრე წავალ-თქო.
-მე... მე... შეგიძლია ფული მასესხო?...
სულ არ მინდოდა ფული, მაგრამ მისვლის მიზეზად მოვიფიქრე უცბად, იმან ჩემდა გასაკვირად მომაჩეჩა გამოვართვი და წამოვედი...
წამოვედი და სანამ აზრზე მოვიდოდი ვიღაცამ მომატრიალა, კოტე იყო, ხელი მომკიდა და სახლში ამიყვანა.... ფული იქვე მათხოვარს ჩავუგდე ხელში და გავყევი...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Apr 13 2009, 21:38
#30 

Amateur+ Amateur+
28,968


lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 9th July 2025 - 10:00

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'