Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფოტოკონკურსი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Pages: 1, 2
Magdu
stringer,
ეს ფაქტი ასევე არის ჩემთვის არა სასიამოვნო, როგორც შენთვის. და არა მარტო იმიტომ, რომ ადმინისტრაციის წევრი ვარ.. რიგითი მომხმარებელი რომ ვიყო ასეთივე რეაქცია მექნებოდა.

დღეს მწვავე საუბარი მქონდა წარმომადგენელთან.
ზეპირად ვიცი, რომ სექტემბრამდე უნდათ გაგრძელება (უკვე არ ვიცი რამდენად საბოლოო გადაწყვეტილებაა), ასევე ზეპირად ვიცი, რომ ორგანიზაციის დონორი არ იხდის ამაში თანხას (მიზეზი – თემის შეუსაბამობა).

stringer
Magdu ორგანიზაციის დონორი იმას თუკი უშვებს თვის ფოტოებად ეგ ფოტები დადოს საიტზე, მაშინ აქაც აირჩიოს გამარჯვებული რა. რა თემის შეუსაბამობა კარგი რა, სადაც ის უწერია,ტექნიკურ მახასიათებლებს მნიშვნელობა არა აქვსო,რომელ თემის შეუსაბამობაზეა ლაპარაკი.მდა......... სირცხვილია
Magdu
stringer,
1000000000000000% გეთანხმები, რომ სირცხვილია...
და ისიც დავწერე უკვე, რომ ჩ.ა. სულ ნაგავი რომ ყოფილიყო, მოწოდებული სურათებიდან უნდა აერჩიათთქო თემასთან ყველაზე ახლო მდგომო სურათები.


stringer
Sikvdila შენ შემოგევლე რა,მშვენივრად იგებ მე რას ვწერ და არ გინდა ეს "ატმასკები" რა DDDD.gif ირაკლის არ ვერჩი მე,მაინტერესებდა უბრალოდ,რა პრეტენზია გამოხატა იმათ მიმართ wick.gif კარგი, მოვიდეს აქ ის დონორი და გვანახოს რაიმე ფოტო,რაც მისი აზრით,თემას შეესაბამება.
Sikvdila
stringer,
კარგად წაიკითხე რაც დავწერე და ვისაც გინდა იმას შემოევლე მერე
stringer
მე დავრეკავ,მაინტერესებს პასუხი მართლა.
Magdu
stringer,
დამიჯერე, რომ არც ძალა და ღონე არ დავიშურე, რომ ამეხსნა მცდარობა ასეთი პოზიციის, მაგრამ უშედეგოთ.
Sopho Nadareishvili
stringer,
აბსოლუტირად მართალი ხარ ყველაფერში. ძალიან ცუდი ფაქტია და პირველ რიგში ჩვენ ჩაგვაგდეს ძალიან ცუდ სიტუაციაში.
გამარჯვებულების გამოვლენის ამდენჯერ გადადება, კონკურსისი დასრულების ამდენჯერ გადადება, თითიდან გამოწოვილი მიზეზის
QUOTE
კონკურსში მონაწილე ფოტოებმა არ უპასუხეს კონცეფციას
მოგონება, ეს უპასუხისმგებლობაა და ხალხის უპატივცემულობა, მეტი არაფერი!

ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველანაერი ბერკეტი გამოვიყენეთ რაც შეგვეძლო.
ამაზე მეტის გაკეთება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს არაა ჩვენი ორგანიზებული კონკურსი, ჩვენ არ ვაწესებთ აქ პრიზებს და არც ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებულს. ჩვენ მხოლოდ სივრცე მივეცით ამ კონკურსის ორგანიზებისთვის.
დანარჩენი პირობები თვითონ იმათ უნდა შეესრულებინათ და კეთილსინდისიერად გამოევლინათ გამარჯვებული.

ეს რომ ჩვენი ორგანიზებული იყოს, მაშინ 100% ყველაფერზე ჩვენ ვიქნებოდით პასუხისმგებელი და ესეთი სიტუაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიქმნებოდა. იცით თქვენ რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი ვინც თავის დანაპირებს არ ასრულებს. ყველა ჩვენს მიერ ორგანიზებული კონკურსი კეთილსინდისიერად ჩატრდა. მაგრამ ამ შეთხვევაში უძლურები ვართsad.gif
nicalagua
ჩვენში დარჩეს და ძალიან გაოცებულიც არ დავრჩენილვარ იმითი რაც მოხდა
e.k.a.t.e.r.i.n.a
არადა ამ კონკურსზე გაცილებით კარგი და შესაბამისი ფოტოები დაიდო, ვიდრე ბაგრატიონზე.

მდაჰ
Magdu
Kat...,
შენ ეგა თქვი smile.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
QUOTE
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებიდან. ასევე, მათი მობილიზება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის.


მგონი მაინცდამაინც არ ტყუიან

თუ ზემოთ მოყვანილი წვრილი შრიფტით წინა გევრდზე დაწერილი პროექტის ჩახლართული მიზნიდან აზრი სწორად გამოვიტანე ფოტოზე ერთდროულად უნდა ასახულიყო:

ქალი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი (საქ. მცხოვრები თათრები, ქურთები, სომხები, ეტც...)
ან
ქალი იძულებით გადაადგილებული პირი (ალბათ აფხაზეთიდან ან ოსეთიდან დევნილი, რადგან ი.გ.პ მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის შიგნით დევნილებს ჰქვიათ, საქ.-ში მცხოვრები ჩეჩნები ლტოლვილები არიან და არა ი.გ.პ-ები და ალბათ ამ არასამთავრობოს არ შეეშლებოდა ეგ)

და რაც მთავარია ეს საარჩევნო უფლების რეალიზაციისა და არჩევნების გამჭვირვალობის ჭრილში.

მე პირადად ვერაფრით მივხვდი ეს როგორ უდნა გადაიღო, თან მხატვრულად და თან ორიგინალურად, მაგრამ გალერეაში ზუსტად ასეთი ფოტო ნამდვილად არ დევს, სტრინგერის და საბაის ფოტოებს თუ არ ჩავთვლით, შედარებით მეტად რომ შეესაბამება.

ასეა თუ ისე, თითიდან გამოწოვილი თემის თითიდან გამოწოვილი კონკურსია ჩემი არცთუმოკრძალებული აზრით DDDD.gif და შედეგიც უპასუხისმგებლო, შესაბამისად.

ბაგრატიონმა 9ჯერ მაინც გააფრთხილა ხალხი, არასწორად იგებთ კონკურსის თემასო და ბოლოს სრულიად შეუსაბამო ფოტოები იძულებით შეიძინა, პრესტიჟის და სიტყვის შესრულების ამბავში DDDD.gif აქ ეტყობა სხვაგვარი სიტუაციაა DDDD.gif
User-Nikala
Kat... 100%

განსხვავება ის იყო,რომ ბაგრატიონმა შეასრულა თავისი სიტყვა და გამარჯვებული გამოავლინა,სხვა საკითხია გამოიყენებს ფოტოებს თუ თაროზე შემოდებს,ეს უკვე ჩვენი პრობლემა აღარაა.ასევე უნდა მომხდარიყო აქაც,მითუმეტეს ბევრად უკეთესი ფოტოები დაიდო.
archibaldi
სად არის დაპირებული კონკურსის შედეგი?
Magdu
archibaldi,
წინა გვერდი წაიკითხე ყურადღებით DDDD.gif
Gottfried Lenz off
მუაჰაჰაჰს! bravo.gif bravo.gif bravo.gif
beshqena
აი, ასეთი სტრანნი ტიპის კონკურსი ცხოვრებაში არ გამიგია, რა! პროსტა, არ ვიღებდი ხმას, ვინც მოიგებს შეერგოსთქო ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვსიოოოოო! DDDD.gif

ბიჭო, კონკურსში, ეთნიკური უმცირესობა, ლტოლვილები, ქალი, გენდერული ბალანსი და არჩევნები ერთად თუ გათხარე ან დეგენერატი უნდა იყო ან უფრო დეგენერატი!

მაგრამ, არსებობენ ორგანიზაციები, როლმებიც გრანტს აიღებენ და მერე არ იციან რა ნქნან... ჯობდა მაგ ევროებით მახათები ეყიდათ წონით და გართობილიყვნენ!

მეც ენჯეოში ვმუშაობ, მაგრმა ფოტოკონკურსებს და თან 7 სხვადასხვა მიმართულებას ერთ ფოტოში (გინდაც ვიდეოში) გასაერთიანებლად არ ვაცხადებ!

ადრე კაატინგა აბობდა, როცა კაცი პრაქტიკაში გამოცდი, რომ რაღაც მეთოდი არ გივარგა და მაინც შენსას აწვები, ზნაჩიტ პიპკიდან აპარებსო...

ხოდა ასეა მაგათი საქმე!

შე ჩემი ცოდვით სავსე, ამხელა ორგანიზაციაში ერთი მრჩეველი (დარაჯი მაინც) არ გყავდათ რომ ეთქვა, ეს ასე არ გამოვაო და თეურიულადაც არ არსებობს ფოტო, სადაც ეს ყველაფერი გაერთიანდებაო???

ნუ, კაი, არ გრჩიეს (ან არ უსმინე) ეგ ჯანდაბას!

გავიდა თითქმის ერთი თვე.

ხომ ხედავ, რომ არ დაიდო ის რაც გინდოდა, არც ფოტო და არც ვიდეო. ესეიგი თავიდანვე შეცდი და დებილი კონკურსი გამოაცხადე, ხო. ხოდა ადექი, ხალხს ბოდიში მაინც მოუხადე, თქვი რომ არასწორად (ეს რბილაფ) შეარჩიე თემა.

და ეგეც თუ გერიდება (ქედმაღლობის მეობაში), მაშინ 3 ისეთი ფოტო მაინც აირჩიე, კედელზე დაკიდების რომ არ შეგრცხვება და ავტორებს მიეცი ფული, რომ სიტყვის კაცი... ბოდიში, ქალი გერქვას...

მარა, ნუ თუ პიპკიდან აპარებს...

და, სტრინგერ, ადმინისტრაცია არაფერ შუაშია, ის მხოლოდ ინფორმატორი იყო ამ შემთხვევაში...
e.k.a.t.e.r.i.n.a
შეეძლოთ ეთქვათ რომ ჟიურიმ პირველი ადგილი ვერ გამოავლინა, ვერც მეორე, და მესამე ადგილი გაიყო სამმა ფოტომ lol.gif lol.gif lol.gif
stringer
..............................
suara
ამაზრზენია ეს ყველაფერი......!!!!!

სირცხვილია....
kakha kakhiani
ეჰ..სირცხვილი მაგათ


წავშალო უკვე ფოტოები თუ იყოს ჯერ?
beshqena
kakha kakhiani,
მე წავშალე!
kakhabera
სამარცხვინობა!!!!
archibaldi
ხომ არ გარკვეულა კონკურსის შედეგები?
Added @ [mergetime]1210002462[/mergetime]
უკაცრავად, აქამდე მხოლოდ პირველ გვერდს ვკითხულობდი თურმე. არ ვარ კომპიუტერთან შენობით. ეხლა ყველაფერში გავერკვიე. შეგიძლიათ, არ მიპასუხოთ.
David Talakhadze
გამარჯვებული სურათების ნახვა შეიძლება სადმე?
Magdu
David Talakhadze,
ვერ გამოავლინეს გამარჯვებული smile.gif
Goderdzi Makharashvili
სირცხვილია
სატირალი რომ არ იყოს
მაგრამ ეს ხომ საქართველოა
beshqena
Giorgi Makharashvili,
საქართველოს ნი პრიჩომ, ეგეთები ყველგან ხდება wick.gif
Ever Dream
lol.gif lol.gif

lol.gif
Sikvdila
თემა იკეტება
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.