Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფოტოკონკურსი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Pages: 1, 2
Sopho Nadareishvili
[attachmentid=15835]

ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრი” პროექტის ,,სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობიოსათვის” ფარგლებში აცხადებს:
კონკურსს საუკეთესო ფოტო და კინონამუშევრის გამოსავლენად თემაზე:

,,ქალი, თანასწორობა, თავისუფალი არჩევანი”


პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფებიდან. ასევე, მათი მობილიზება საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის.


ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი - 200 ევრო
II ადგილი - 150 ევრო
III ადგილი - 100 ევრო
IV ადგილი - 50 ევრო



კინოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი - 700 ევრო
II ადგილი - 500 ევრო
III ადგილი - 350 ევრო
(თანხა, შესაბამისი კურსით, გაიცემა ლარებში)

კონკურსში წარდგენიილი ნამუშევრების წარმატება არ არის დამოკიდებული ტექნიკურ ხარისხზე და შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო ფოტო/ვიდეო კამერით.

გამარჯვებულ ოთხეულს აირჩევს ორგანიზატორი, „ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი“.


ფოტო ნამუშევრები განთავსდება ჩვენს საიტზე, საკონკურსო გალერეაში:
საკონკურსო გალერეა

(მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები თვითონ უნდა ატვირთოთ საკონკურსო გალერეაში)

ვიდეო ნამუშევრები განთვსდება საიტზე:
www.myvideo.ge

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მასში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა საიტზე რეგისტრირებულ ნებისმიერ წევრს (ადმინისტრაციის და პლაგიატორების გარდა).

ნამუშევრების განთავსების ბოლო ვადააა 2008 წლის, 14 აპრილი, 19:00 საათი.


[attachmentid=15836]

www.wprc.org.ge
ruso gavasheli
აუუ რა კარგიაა
')0

იქნებ ვიყიდორამე ნორმალური ობიექტივი'))))))))



კარგია კარგი ვეცდები რამეს ')
Sikvdila
აქ მხოლოდ თემის ირგვლივ.
QUOTE
ნამუშევრების განთავსების ბოლო ვადააა 2008 წლის, 14 აპრილი, 19:00 საათი.
connect2thesky
მშვენიერი თემაა, საინტერესო, ჯილდოც ნორმალურია, მოჯნო პოდუმატ' ნად ფოტკამი jigarixar.gif
tata555
diax.gif კარგია
Kamikadze
ეჰ ციფრული როგორ გამომადგებოდა sad.gif არადა იდეები მაქვს მაგრამ 14-მდე ვერ მოვასწრებ ფირზე
kakha kakhiani
რას დამხატავს 200 ევრო .. იფ
Sopho Nadareishvili
kakha kakhiani,
ხოდა იაქტიურეთ და რა იცი, იქნებ გამოკრა ხელი მაგ 200 ევროს DDDD.gif
paatavar
QUOTE(Sopho Nadareishvili @ Apr 1 2008, 17:22)



ფოტო ნამუშევრები განთავსდება ჩვენს საიტზე, საკონკურსო გალერეაში:
საკონკურსო გალერეა

(მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები თვითონ უნდა ატვირთოთ საკონკურსო გალერეაში)




ვაა, აქაც ლიმიტია?
Magdu
paatavar,
კი... ატვირთვა ხდება ბოკეზე არსებული წესების მიხედვით.
beshqena
Magdu,
კომისიაში ვინაა?
Magdu
beshqena,
QUOTE
გამარჯვებულ ოთხეულს აირჩევს ორგანიზატორი, „ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი“.

smile.gif
leluchi
შედეგები როდის გახდება ცნობილი?
ditrofane
და შედეგები როდის იქნება?
beshqena
Magdu,
OK და
QUOTE
და შედეგები როდის იქნება

???


smile.gif
Sopho Nadareishvili
კონკურსზე ფოტოების მიღება დასრულებულია..



ორგანიზატორები არჩევენ ფოტოებს და ამ დღეებში გამოვლინდება გამარჯვებულები smile.gif შეიძლება ხვალვე smile.gif
archibaldi
ხომ არ არის კონკურსის შედეგები
Guja
Gottfried Lenz off,
დადე მერე შენი შედევრები, ჭკუის სწავლება რო გიყვარს
Magdu
გამარჯვებული დასახელდება ორშაბათს. (ორგანიზატორისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად)
beshqena
ხოდა ორშაბათიდან ჩემ გალერეაში დიიიდი ხიმჩისტკა წავა DDDD.gif
Magdu
დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ-ჯერობიტ არ მოხდა გამარჯვებულის გამოვლენა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 30 აპრილისთვის მოხდება გამარჯვებულის დასახელება.

იმედია მეტი აღარ გადაიწევს.
stringer
Magdu რატომ? გამარჯვებული ვერ აარჩიეს აქამდე? blink.gif
Magdu
stringer,
მე იმიტომ ვიხდი ბოდიშს, რომ დავწერე ორშაბათს იქნება და არ გამოვიდა.
დღეს ველაპარაკე და 24-მდე გაგრძელდა კონკურსიო (ვიდეო) და ერთიანად 30-ში იქნებაო პასუხიო..

QUOTE
ჟიურის ეხმარებით აქედან ვინმე?
არა.. თვითონ ირჩევენ. ჩვენ არ ვერევით.
Gottfried Lenz off
გადაეწიათ დედლაინი...
stringer
Magdu გასაგებია,მარა ფოტოს დასახელება ახლა არ შეიძლებოდა? ვიდეო მერე დაესახელებინათ smile.gifიმიტო რო ხალხმა იწვალა და დადო ფოტოები,მეორედ გადაიწია უკვე.30 ც მოვა smile.gif ხო ისე ვიდეოები არ შესულა მნგონი ბევრი
Added @ [mergetime]1208784444[/mergetime]
Magdu ალალად გეტყვი,ძალიან არ მჯერა რომ აქედან რაიმე რეკომენდაცია არ წავიდეს,ეს ისე. smile.gif
Magdu
stringer,
შენი საქმეა დაიჯერებ თუ არა... smile.gif
stringer
Magdu ვისზე ეგ არ ვიცი ოღონდ,ვიხუმრე....?? ნუ დამძრახავ DDDD.gifმე მყავდა ფავორიტი მარა ფოტოები წაუშლია, სამწუხაროდ, მთლად სამწუხაროდ არა,მარა....smile.gif მაინც smile.gif
stringer
პასუხებს ველოდებით.
beshqena
stringer,
უი, რა მოხდამართლა?
stringer
beshqena რა ვიცი,კიდე არაა პასუხი
Sikvdila
QUOTE
დღეს ველაპარაკე და 24-მდე გაგრძელდა კონკურსიო (ვიდეო) და ერთიანად 30-ში იქნებაო პასუხიო..
stringer
მერე 30 ია დღეს
Sikvdila
ბესო, 29 არის დღეს და დაველოდოთ, იქნებ ხვალ ამბობენ პასუხს
stringer
უიჰ, 30 მეგონა
beshqena
stringer,
მეც lol.gif
ditrofane
უკვე 30 :P

აბა გათენებას ველოდებით DDDD.gif DDDD.gif lol.gif
Magdu
ველოდებით ორგანიზატორის პასუხს...

როდესაც მეცოდინება პასუხი დავწერ აქ.
suara
ვაახ,რა გახდა ამისთანა..........

რით ვერ გამოაცხადეს პასუხები....
Magdu
ე.ი. სიტუაცია ასეთია.


ველაპარაკე ორგანიზატორებს, საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრი”.
რომლებმაც განაცხადეს, რომ კონკურსში მონაწილე ფოტოებმა არ უპასუხეს კონცეფციას. აღნიშნულიდან გამომდინარე - მათ ვერ გამოავლინეს გამარჯვებული.

ანალოგიური სიტუაცია იყო ასევე მაივიდეო.გე-ზე და იქ წარდგენილ ვიდეო მასალის მიმართ.

თუ მონაწილეებს გაუჩნდებათ რაიმე კითხვა ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრს”

ქ.თბილისი, თაყაიშვილის ქ. 3

ტელეფონი: + 99532 224 018
ფაქსი: + 99532 250 836
sabai
რა საყვარლობაა * ))
stringer
იურისტებს დაველაპარაკები lol.gif
Magdu
stringer,
მემგონი გაგარძელებას აპირებენ.. არ ვიცი.. ამიტომ თუ რამე კითხვები გაქვს იმათ უნდა დაელაპარაკოთ..

ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ.
stringer
Magdu რამდენიმე ფოტო ძალიან მშვენივრად პასუხობდა,შეგიძლია მაგათი საიტი იხილო.თვის ფოტო იყო საცოდავი ბებო,რომლის უკან ფონზეც ძაღლი მისეირნობს.
Added @ [mergetime]1209557063[/mergetime]
შეგიძლიათ თავად იხილოთ

http://www.ginsc.net/members/index.php
Magdu
stringer,
ბესო, მეც ძალიან არ მომწონს ეს მომენტი. მაგრამ ვერაფერს ვიზავ.
მე მიმაჩნია, რომ გამარჯვებული უნდა არჩეულიყო.... ყველაფერი შედარებითია და ყველაზე მიახლოებული ფოტო უნდა აერჩიათ (ზუსტად თუ ვერ პასუხობდა ფოტოები თემატიკას)
stringer
Magdu ხოდა იურისტებს დაველაპარაკები, ამაში დარწმუნებულები იყვნენ.ხალხმა იწვალა და არაფერი? ეგრე სად არი თაყაო ხომ გაგიგია? DDDD.gif აბა ვნახოთ რას იზამენ.მადლობა შენ ინფორმაციისთვის.და საერთოდ,რა თემატიკაზეა ლაპარაკი ირაკლი? ერთ ფოტოზე გამორიცხულია ამხელა თემა დაეტიოს,ზუსტად შედარებითია.
stringer
და ღმერთმა არ ქნას ვინმემ თქვას, გრანტის ნაწილი ამ კონკურსში წავიდაო,სადმე ეს ფაქტი არ დაფიქსირდეს lol.gif
Added @ [mergetime]1209559552[/mergetime]
Magdu და მოლაპარაკებებებს ვინც აწარმოებდა,პასუხიც იმან უნდა გაგვცეს,გაგრძელებას აპირებენ თუ არა კეთილ ინებე და გაგვარკვიე,ძალიან გთხოვ! მგონი და რაღაც არ გვინდა რა, შენ გახსენი ამ კონკურსის თემა და თითონვე გაგვარკვიე ბოლომდე,რას გვეკაიფებიან ვერ გავიგე რა!
placebo
მოკლედ არის ასეთი ქვეყანა მას საქართველო ქვია DDDD.gif და ყველაფერი ნათელია სამწუხაროდ sad.gif
Magdu
stringer,
მე რაც ვიცოდი დავწერე... შემდეგ გააგრძელებენ თუ არა ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამიტომაც მივაწერე ტელეფონოს ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ.

დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აგრეთვე ჩვენი ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს გარანტია რომ გაგრძელების შემთხვევაში დამატებული ფოტოები დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და ხელმეორედ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა საიტის მომხმარებელთან მიმართებაში მე პირადად არ მინდა.

აგრეთვე ფაქტია, ამ ეტაპზე მათ მიაჩნიათ, რომ ფოტოები არ შეესაბამება თემატიკას. ე.ი. ჩემი აზრით ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტისთვის დადებული ფოტოები მომავალშიც ვერ გაიმაჯრვებს (ხომ ლოგიკურია) და აქცენტი იქნება გადატანილი "ახალ" ფოტოებზე.

stringer
Magdu მგონი გაუგებრად არ გელაპარაკები და არ ვაჭაარბებ ხო? აქ თემა გახსნა კლუბის ადმინისტრაციამ და გაუგებრობის შემთხვევაში მანვე უნდა აგოს პასუხი და ბოლომდე გაგვარკვიოს და არა მიგვითითოს,აი ნომერი და გაარკვიეთო,რა მიკვირც ირაკლი იცი? გამარჯვებულს არ ვავლენთო რო გითხრეს, მარტო ნომერი გამოართვი არა ჩვენთვის რო მოგეცა?არც კი დაინტერესდი რატო არ ავლენენ? ადმინი ხარ და შენი კლუბის რეიტინგს აგდებს ეს. ვინც არ დამეთანხმება გამეცინება მაგრად, მარა ვიცი სხვა აქ ხმის ამომღები არაა.
Sikvdila
QUOTE
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და საერთაშორისო ფონდი ,,ქალთა რესურს ცენტრი” პროექტის ,,სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობიოსათვის” ფარგლებში აცხადებს:
კონკურსს საუკეთესო ფოტო და კინონამუშევრის გამოსავლენად თემაზე:

კონკურსი იმათმა გამოაცხადეს და არა ადმინისტრაციამ. გამარჯვებულებსაც ისინი ასახელებენ და არა ადმინისტრაცია.
ადმინისტრაციას რაც შეუძლია მაქსიმუმი - მოთხოვოს იმათ გამარჯვებულის გამოვლენა (რაც დღეს უკვე მოხდა) და უარის შემთხვევაში, მომავალში შეწყვიტოს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.
სხვანაირად როგორ უნდა აიძულოს ბოკეს ადმინისტრაციამ ის ორგანიზაცია, რომ გამარჯვებული გამოვლინდეს ?
პ.ს. იურიდიულად მართლები არიან. გამოაცხადეს კონკურსი კონკრეტულ თემაზე.
ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვან რომ გამარჯვებულის გამოვლენა არ მოხდა, რადგან არცერთი სურათი აკმაყოფილებს მათი აზრით კონკურსის თემატიკას. მათი აზრი კი ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია, რადგან თავიდანვე მითითებული იყო რომ გამარჯვებულს ისინი ირჩევენ
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.