QUOTE(Kat... @ Jan 25 2008, 21:55)
beshqena,
სტრასბურგში რომელი უფლების დარღვევის გამო უნდა იჩივლოთ, ხომ არ დაფიქრებულხარ?

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში) ასაჩივრებ გადაწყვეტილებას, რომელიც კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულმა უწყებამ (სასამართლომ) გამოიტანა!
იქ მხოლოდ ადამიანის უფლებებს იცავენ და საავტორო უფლებები და ა.შ. არავის აინტერესებს...
მაგრამ იქ შეიძლება ნებისმიერი საქმე მოხვდეს. ანუ, თუ აქაური სამივე (ან ორი, რადგან შეიძლება უზენაესმა წარმოებაშიც არ მიიღოს) სასამართლო ამ კალენდრის ავტორების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს (ანუ ადმინისტრაციულ ჯარიმას არ დააკისრებს) მაშინ საქმე შეგიძლია გააგზავნო სტრასბურგში. ამ შემთხვევაში შენ უჩივი არა კალენდრის ავტორებს, არამედ სასამართლოს, რომელმაც შენი აზრით ის საქმე წაგაგებინა, სადაც შენი უფლებები (არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით) ირღვეოდა.
ანუ, შენ აქ აფიქსირებ, რომ სასამართლოს ამ ჟესტით შენი, როგორც ადამიანის უფლებები დაირღვა. თუ სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმებაში მიიღო და თუ მაინცდამაინც მოიგე, მაშინ კომპენსაციას არა კალენდრის ავტორები, არამედ სახელმწიფო გიხდის.
ანუ, რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, საქმეს დარქმევა ბოკე საქართველოს წინააღმდეგ...
მაგრამ ჩემი აზრით ადგილობრივი სასამართლო ამ საკითხს გადაჭრის და სულ არ გახდება საჭირო საქმის ევროპაში გაგზავნა.
წარმატბებს გისურვებთ!!!