Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 14:59
დღეს შემთხვევით მოსახევ კალენდარში, ფურცლის მოხევისას წავაწსყი ჩემს ფოტოს. გადავათვალიერე მთელი კალენდარი და უამრავი ნაცნობი ფოტო შემხვდა. 13 ფოტო დავასკანირე და დავდებ ამ თემაში და გადახედეთ, არ მახსოვს ავტორები და თქვენ ამოიცანით თქვენი ფოტოები.
ჩემი ფოტო:
http://www.boke.ge/forum/?img=31987[attachmentid=15417]
ნიკას ფოტო:
http://www.boke.ge/forum/?img=637[attachmentid=15418]
ნიკას ფოტო:
http://www.boke.ge/forum/?img=145[attachmentid=15419]
მიშას ფოტო (Shom):
http://www.boke.ge/forum/?img=8876უფრო სწორად ფოტოს ნაწილი, ვერ დაატიეს პანორამა და ჩამოუჭრიათ
[attachmentid=15420]
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 15:24
ეს ფოტოებიც ვიცი რომ ბოკელებისაა, მაგრამ ავტორები არ მახსოვს......
[attachmentid=15421]
[attachmentid=15422]
[attachmentid=15423]
[attachmentid=15424]
[attachmentid=15425]
[attachmentid=15426]
[attachmentid=15427]
Iki Bazadze
Jan 24 2008, 15:26
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 15:29
კიდევ ბევრია, უბრალოდ ამდენი ვეღარ დავასკანერე...
Iki Bazadze
Jan 24 2008, 15:30
მთელი 360 დღე ბოკეს სურათებია ხო?
რა კარგია რო ბომბონერებს არ ვიღებ

ტფუ,მათხოვრები
Sofio Gokhelashvili
Jan 24 2008, 15:32
Iki Bazadze
რა წესია ეს?
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 15:32
კალენდარს თAვისუფლად შეგვიძლია დავარქვათ ,,ბოკეს კალენდარი"
Sofio Gokhelashvili
Jan 24 2008, 15:33
Sopho Nadareishvili დავარქვათ
Iki Bazadze
Jan 24 2008, 15:34
აქიდან ყველანი ჰააკში მივდივართ

ისე არაფერი არ არეგულირებს ამ მოვლენას ჩვენთან? საქართველოში?
Sofio Gokhelashvili
Jan 24 2008, 15:34
ან ბოკეს მაისურებივით ყველამ შევიძინოთ
Sikvdila
Jan 24 2008, 15:35
უნდა უჩივლოთ.
არ უნდა შერჩეთ ასე ნაგლად სხვისი სურათების გამოყენება
etushki
Jan 24 2008, 15:38
ბოკეს კალენდარი
LოოოოოL
ბოკე უკვე ბრენდია
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 15:42
Sikvdila,
არ აცდებათ
Sikvdila
Jan 24 2008, 15:45
Sopho Nadareishvili,
არც უნდა აცდეთ
ბევრი ფიქრობს რომ ნებისმიერი სურათის აღება და შეხედულებისამებრ გამოყენება შეუძლიათ და ამის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.
სამაგიეროდ, თუ ერთხელ მაინც დაირღვა ეს "მითი", მერე უკვე ყველას ეცოდინება რომ სხვის შრომას დაფასება ჭირდება
Sebastiao_Salgado
Jan 24 2008, 15:47
კაი აპატიეთ ცოდოები არიან :\
Gela Baramidze
Jan 24 2008, 15:51
Iki Bazadze სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს

საავტორო უფლებების დარღვევააა
ფუუ
ისე ბევრ კარგ იურისტს ვიცნობ
ამ კანტორას თუ რამე შემოსავალი აქვს უჩივლოთ რა, და ბოკეს ბევრი ფულუკები ექნება, მერე ჩვენი სერვერი გვექნება, მერე ჭადრაკის ჩემპიონატს მოვიგებთ და მერე ბოკე გახდება მეორე ნოვიე ვასუკი

აი ბიზნეს გაგმა გვაქვს, უჩივლოთ
Iki Bazadze
Jan 24 2008, 15:57
ლაიკას თუ მიყიდით მე მოვიგებ ამ საქმეს
Sophia87
Jan 24 2008, 16:00
რა უნდა აპატიონ! ტუც
უჩივლეთ

რო ენანებათ ფოტოებში ფულის გადახდა

(რა პრობლემაა ინტერნეტში ნახე და აიღე ბებიამათისა)
Gubazi
Jan 24 2008, 16:06
აუ თავფურცელიც დაასკანერე რა სოფო, ვნახოთ რომელი კალენდარია, ისე ვერ ვბეჭდავთ სურათებს და აგერ გამზადებული საკედლე გალერეაა
კარგად ინადირა ვიღაცამ
სანქციები მისაღებია
აუცილებლად!!
Sofio Gokhelashvili
Jan 24 2008, 16:09
Gubazi +1
ვააა, ჩემი ფოტოც გაიჩითა

ღამის თბილისი

უუუხ მაგათი
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 16:21
Gubazi,
არ მაქვს თAვფურცელი

ჩვეულებრივი მოსახევიკალენდარია, არც ჰოროსკოპიანი, არც კულინარიული და არც სამედიცინო, ჩვეულებრივი მოსახევი კალენდარი. მუქი ფერის რომ იყო თავფურცელი ეგ მახსოვს....
გადაშალე 22 იანვარზე და ჩემ ფოტოს თუ ნახავ ეგაა
Gubazi
Jan 24 2008, 16:38
etushki
Jan 24 2008, 16:40
Gubazi,
შენ მაგას ნუ განიცდი
მოვა 2009 წელი და მიულოცავენ
: ))))))))))
FFFFFFFFFFFF
მე ვუჩივლებდიიიი.....
ადმინისტრაციაც კითXვა * )
რას აპირებთ?
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 16:46
Gubazi,
სამაგიეროდ უკანა მხარეს რაღაც კერძის რეცეპტია, სოკოთი
მიყვარს სოკო ძალიან
stringer
Jan 24 2008, 16:46
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 16:47
sabai,
მე პირადად არ შევარჩენ
მომბეზრდა უკვე
მერამდენედ უნდა მომპარონ ფოტოები
e.k.a.t.e.r.i.n.a
Jan 24 2008, 16:47
მართლა მათხოვრები!
და გაუნათლებლები კიდე.
მთასვლელები კი არა მთამსვლელია სწორი, კორექტორი მაინც არ ყავთ?
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 16:48
Kat...,
ყავთ, მზია ყიფშიძე
stringer
Jan 24 2008, 16:50
ისე უფლება არ გაქვთ ფული მოთხოვოთ?
Gubazi
Jan 24 2008, 16:55
Sopho Nadareishvili,
თხის რქის წესია

მეც მაგრად მიყვარს

კაკრას კულინარიაც მევასება და ჩემთვის უქნიათ ეგ კალენდარი
Levan Kipiani
Jan 24 2008, 16:58
პასუხის გაუცემლობამ გათამამება იცის - შესაბამისი საჩივრით სასამართლოსთვის მიმართვაა საჭირო!!!
nicalagua
Jan 24 2008, 17:03
ამიტომაც არ ვიღებ პეიზაჟებს
etushki
Jan 24 2008, 17:05
nicalagua,
ისე შენი სასაფლაოებიანი ფოტოების კალენდარი საინტერესო იქნებოდა :P
nicalagua
Jan 24 2008, 17:08
etushki,
რომ ჩამოვალ დამკრძალავი ბიუროებს უნდა ჩამოვუარო.
ვინმეს უეჭველი ექნება ამობეჭდილი და კედელზე ჩამოკიდებული
Ninukala
Jan 24 2008, 17:13
ნუ ფაქტი ცუდია ძალიან, მაგრამ ხომ არ დაფიქრებულიყავით ბოკეს ადმინისტრაცია და მართლა გამოგეშვათ ბოკეს კალენდარი
makuku
Jan 24 2008, 17:15
ავოიეე

ფოტოები შავ-თეთრია? აბა ფერადით გაიწეწებოდნენ

მიაწექით!
ვფიქრობ ზოგადად ფოტოკლუბმა უნდა უჩივლოს.....
ეს საქმე ასე არ დატოვოთ.
LilacWine
Jan 24 2008, 17:24
Sebastiao_Salgado,
QUOTE
კაი აპატიეთ ცოდოები არიან :\
uuuusulgrzeleso.
Sebastiao_Salgado
Jan 24 2008, 17:36
ნუ იმიტო რო თითქმის დარწმუნებული ვარ რო სასამართლოში წამსვლელი არავინაა, და ზედმეტი ფორიაქის თავი არავის არა აქვს
ჯობია პირდაპირ მაგ გამოცემლობას მიმართო, მემგონი მეგობრულად მორიგდებით.
ფულს ალბათ ვერ გადაიხდიან, მაგრამ ავტორების სახელს და გავრს მიაწერენ ალბათ.
Sopho Nadareishvili
Jan 24 2008, 18:17
ეხლა რაღას მიაწერენ, მომავალი წლისთვის კალენდარი წლის ბოლოს იბეჭდება დიდი ტირაჟით და იყიდება პირველი 3 თვე, მეტის დაბეჭდვის მოთხოვნა შემდეგში აღარაა. ზაფხულში კალენდარს აღარავინ ყიდულობს
ჰაჰაჰაჰა, წალკაო და სოფლის სახელიც ვერ წაიკითხეს წესიარად?

არა მართლა არ შეიძლება ასე, დროა უკვე ვიღაცას აენთოს წითელი
e.k.a.t.e.r.i.n.a
Jan 24 2008, 19:03
არა ნუ მთლად ამხელა ნაგლობა, ფულსაც შოულობენ უკვე სხვისი ფოტოებით და შენ დადექი აქ და იქადაგე საავტორო უფლებები
უსინდისოებისთვის არსებობს სასამართლო (ხანგრძლივი პროცედურა) და უარეს შემთხვევაში ცხვირ-პირის შელამაზების რამდენიმე წესი

(სწრაფად, იაფად და ეფექტიანად

)
dathuna
Jan 24 2008, 19:32
ტფუიიი
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.