ტააკ, მოკლედ, სკამებზე კომფორტულად მოკალათდით და გვერდით წყალი მოიდგით...

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ Gvalva-მ დაახლოებით ორიათასშვიდასოცდამეთხუთმეტეჯერ მირჩია რაღაც photo.hit.ge-ზე შევსულიყავი, ხოდა, მეც დავასკვენი, რომ რადგან ეს რაღაც საიტი გვალვასგან უკვე მქონდა გაგონილი 2734-ჯერ, კიდევ ერთხელ, ანუ 2735-ედ რატო მეტყოდა, თუ რამე კარგი არ არისთქო?.. ხოდა ავედი, აწ ეგვიპტეში მყოფ ჩემს მეგობარ ვანიჩკებთან და ვინაიდან ეგ ადამიანი კარგ აურასთან ასოცირდება, მისგან ავტვირთე პირველი ფოტო და ყველას მოწონება რომ დაიმსახურა, მეც მეტი რა მინდოდა შემართებისთვის?..

მერე დღის ფოტო გახდა ერთი ჩემი ფოტო და შოთას ვუხადე მადლობები, ეს საწინდარი გახდა იმისა, რომ გავრკვეულიყავი საიტის მოწყობილობაში და მივმხვდარიყავი, რომ დღის ფოტოდ არჩევა აბსოლუტურად დემოკრატიულად, თავისთავად ხდება... მერე იყო ახალი მეგობრები, კიდევ უფრო ბევრი და უკეთესი მეგობარი და კიდევ უფრო უძალიანმაგრესი ადამიანები... მერე იყო ნაჭყებიასთან წაკონფლიქტება, მაგრამ მალე შევცვალე გადაწყვეტილება, რეზოლუცია დავადე მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ცხოვრებაში ამდენ აფერისტ ადამიანთა შორის, ნაჭყებია ნაღდი და მაგარი "როჟაა", თანაც როგორც ზემოთ აღნიშნულმა ჩემმა ბოკელმა მეგობარმა ვანიჩკებმა თქვა- შეუმჩნევლად ჯიგარი და უჯიგრესიც კი

ტააკ, მერე იყო ბეეევრი დღის ფოტო, ბევრი, ბევრი... (რატომღაც, ზოგს ეს უკანასკნელი მოვლენა რაღაც ახალი წლის მსგავსი გონია

) მერე იყო, live-ში ურთიერთობა და მურაბა ხალხთან ჩახუტება, გატკბილიანება, დაშაქრიანება...

მერე იყო მურაბა ხალხთან უფრო მაგარი ჩახუტება (იმედია, ბავშვებს უკვე ძინავთ

), უფრო მეტი შაქარ-ტკბილი მოგონება და კიდევ უფრო მეტის პერსპექტივა...

მერე იყო დიდი ფეხბურთი...

მერე იყო ის, რომ ეკატერინამ გახსნა ეს თემა და მეტი რა ვთქვა, ნაუცბათევზე ამდენი აღარ მახსენდება. მოკლედ, მეტი რა ქნას ამ საიტმა?.. ერთი სიტყვაღა დამრჩა სათქმელი, ძალიან ძლიერი სიტყვა, თავისი სრული მნიშვნელობით... გაგვიმარჯოს!!!