მე ერთხელ დავდივარ ჩემთვის აქეთ იქით ოთაXსი უაზროდ და უცებ ჩემმა თვალებმა დააფიქსირა რომ ჩემი ძმა საპირფარეშოში გავიდა ხოდა ეგრევე ვეცი კომპს ხოდა რას ხედავს ჩემი თვალები ჰოი საოცრებავ :ბოკეეეეეე:
ე.ი. მე მოვხდი ამ საიტზე გახსნისთანავე უბრალოდ არ ვრეგისტრირდებოდი და მომახვედრა ჩვენმა ძვირფასმა AMILAXVARMA რომელიც თავად დიდი ხანია აქ აღარ გამოჩენილა მართლაც რომ ბოკეს შEქმინისთანავე ვადევნებ თვალყურს ამ საიტს.თარიღი ნაღდად არ მახსოვს მაგრამ მგონი ზამთარი იყო
ჩემი ისტორია მოკლედ ეხლა ფანი იყო სახში ხოდა ფანის ძმა გავიდა საპირფარეშოში ხოდა ფანი ეგრევე ეცა კომპიუტერს და რას ხედავს მისი თვალები :ბოკეეე: ხოდა მეორე დღეს დილით ადრე ადგა ხოდა მოვიდა სკოლაში და მითხრა ასე და ასეო! მე მანამდე არსად არ ვდებდი ფოტოებს მაგრამ ერთი ორი ფოტო მქონდა გადაღებული ხოდა დავდე და....
მე mezzo-მ მომცა ფოტოსაიტის ლინკი იქ ვდებდი ფოტოებს და იქიდან კოტემ ბოკეზეც შემოდიო... ჩემს პირველ ფოტოზე პირველი კომენტარი იყო "საკაიფოა" და ვინ დაწერდა თვითონ მიხვდებით
მე კიდე აპარატი ვიპოვე და რაში გამომეყენებინა არ ვიცოდი!!! თავიდან გაყიდვა მინდოდა მარა მერე სპისჰკამ მომხიბლა!!1 ხოდა მერე აქ მოვხვდი და არ გავყიდე აპარატი!!! ბოკე რო არა ახლა ჯიბეში კაკ მინიმუმ 500$ მედებოდა!!!! ჯანდაბა ბოკეს
მე! მეგობრები დაძვრებოდნენ ამ საიტზე! და მომეწონა ამ საიტის იდეა, ხალხიც და გადავწყვიტე ერთი ფოტო დამედო! მერე გაიზარდა ამ კუთხით ინტერესები და ახლა 44 ფოტო მაქ უკვე! მომავლისთვის სურვილი მაქ შევქმნა ფოტო-ფორუმი! იმედია Mr. შოთა დამეხმარება!
მე კიდე განათების ყიდვა მინდოდა სტუდიისთვის და მირჩიეს შედი საიტზე და გირჩევენო. თან მირჩია ჩემმა ცოლისძმამ, ის იყო აქ დარეგისტრირებული ბობიკა არის მაგის ნიკი, მარა სანამ ბობიკამ ეს მირჩია მომყიდა თავისი სონი) ხოდა იმის მერე თავბედს იწყევლის ჩემი და გააუბედურდაო ეს რა უბედურება ვასწავლეო. ოჯახი მიატოვაო და მთელი ოჯახის კაპიტალი გაზიდაო
ტააკ, მოკლედ, სკამებზე კომფორტულად მოკალათდით და გვერდით წყალი მოიდგით... ყველაფერი დაიწყო იმით, რომ Gvalva-მ დაახლოებით ორიათასშვიდასოცდამეთხუთმეტეჯერ მირჩია რაღაც photo.hit.ge-ზე შევსულიყავი, ხოდა, მეც დავასკვენი, რომ რადგან ეს რაღაც საიტი გვალვასგან უკვე მქონდა გაგონილი 2734-ჯერ, კიდევ ერთხელ, ანუ 2735-ედ რატო მეტყოდა, თუ რამე კარგი არ არისთქო?.. ხოდა ავედი, აწ ეგვიპტეში მყოფ ჩემს მეგობარ ვანიჩკებთან და ვინაიდან ეგ ადამიანი კარგ აურასთან ასოცირდება, მისგან ავტვირთე პირველი ფოტო და ყველას მოწონება რომ დაიმსახურა, მეც მეტი რა მინდოდა შემართებისთვის?.. მერე დღის ფოტო გახდა ერთი ჩემი ფოტო და შოთას ვუხადე მადლობები, ეს საწინდარი გახდა იმისა, რომ გავრკვეულიყავი საიტის მოწყობილობაში და მივმხვდარიყავი, რომ დღის ფოტოდ არჩევა აბსოლუტურად დემოკრატიულად, თავისთავად ხდება... მერე იყო ახალი მეგობრები, კიდევ უფრო ბევრი და უკეთესი მეგობარი და კიდევ უფრო უძალიანმაგრესი ადამიანები... მერე იყო ნაჭყებიასთან წაკონფლიქტება, მაგრამ მალე შევცვალე გადაწყვეტილება, რეზოლუცია დავადე მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ცხოვრებაში ამდენ აფერისტ ადამიანთა შორის, ნაჭყებია ნაღდი და მაგარი "როჟაა", თანაც როგორც ზემოთ აღნიშნულმა ჩემმა ბოკელმა მეგობარმა ვანიჩკებმა თქვა- შეუმჩნევლად ჯიგარი და უჯიგრესიც კი ტააკ, მერე იყო ბეეევრი დღის ფოტო, ბევრი, ბევრი... (რატომღაც, ზოგს ეს უკანასკნელი მოვლენა რაღაც ახალი წლის მსგავსი გონია ) მერე იყო, live-ში ურთიერთობა და მურაბა ხალხთან ჩახუტება, გატკბილიანება, დაშაქრიანება... მერე იყო მურაბა ხალხთან უფრო მაგარი ჩახუტება (იმედია, ბავშვებს უკვე ძინავთ ), უფრო მეტი შაქარ-ტკბილი მოგონება და კიდევ უფრო მეტის პერსპექტივა... მერე იყო დიდი ფეხბურთი... მერე იყო ის, რომ ეკატერინამ გახსნა ეს თემა და მეტი რა ვთქვა, ნაუცბათევზე ამდენი აღარ მახსენდება. მოკლედ, მეტი რა ქნას ამ საიტმა?.. ერთი სიტყვაღა დამრჩა სათქმელი, ძალიან ძლიერი სიტყვა, თავისი სრული მნიშვნელობით... გაგვიმარჯოს!!!
სხვათა შორის ბოკე ათენის ერთ-ერთი სასტუმროს ინტერნეტ-კაFეში ვიპოვე Fოტოტერმინებს ვქექავდი და ამომიგდო www.boke.ge შემოვედი, ერთი სამი თვე ვათვალიერე აქაურობა, მერე ნაცნობ Fოტოშნიკებში მივიკითხ-მოვიკითხე, ბოლოს დავრეგისტრირდი და იმის მერე ფეხი აღარ გამიდგია აქედან ს უდოვოლსტვიემ ვიპიუ ზა ვას, ზა ბოკე!!! ძალიან მიყვარხართ!!!
მე ბოკელი საიტის გაშვებამდე გავხდი და ვარ მეექვსე იუზერი რომელიც ამ საიტზე დარეგისტრირდა, პირვალი ხუთი კი შოთა, მაგდუ, გუჯა, გოგა და ნიკა არიან .........ხოოოოდაააააა დანარჩენს თვითონ მიხვდით
ხოდა მოკლედ 2004 წლის 6 დეკემბერიდან მოყოლებული ვშლი ოფტოპიკებს, ვადებ ბანებს, ვუწევ ვორნებს და ვჩხუბობ როცა წესებს არღვევან, მოდერებში კი ამის გარეშეც ბევრს ვჩხუბობ სწორედ ამ ჩხუბს შეეწირა ჩემი ჯანმრთელობაც თქვენ კიდე გგონიათ მოდერობა სასიამოვნოა ეჰჰჰჰ, რა გოგო ვიყავი სანამ ბოკეს იდეა გაჩნდებოდა. რა მინდოდა წვენებშიიიიიი
ეს ხუმრობით და სერიოზულად კი ერთმანეთი მოდერებმა ფოტოსაიტზე გავიცანით, მერე N-გალერეაში შევხვდით რარაავისის კონკურსზე, მერე კახასთან სტუდიაში და თანდათან ძალიან დავახლოვდით....მერე გუჯასთან დავიწყეთ შეკრება სამსახურში, სადაც ერთ დღეს შოთას წამოცდა ფორუმი მაქვსო (აი იმ დღეს დაიღუპა ), ამ იდეას ვინ გაუშვებდა ხელიდან, და ჩვენც არ მოვეშვით. გავუშვით ფორუმი და იმის მერე ვართ ესე ტკბილად
დავწერდი წვრილად ყველაფერს, ზოგის გაცნობის ისტორია კურიოზადაც კი იქცა, მარა მეზარება
ზოგიერთის გასაგონად - აქ ვარ და ბოკე არ მიმიტოვებია და არც ვაპირებ მიტოვებას
ეკატერინეს კი მადლობა ასეთი თემის წამოწევისთვის, ხანდახან არაფოტოგრაფიული ტოპიკებიც საჭიროა, ოღონდ მხოლოდ ხანდახან
ეხლა ჩემი ისტორია თუ როგორ აღმოვაჩინე ბოკე:... გაგვიმარჯოს და გაგიმარჯოთ რომ ჩვენთან ერთად ხართ და არ გვტოვებთ (თუმცა ზოგიერთს, ვიცი, არაერთხელ გასჩენია ეს არაბრძნული აზრი )