Member Group: Forum Member
Joined: 9-September 05
ცქნაფიმ გამაუბედურა მე და ჩემი უფროსი

რაც აქ შემოვედი, აღარც მუშაობა მინდოდა და აღარც ჭამა

პირველი შთაბეჭდილებები:
შემოვედი... დავათვალიერე გალერეა, ძალიან მომეწონა... მერე დავრეგისტრდი... დიდხანს ვიფიქრე, დავდო რამე თუ არა თქო... მერე გავრისკე და დავდე "ქალაქი"
გულის ფანცქალით ველოდებოდი კომენტარებს [ახლაც ასე მომდის ზუსტად... არაფერი შეცვლილა]... პირველი კომენტარი nini-მ გააკეთა "ეს რა ქალაქიაო

გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა... ცოტა ხანში ეკატერინამ მომწერა კარგი შედარებაა ყოჩაღ-ო ხოდა ძალაინ გამიხარდა [მას მერე სულ ასე მიხარია ამ საიტზე შემოსვლა] მერე რამდენიმე კომენტარის შემდეგ პირველი კონსტრუქციული კომენტარი ბატონმა გუჯამ მომწერა. მაგრად მესიამოვნა, რომ ვინმემ სცადა რამე აეხსნა ჩემთვის [ახლაც ზუსტად ასე მსიამოვნებს ხოლმე გუჯასთან საუბარი]
ჰოდა მას მერე თითქმის არაფერი შეცვლილა ჩემს და ბოკეს დამოკიდებულებაში.
კსტატი, მაგდუ მეც ქალი მეგონა

ვენიკოს კომენტარებზე მაგრად ვიკაიფე პირველივე წამებიდან

ნიკა მეც პატარა ბიჭი მეგონა, ვისაც მანქანა მისცეს და ავატარზე დააყენა ეგრევე. გუჯა ეგრე, 24-26 წლის მეგონა მოკლედ რა..
მინდა ერთი რამ გითხრათ რა... ძალიან შემიყვარდა ეს საზოგადოება და მისი ყველა წევრი. 2005 წლის 9 სექტემბრის მერე შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი რაღაც ჭრილში და მას მერე ასეც ვცხოვრობ. ჩემთვის ბოკეს დააბდების დღე 9 სექტემბერია [ჩემს მე3 დაბადების დღესთან ერთად] ხოდა მაშინ 9სექტემბერს, ცქნაფის, ჩემი დაბოკეს გაცნობას და თქვენ ყველას გაგიმარჯოთ!!!!!!!!!!!!!

[ჰიმნის ხმა, ცრემლიანი თვალები, და დიდი , აღვირახსნილად დიდი ყანწები!!!!!]