tsumbusha
Aug 10 2008, 12:22
ბოლო ინფორმაციით ცხინვალში შემოსულია 300 ტანკი ასეულობით მძიმე ზაბრძოლო ტექნიკა ასევე 10 ათასი ქვეითი ჯარი ასე გამოაცხადა რუსთავი ორმა ბოლოს.
Torquado
Aug 10 2008, 12:22
ბავშვებო არ ჩამოვიდენ ერაყიდან ჩვენები?
Torquado
Aug 10 2008, 12:24
ასე საშინლადაა საქმე?
tsumbusha
Aug 10 2008, 12:24
როგორც ვიცი ჩვნს შეიარაღებაში 100 ტანკია
Nina Minzoni
Aug 10 2008, 12:24
mariami,
ჭორია მარიამ, ჩემები იქვე ახლოს არიან და ჯერ იქ სიმშვიდეა
Torquado
Aug 10 2008, 12:25
ნახავს გაერო ორშაბათს გაგიჟებულ ქართველებს თავისი შენობის წინ. ავიკლებთ მაგ ყრუემბს და შეუგნებლებს სანამ რამეს არ დაგვეხმარებიან!
nachkebia
Aug 10 2008, 12:26
ვსიო ოსეთს ეგენი აკონტროლებენ, შეწყდება მომბვა?
Sofo Uznadze
Aug 10 2008, 12:26
Torpuado
გაიხარე შენ.. თქვენი იმედი გავაქვს..
Nina Minzoni
Aug 10 2008, 12:28
nachkebia,
ჯერჯერობით კი მარა ეხლა კოდორს ბომბავენო ისევ...
Added @ [mergetime]1218356959[/mergetime]
კურიერში თქვეს
nachkebia
Aug 10 2008, 12:29
QUOTE(Nina Minzoni @ Aug 10 2008, 12:28)
nachkebia,
ჯერჯერობით კი მარა ეხლა კოდორს ბომბავენო ისევ...
Added @ [mergetime]1218356959[/mergetime] კურიერში თქვეს
რა მიზნით ბომბავენ ნეტავ, მთავარია გაჩერდნენ დანარჩენი მერე გაირკვევა....
Nina Minzoni
Aug 10 2008, 12:31
nachkebia,
როგორც კურიერში თქვეს მაქედან გადადის როკის გვირაბისკენ გზა..
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 12:33
2008-08-10 12:18
ცხინვალს ამ დროისთვის რუსები აკონტროლებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ამ წუთებში ცხინვალში შესული არიან რუსული ძალები და, შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალს რუსები აკონტროლებენ.
მისივე თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები, გადაჯგუფების შედეგად, ცხინვალის სამხრეთ პოზიციებს ინარჩუნებენ.
უტიაშვილის განმარტებით, სამხედრო ძალების გადაჯგუფება რუსეთის ფედერაციიდან დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკის შემოყვანამ განაპირობა.
\"საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს რესურსი და მზად არის, რუსეთის შეტევა მოიგერიოს\",-აღნიშნა შსს წარმომადგენელმა.[B][/B]
Added @ [mergetime]1218357254[/mergetime]
2008-08-10 12:27
უკრაინა საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს
უკრაინა საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს.
შესაბამის ბრძანებულებას უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მოაწერა ხელი. ამის შესახებ \"ინტერფაქსი\" იუწყება.
პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში სამი დღის ვადაში ჩაიტანონ. დაზარალებულ მოსახლეობას უკრაინა მედიკამენტებსა და სურსათს მიაწვდის.
უკრაინამ საქართველოს პოლიტიკური დახმარება უკვე შესთავაზა და განაცხადა, რომ მზად არის, კონფლიქტის დასარეგულირებლად შუამავლის ფუნქცია შეასრულოს. აღნიშნული პოზიციის გამო მოსკოვმა უკრაინა მკაცრად გააკრიტიკა.
_toko_
Aug 10 2008, 12:35
აუუუ არაა რა ტო ამერიკამ მაგარი დაგვიკიდა რა ..
mariami
Aug 10 2008, 12:35
Nina Minzoni,
ხო რავიცი, ვითომ ჩეჩნებმაც დაიწყეს რაღაცოოო,
რათ უნდათ ეს ჭორებიიი : (
Torquado
Aug 10 2008, 12:36
რა მიზნით და რაც წითელმა არმიამ გააკეთა ეგ არ გვიქნან.. დაბომბავენ ყველაფერს, ჩვენს ჯარს დაასუსტებენ და მერე ოკუპაცია და მისი ჯანი
Nina Minzoni
Aug 10 2008, 12:36
mariami,
დაწყნარდი...ჭორები ბევრი დადის, ჯვარი გვწერია ყველას
nachkebia
Aug 10 2008, 12:36
ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს უაზრო კომენტარებისგანს მაგალითად "აუ ყველამ დაგვიკიდა" "ვაიმე რა გვეშველება" "ვაი რუსების დედაც"
Torquado
Aug 10 2008, 12:37
ამერიკა სულ ეგრე არ აკეტებს? იუგოსლავიის ამბავი გაიხსენეთ.
სად არიან ჩვენი ერაყელები იმათმა მაინც რამე გვიშველონ
Added @ [mergetime]1218357525[/mergetime]
ნაჭყებია
რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ უმცა არ ნიშნავს ეგ რომ ფარხმალი უნდა დავყაროთ. რაც შეგვეძლება თითოეული ქართველი მაქსიმუმს გააკეთებს რათა არ დავმარცხდეთ
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 12:39
როიტერის ცნობით რუსეთმა მარტო ამ ბოლო 1 ღამეში ოსეთში შეიყვანა 300 ერთეული მძიმე ტექნიკა და 10,000 ჯარისკაცი!!!
Torquado
Aug 10 2008, 12:41
სად ეტევიან კი მაგრამ ამდენი?ხოდა ჩამოუგდონ მაგატ ერთი ბომბი ჩვენებმა
chamoxeuli bilbordebi
Aug 10 2008, 12:46
მერიასთან ისევ არის ვინმე თუ იცით?
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 12:46
ასევე როიტერის ცნობით ამ წუტისთვის ცხინვლას სრულიად აკონტროლებს დაახლოებით 2,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი!!! შეგახსენებთ რომ გუშინ შსს ცნობით ცხინვალში გაამგრებული იყვნენ 600 ქართველი სამხედრო
chamoxeuli bilbordebi
Aug 10 2008, 12:47
თუ ვინმეს გაქვთ ინფო დროზე მიპასუხეთ რა
წუხელ არ ვყოფილვარ სახლში და არ ვიცი რა ხდება...
Nina Minzoni
Aug 10 2008, 12:50
chamoxeuli bilbordebi,
სოფ მიცკევიჩის 29 ში გადაიყვანესო
chamoxeuli bilbordebi
Aug 10 2008, 12:50
Nina Minzoni,
ანუ ხალხი სად არის ეგ მაინტერესებს ნინ
Nina Minzoni
Aug 10 2008, 12:52
QUOTE(Elle @ Aug 10 2008, 12:05)
დევნილთა დასახმარებლად თბილისის მერიაში დროებითი შტაბი და ცხელი ხაზი ამოქმედდა.
....
ამოქმედდა ცხელი ხაზი - 38-72-89.
მერია სთხოვს მოსახლეობასმ შესაძლებლობიდან გამომდინარე დაეხმარონ დევნილებს საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით.
დროებითი შტაბი მიცკევიჩის ქუჩა #29-ში არის განთავსებული. მოსახლეობას საკვების და სხვა ნივთების მიტანა ამ შტაბში შეუძლია.
დავეხმაროთ ვისაც შეგვიძლია!!!
chamoxeuli bilbordebi,
არ ვიცი, მალე გავდივარ და ვნახავ..
chamoxeuli bilbordebi
Aug 10 2008, 12:53
Nina Minzoni,
ვერ მიმიხვდი
თვითონ დევნილები სად არიან ეგ მაინტერესებს
climber
Aug 10 2008, 12:59
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, გორში ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაა.
"ახლა გორის მთავარი ამოცანაა, მივიღოთ დაჭრილები და მათ სათანადოდ ვუპატრონოთ",-აღნიშნა მან. ამასთან, მუშაობა შეაჩერა გორში განთავსებულმა მედია-ცენტრმა.
რაც შეეხება კოდორის ხეობას, უტიაშვილის ინფორმაციით, იქ ამ დროისთვის სიმშვიდეა.
როგორც ცნობილია, გორი გუშინ დაიბომბა. არიან დაჭრილები და დაღუპულები.
Added @ [mergetime]1218358821[/mergetime]
[color=red]სასწრაფოდ: რუსულმა ძალებმა კვლავ მიიტანეს იერიში ზემო აფხაზეთზე
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა კვლავ მიიტანეს იერიში ზემო აფხაზეთზე.
რუსულმა სამხედრო თვითმფირნავებმა რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს.
Added @ [mergetime]1218358962[/mergetime]
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, როკის გვირაბის გავლით შემოსულია რუსეთის რეგულარული არმიის 300 ერთეული მძიმე ტექნიკა, 10 ათასი ქვეითი ჯარისკაცი და რამდენიმე ასეული საარტილერიო დანადგარი.
როგორც ცნობილია, რუსულმა ავიაციამ დღეს დილიდან დაბომბა თბილისში მდებარე საავიაციო ქარხნის აეროდრომი, რამდენიმე იერიში მიიტანა ზემო აფხაზეთზე, ჭურვები ჩამოყარა ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას სამხედრო პოლიგონსა და სოფელ ძველ აბასთუმანში.
Added @ [mergetime]1218359008[/mergetime]
სასწრაფოდ: რუსული სამხედრო შენაერთები ზუგდიდზე შეტევას აპირებენ
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა განცხადება, რომ რუსული სამხედრო შენაერთები ზუგდიდზე შეტევას აპირებენ.
ბაქრაძემ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაც გააცნო. პრეზიდენტი მოსახლეობას ერთიანობისა და სიმტკიცისკენ მოუწოდებს.
rimanely
Aug 10 2008, 13:09
ერაყიდან ჯარი ჩამოვიდა????
ხო, მართლა.. რეზერვისტები დააბრუნეს უკან... თითქმის ყველა...
climber
Aug 10 2008, 13:12
უახლოესი საათების განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილები გეგმავენ შეტევას ზუგდიდის მიმართულებით.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"სამწუხაროდ, სახეზეა საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციის და 1921 წლის გამეორების მცდელობა. ჩვენ, ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ამას არ დავუშვებთ. ყველა ერთად გავერთიანდეთ ყველგან, სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებებით გავუწიოთ წინააღმდეგობა", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნაში ვითარება სტაბილურია და კონტროლდება, ქვეყნის თავდაცვას საქართველოს პრეზიდენტი პირადად ხელმძღავენელობს.
ბაქრაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას გაერთიანებისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
beshqena
Aug 10 2008, 13:13
უახლოესი საათების განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილები გეგმავენ შეტევას ზუგდიდის მიმართულებით.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"სამწუხაროდ, სახეზეა საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციის და 1921 წლის გამეორების მცდელობა. ჩვენ, ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ამას არ დავუშვებთ. ყველა ერთად გავერთიანდეთ ყველგან, სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებებით გავუწიოთ წინააღმდეგობა", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნაში ვითარება სტაბილურია და კონტროლდება, ქვეყნის თავდაცვას საქართველოს პრეზიდენტი პირადად ხელმძღავენელობს.
ბაქრაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას გაერთიანებისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
www.interpressnews.ge
climber
Aug 10 2008, 13:14
[COLOR=green]საქართველოს საავტომობილო გზებზე გადააგილების პრობლემა არ არსებს.
ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან გადაადგილება ტრანსპორტით შესაძალებელია, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა.
nachkebia
Aug 10 2008, 13:14
არის რამე შანსი ფორუმ ჯეს ხალხს რომ შევატყობინოთ აქ შემოვიდნენ?
Added @ [mergetime]1218359733[/mergetime] QUOTE(rimanely @ Aug 10 2008, 13:09)
ერაყიდან ჯარი ჩამოვიდა????
ხო, მართლა.. რეზერვისტები დააბრუნეს უკან... თითქმის ყველა...
რეზერვისტები დააბრუნეს?
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 13:16
nachkebia,
რატო? ვერ შედიხარ ფორუმზე?
Nina Minzoni
Aug 10 2008, 13:17
nachkebia,
კი ჩამოვიდნენ თითქმის ყველა
rimanely
Aug 10 2008, 13:18
QUOTE
რეზერვისტები დააბრუნეს?
კი დააბრუნეს, გუშინაც იძახდნენ აბრუნებენო, მაგრამ ის ჭორი იყო... ვინც გუშინ ჩამოვიდნენ გამოიპარნენ უბრალოდ... და დღეს ოფიციალურად გამოუშვეს...
ისე საშინელ რაღაცეებს ყვებიან, მაგრამ არ იქნება აქ თქმა სწორი...
Nina Minzoni
Aug 10 2008, 13:19
rimanely,
თავი შეიკავე
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 13:19
nachkebia,
ხო ვინც უდნა გაეწვიათ აღარ მიყავთ და ბევრიც დააბრუნეს1 მხოალისეებიც არ მიყავთ. ხუი ივო ზნაეტ რას შვებიან რა!!!
ბაქრაძე კიდე იდიოტია!!! ეხლა ველაპრაკე ნათესავ ზუგდიდში და ისეთი ამბავიაო რო რა ვიცი დაპანიკდა ხალხი
apachi
Aug 10 2008, 13:21
rimanely,
QUOTE
ვინც გუშინ ჩამოვიდნენ გამოიპარნენ უბრალოდ...
რამხელა სისულელეს ლაპარაკობ/???? გამოიპარნენ არა ის კიდე.. გამოუშვეს საიდან მოიტანე რო გამოიპარნენ?? ყველა ვაჯკაცური შემართების აცი იყო იქ წასული და რატო გამოიპარებოდნენ
climber
Aug 10 2008, 13:24
MaStErOFmAsTeRs
Aug 10 2008, 13:25
apachi,
ეგ ინFო ბევრგან გავრცელდა. გამოიპარნენე რა დაწრილებს გამოვყვნენ ბევრი გორიდან ნებართვის გარეშე.
Added @ [mergetime]1218360405[/mergetime]
აგარეო საქმეთა სამინისტროში ეკა ტყეშელაშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე იმყოფებიან ევროკავშირის ე.წ. ტროიკის წარმომადგენლები, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ინგლისის, გერმანიის ელჩები, ლიტვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა რამდენიმე ელჩმა. ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთეს აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა და ევროკავშირის წარმომადგენლმა პიტერ სემნებმა.
ჯონ ტეფტმა აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუშმა გააკეთა განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით. აშ-ში შეშფოთებული არიან არსებული მდგომარეობით.
\"დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მივაწვდი აშშ-ს ადმინისტრაციას და სრული კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება\",-აღნიშნა ელჩმა.
პიტერ სემნების თქმით კი, საქართველოში ჩამოვლენ საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. სემნებმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოხდება თუ არა კორიდორის გაკეთება, რათა კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოვიდეს, მათ პასუხისგან თავი შეიკავეს.
rimanely
Aug 10 2008, 13:28
apachi გუშინ არავინ არ გამოუშვიათ! თავისი ნებით წამოვიდნენ ვინც გუშინ ჩამოვიდა... ოფიციალურად მარტო დღეს გამოუშვეს!
QUOTE(Elle @ Aug 10 2008, 12:01)
Nina Minzoni,
პანიკაში არ ვარ აი ბავშვისთვის კი მოვიმარაგე მეც საჭმელი ))
გუშინ მერიასთან ასობით დევნილი ვნახე, პატარა ბავშვებით ხელში დგანან, არც ჩასაცმელი აქვთ, არც საჭმელი და არც წასასვლელი, დიდმა ნაწილმა მანდვე გაათია ღამე, გუშინ დავწერე დევნილთა დახმარების ცენტრის ცხელი ხაზის ნომერი
ისევ მოვძებნი
იქნებ რამეთი დავეხმაროთ ამ ხალხს

დაწერე რა კიდევვვ
Liza Niniashvili
Aug 10 2008, 13:31
QUOTE
დევნილთა დასახმარებლად თბილისის მერიაში დროებითი შტაბი და ცხელი ხაზი ამოქმედდა.
....
ამოქმედდა ცხელი ხაზი - 38-72-89.
მერია სთხოვს მოსახლეობასმ შესაძლებლობიდან გამომდინარე დაეხმარონ დევნილებს საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით.
დროებითი შტაბი მიცკევიჩის ქუჩა #29-ში არის განთავსებული. მოსახლეობას საკვების და სხვა ნივთების მიტანა ამ შტაბში შეუძლია.
დავეხმაროთ ვისაც შეგვიძლია!!!
Nina Minzoni
Aug 10 2008, 13:32
NaNN,
ცოტა ხნით გავდივარ...მალე გეტყვით სად შევიკრიბოთ და როდის რომ მივუტანოთ ყველანაირი ნივთი რაც მოგვეპოვება და დავეხმაროთ დევნილებს..ტანსაცმელი იქნება თუ რაც იქნება!!!
დავბრუნდები მალე უფრო კონკრეტული ინფორმაციით
rimanely
Aug 10 2008, 13:35
http://www.petitiononline.com/ აქ შევქმნათ პეტიცია STOP RUSSIA და ვნახოთ რამდენი მოაწერს ხელს... მე არ ვიცი როგორ უნდა შევქმნა და ვინც იცით იქნებ დამეხმაროთ.
climber
Aug 10 2008, 13:36
სასწრაფოდ: "რია ნოვოსტი" - საქართველოს სანაპიროებს რუსული სარაკეტო და საგუშაგო გემები მოუახლოვდნენ
საქართველოს საზღვაო საზღვრებს სევასტოპოლიდან სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" და საგუშაგო გემი "სმეტლივი" მოადგა.
როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
მცირე ხნით ადრე საქართველოს საზღვაო საზღვრებს სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან სამი დიდი სადესანტო გემი მოუახლოვდა. შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ოპერაციის მიზანი დევნილებისთვის დახმარებაა.
ამასთან, "რია ნოვოსტის" ავრცელებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანრე ლომაიას კომანტარსაც, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები ოჩამჩირის რაიონის საზღვაო პორტში შევიდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლომაიას განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
სასწრფოდ: რუსეთის სატანკო ქვედანაყოფები ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში პოზიციების დაკავებას ცდილობენ
რუსეთის სატანკო ქვედანაყოფები ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში პოზიციების დაკავებას ცდილობენ.
კონფლიქტის ზონიდან მიღებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქართულმა შენაერთებმა გადაჯგუფება განახორციელეს, ცხინვალში შესულმა რუსეთის სატანკო ქვედანაყოფები ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქართული სოფლების დაკავებას ცდილობენ.
დაზუსტებული ინფორმაციით, რუსული ტანკები სოფელ ერედვში გამოჩდნენ. რუსული სატანკო ქვედანაყოფების მოძრაობა შეინიშნება სოფელებში ხეითი, ქსუისი და არბო.
ქართულ სოფლების მოსახლეობამ კონფლიქტის ზონა საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებში დატოვა.
Goderdzi Makharashvili
Aug 10 2008, 13:39
გასაგებია რუსებს არ უნდა ვუსმინოთ მაგრამ რაც გიომ დაწერა გუშინაც იძახდნენ ფოქს ნიუსის ჟურნალისტები მოსალოდნელიაო ბლიაააად!!!
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.