MISS OLIVERA
Aug 9 2008, 05:18
QUOTE(Goderdzi Makharashvili @ Aug 9 2008, 05:09)
http://www.boke.ge/forum/https://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=12788 აგერ პატარა რეპორტაჟი დღევანდელი დღისა
იმედია სხვებიც დადებენ
და წავედი ცოტა მაინც დავიძინო
ფხიზლად ვიყოთ და ამავდროულად ფრთხილად!
შემოგევლეთ ყველას
აბა დროებით

იხარეთ ყველამ!!! !!!
Added @ [mergetime]1218244823[/mergetime] გაეროს უშიშროების საბჭოს მეორე სხდომა, რომელიც სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, რაიმე სახის რეზოლუციის მიღების გარეშე დასრულდა...
Liza Niniashvili
Aug 9 2008, 06:56
გათენდა......
Torquado
Aug 9 2008, 08:24
სად ხართ ხალხო?
Nina Minzoni
Aug 9 2008, 08:25
ეხლა ავდექი და მაინტერესებს...როგორ საქართველოში გავიღვიძე?
როგორ ხართ ხალხო?
დილა მშვიდობისა ყველას
ამ ღამის ახალი ამბები მაინტერესებს, სიტუაცია თუ შეიცვალა
ვინმემ მომწერეთ
( საქართველოში არ ვარ
)
აუუუუუ რა არის არფერი არ ვიცი და არაფერს არ აჩვენებენ..

...
ეს ცუდის ნისანია ხო როგორც ვხვდები ტელევიზიები არაფერს რომ არ აცვენებენ ?

...
ჰმმ...
ღამის განმავლობაში კიდევ სამი რუსული თვითმფრინავია განადგურებული.
ნიუ-იორკში, "CNN" შენობასთან საქართველოს მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა.
ამერიკა ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს, დაწყებული უბრალო ამერიკელებით, დამთვარებული ნებისმიერი - "დემოკრატით" თუ "რესპუბლიკელით". საქართველოში მომუშავე ამერიკული წყაროების თანახმად, ამერიკა ცდილობს, ნატო-ს ძალებით საქართველოს თავზე საჰაერო სივრცის დახურვას.
ფოთში წუხანდელი დაბომბვის შედეგად საავადმყოფოში 6 გარდაცვლილი მიიყვანეს.ჰოსპიტალიზებულია 25 დაჭრილი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და მათ სასწრაფო ოპერაციები ჩაუტარდათ. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი მეტი იყოს, რადგან დაბომბილ ტერიტორიაზე დაზარალებულებს ღამის განმავლობაში ფარნებით ეძებდნენ, სრული სურათი კი გათენების შემდეგ გამოჩნდება.
დაშავებულების ნაწილი ფოთიდან ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
interpressnews.ge
კახეთში, გურჯაანთან ახლოსაც ჩამოუყრიათ ბომბები

ჩემი და ჩამოვიდა დღეს იქიდან
QUOTE(munich @ Aug 9 2008, 09:44)
კახეთში, გურჯაანთან ახლოსაც ჩამოუყრიათ ბომბები

ჩემი და ჩამოვიდა დღეს იქიდან
ეს ამ ღამ? კუთხე აღარ დაგვიტოვეს დაუბომბავი

მსხვერპლი ხო არ არის?
უნდა გავმხნევდეთ!
დღეს პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეა და შევავედროთ ჩვენი დაჭრილები.
გუშინ ჩამოყარეს სოფლებიდან მოშორებით.

არავინ დაშავებულა მადლობა ღმერთს
QUOTE(Kamikadze @ Aug 9 2008, 03:14)
გატყობინებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკის განცხადებას :
"რუსეთის მედია სივრცე აწარმოებს მასიური დეზინფორმაციას ისევე როგორც რუსული მედია სივრცის დახმარებით ასევე ქართულ საიტებზე შემოპარული აგენტების მეშვეობით. არასწორ იმფორმაციას აწვდის ხალხს, საზოგადოებაში ცდილობს პანიკის დათესვას და ცდილობს ამავე ცრუ ინფორმაციის თავზე მოხვევას უცხოური მედია სივრცისათვის. ნუ ენდობით საეჭვო საიტებზე გავრცელებულ ინფორმაციას და ნუ აყვებით პანიკას. ენდეთ ქართულ ტელესივრცეს რადგან დღესდღეობით ერთადერთი ობიექტური ინფორმაციის წყარო სწორედ ადგილზე მყოფი ქართველი ტელე-რადიო ჟურნალისტები არიან." მართალია
2 წუთიანი კურიერი ასწორებს
როდესაც არაფერი აქვთ სათქვამი 1.5საათიანი გამოშვებაა, და ეხლა 2 წუთიანი.
გორში პანიკა არარის აზრზე ხარ.
QUOTE
ერთადერთი ობიექტური ინფორმაციის წყარო სწორედ ადგილზე მყოფი ქართველი ტელე-რადიო ჟურნალისტები არიან."
ახლა პანიკა დამღუპველია, ყველას გააზრებული უნდა ქონდეს რაშიც ვართ ჩაბმულები და ერთმანეტს გვერდით უნდა ვედგეთ მეტი ჩვენი საქმე მშვიდობიანი მოსახლეობის არაფერია
climber
Aug 9 2008, 10:54
MaStErOFmAsTeRs
Aug 9 2008, 11:03
კოპიტნარი დაიბომბა ეხლახანს იყო რადიოში
2008-08-09 10:33
რუსულმა ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროპორტი დაბომბა
რუსულმა ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროპორტი დაბომბა. ამის შესახებ ქუთაისიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება
2008-08-09 09:24
ქალაქ გორს რუსული ავიაცია ბომბავს
რამდენიმე წუთის წინ რუსულმა მოიარიშე თვითმფრინავებმა ქალაქ გორის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება. მისივე ინფორმაციით, ქალაქის ინტესნისური
http://www.interpressnews.ge/
xatunia
Aug 9 2008, 11:08
ტყვიავი ჩემი სოფელია და ბებაიჩემმა გვითხრა კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდესო.
chamoxeuli bilbordebi
Aug 9 2008, 11:08
ყველაფერი დაიბომბა მაგიდს დედაც ვატირე
უნდა ველოდოთ ქუთაისში კიდე რამოდენიმე ობიექტის აფეთქებას
Infanta
Aug 9 2008, 11:14
climber
Aug 9 2008, 11:15
nodari82 is foto
guga_art
Aug 9 2008, 11:20
დაბომბილია ქალაქი გორის ცენტრი კოპიტნარი ფოთის საზღვაო ტერმინალი..ჩემი ბიძაშვილი კოპიტნარში მუშაობს და ამ წუთას ჩამოყარეს ბომბებიო და ორი კაცი მოკვდაო..და დამალულები ვართ სადღაც პადვალშიო..ტელევიზორი არ აცხადებს ზუსტ ინფორმაციას...რეზერვისტებიც არიან დაღუპულები და დაჭრილები,,
artistteo
Aug 9 2008, 11:21
არ დავპანიკდეთ! გამხნევდით! უფალი ჩვენთანაა!
და ამასობაში როცა გვბომბავენ ჩვენ რას ვაკეთებთ????????????????????
Sofo Uznadze
Aug 9 2008, 11:25
არაფერს არ აჩვენებენ საერთდო

რაა ეს??????????
კურიერზე უაზრო ინფორმაციებს საათობით წელავენ და ეხლა?
გაიხარეთ ცოტაოდეი ინფორმაცია აქ გავიგე..
იქნებ გააგრძელოდ ინფორმაციის გადმოცემა.
climber
Aug 9 2008, 11:25

REUTERS/Irakli Gedenedze
ეს დაჟე გუშინდელი ფოტოა იქა ჩვენი ტანკები
ესე უნდა შეგვატოვონ რუსეთს??: (((
guga_art
Aug 9 2008, 11:26
სად არის ამერიკა?ხვლინდელი საბოლოო დასკვნის გამოცხადებამდე დღეს კიდევ ათასი კაცი დაიღუპება ...ფაქტია რომ ცუდი რამ ხდება ძალიან ცუდი ამ ქვეყანაზე
artistteo
Aug 9 2008, 11:27
გუგა გეთანხმები!!!!!!
guga_art
Aug 9 2008, 11:28
ჩემი აზრით არანაირი 3 საათი არ უნდა მიეცათ....რადგან არც არავის გამოუყენებია ის დრო იარაღის დასაყრელად და ჩვენ ტერიტორიაზე გადმოსასვლელად ,,,დიდი შეცდოა იყო ეს ყველაფერი რადგან ამ სამ საათსი გადმოვიდნენ რუსული ტანკები და შეიარაღება სეპარტისტებითურთ..
ალანიაზეც სულ 5 წუთი გაგრძელდა საინფორმაციო...
Added @ [mergetime]1218267428[/mergetime]
2008-08-09 11:19
რუსულმა ავიაციამ გორის სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა
რუსეთის ავიაციამ გორში ე.წ. ბამბეულის კომბინატის დასახლება, წყალწმინდის სამხედრო ბაზა და სატანკო ბატალიონის ტერიტორია დაბომბა
2008-08-09 11:18
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში
climber
Aug 9 2008, 11:37
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.
სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 12.00 საათისათვის არის დაგეგმილი.
განიხილება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სამხედრო იერიშის საკითხი.
როგორც ცნობილია, რუსული ავიაციის მიერ ინტენსიურად იბომბება ქალაქ გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია. არის მსხვერპლი.
tsumbusha
Aug 9 2008, 11:39
მ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ხონი და ზემო აფხაზეთი დაბომბეს.
ასევე მიდის ქალაქი გორის დაბომბვა.
დაახლოებით ერთი საათის წინ ქართულმა მხარემა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგო.
სულ განადგურებულია 7 რუსული ბომბდამშენი.
ორი დღის განამავლობაში მუდმივად ირღვევა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული ავიაციის მიერ.
რუსულმა ბომბდამშენებმა დაბომბეს გორი, ქარელი, სენაკი, მარნეული, ფოთი, ონი, ხობი, ზემო აფხაზეთი , ვაზიანი.
climber
Aug 9 2008, 11:40
რუსულმა ავიაციამ გორის სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა
რუსეთის ავიაციამ გორში ე.წ. ბამბეულის კომბინატის დასახლება, წყალწმინდის სამხედრო ბაზა და სატანკო ბატალიონის ტერიტორია დაბომბა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სატანკო ბატალიონზე რუსულმა მხარემ ორჯერ მიიტანა იერიში, აფეთქებულია ტყვია-წამლის საწყობი, ცეცხლი უკიდია ყაზარმებს. მსხვერპლი არის, თუმცა ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც გორში აცხადებენ, რუსულმა ავიაციამ სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა, რაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დასუსტებას ისახავს მიზნად
QUOTE
მ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ხონი და ზემო აფხაზეთი დაბომბეს.
საიდან ინფო?
Sofo Uznadze
Aug 9 2008, 11:45
ვაიმე რა გვეშველება ???????
გენაცვალეთ ეგრე გააგრძელეთ რააა.. თქვენგან ვგებულობთ ინფორმაციას
tsumbusha
Aug 9 2008, 11:45
chamoxeuli bilbordebi
Aug 9 2008, 11:45
Elle,
რაღA საიდან ყველა ტვ მაგას ამბობს
phoenix,
QUOTE
ვაიმე რა გვეშველება ???????
რა გვეშველება და გადავრცებით ღმერთი ჩვენსკენაა სულ ცოტაც სულ ცოტაც და ყველაფერი რიგზე იქნება არ უნდა გავტყდეთ
s a f o
Aug 9 2008, 11:48
მეტირებააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
Sofo Uznadze
Aug 9 2008, 11:51
apachi
მინდა რო მჯეროდეს .. 12 საათს ველოდები იქნე ისინდისონ რამე ინფორმაციის გავრცელება

უბანი დაიცალა აღარავინაა აქ
Nina Minzoni
Aug 9 2008, 11:52
phoenix,
სად ხარ სოფ შენ?
Sofo Uznadze
Aug 9 2008, 11:54
Nina Minzoni
თემქაზე .

ეხლა მეზობელი მყავს სტუმრად და სამი შვილი წაიყვანეს ამ ქალის

სული მეწვის საცოდაობით

ნეტით ვაგებიებ ცოტა ინფორმაციას ..
ხალხო დადეთ რა ინფოები

(( მეტირება
ჯავის ხიდი აუფეთქებია ვიღაცასო მართალია???
Liza Niniashvili
Aug 9 2008, 11:58
დაელოდეთ 12საათიან კურიერს....
Sofo Uznadze
Aug 9 2008, 12:15
ნეტა არ მენახა კურიერი

ვისაც არ გაქვთ ჩაბარებული სისხლი გაიღეთ რაა ძალიან გაუჭირდებათ სავადმყოფოებს .. არაქვთ მარაგი საერთოდ.. იქნებ გაიღოთ რაააააააააააა
Torquado
Aug 9 2008, 12:16
ხალხო რა ვქნა არვიცი რა თქვა კურიერმა.
როცა ნახავთ ვინმემ დაწერეთ რა. არც ბაბაჯანაზე იშვება კურიერი და არც სტრიმ.გე-ზე
Added @ [mergetime]1218269857[/mergetime]
ფენიქს რა თქვეს??
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.