Help - Search - Member List - Calendar
Full Version: დეგრადირებული ბოკე
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
Nino Baidauri
მოკლედ, ყველას ყველასფრის წერისა და თქმის უფლება აქვს, მთავარია სხვამ არ გაბედოს იგივე lol.gif
არა ავთო? lol.gif
fotomane
ყველას მოგესალმებით. შესანიშნავი თემაა ბევრი რამე წავიკითხე და სიმარტლეს ვიტყვი ახალიც გავიგე ჩემთვის. მე ერთი რამ მინდა უთხარა 0 დამწერ მოყვარულებს როდესაც 0 დაწერთ ნუ მოგერიდებათ კრიტიკის (თუნდაც კომენტი დაარქვით არააქ მნიშვნელობა) მიწერა რა დაიმსახურა ამ სურათმა და რატო . მეწყინა არ დავმალავ როდესაც ჩემ ერტ ერტ პორტრეტს 0 მიუწერეს , მაგრამ დამიჯერეთ 0 კიარ მწყენია!!! არამედ ის რომ არ ახსნა რა რატომ რაა შესაცვლელი მომატება უნდა შუქს თუ მოკლება ... ხოდა ეხლა მე რა ვიფიქრო რა გავაკეთე არასწორად .. უკვე კი ვიცი რაშიც იყო შეცდომა მაგრამ მე ვთვლი რომ საწყენი არაპერია!! თუ სურათი იმსახურებს 0 უნდა მიიღოს 0!!! მაგრამ უნდა აუხსნა ადამიანს რატომ! ეს არის ჩემი აზრი ყველას დიდი მადლობა დატმობილი ყურადღებისთვის.
Avtandil Mamulia
ნინო davliot.gif
User-Nikala
QUOTE
http://www.boke.ge/forum/?img=145120 ძალიან კარგი ფოტოა. დავწერ რატომ. 1 საინტერესო ტიპაჟია, 2 ძალიან საინტერესო ჩაცმულობაა და ხელში კოკაკოლაში ჩასხმული წყალი ძალიან საინტერესო დეტალია, სწრედ ამიტომ გამართლებულია საშვალო ხედი. დახეთქილი ფილები და უკან ხის ღობე ძალიან საინტერესოა ამიტომ მათი გამოჩენაც გამართლებულია. ეს ფოტო ბავშვზეა, ეს ფოტო ცხოვრებაზეა და საინტერესოა.

http://www.boke.ge/forum/?img=133881 ეს ფოტო ძალიან კარგი ფოტოა ტექნიკურად. მაგრამ რაზეა ეს ფოტო? ეს ფოტო არის ლამაზ გოგოზე, რომელიც უყურებს კამერის ობიექტივს.

რომელმა დაიმსახურა მეტი ყურადღება?! მეორე ფოტომ.



ვფიქრობ ფოტოების კრიტიკა არ უნდა იყოს თქვენი ძლიერი მხარე, ყველაფერი ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე. იმიტომ რომ პირველ ფოტოს არაფერი აქვს გადასარევი, შემდეგი მიზეზების გამო: 1.კომპოზიციური თვალსაზრისით კადრში ბავშვის პოზიცია აშკარად ითხოვს კამერის მარცხნივ გაწევას. 2. ტექნიკურად ფოტო სუსტია, თუნდაც იმის გამო, რომ სხვადასხვა სიბრტყეზე მდებარე ბავშვი და უკან მიმავალი ფეხი თითქმის ერთნაირადაა ფოკურსში. 3. ფონი საკმაოდ ჭრელია და არ იძლევა ყურადღების გამახვილების საშუალებას მთავარ ობიექტზე. 4. ფონზე მიმდინარე მოვლენები უინტერესოა, არანაირ მხატვრულ ღირებულებას არ აძლევს ფოტოს, პირიქით აფუჭებს კიდეც.

მეორე ფოტო ტექნიკურად კარგი შესრულებულია და დასახულ ამოცანას - "პორტრეტი" პირნათლად ასრულებს.

მემგონი ყველაფერი ნათელია, თუ რატომ დაიმსახურა მეტი ყურადღება მეორე ფოტომ.
Sofio Gokhelashvili
ამ დიალოგებით შედეგი გვაქვს უუუუუზააააარრრრრრმმმმმმმმმმაააააააზზზზზზააააააააარიიი
იიიიიიი
Nino Baidauri
რა შედეგს ელი სოფო?
ნავთობის ფასების დასტაბილურებას? DDDD.gif
Added @ [mergetime]1299254793[/mergetime]
ნიკა, იმ ბავშვის ფოტო ტექნიკურად რომ სუსტია, მაგის მიხვედრას დიდი ღრმა განათლება არ სჭირდება.
რა აქვს კარგი და რატომაა კარგი (პირადად მე რატომ მკიდია მისი ტექნიკური წუნი), მაგაზე იყო უბრალოდ საუბარი : )
User-Nikala
ნინო შენი პოსტი არ წამიკითხავს ამ ფოტოსთან დაკავშირებით. რაც დავაკოპირე იმაზე დავწერე პასუხი. თუმცა მე ეგ ფოტო არც ასე მომწონს და არც ისე, ყოველგვარი სუბიექტური მოსაზრებების გარეშე ვამბობ ამას.

p.s. ცალკე ტექნიკურად და ცალკე მხატვრულად კარგი ფოტოების არ მჯერა მე, ფოტო ან კარგია ან არ ვარგა :P
Nino Baidauri
პოსტ სკრიპტუმში გეთანხმები.
მაგრამ რაკი კარგია-ცუდია კომენტარები არადამაკმაყოფილებლად მიგვაჩნია და ასევე ბოკეს შეფასების სისტემის გათვალისწინებით... უკვე ძნელია მაგისი მტკიცება DDDD.gif
Lasha Palavandishvili
მოდერატორს ვთხოV დახუროს თემა... :-|
Luichka
ნამდვილად DDDD.gif
Peso
სუფთა ბაზარია
Nini Mamaladze
: ))))))))))))))))))
User-Nikala
მოწესრიგებული ფორუმი არ შემხვედრია მე ჯერ არსად, ყველგან ბაზარია.
vakerman nekerman sekerman
Nikoloz Mameishvili,
ნიკოლოზ თავიდან არ დავიწყებ ყველაფრის ჩამოთვლას, მაგრამ ძალიან სხვაგან ხართ DDDD.gif DDDD.gif რაც თქვენ ჩამოთვალეთ ყველაფერი ტექნიკური მხარეა. აქ კიდე მხატვრულ ღირებულებაზე იყო საუბარი. ის ფოტო სიცოცხლეზეა, ის ფოტო არის ბავშვზე, კოკაკოლის ბოთლში ჩასხმული წყალი ეს დეტალია, რომელიც ძალიან ცხვოვრებისეულია და ნამდვილია. ჩუსტები და ჩაცმულობაც საინტერესოა, იმიტომ, რომ ნამდვილია.

მეორე ფოტოს რაც შეეხება. გეთანხმებით, რომ ტექნიკურად კარგადაა შესრულებული მაგრამ რაზეა ფოტო?

თქვენი კომენტარი იყო :

როგორ .... როგორ ..... როგორ ..... როგორ.... და ა.შ. მაგრამ პირველი შეკითხვა ყოველთვის უნდა იყოს რა და მერე როგორ.

ფოტოების კრიტიკას რაც შეეხება არც თვენ დაიკვეხნით, რადგან ფოტოში მთავარი არ არის მხოლოდ კომპოზიცია და ფოკუსი! მთავარი კი არა შეიძლება მეორე ხარისხოვანიცაა smile.gif

კომპოზიციურად გამართულ ფოტოებს შეხვდებით, ნაყინის შესაფუთ ქაღალდზე, სუპერმარკეტის პარკებზე და ა.შ. ხოლო მხატვრული ღირებულების ფოტოები იშვიათია smile.gif


პ.ს. ფეხებსა და ფონზე აბსოლუტურად არ გეთანხმებით. ერთ ფეხზე კი ორივეზე არა. და უკან ფონის გაბლარვაც მარტივი გამოსავალია სიღრმის შესაქმნელად რაც მე არ მომწონს ხოლმე ფოტოებში smile.gif
vakerman nekerman sekerman
ეს ფოტოები, რომლებიც მზოდ ტექნიკურადაა კარგად გაკეთებული, მაგონებს საბჭოთა, მასაზე ორიენყირებულ ხელოვნებას. ჭრიჭინა, შულხოვი, ზენლიჩენკო. გამართული კომლოზიცია, კარგი განათება არაჩვეულებრივი ფერის დამუშავება და შედეგი აბსოლუტრად არაფრისმთქმელი ხელოვნება. შეადარეთ აბა კარტესი და საველევი? რომელის ტექნიკაა უფრო მაღალ დონეზე? ობიექტივწბი, ფოკისი შმოკუსი კუსკუსი კარგით რა! ეგეთი ფოტოგრაფები იცით რამდენია? რაც შეეხება თქვენს ნათქვამს ფოკუსურ მანძილზე. კითხვა: როგორ შევქმნათ სიღრმე კადრში. ყველაზე მარტივი პასუხი: დავაყენოთ ტელე-ფოტო(არ ვიცი სწორი თარგმანია თუ არა) ობიექტივი.
Added @ [mergetime]1299300271[/mergetime]
"ტექნიკა გზა და საშუალებაა გადმოსხე მხარვრული ჩანაფიქრი" ჩემი თუ არ გჯერათ აგერ ნინოს კითხეთ DDDD.gif
vakerman nekerman sekerman
QUOTE
მეორე ფოტო ტექნიკურად კარგი შესრულებულია და დასახულ ამოცანას - "პორტრეტი" პირნათლად ასრულებს.


"საბჭოთა კავშირის ფუტკარმა დიდი აღიარება ჰპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფუთკრების კონფერენციაზე"
User-Nikala
vakerman nekerman sekerman

კარგით, პირველი ფოტო ჯობია მეორეს DDDD.gif DDDD.gif განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელია კოკა-კოლის ბოთლში ჩასხმული წყალი )))))
vakerman nekerman sekerman
Nikoloz Mameishvili,
დიახ დაიხ! პირველი ფოტო უფრო კარგად ასახავს პლორეტარიატის ცხოვრების დუღილსა და მშრომელი ხალხის გასაჭირს ამხანაგო ნიკოლოზ!
vakerman nekerman sekerman
QUOTE(Peso @ Mar 5 2011, 02:27)
სუფთა ბაზარია
*


რა ბაზარია ეხლა ეს? DDDD.gif
Nini Mamaladze
რა საკამათო ესაა სხვადასხვა ჟანრია საერტოდ, როგორ ადარებთ?
vakerman nekerman sekerman
QUOTE(Nini Mamaladze @ Mar 6 2011, 22:09)
რა საკამათო ესაა სხვადასხვა ჟანრია საერტოდ, როგორ ადარებთ?
*


ვფიცავ პიონერის ყელსახვევს, რომ არ ვადარებთ. მაგალითად მოვიყვანეთ უბრალოდ. წინა გვერდებს გადახედეთ და მიხვდებით smile.gif
Archer
მეზარება ამდენი რამის წაკითხვა. ამდენი დრო გადაღებაში დახარჯოთ ჯობია.
და ვაფშე ვინც ყველაზე დასტოინია აღარ დაპოსტოს ამ თემაში DDDD.gif

P.ს. და საერთოდ მე რომელი ფოტოზეც მომინდება იმაზე დავწერ კომენტარს. ეს არაა ვინმეს საქმე.
დავწერ იქ სადაც გაითვალისწინებენ ან გაატარებენ და არ ამიჯანყდებიან DDDD.gif
Nino Baidauri
სერაფიმ, გაიწკეპლები! DDDD.gif

ვაღიარებ, რომ საწინააღმდეგო აზრს (როდესაც განსაკუთრებით კრეტინულია) ხშირად მშვიდად ვერ ვეგუები, მაგრამ ყველაფრის გაგება შემიძლია, ვფიცავ ალაჰს... და ეს მიდგომა მაგიჟებს!
წინა დღეებშიც ვლაპარაკობდი ამაზე და პირდაპირ ვაკოპირებ:
აი ზიხარ შენთვის და საუბრობ ან კამათობ, მოკლედ გამოხატავ შენს დამოკიდებულებას რაღაცა თემის ირგვლივ. თავისთავად ნიშნავს, რომ ეს თემა და საკითხები შენთვის საინტერესოა. მაგრამ თურმე ნუ იტყვით და არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი არ აინტერესებს და თავს მოვალედ თვლიან, მოვიდნენ და პირში გეცენ. გამოთქვან არა თავისი აზრი, გითხრან, "აი ამაში ცდები, ამაში არ გეთანხმები, ამაში მართალი ხარ". არა!!!! "როგორ ბედავ, რომ ამაზე ფიქრობ და მითუმეტეს, როგორ ბედავ, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობ. მე რომ არ მაინტერესებს?!"

თუ არ გაინტერესებთ, რას კითხულობთ. თუ არ კითხულობთ, რატომ ეჩრებით. იცით რამდენი რამე არ მაინტერესებს , რაც თქვენ გაინტერესებთ ან მე ან იმ ადამიანებს, ვისი ლაპარაკიც არ გაინტერესებთ? მოვდივარ და გიკრაჭუნებთ კბილებს?
თქვენ ვინ გეკითხებათ, ვინ რაზე ილაპარაკებს და ვის რა აინტერესებს????

წინა გვერდზე ვიხუმრე, ყველას ყველაფრის თქმის უფლება აქვს, მთავარია სხვამ არ გაბედოს იგივე-მეთქი. არ მიხუმრია ბატონო, სრულიად სერიოზულად ვთქვი.
"მე რასაც მინდა, სადაც მინდა, იმას დავწერ და იმას ვიტყვი და თქვენ ხმა ჩაიგდეთ."
ცოტა დაფიქრდით, რას წერთ და ლაპარაკობთ მართლა რა........
LOOSER
user posted image

user posted image user posted image user posted image user posted image user posted image


ფოტოგრაფიის გარდა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი არსებობს ჩვენს ყოფაცხოვრებაში.


ისე ჩემი აზრით რასაც ადამიანი უკეთებს სხვას, თვითონაც რომ იგივე მიიღოს არ უნდა უტყდებოდეს.
vakerman nekerman sekerman
QUOTE
ვაფშე ვინც ყველაზე დასტოინია აღარ დაპოსტოს ამ თემაში DDDD.gif


"იყო ერთი მელა" ჯობდა წაგეკითხა smile.gif ან პირდაპირ დაგეცყევლა. DDDD.gif
Added @ [mergetime]1299528469[/mergetime]
QUOTE
მზარება ამდენი რამის წაკითხვა


ეს რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ მაშინ პასუხს ნუღა წერთ smile.gif
Giorgi Janibegashvili
აქ წერა უკვე წყლის ნაყვას გავს.
besos
მართალია ეს თემა უკვე თვეებია რაც ალბათ ყველას მიავიწყდა, მაგრამ ჩემი აზრი მეც მინდა გაგიზიაროთ, ამ ყოველივესთან დაკავშირებით:

შეფასება 0

ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ფოტოს გადაიღებს და საიტზე ატვირთვას, ეს უკვე მისი შრომაა და თუნდაც ფუჭი, არასოდეს არ შეიძლება "0"-ით შეფასდეს. მითუმეტეს, როგორც ვხედავთ ეს ავად სახსენებელი ციფრი, საკმაოდ აფუჭებს შეფასების ხარისხს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ "0" შეიცვალოს "X"-ით, ანუ შემფასებელი დააფიქსირებს მის შეფასებას, მაგრამ ამით ჯამურ ქულას არც დააკლდება რამე და არც მოემატება.

რაც შეეხება შემთხვევებს სადაც მაგალითად: ფოტოს შეფასებას ანხორციელებს 25 ადამიანი და კომენტარები ფოტოზე მხოლოდ 10-12-ია. ამის გადაჭრა ძალიან ადვილად შეიძლება: შეფასება ვერ უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ კომენტარში რაიმე არ ჩაიწერება. ანუ იძულების წესი. აკეთებ კომენტარს, შეგიძლია შეაფასო, არ აკეთებ და ვერც შეაფასებ. თუმცა შეფასების გარეშე კომენტარის გაკეთებაც უნდა იყოს შესაძლებელი. მემგონი ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება იმათთვის, ვისაც სურვილი ჰკლავს გაიგოს ვინ შეაფასა მისი ფოტო. თან ვინაიდან აქ ბევრის უარყოფითი აზრი მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ბოკე "სასტავურ-კლანური" დაჯგუფებებისგან შედგება, სადაც ეს ხალხი ერთმანეთს "უპადდერშკებს" და სხვებს "სძირავს", ყველასთვის ცხადი გახდება, ვის ფოტოზე ვინ აკეთებს შეფასებას და რატომ.

რაც შეეხება "დღის ფოტოს". თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ძალიან მწყინდება, როდესაც ხანდახან 3-4 დღის მანძილზე ერთიდაიგივე ფოტოა გამოკიდებული მთავარ გვერდზე. რაც არ უნდა კარგი ფოტო იყოს, ერთიდაიგივე ძალიან მოსაბეზრებელია. ამიტომ ვფიქრობ მაღლა მოტანილი "0"-ის "X"-ით შეცვლა ამ საკითხსაც გადაჭრის.

ტოპ-100 და ტოპ-50 :
არსებობს ასეთი სისტემა, სახელად "გადაფასების სისტემა" სადაც ასეთი პრინციპი მოქმედებს: ის ფოტოები, რომლებიც გადავლენ გარკვეული შეფასების ზღვარს, გახდებიან დ/ფ, თუ მოგვიანებით აეწევათ ქულა, უნდა მოთავსდეს ერთ დამატებით გალერეაში, ვთქვათ სახელად "თვის საუკეთესო ფოტოს არჩევა": სადაც მათი შეფასებები განოლდება და შეფასების უფლების მქონე წევრს თავიდან შეეძლება მათი შეფასება. ამ სისტემით "კარგი ფოტოს დაკარგვის" შესაძლებლობასაც ავიცილებთ თავიდან და ისეთი მომხმარებელიც, რომელიც მოუცლელობის გამო ძალიან იშვიათად შემოდის საიტზე, და დღეების წინ ატვირთული ფოტოების თვალიერების დროც არ აქვს, ამ ფოტოებს ერთად ნახავს და შეაფასებს.

და კიდევ ერთი. არ ვიცი ეს ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან კარგი იქნება რომ იყოს ატვირთული ფოტოს შეცვლის ფუნქცია. თუნდაც ატვირთვიდან 15 წუთის განმავლობაში. რადგან ძალიან ხშირად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ფოტო კომპიუტერში კარგად ჩანს, ატვირთულს კი დეფექტები აქვს. შესაბამისად ფოტოს გამოცვლა ხელს შეუწყობდა საიტზე უფრო ხარისხიანი ფოტომასალის არსებობას.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ველი თქვენს გამოხმაურებებს და აზრებს.
პატივისცემით...
Mikheil Samkharadze
besos,
ზაფხულის განმავლობაში ყოველთვის ასეა: ერთი ფოტო დიდხანს ინარჩუნებს დღის ფოტოს სტატუსს იმიტომ რომ იუზერების ნაკლებობაა smile.gif

შემოდგომაზე თავისით გამოსწორდება smile.gif

რაც შეეხება შეფასების სიტემას გეთანხმები, კომენტარის გარეშე ქულებს ვერ უნდა წერდეს ვერავინ - ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

თვის და წლის ფოტოები კივფიქრობ ყოველდღიურობიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანუ როგორც არის ახლა, ქულების განულება არ მიმაჩნია მე სწორ ნაბიჯად, მაგ შემთხვევაში ნებისმიერ ფოტს აქვს მანდ მოხვედრის სანსი smile.gif უკვე დაგროვებული ქულები თუ არ იქნა გათვალისწინებული ტოპ 50/100-ის დაკომპლექტებისას, დიდი დომხალი ატყდება და უფრო მეტად გამოჩნდება "სასტავის" პრობლემა smile.gif
besos
kesha
მესამე საკითხში, რომ დავფიქრდი, მართალი ხარ. სანამ სტატუსი არ მქონდა, წარმოდგენაც არ მქონდა, შეფასების სისტემაზე. ეხლა ვხედავ, რომ ქულების განოლება მართლა პრობლემებს შექმნის. მერე მართლა წავა PM-ები, იმ ფოტოზე ქულები მიმიწერე, ეს ფოტო შემიფასე... ჯერ ეხლა ხდება ეგეთები და მერე რა იქნება წარმომიდგენია.

მე ასე მიმაჩნია, რომ ყველა თავის შეფასებაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი და ახსნაც უნდა შეეძლოს იმისი, რატომ წერს ამა თუ იმ ქულას. ქულები არაფერს ნიშნავსო, ყველა იძახის, მაგრამ ბოლოს მაინც ყველას ქულები სჭირდება, რომ TOP-ებში მოხვდნენ ან დ/ფ გახდნენ. მაინც იქამდე მივდივართ, რომ ქულები მნიშვნელოვანია. მესმის, ქართველები ვართ და არ გვინდა მეგობარს და ნაცნობს ვაწყენინოთ დაბალი ქულის გამო. მაგრამ ამითი, იმ ახლობელს და ნაცნობს მგლურ სამსახურს რომ ვუწევთ?!

მემგონი შეფასების გრაფა ცალკე და კომენტარის ცალკე, თავიდანვე იმიტომ გაკეთდა, რომ მათ, ვინც ეს მოიფიქრა, არ სურდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი თავი შემფასებლებში და ისე შეეფასებინათ. რატომ? ვის ემალებიან? დღეს-დღეობით ხომ გამჭვირვალეობისკენ ვისწრაფვით? გამოდით ბატონებო და ქალბატონებო ჩრდილიდან.

შეფასებისა და კომენტარის გრაფების მიბმა, გამოიწვევს:
1. ყველა იქნება იძულებული ნიღაბი ჩამოიხსნას და განმჭვირვალედ მისცეს ხმა.
2. 100%-ით დაკაყოფილდება ბევრი კლუბის წევრის ინტერესები, ბოლოს და ბოლოს იცოდნენ ვინ აძლევს ხმას და ვინ არიგებს ასე უპრაკონოდ ნულებს.
3. გაადვილდება საიტის ნავიგაცია და ერთიდაიგივე ფოტოზე 2-ჯერ დაბრუნება აღარ იქნება საჭირო, ჯერ ხმის მისაცემად და მერე კომენტარის გასაკეთებლად. ეს ხომ ვიზიტორთა რაოდენობის მრიცხველის მონაცემებსაც აორმაგებს.. ანუ:
4. ხელს შეუწყობს ფოტოს დამთვალიერებელთა (ვიზიტორთა) რაოდენობის შედარებით ზუსტ აღრიცხვას.

smile.gif
Magdu
შეფასების და კომენტარების გაერთიანება არაფერს მოგვცემს.
თუ პრობლემა არის კომენტარების არ დაწერაში - შემფასებელი შემოიფარგლება არაფრისმთქმელი კომენტარით; "კარგია", "არ ვარგა", "!" და ა.შ.

თუ პრობლემა იმაშია, რომ გაიგოთ ვინ რა ქულა დაგიწერათ. ფარული შეფასება ზუსტად იმიტომ გაკეთდა, რომ ეს არ ნახოთ. რადგან გარჩევების და პრობლემების მეტს არაფერს მოგიტანთ (ავტორ <-> შემფასებელს). ეს განვლილი ეტაპია. ბოკეზე იყო პერიოდი, როდესაც ჩანდა შეფასებები.

შეფასების გაკეთებისას ან კომენტარის დაწერისას კვლავ სურათის გვერდზე რჩებით, რას გულიხსმობთ "ერთი და იგივე ფოტოზე ორჯერ დაბრუნებაში"?
Lasha Palavandishvili
Magdu,

გთხოვ, დახურე თემა... :=((

მადლობა....
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.