Help - Search - Member List - Calendar
Full Version: დეგრადირებული ბოკე
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
Lasha Palavandishvili
lol.gif lol.gif lol.gif

არა და წესით რამდენ იუზერს უნდ ადააინსტერესოს ამ თემამ, მაგრამ... :-)))
ramaz
Magdu,
მაქვს ერთი წინადადება:
ხომ არ სჯობია ატვირთული სურათების შეფასება ორ კომპონენტად გავყოთ (ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია ნამდვილად არ ვიცი) gavcitldi2.gif
1. სურათის შეფასება სუფთა პროფესიონალური კუთხით მაგ: პორტრეტის- მისი მდგომარეობა, ესპოზიცია, ხასიათი, კადრის სისწორე, სახე, განათება, შესაბამისი ფონები... და სხვა.. პეიზაჟი- პეიზაჟის წინა, შუა, უკანა ხედები, გადაღების დრო, სივრცითი შეფარდება, სპეციფიკა.. და სხვა, ეს ორი მიმართულება (შემთხვევით ) იმისთვის ავიღე რომ აქ შედარებით ბევრი სურათები იტვირთება ანუ იმ კომპონენტებით რომლებითაც ზოგადად ხდება პროფ. შეფასება. ბევრი დამწყებისთვის ეს რეკომენდაციაც იქნება და მიმართულების ჩვენებაც.
2. შეფასება საკუთარი აზრის გამოხატვით, ანუ ამ შემთხვევაში ეს შეფასება შეიძლება არ იყოს პროფესიონალური არამედ მხოლოდ პირადი შთაბეჭდილება.
სურათის ამტვირთავს ექნება იმის საშუალება გაიგოს ერთიც და მეორეც, უკეთესი იქნება თუ სხვადასხვა განყოფილებაში. თუ აინტერესებს გამოცდილი ფოტოგრაფების აზრი- ატვირთავს პირველში, ხოლო თუ აინტერესებს პირადი აზრი, ემოციები და მის მიმართ დამოკიდებულება -ატვირთავს მეორეში.... diax.gif
Magdu
ramaz,
ახლა მოქმედი შეფასების სისტემა ფაქტიურად ისეთივეა, თქვენ როგორც შემოგვთავაზეთ.
ტექნიკა - რაც თქვენ პირელ ნაწილში დაწერეთ.
მხატვრულობა - რაც თქვენ მეორე ნაწილში დაწერეთ.
Avtandil Mamulia
Guja რას გულისხმობთ ვერ მივხვდი )) სადმე რჩევა ფოტო ირჩეოდა და ვურჩობდი თუ თქვენს შემოქმედებას ვაკრიტიკებდი ? DDDD.gif უბრალოდ ვერ ვიხსენებ. იცით მე ვისაც პატივს ვცემ და ვინც მიყვარს იმისგან წყენას ადვილად ვივიწყებ : )

Added @ [mergetime]1297335815[/mergetime]
ramaz, DDDD.gif
რაც არის იმას არ აფასებენ და მაგდენ რამის გარჩევას ვინდაიწყებს))))
მაგას ჯობდა გეთხოვა კოსმოფოტოგრაფია დაემატებინათ ჟანრებში DDDD.gif
Nina Minzoni
ramaz,
ჩემი მოკრძალებული აზრია რომ----თუ ჩვენ არ ვისწავლეთ ჩვენი აზრის და დამოკიდებულების ზრდილობიან ფორმაში გამოხატვა, არ ვეცით ერთმანეთს პატივი, ასევე ფოტოს განხილვის დროს, საუბარია როდესაც ჯანსაღი კრიტიკაა--თუ აგრეესით ვუპასუხებთ ყველას და აშ...ადმინისტრაციამ ზე შეფასების სისტემც რომ გამოიგონოს--ამით მაინც ვერ მოგვარდება არსებული ყოვლად გაუგებარი და აუტანელი სიტუაციები.

Nino Baidauri
ერთ რამეს ვიტყვი...
ბოკე ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული საიტია, რაც კი საიტები ვიცი და მარტო ფოტოსაიტებს არ ვგულისხმობ აქ.
საიტი, რომელიც მთლიანად მომხმარებლებისგან არის მართული.
ამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგრამ როცა ყველა გავაცნობიერებთ, რომ ბოკე სხვა არაფერია, თუ არა ჩვენ.. რომ ბოკე თითოეული ჩვენგანისგან შედგება, ყველაფერი კარგად იქნება. ასე მგონია მე.
პათეტიკურად ჟღერს? შეიძლება, მაგრამ ასეა.
ramaz
Magdu,
გასაგებია, gavcitldi2.gif
უბრალოდ ეს ორი კომპონენტი თვითონ შედის ნებისმიერი სურათის შეფასებაში, თან არ ჩანს რა მიაჩნია პროფესიონალს წუნად ან რა მოეწონება, მხოლოდ ქულაა...
მე უფრო ამ მიმართულებების განცალკევებაზე ვაკეთებდი აქცენტს. ვისაც პრეტენზია ექნება რომ მისი სურათი ე.წ. ''დფ'' თუ რამე სხვა გახდეს ერთი ატვირთავს, ავტომატურად აღარ იქნება ის გაუგებარი ,,ოვაციები" ლაშამ რაც იგულისხმა თემაში.. diax.gif

Added @ [mergetime]1297336318[/mergetime]
Avtandil Mamulia,
აუფ, ეგ ბევრად სერიოზულია, არ გამახსენე ახალგაზრდობა, ისე აზრი მომეწონა.. bravo.gif

Added @ [mergetime]1297336521[/mergetime]
Nino Baidauri,
bravo.gif პათეთიკურად არა ჟღერს, ელემენტარულია თითოეული ნიკის უკან რომ ცოცხალი ადამიაანის არ უნდა დაგვავიწყდეს, თავისი პატივით ღირსებით და ადამიანობით bravo.gif bravo.gif bravo.gif
Magdu
ramaz,
შეგიძლიათ უფრო დეტალურად დაწეროთ?
ramaz
Nina Minzoni,
100% რაც ბრძანეთ, ეგ ყველაფრის თავი და თავია, სამწუხაროდ ნაწილს არ უნდა ამასთან შეგუება...
Added @ [mergetime]1297337108[/mergetime]
Magdu,
შევეცდები, თავის დროზე როცა ფოტოხელოვნებას ვსწავლობდი მაშინ არსებობდა ჟანრების გარკვეული კრიტერიუმები, თუ რა როგორ უნდა გადაღებულიყო სწორად, ეხლა შეიძლება ეს წარსულია არ ვიცი...
მაგრამ ჟანრების შეფასების კრიტერიუმებს (ჩემეულ ხედვას ) ავტვირთავ (თუ დავპოსტავ არ ვიცი), მერე ზოგს თქვენ დაამატებთ ზოგს სხვა და (შევჯერდებით) ჩამოყალიბდება რაღაცა გარკვეული მოთხოვნები...
Guja
ramaz,
QUOTE
შევეცდები, თავის დროზე როცა ფოტოხელოვნებას ვსწავლობდი მაშინ არსებობდა ჟანრების გარკვეული კრიტერიუმები, თუ რა როგორ უნდა გადაღებულიყო სწორად, ეხლა შეიძლება ეს წარსულია არ ვიცი...


არაფერი არ არის წარსული

საცივი საცივია და თუ ცხვრის ხორცით აკეთEბ მაშინ მას სხვა რამ უნდა დაარქვა და არა საცივი smile.gif

მაგას ვიძახი ამდენი ხანია, თუმცა ყველა არც ღებულობს და ვრც ხვდება. ახალი რა თქმა უნდა საჭიროა და ახლის ძებნაშია კაცობრიობა ყველა დარგში, მაგრამ რაც არის უკვე იმის გადაკეთება რომც გინდოდეს ვერ იზამ. თან ახალი დამახინჯებულს ძველს ნამდვილად არ ნიშნავს, აი ამის გაგება უჭირთ როგორც წესი. ახალი ახალია და მორჩა, მარა რათ გინდა ახლის ნახვას ძველის დამახინჯება ჯობია რადგან ძალიან ადვილია და პრიმიტიული აზროვნებისთვის ჭეშმარიტი ახალიც DDDD.gif

Magdu
ramaz,
ანუ მე მაინტერესებს, თქვენ მიგაჩნიათ ახალი "ჯგუფი"-ს შემოღება რომელიც შეაფასებს, თუ ცალკე შეფასების ველის დამატება, ან იქნებ რამე სხვა?

გავმეორდები, შეფასებაში ტექნიკა და მხატვრულობა ხომ ზუსტად მაგიტომ არის ჩასმული, რომ ერთით შეფასდეს ფოტოს გადაღების "წესების დაცვა" და მეორე კი უფრო სუბიექტური შეფასებისთვისაა (მოწონება, არ მოწონება).

Maka Naveriani
ნამდვილად მივესალმები ამ თემის გახსნას და იმედი მაქვს შედეგი იქნება!
როცა პირველად აქ დავრეგისტრირდი და საუკეთესო ფოტოები ვნახე, ცოტა არ იყოს გავოგნდი, რადგან მათი უმრავლესობა არათუ საუკეთესოებში, საერთოდაც არანაირ შეფასებას არ იმსახურებდა... მალევე მივხვდი რომ აქ ნაცნობ-მეგობრობა უფრო ჭრიდა, ვინემ ნამდვილი პროფესიონალიზმი. სწორედ ესაა ჩვენი, ქართველების სენი. არასდროს მიცდია აქ ნაცნობები გამეჩინა და ამით მიმეღო ქულები. აქ მხოლოდ ორად-ორ ადამიანს ვიცნობ და ისიც ვირტუალურად.
სამწუხაროდ, იშვიათად რომ პროფესიონალებმა რჩევა-შენიშვნები გაიმეტონ. შეიძლება ამას წევრების მძაფრი რეაქციების გამო, აღარ აკეთებენ, მაგრამ ამ საიტის შექმნის მიზანი ალბათ, ის იყო რომ დამწყებ და მოყარულ ფოტოგრაფებს დახმარებოდნენ. ბევრი აქ მხოლოდ გასართობად შემოდის. მე კი მინდა რომ იმაზე მეტი ვისწავლო, ვინემ ამ 6 თვის განმავლობაში აქ შევიძინე.
მას შემდეგ რაც სტატუსი მომცეს (ნამდვილად არ ველოდი ჯერ და ეს სივრცის მომატების გამო ამიხარდა მხოლოდ) უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მე არ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი და ნაკლებად ვერკვევი ფოტოგრაფიაში, მაგრამ რის გამოც ფოტოს ვაფასებ, ეს მისი მხატვრული მხარეა. ქულების მისაღებად არასდროს დამიკომენტარებია და არ შემიფასებია ფოტო და ამას არც აწი გავაკეთებ. ხოლო კრიტიკით - პროფესიონალებმა უნდა გააკრიტიკონ.
ნამდვილად მისასალმებელი იქნება ადმინისტრაციის მხრიდან, შეიმუშავონ სისტემა, რითაც ფოტოები მართლა ობიექტურად შეფასდეს, ნაცნობ-მეგობრობის გარეშე და ამით ყველა ის ბოკელი უნდა იყოს დაინტერესებული, ვისაც მართლა რაღაცის სწავლა უნდა აქ და მხოლოდ გასართობად არ შემოდის.
ramaz
Guja,
მეც მანდ ვარ...
ყოველ შემთხვევაში დღესაც რასაც მე ვათვალიერებ და სერიოზული ფოტოგრაფების ნამუშევრებს ვეცნობი, პრაქტიკულად ჯერ ისევ ამ პრინციპებს ეყრდნობიან და ხელმძღვანელობენ. ჩემს მაგალითს მოვიყვან....2002 წელს გერმანიაში ჩემს ერთი სურათს, საერთოდ არ შეხედეს ფოტოკონკურსზე, მიუხედავად იმისა რომ ტექნიკურად კარგად იყო გადაღებული, პეიზაჟი იყო ჟანრით და არც დილით არ არის გადაღებულიო და არც საღამოთიო, ეს მიზეზიც კი საკმარისი იყო იმისათვის რომ დაეწუნათ.... diax.gif და მართლებიც იყვნენ...
Avtandil Mamulia
მაგრამ რის გამოც ფოტოს ვაფასებ, ეს მისი მხატვრული მხარეა ტექნიკა არგვინდა ? DDDD.gif
Magdu ამსიბერეში დავსკლეროზდი მე პირადად და კარგი იქნებოდა ფეისბუქზე როა კომენტარს რო დატოვებ სადმე და თუ შემდეგ ახალი პოსტი დაიდება რო გატყობინებს რაღაც მაგდაგვარი რო გაგეკეთებინათ : ) დაწერ ხოლმ,ე რაღაცას და მერე გავიწყდება და რჩება უყურადღებოდ DDDD.gif
Magdu
mtebis asuli,
QUOTE
ნამდვილად მისასალმებელი იქნება ადმინისტრაციის მხრიდან, შეიმუშავონ სისტემა, რითაც ფოტოები მართლა ობიექტურად შეფასდეს, ნაცნობ-მეგობრობის გარეშე და ამით ყველა ის ბოკელი უნდა იყოს დაინტერესებული, ვისაც მართლა რაღაცის სწავლა უნდა აქ და მხოლოდ გასართობად არ შემოდის.

ამას ვერც ერთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს. ადამიანები უნდა შეიცვალონ და ნაცნობ-მეგობრობის გამო არ აფასებდნენ.
Maka Naveriani
ტექნიკაც გვინდა ბატონო, მაგრამ მე არ ვარ პროფესიონალი და ამიტომ თავს უფლებას ვერ მივცემ ტექნიკა ვინმეს დავუწუნო, მაშინ როცა კადრი კარგია და მომწონს. სწორედ პროფესიონალებს უნდა ეკისროთ ეს ვალდებულება და არა ჩემნაირ მოყვარულებს, ფოტოს ყველანაირ ღირებულებაზე პროფესიონალებმა და გამოცდილმა ფოტოგრაფებმა უნდა იმსჯელონ და ისე შეაფასონ ფოტო.
ramaz
Magdu,
ვფიქრობ რომ, ახალი ჯგუფი არ მოიტანს იმ შედეგს, არც ცალკე ველი, ალბათ უფრო საიტის გვერდი, რამდენად სწორედ ვაყალიბებ ჯერ არ ვიცი, ანუ ვისაც პრეტენზია ექნება რომ მისი სურათი პროფესიონალურია და კლასიკური, ამ გვერდზე ატვირთავს თავის ნაშრომს და დაელოდება შეფასებას ან კომენტარებს, თავისთავად ცხადია რომ ამ საიტზე პროფებს ვერ დააბამ მხოლოდ ამისთვის (გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო), შეფასების დროც შესაბამისად არ უნდა იყოს შეზღუდული რამოდენიმე დღით, შესაბამისად დისკუსიაც უფრო კონსტრუქციული იქნება. აღარ იქნება ფრაზები ,,მე ასე მესმის" ,, მე ესეთი ხედვა მაქვს"... და ა.შ. ან კიდე პორტრეტია ტყის ფონზე დაგაღებული და თვითონ პიროვნებას სურათში ლუპით ეძებ....
მიუხედავად იმისა რომ თქვენ შეფასების სისტემაში ეს ელემენტები ისედაც იგულისხმება. საიტის იმ გვერდზე ,,მოხეტიალე (ვაი პროფესიონალ) ფოტოგრაფს" არც საქმე ექნება და არც ინტერესი...
მაპატიეთ აბდაუბდა ნაწერისათვის... ბოლომდე მეც არ გამიაზრებია ეს იდეა.. gavcitldi2.gif
Rhea
ყველაფერი გასაგებია, თუ ფოტო არ მოგწონს უნდა თქვა რა არ მოგწონს.

მაგრამ გამოცდილი ფოტოგრაფი რომ დადებს ფოტოს, რომელიც მთლიანობაში კი მოგწონს, მაგრამ მოდელს ცხვირი ისე აქვს გადანათებული, რომ ცხვირია თუ უფორმომასა ვეღარ იგებ (მაგალითისთვის ვამბობ არავის ვგულისხმობ) და ამის შესახებ რომ დავუწერო, ხომ მეტყვის შენს გალერეას მიხედეო და მართალიც იქნება, იმიტომ რომ მე გაცილებით სუსტი ფოტოები მიდევს. ამ შემთხვევაში ძნელია კრიტიკის დაწერა smile.gif
Avtandil Mamulia
Rhea მართალი ხარ.

მსგავსი აქეთ უთქვამს ნიუ ბაის მაგრამ რასიზავ DDDD.gif
scout
ამ საიტზე სამი წელია რაც დავრეგისტრირდი და რაც კი რამ ფოტოგრაფიაში ერთი ნაბიჯი მაინც წავდგი წინ, სულ ამ საიტის დამსახურებაა. აქ დარეგისტრირებული უამრავი ნიჭიერი თუნდაც არაპროფესიონალი ფოტოგრაფისგან მისწავლია ბევრი რამ, ისეთები, როგორებიც არიან დავუშვათ Archer, aief11, GNN, Lasha palavandishvili, Liu, MINI, stringer, tsumbusha, DIKARKA, Guja, Avtandil Mamulia, Nikoloz Mameishvili და ბევრი კიდევ სხვა, მიუხედავად მათი სტატუსისა და პიროვნული ღირსებისა (მათგან ბევრს საერთოდ არ ვიცნობ), ამ ხალხის ფოტოების ყურებით და გარჩევით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია ამათგან დღეს საიტზე ბევრი შემორჩენილი რომაა და ბევრ კარგ რაღაცაზე მოუწოდებს ყველას!
არაობიექტურობასა და პროტექციონიზმს რაც შეეხება, ეგ საერთო ქართული რეალობაა და BOKE ამ შემთხვევაში არასწორი ადრესატია, ეს ყველამ საკუთარ თავში ეძებოს. ერთი რამ მინდა ვთქვა, აქ რომ დავრეგისტრირდი, იმდენად ცხარე იყო თვითდამკვიდრებისათვის და თითოეული ქულისათვის ბრძოლები, რომ ძალიან ბევრი იწერებოდა PM-ში ფოტო შემიფასეთო (მათ შორის მეც გამიკეთებია მსგავსი "ზღარბობა" DDDD.gif ), მაგრამ ამ ხალხისაგან ბევრი, ვიცი, დღეს ძალიან კარგ ფოტოებს იღებს და PM-ს ფოტოს შესაფასებლად კი არა მოკითხვის მიზნითაც კი აღარ იწერება. lol.gif ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ეს რაღაც ერთი პატარა ეტაპივით იყო ბოკეზე თავის დასამკვიდრებლად და ეს უკვე მიუთითებდა, იმთავითვე, საიტის მცირე ჩავარდნებზე smile.gif ამაზე არც არასოდეს გავბრაზებულვარ და არც შევწუხებულვარ DDDD.gif (მე მაპატიეთ!). smile.gif მესმის იმ იუზერებისაც ვინც ამ თავის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში წმინდა პროფესიონალური ღირსებებისა და ობიექტური შეფასების კომპონენტის გაძლიერებას მოითხოვს, ეს იუზერები თავისთავად უფრო კარგ მიზანს ისახავენ, ზოგადად, ვიდრე ზემოთ ხსენებულნი, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ ღირს ამაზე დიიიიიდი აურზაური (ან აურ-მალხაზი და აურ-ზურიკო).
რაც შეეხება იმას, რომ საიტზე ფოტოების ხარისხი ეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს უფრო ფოტოგრაფიის ანა-ბანაში გარკვევას და შესაბამისად ფოტოკლუბების საიტებზე დარეგისტრირებას, რაც BOKE-ს დეგრადაცია კი არა, ძალიან დიდი წარმატებაა smile.gif

ყველას გისურვებთ (და პირველ რიგში თავად BOKE-ს), რომ ამ საერთო მცდელობიდან რაიმე გამოიყვანოთ! აქ ვინც აქტიურობთ ნახევარს მაინც გიცნობთ (ვირტუალურად მაინცsmile.gif ) და დიდი პატივს გცემთ და თქვენი მადლობელიც ვარ.
P.S. საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ, ჩამომაკლოს სტატუსი თუკი ეს დამუსახურებელია! აი, Balanchini-საგან კრიტიკის მორალურ საფუძვლებს კი ცოტათი ვერ ჩავწვდი.

P.S. თითქმის ყველა ფოტო წავშალე გალერეიდან, რომელიც დღის ფოტო ვერ გახდა და იმ დღის ფოტოებშიც ბევრი ნაგავია, მაგრამ ეგ ჩემი მორალის და პირადი შეხედულებების ამბავია და ისევ მასე მოვიქცევი მრავალგზის vasha.gif lol.gif მორალის კითხვა ამ საიტზე ჩემთვის არავისაგან მიიღება, მე აქ სხვა საკითხებზე რჩევებისა და სხვა თემებზე საუბრისათვის ვარ დარეგისტრირებული wick.gif
Gela Kipiani
scout,
bravo.gif bravo.gif
Rhea
ყველაზე კარგი იქნება Amateur+ და ზევით ვინც არიან ხშირად აკრიტიკონ ფოტოები (თუ მართლა გასაკრიტიკებელია.), მაინცდამაინც ნუ დაწერენ 0-ებს, მაგრამ დაწერონ რა არის სუსტი და რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ან რა იქნებოდა უკეთესი... მარტო სუსტია ან არ ვარგათი ვერ გაიგებს ადამიანი რა გააკეთა არასწორად და უფრო გააბრაზებს, ვიდრე ენთუზიაზმს მისცემს...

რომელი Amateur+ და ზედა სტატუსიანები არ იქნებიან რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურები დააქვეითონ. ეს უფრო გამოაცოცხლებს თვითონ საიტსაც და დამწყებ ფოტოგრაფებსაც დაეხმარება. და უკვე გამოცდილ იუზერებს/ფოტოგრაფებს პასუხისმგებლობის გრძნობას მოუმატებს smile.gif

ეს მხოლოდ ჩემი აზრია და რა ვიცი, რა ვიცი DDDD.gif
Nina Minzoni
scout,
ბრავო! smile.gif
tornike09
scout-ს ვეთანხმები... სავსებით მართალია diax.gif diax.gif diax.gif
Giorgi Dadiani
6 ივე გვერდი წავიკითხე : ))))))))

სუ ვფიქრობდი, რომ ამ გვერდზე თუ არა შემდეგზე მაინც იქნებოდა ის რასაც მე მაგალითად ყველაზე დიდ ყურდღებას ვუთმობ და რაც ყველაზე თვალშისაცემია ჩემთვის

"გემოვნება"

ყველა გულახდილათ წერდა თავის შეხედულებეს ამ თემაში და მეც ვეცდები ეთიკის ფარგლებში გამოვხატო ჩემი აზრი

რატო არავინ არ ამახვილებს ყურადღებას გემოვნებაზე ?

აქ მოთხოვნაა , რომ უნდა გაუმახვილო ყურადღება შეცდომებზე და ურჩიო გზა ხარვეზების გამოსასწორებლათ,

მაგალითი პირველი : გაშავთეთრებული ფოტო (ძირითადათ ან მოხუცი ადამიანის ან ბავშვის პორტრეტი, რომელზეც ასახულია უმეტესად ფსევდო ტრაგიზმი მოხუცის თვალებსა და დაკოჟრილ ხელებზე, ან სამთვალა ბავშვი ან საგიჟეთის სერიები) გადადუღებული თემები ქართველი "ფოტოგრაფების" ამ შემთხვევაში რა კომენტარი უნდა მივწერო

1. გოიმი ხარ - რასაც ვგრძნობ

2. თავი შევიკავო და გავატარო ესეთი ფოტო როგორც მორიგი სპამ მეილი ჩემს ინბოქსში - როგორც ვიქცევი

მაგალითი მეორე: აზიური გარეგნობის გოგოები გადაღებული "ატრაჟაწელით" კუს ტბასთან ან სადმე ტოტების ფონზე ახლად შეძენილი ქენონის 50მმ იანი ლინზით

1. უგემოვნობაა - რასაც ვგრძნობ

2. ტენდენციური მიმართულების ცუდი შესრულება

3. ვატარებ და არაფერს ვწერ იმიტომ,რომ არ ავიშალო ნერვები და არც ავტორს ვაწყენინო

მაგალითი მესამე : გაუთავებელი უხარისხო ლანდშაფტები და "სტუდიური ფოტოები" ძირითადათ ცუდი განათებით, არასიმპატირუი მოდელით , უმეტყველო გამოსახულებებით

1. აღარ მოგბეზრდათ ?

2. ვატარებ და არაფერს ვწერ აზრი არ აქვს იმ შემთხვევაშიც თუ დროს დავხარჯავ და დასაბუთებულად ავუხსნი მიზეზებს არ მოწონების

ამ შემთხვევაში მე რა ვქნა ? smile.gif)))

იშვიათად შემოვდივარ ამ საიტზე ალბათ კვირაში ორჯერ და ჩემი მხრიდან მსგავსი კრიტიკა აღქმული იქნება როგორც ქედმაღლობა და "ჭკუისმასწავლებლური პონტაობა" (იფ იფ)


აი ის მიზეზები თუ რატომ არ ვწერ მე კრიტიკას და მხოლოდ იმ ფოტოზე ვწერ რამეს რომელიც მომწონს და ვთვლი რომ რაღაცას წარმოადგენს

ტენდენცია დაღუპავს საქართველოს (მოხუც,ახალგაზრდათა პორტრეტები კაი ზერნოთი და უკეთეს შემთხვევაში ფართე კუთხის ლინზით, 50მმ და ატრაჟაწელები , ბენეტონის და ლევისის გავლენის ქვეშ მოყოლილი ახალგაზრდები, დეპრესია საგიჟეთები ამოუწურავი თემაა)

უი ისე ერთი ფოტოგრაფის თემა დავდე , მირჩევნია ფტორაფებზე მასალა დავდო დროდადრო აქ ვიდრე ჭკუა ვასწავლო ხალხს მგონი უფრო ინფორმაციული და ზევიდნ გადმოხედვის გარეშე გაკვეთილები იქნება

http://www.boke.ge/forum/index.php?showtop...=0&#entry267225

tavadi
შეფასების სისტემა ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ არცერთი მოგვწონდა. არც მოგვეწონება ალბათ რაც არ უნდა შემოგვთავაზონ.. პრეტენზიებიც რატომღაც მხოლოდ ადმინისტრაციასთან გვაქვს. ჩვენი, თითოეული ადამიანის, ბრალი ხომ არასოდეს არაფერია. DDDD.gif აღარ გავაგრძელებ, მორალის კითხვა ყველას კარგად გვეხერხება, საკუთარი თავის კონტროლი კი უფრო გვიჭირს..
რაც შეეხება სიტუაციას- რატომღაც ყველამ მიუყრუა ჩემს ნათქვმს.. ჩაიდოს შეფასების სისტემაში, რომ ეგრეთწოდებული "წონიანის" შეფასების გარეშე არ გახდეს დ/ფ. ეს წონა განისაზღვროს ამატურ+-ზე მაღალი სტატუსით.. რაც შეეხება ფოტოს გარჩევას და განხილვას-რა ვქნათ ადმინისტრაციას მოვთხოვოთ ეგეც დაავალდებულოს ყველა წევრი, თუ არ დაწერთ კომენტარს ბანს დაგადებთო? DDDD.gif
ყველამ თავისი წილი საქმე აკეთოს და სოფელი აშენდება..
გაქცევა კიდევ საქმეს არ შველის.. სადაც გაიქცევი იქაც არ მოგეწონება რაღაც და კიდევ სხვაგან გაიქცევი.. კაცი მაშინ ხარ, როცა საქმეს იქ აკეთებ სადაც ხელს გიშლიან და საშუალებას არ გაძლევენ..
Added @ [mergetime]1297347982[/mergetime]
მაინც მორალი ვიკითხე blink.gif
Giorgi Dadiani
მთავარი დამავიწყდა

ლაშა შენ გახსენი ეს თემა და დაარქვი დეგრადირებული ბოკე

მგონი შენი მოსაზრებიდან ის ჩანს რომ საიტი კი არა საიტის მომხმარებლების ქცევა არ მოგწონს

საიტს უსაყვედურებ მაშინ როცა ან დიზაინი,ან სპამები ან გამართული სერვერი ან მსგავსი ტექნიკური მხარე არ მოგწონს

და სხვა დანარჩენი მომხმარებლის ბრალია ან დამსახურება რაც მოგწონს ან არ მოგწონს მგონი
Nina Minzoni
Giorgi Dadiani,
გეთანხმები, smile.gif
User-Nikala
დღის ფოტოს მინიმალურ ქულად განისაზღვროს 4.2, საუკეთესო ფოტოს მინიმალურ ქულად 3.9. ვოტ angel.gif
Added @ [mergetime]1297352972[/mergetime]
და კიდევ ბონუსად: ყველა ფოტოს ავტორი 1 დღით იყოს ანონიმური ))
Lasha Palavandishvili
http://www.boke.ge/forum/?img=144404

აქ რა ხდება? :-)))

Giorgi Dadiani,
საიტი ხო ტავისთავად ვერ იარსებებს?
ადამიანები ქმნიან ამ ვირტუალურ სუბსტანციას..
გამომდინარე აქედან, ვგულსიხმობ იუზერებს რომლებიც ქმნიაან ბოკეს... :-))
rimanely
ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რატომ აკრიტიკებთ ასე ძალიან კომენტარებს: "მომწონს" "კარგია" "მაგარია" "ძალიან მმაგარია"
რატომ ითხოვთ რომ ვიღაც ასე დაჯდება და პირდაპირ ფოტოხელოვნების ლექციას ჩაგიტარებთ უფასოდ?
კრიტიკა ფუფუნებაა და თან დიიიდი )
და ისე არცერთ უცხოურ საიტზე არ მინახავს ვინმე ფოტოზე წერდეს არ მომწონსო,
თუ მოწონთ აკომენტარებენ და თუ არ მოსწონთ უბრალოდ არ მოსწონთ და მორჩა.. რა საჭიროა ნეგატიურობების ფრქვევა...
და საერთოდ აქ წერას მგონი ჯობია დავდოთ ფოტოები გალერეაში და ვწეროთ კომენტარები.. თუნდაც "კარგია" "მაგარია" ) და მე მწამს რომ ყვეალფერი ისევ კარგად იქნება )) :peace: angel.gif

Nikoloz Mameishvili კარგი რა.. საშუალო ფოტო 7 კომენტარს ძლივს აგროვებს
4,2–ს 30 კაცის შეფასება უნდა დაახლოებით და საიტზე მაგხელა აქტიურობა არაა..
მოგვიწევს მერე 2 კვირა ერთი და იგივე ფოტოს ცქერა...
User-Nikala
დიდი ამბავი მთავარ გვერდზე თუ ერთი ფოტო იქნება, თუ სხვა ფოტოს ნახვა მომინდება შევალ სხვა საიტზე, ანდაც გალერეაში გადავალ. +ამას, რომელი ფოტოც იმსახურებს იმას 7 კომენტარის აქვს და 27-იც ))
rimanely
და რა შეიცვლება იმით 4,2 დან თუ იქნება დ/ფ ები?
ფოტოების ხარისხი აიწევს გალერეაში თუ მეტი კომენტარები დაიწერება?
არა ცუდი არ იქნება, მაგრამ ჩ.ა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხალხი აღარ აქტიურობს და მაგას ნამდვილად ვერ მოაგვარებს..
კი ) 7–იც აქვს და 27–იც მაგრამ 60 ნამდვილად დიდი ხანია აღარ მინახავს, ) როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე )
User-Nikala
ზოგადად არაფერი არ ეშველება არაფერს თუ ხალხი არ შეიცვალა, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გატარება საჭიროა ამხელა მასის სამართავად. შეიცვლება ის, რომ დღის ფოტოს ხარისხი ოდნავ მაინც აიწევს, ჩემის ღრმა რწმენით.
ramaz
Nikoloz Mameishvili,
ნიკა ხარისხიც აიწევს და ზოგიერთები ენას კბილებს დააჭერენ, diax.gif
tavadi
Lasha Palavandishvili,
რა ხდება ლაშა იმ ფოტოზე?
ramaz
კომენტარიც არის და კომენტარიც, ერთიდაიგივე აზრი ადამიანს შეიძლება სხვადასხვანაირად უთხრა, ერთ შემთხვევაში დაანახო ლაფსუსი და არც მისი ღირსება შელახო, მეორე შემთხვევაში სული მოუკლა და გაამწარო, დამწყებისთვის ეს ორმაგად მტკივნეულია და შეიძლება ერთი თვის ხელში აღებული აპარატი მე-8 სართულიდან მოასროლინო, ქართული ენა იმდენად მდიდარია შედარებებით რომ განსაკუთრებული გაკვეთილების ჩატარება კომენტარების წერაზე სასაცილოც კი იქნება. უმრავლესობა ამ საიტზე შემომსვლელი ახალბედა ფოტოგრაფი იმაზე კი არ ფიქრობს რომ მისი ფოტო მაშინვე დფ გახდეს, არამედ რეალურ რჩევას ეძებს. ღიად ამას გარკვეული მიზეზებით არ აფიქსირებენ (თუნდაც იმიტომ რომ არ დასცინონ), მაგრამ პმ-ში თუ ე-მაილზე ზოგჯერ მთელი თავის წერა მიწევს. მე ესე მექცეოდნენ როცა ვიწყებდი, რომ არა მოზომილი და პედაგოგიური რჩევა ვერაფერს ვერ ვისწავლიდი, ინტერესიც ალბათ მაშინვე დამეკარგებოდა....
მოკლედ რომ ვთქვა (თუ ეს მონოლოგი მოკლეა DDDD.gif DDDD.gif ) სანამ საიტიდან საერთოდ არ გამაგდეს ამ სიგრძე გამოხმაურებების გამო DDDD.gif DDDD.gif ) გავიმეორებ ჩემს ზემოთ ნათქვამ სიტყვებს პატივი ვცეთ ერტმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი.. მერწმუნეთ სულ სხვა სითბო იქნება აქ და შემომსვლელიც ბევრი იქნება და დამფასებელიც. diax.gif
Avtandil Mamulia
იშვიათად შემოვდივარ ამ საიტზე ალბათ კვირაში ორჯერ და ჩემი მხრიდან მსგავსი კრიტიკა აღქმული იქნება როგორც ქედმაღლობა და "ჭკუისმასწავლებლური პონტაობა" (იფ იფ)
3 წელია აქ ვარ 364 დღე 23 სათი და როცა რამეს ვწერ უარყოფითს იგივეს მეუბნებიან იბუტებიან და დარწმუნებული ვარ ვერ მიტანენ DDDD.gif მე კიდე სულ მინდა რო დედის რძე ვაგინო მარა ხო ხვდებით სად ხელოვნება და სად ჩაკნორისი ვარ ჩემიძერსკიტრალი ვალი.



მეც ვეთანხმები და მხარს ვუჭერ დღის ფოტოს პროცენტული ქულების მაღლა აწევას 4.2 ისკენ თუნდაც 4.10 ბონუსად 24 საათიანი ანონიმი. მიძღვნა ერთიდაიგივე რაც ეგრეე გაშიფრავს ანონიმს ან რაიმე ნამიოკი თუარა ანონიმის აზრი იკარგება. და რაც ყველაზე მთავარია ფოტოგრაფის სტატუსის მქონე უზერის რეკომენდაცია.. დადებითი შეფასება არარის აუცილებელი 5/5 დაუწეროს ჭუნდაც 4/3.


იმედი მაქვს ღრმადპატივცემული ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ჩვენს, ხვეწნას, მუდარას, თხოვნას, ვედრებას, რჩევას, მოთხოვნას.
User-Nikala
აბსოლიტური სერიოზულობით მოვითხოვ ავთანდილ მამულიას მინიუმ 3 დღით დაედოს ბანი უწმაწური სიტყვებისათვის. ოღონდ არ ვხუმრობ diax.gif
ramaz
Avtandil Mamulia,
bravo.gif და მაინც მობილურები.. სმს-ბი, ფეისბუკები, ოდნოები.... დაილოცოს ტექნიკური პროგრესი, ზოგიერთი მაინც იპოვის გამოსავალს,,,, DDDD.gif მაგრამ როცა ნახავთ ,,ჩაწყობილ'' სურათს, იმაზეა რეაგირება გასაკეთებელი. diax.gif
Avtandil Mamulia
ამ ბოლო დროს დ/ფ ხდება ძალიან სასაცილოდ.

20 ამატეური აფასებს 5/5 და წერენ რო გადასარევია და 2 ამატეურ + ან ! ნიშანს ან მოიკითხავს ან პირდაპირ ნაგლად კარგია 5 DDDD.gif და ჩემი კომენტარი ამდენ ხალხში რო ფოტო არის სუსტი, წარმოიდგინეთ მე რა ცუდი ადამიანი გამოვდივარ DDDD.gif

კიდე რამინდოდა მეთქვა ამდენ უაზრო ფოტოს საიტი როგორ იტევს რამხელა მოცულობა აქვს DDDD.gif ფოტო რომელიც არის ძალიან სუსტი რომელშიც არაფერი არარის და ქულებითაც ვერ აცდება მაგალითად 2 ს24 საათის განმავლობაში რო წაიშალოს.
Added @ [mergetime]1297356521[/mergetime]
მეც მოვითხოვ ნიკოლოზ მამეიშვილს დაედოს ბანი 1 კვრით.


თუ სხვა ფოტოს ნახვა მომინდება შევალ სხვა საიტზე აი ამისთვის DDDD.gif
Added @ [mergetime]1297356661[/mergetime]
ჩაწყობილ ფოტოებს უნდა უკვე ადმინი გააწნას სილა ))
Avtandil Mamulia
ნიკოლოზი თუ კიდე აქ არის და არ გაუშვეს მივლინებაში ერთ რამეს ვაჩვენებ დიდი სიამოვნებით DDDD.gif
არიქა ფოტოგრაფის შეფასებაო რეკომენდაციაო ესაო ისაო მაგრამ არის ფოტოგრაფების სხვა განზომილებაც. დატკბით... http://www.boke.ge/forum/?img=144400 DDDD.gif
Chalo
თქვენ გაიხარეთ კარგად ვერთობი...თავს შევიკავებ ბევრი რამისგან,უბრალოდ მეცინება ..სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს,რიმალენს დავეთანხმები,ამდენ სჯა-ბაასს,სჯობს მივხედოთ ფოტოებს,და ვაფასოთ,ამ თემას უფრო მეტი მნახველი ყავს ვიდრე ამ კვირაში დადებულ ყველა ფოტოს მგონი,ფოტოსაიტია მგონი რომ,და არა ფორუმ.ჯი

მსგავსი თემა არაერთ საიტზე გახსნილა და არაერთგზის,შედეგი? კედელს ცერცვი აყარეო,ასევე რიმანელს დავესესხები და დავძენ რომ უცხოურ საიტებზე არ ყვირიან ცუდიაო,ზოგადად ადამიანის ბუნებაა ეგეთი,ნეგატიურის ფრქვევას ერიდება,და ცხოვრებას ნათელ ფერებში უყურებს...და ვისაც რამის სწავლა უნდა მგონი ბოკე სასწავლო საიტი არაა,ამისთვის ბევრი სხვა ადგილიცაა(მავანნი იტყვიან სადაა ფული ან სასწავლებელიო) რას ვიზამთ,კრიტიკაც ფუფუნებაა და განათლებაც(განათლება ყველაზე ძვირია ყველა ნორმალურ ქვეყანაში)
ვისაც სურვილი აქვს,ელემენტარული სამხატვროში ლექციას შეუძლია დაესწროს,მგონი უარზე არ იქნებიან ერთი კაცი ლექციაზე რომ იჯდეს,კომპოციზიას და გარადაციებსა თუ ცივ და თბი ფერებს ასწავლიან იქ...თუ ამის დრო არ გაქვთ და მიზეზები ბევრი გაქვთ,ინტერნეტში მილიონობით მასალაა,თვალები აღარ მივარგა პდფ-ში კითხვისგან,წაიკითხეთ ბატონო,ნეტი არ გაქვთ? არც ადობე რიდერი? მობრძანდით წიგნის მაღაზია-კაფე ლიგამუსში,უამრავი წიგნია ფოტოგრაფიაზე(ჭავჭავაძის 32) წაიკითხეთ,უფასოა,არაჩვეულ;ებრივი წიგნებია... და თუ გეზარებაათ მენდელეეევისა არავის მოგივათ,არ ჩაგიფრინდებათ თავში,სხვა თუ არაფერი არსებობს კეთილი ხალხი,მიწერეთ,შეაწუხეთ,გეტყვიან,გასწავლიან,გირჩევენ,თავის
თაც დაგიწერენ აქ,და მიიღეთ რააა

დადიანს ვეთანხმები,ძალიან დაქვეითებულია გემოვნება...და უკაცრავად და ყველა გემოვნებიანი ვერ ვიქნებით(იქნებით) ასეა და ჰა,გააპროტესტეთ თუ გინდათ...
და კიდევ ბევრი რამე,ხოლო ვისაც ოდნავ მაინც გაქვთ გემოვნება,დახვეწეთ,თქვენ უნდა იმუშავოთ თქვენს თავზე...მარტო,კავალი,დიორი,შანელი,მაგნუმი თუ რაიმე ფოტოჟურნალი ან ფოტოგრაფი არაა გემოვნება,გაეცანით ხელოვნების ისტორიას,და ეს ყველაფერი ჯამში,მგონი რომ ოდნავ ჩამოგაყალიბებთ და დაგხვეწავთ,ვისაც ადვოკატობა უნდა და 24 სთ ბოკეზეა,უკაცრავად ამპარტავნობისთვის,მისამართი შეგეშალათ


ვისურვებდი არანეგატიურ კომენტარებს
Avtandil Mamulia
DDDD.gif
Nino Baidauri
ახლა ძალიან დიდი გულმოდგინებით მეორე უკიდურესობაში ნუ გადავარდებით lol.gif lol.gif lol.gif
ზედმეტი არაფერი ვარგაო, ბრძენმა ხეთებმა დაიბარეს iscavlet-.gif
Avtandil Mamulia
ბრძენ ხეთებს შუთვალე სანამ რამე არ შეიცვლება უკეთესობისკენ და სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ აქციები, მიტინგები და შიმშილობები გაგრძელდება სიკვდილამდე! DDDD.gif
Lasha Palavandishvili
ხალხო...
რაიმე ეგეგმა შევადგინოთ, იდეა, სიახლე შემოვიტანოთ ა?

აგერ 7 გვერდია ვბუნტაობთ და ხელისუფლებას ისევ არაფერს აკეთებს...
რევალცია... :-|
batukela
ეს ისტორიის წიგნში შევა სახელით, ბოკეს რევოლუცია DDDD.gif DDDD.gif


ისე კი, 4მდე რომ აიწიოს დ/ფ-მ და მერე ხალხი მაინც არ შემოვიდეს, რომელიმე უაზრო კადრი გაიჭედება რამდენიმე დღით მთავარ გვერდზე და დაფიქრდით მაინც DDDD.gif

ვინც შემოსასვლელია აქ, ამ თემაში ისინი არ შემოდიან.. ანუ მე ვგულისხმობ ახალ ნაკადს.
მგონი ისინიც უნდა კითხულობდნენ ამ ნაწერებს და არა ისევ ძველი ბოკელები ))
tsumbusha
მოკლედ კარგი აზრია დღის ფოტოს სისტემა ისეთივე იყოს როგორც მეზობელ საიტზეა, იყოს ბოკეს გამოცდილი წევრებისგან შემდგარი ჟიური ერთი 8 ადამიანი მაინც რომლებიც გამოირჩევიან აქტიურობით და დღის ფოტო გახდეს ის ფოტო რომელსაც მეტი რეკომენდაცია ექნება ამ ჟიურისგან. ან რაღაც ესეთი, რა თქმა უნდა ამ ჟიურის წევრთა ვინაობა ანონიმური იქნება, ეს გამორიცხავს მეგობრების მიერ შეფასებული ფოტოების გადღისფოტოვებას smile.gif ნაწილობრივ მაინც გამოასწორებს სიტუაციას. smile.gif

ხო მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა.... პრობლემა ჩვენშია და უნდა შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა და უფრო აქტიურები ვიყოთ სხვისი ფოტოების მიმართ (ეს მეც მეხება smile.gif ) თუ წევრები ისეთივე აქიურები არ ვიქნებით როგორც ეს ადრე იყო ხოლმე ეს დეგრადაცია თუ რასაც უწოდებთ გაგრძელდება უსასრულოდ smile.gif
Nina Minzoni


ხო მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა.... პრობლემა ჩვენშია და უნდა შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა და უფრო აქტიურები ვიყოთ სხვისი ფოტოების მიმართ (ეს მეც მეხება smile.gif ) თუ წევრები ისეთივე აქიურები არ ვიქნებით როგორც ეს ადრე იყო ხოლმე ეს დეგრადაცია თუ რასაც უწოდებთ გაგრძელდება უსასრულოდ smile.gif


მაგას ვიძახი მეც smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.