2008 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მიიღება განაცხადები ფოტოკლუბი ბოკეს მიერ ორგანიზებულ ფოტო-სემინარის მეშვიდე ნაკადში მონაწილეობაზე. სემინარი განკუთვნილია დამწყებ ფოტომოყვარულთათვის!
მეშვიდე ნაკადის მეცადინეობის დაწყება იგეგმება 18 თებერვალს.
1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი მოიცავს 30 თეორიულ და 5 პრაქტიკული მეცადინეობის საათს.
2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.
3. სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება ხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.
6. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
7. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ჭავჭავაძის I-ლი შესახვევი, II-კორპუსი, III სადარბააზო, პირველი სართული (მზიურის პარკთან, დუმბაძის სახლში, ბატონების გადაღმა მხარეს).
8. რეგისტრაციისათვის მობრძანდით ყოველდღე კვირის გარდა 14:00-დან 19:00 საათამდე. დაგვიკავშირდით: (ქალაქის ტელეფონიდან) 29 25 78, (მობილურიდან) 895 91 58 19.
მნიშვნელოვანი სიახლე: მათთვის, ვინც საიტზე რეგისტრაცია გაიარა 2007 წლის 1 სექტემბრამდე, მოქმედებს შეღავათი - სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 300 ლარს!
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ფოტო-სემინარის სრულ დეტალებს: http://www.boke.ge/forum/?showtopic=11100 მიმართეთ ადმინისტრატორებს PM -ის საშუალებით, ან მობრძანდით "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში ზემოთ მითითებულ მისამართზე.
მიხარია რომ ისევ გრძელდება სემინარები! მე მესამე ნაკადში ვიყავი და ძალიან კარგად მახსენდება ეგ დრო : ) )) ყველაზე კარგად კი სტუდიური გადაღების დროს ფარდის დაჭერა მახსენდება მართლა კარგი იყო!!! გმადლობთ : )
არ არის აუცილებელი, სასურველი კია გაგიხერხებთ რამეს, გადაღებით გადაგაღებიებთ და შეძენაზე მერე იფიქრებ
Added @ rivium,
უფასოდ ტარდება მასტერკლასები გასვლით, მაგრამ ახლა სიცივეა ნამეტანი და შეჩერებულია, ბოკეს გამოფენებზე ხდება ფოტოების განხილვა გალერეაში ფოტოებზე კომენტარებს დააკვირდი, საკლასო ოთახში შეიხედე ხოლმე და ეგ არის. ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება ბოკედან თუ სურვილი გაქ. გალერეას რო უყურებ 90% მა ბოკეზე ისწავლა ფოტოგრაფიის ანბანი და არა მხოლოდ ანბანი. ასე რომ მეტი ყურადღება, მეტი შრომა და ყველაფერი კარგად იქნება.