BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტოსემინარის დეტალები, სწავლების გეგმა, რეგისტრაცია

| |
Shota Megrelishvili
post Feb 5 2008, 17:22
#1 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი განკუთვნილია:
1.1. მათთვის, ვისი ასაკიც აღემატება 14 წელს.
1.2. დამწყებ ფოტომოყვარულთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ამ დარგის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა.
1.3. ფოტომოყვარულთათვის, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება და სურთ ამ უკანასკნელის სისტემატიზირება.
1.4. მათთვის, ვინც აკმაყოფილებს პუნქტ 1.1-ს და ვისი ინტერესიც მდგომარეობს ფოტოგრაფიაში.

2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.
2.1. ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს არაუმეტეს 10 ადამიანისაგან.
2.2. ჯფუფების შედგენა შეძლებისდაგვარად მოხდება მონაწილეთა ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით.
2.3. ინდივიდუალური მეცადინეობები შედგება მოლაპარაკების საფუძველზე, კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.

3. ძირითადი ფოტო-სემინარის მეცადინეობების სრული კურსის ხანგრძლივობა არის 36 საათი.
3.1. მოცემული 36 საათიდან 30 საათი არის თეორიული, ხოლო 6 პრაქტიკული მეცადინეობის საათია.
3.1.1. სემინარის ძირითადი კურსის განმავლობაში თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი.
3.2. დამატებით, მსურველს შესაძლებლობა ექნება დაესწროს 5 თემატურ მასტერ-კლასს (ჯამში 10 საათი).
3.2.1. ყოველი მასტერ-კლასის ხანგრძლივობაა 2 საათი მსურველს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მხოლოდ მისთვის საინტერესო მეცადინეობებს.
3.2.2. მასტერ-კლასებზე დასწრება შესაძლებელია დამატებითი ღირებულების გადახდის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 7.5).
3.2.3. ორ-საათიანი მასტერ-კლასები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
3.2.3.1. სტუდიური პორტრეტი
3.2.3.2. სიუჟეტი, ჟანრი
3.2.3.3. პეიზაჟი
3.2.3.4. ნატიურმორტი, მაკრო
3.2.3.5. სარეპორტაჟო ფოტოგრაფია

4. ფოტოსემინარის პროგრამა (36 საათი):
4.1. თეორიული მეცადინეობების თემები:
- ფოტოგრაფიის ისტორია - 1 საათი
- რა არის ფოტოგრაფია:
- ფოტოს დანიშნულება, ფოტოხელოვნება - 1 საათი
- აღქმის ფსიქოლოგიური ასპექტები - 2 საათი
- კამერები და ფოტოტექნიკა:
- კამერები - 1 საათი
- ექსპონომეტრები - 0.5 საათი
- საბეჭდი მოწყობილობა - 0.5 საათი
- ფირის დასამუშავებელი მოწყობილობები - 0.5 საათი
- ქიმია - 1 საათი
- ფოტომასალა (ფირები, ქაღალდები) - 0.5 საათი
- ექსპონომეტრია - 4 საათი
- განათება და ფერი - 4 საათი
- კომპოზიცია და კონსტრუქცია - 4 საათი
- ზოგადად (თეორიულ-პრაქტიკული):
- პორტრეტი 2 საათი
- პეიზაჟი 2 საათი
- ნატიურმორტი 2 საათი
- ჟანრი 2 საათი
- მაკრო 2 საათი

4.2. პრაქტიკული მეცადინეობების თემები:
- სტუდიური განათება და ექსპონომეტრია
- ნატურაზე გასვლა და გადაღება.

5. სწავლების გრაფიკი.
5.1.მეცადინეობის განრიგი შემუშავდება ჯგუფთნ ერთდ, ინდივიდუალურად.

5.2. პრაქტიკული კურსის და მასტერ-კლასების გრაფიკი: - შაბათ-კვირას: ჯგუფთან შეთანხმებით 11:00 - 19:00

5.3. მასტერ-კლასების (სპეციალიზაციის 10 საათი) ჩატარება იგეგმება ძირითადი სემინარის პირველი კურსდამთავრებულების გამოშვების შემდეგ.

6. სემინარის ხელმძღვანელი.
6.1. ზოგადი კურსის ძირითადი ხელმძღვანელი იქნება ბატონი გუჯა.
6.2. ზოგადი კურსის რიგი თემების წამყვანი-ასისტენტები შეიძლება იყვნენ ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაციის წევრები და მოწვეული სპეციალისტები.
6.3. მასტერ-კლასებს წაუძღვებიან მოწვეული სპეციალისტები (მათ შორის შეიძლება იყვნენ ფოტოკლუბი ბოკეს ოსტატები - ე.წ. "Master"-ები).

7. ფოტო-სემინარზე დასწრების ღირებულება.
7.1. ძირითადი კურსის (36 საათის) ღირებულება შეადგენს:
7.1.1. 350დან 650მდე ლარს
7.2. მასტერ-კლასებზე დასწრების ღირებულება.
7.2.1. მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება მათთვის, ვინც გაიარა ძირითადი კურსი შეადგენს 20 ლარს.
7.2.2. მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება მათთვის, ვისაც არ გაუვლია ძირითადი კურსი, შეადგენს 35 ლარს.

8. სხვა დეტალები.
8.1. ძირითადი სემინარის დასრულების შემდეგ, ის მოსწავლეები რომლებმაც წარმატებით გაიარეს სრული კურსი, მიიღებენ სემინარის მოსმენის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
8.2. სემინარის ორგანიზატორი უფლებას იტოვებს არ გასცეს სერტიფიკატი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც გააცდინეს მეცადინეობები, ან ვერ აითვისეს სემინარის კურსის განმავლობაში მიწოდებული მასალა.
8.3. ფოტოკლუბი ბოკეს ახალდარეგისტრირებული წევრები (Newbie), რომლებიც წარმატებით გაივლიან სემინარის ძირითად კურსს და მიიღებენ დიპლომს, კლუბის კუთვნილ საიტზე http://www.boke.ge ავტომატურად მიიღებენ სტატუსს "დამწყები ფოტოგრაფი" (Amateur).
8.4. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ფალიაშვილის ქუჩა N63
8.5. რეგისტრაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ადმინისტრატორებს ან უშუალოდ Guja ს PM -ის საშუალებით ან დარეკეთ 895 91 58 19 ან ფეისბოკზე
Facebook/Guja

Facebook/BokeStudio
შეხვედრის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით: 895 91 58 19.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 29th March 2024 - 00:41

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'