Help - Search - Member List - Calendar
Full Version: სემინარის მეშვიდე ნაკადი
Photoclub Boke > სასწავლო ფორუმი > საკლასო ოთახი > ბოკეს სემინარები
Shota Megrelishvili
2008 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მიიღება განაცხადები ფოტოკლუბი ბოკეს მიერ ორგანიზებულ ფოტო-სემინარის მეშვიდე ნაკადში მონაწილეობაზე. სემინარი განკუთვნილია დამწყებ ფოტომოყვარულთათვის!

მეშვიდე ნაკადის მეცადინეობის დაწყება იგეგმება 18 თებერვალს.

1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი მოიცავს 30 თეორიულ და 5 პრაქტიკული მეცადინეობის საათს.

2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.

3. სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება ხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.

4. სემინარის ხელმძღვანელია ელგუჯა შეყილაძე (Guja)
http://www.boke.ge/user/Guja

5. ფოტო-სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 350 ლარს. ფოტოკლუბი ბოკეს "სტაჟიანი" მომხმარებლებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება.

6. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

7. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ჭავჭავაძის I-ლი შესახვევი, II-კორპუსი, III სადარბააზო, პირველი სართული (მზიურის პარკთან, დუმბაძის სახლში, ბატონების გადაღმა მხარეს).

8. რეგისტრაციისათვის მობრძანდით ყოველდღე კვირის გარდა 14:00-დან 19:00 საათამდე. დაგვიკავშირდით: (ქალაქის ტელეფონიდან) 29 25 78, (მობილურიდან) 895 91 58 19.

მნიშვნელოვანი სიახლე: მათთვის, ვინც საიტზე რეგისტრაცია გაიარა 2007 წლის 1 სექტემბრამდე, მოქმედებს შეღავათი - სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 300 ლარს!

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ფოტო-სემინარის სრულ დეტალებს:
http://www.boke.ge/forum/?showtopic=11100
მიმართეთ ადმინისტრატორებს PM -ის საშუალებით, ან მობრძანდით "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში ზემოთ მითითებულ მისამართზე.
Sofio Gokhelashvili
bravo.gif bravo.gif მიხარია რომ ისევ გრძელდება სემინარები!
მე მესამე ნაკადში ვიყავი და ძალიან კარგად მახსენდება ეგ დრო : ) ))
ყველაზე კარგად კი სტუდიური გადაღების დროს ფარდის დაჭერა მახსენდება DDDD.gif DDDD.gif
მართლა კარგი იყო!!! გმადლობთ : )
davit chaxi
აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას... მოხარული ვარ... მადლობა ადმინს...
meriko
duci,
რა კარგი იყო არა? მენატრებააააა....

ხალხო არ დაკარგოთ შანსი, ჩაეწერეთ და დაესწარით



Sopho Nadareishvili
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ფოტო-სემინარის სრულ დეტალებს ბმულზე:
http://www.boke.ge/forum/?showtopic=11100

ასევე, მიმართეთ ადმინისტრატორებს PM-ის საშუალებით, ან მობრძანდეთ "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში ზემოთ მითითებულ მისამართზე.
beshqena
მე გამოვგზავნე უკვე შევსებული ანკეტა smile.gif
თუ ჩემთვის მოსახერხებელ დროს შედგა ლექციები მოხარული ვიქნები.
rivium
კარგია რო გრძელდება მაგრამ... მაინც ვერ ვებმები ამ კარგ საქმეში...

ar varga.gif არ მაქ საშუალება..

1-2 სემინარი არ ჩატარდება უფასოდ? gavcitldi2.gif
MaRi__
მმმ....და აუცილებელია ფოტოაპარატი გქონდეს? მაგრამ ბოლო 5 გაკ.სთვის გჭირდება ხო?
Guja
MaRi__,

არ არის აუცილებელი, სასურველი კია
გაგიხერხებთ რამეს, გადაღებით გადაგაღებიებთ და შეძენაზე მერე იფიქრებ

Added @ [mergetime]1202636778[/mergetime]
rivium,

უფასოდ ტარდება მასტერკლასები გასვლით, მაგრამ ახლა სიცივეა ნამეტანი და შეჩერებულია,
ბოკეს გამოფენებზე ხდება ფოტოების განხილვა
გალერეაში ფოტოებზე კომენტარებს დააკვირდი, საკლასო ოთახში შეიხედე ხოლმე და ეგ არის.
ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება ბოკედან თუ სურვილი გაქ. გალერეას რო უყურებ 90% მა ბოკეზე ისწავლა ფოტოგრაფიის ანბანი და არა მხოლოდ ანბანი. ასე რომ მეტი ყურადღება, მეტი შრომა და ყველაფერი კარგად იქნება.
Guja
რამოდენიმე ფოტო სემინარებიდან

[attachmentid=15564]
[attachmentid=15565]
[attachmentid=15567]
Guja
[attachmentid=15570]

[attachmentid=15571]

[attachmentid=15572]

Added @ [mergetime]1202995309[/mergetime]
ბოლო 2 ფოტო ჩემია, დანარჩენი სემინარისტების DDDD.gif
anelik
როგორი ფოტო აპარატი დამჭირდება? ანუ ცოტა რო წაიპროფესიონალებდეს... rolleyes.gif თუ არ მჭირდება ჯერ ეგეთი ძააალიან დამწყებს ჩემი ციფრულიც მეყოფა? unsure.gif unsure.gif
Shota Megrelishvili
anelik,
დაბალი კლასის ციფრულიც საკმარისი იქნება.

14:00 საათის მერე დარეკეთ ნომერზე 29 25 78 და გუჯა ყველაფერში გაგარკვევთ.
hey sexy
გამარჯობათ,

ზაფხულში ან შემოდგომაზე იქნება კიდე სემინარები?
სამწუხაროდდ ახლა არ მცალია...
Guja
hey sexy,
ეჰ, ზაფხულამდე მაცოცხლე DDDD.gif

იდეაში სულ უნდა იყოს, მაგრამ რა იქნება კაცმა არ იცის
Goderdzi Makharashvili
პირველი ორი ფოტო ჩემია მგონი ))))
Guja
OK
დღეს ვიწყებთ საღAმოს 7 საათზე

დღეს საბოლოოდ დადგინდება დღEები და ვიწყებთ

ვისაც აქვს სურვილი ეს კვირა ბოლო ვადაა რო შემოგვიერთდეს


Goderdzi Makharashvili
მინდა მინდა დღეს მოვალ
შემოგირბენთ
russ
მეც მინდა დასწრება სემინარზე და ეხლა შეიძლება რომ შემოგიერთდეთ?
Guja
russ,
სამწუხაროდ ახლა ვერ შემოგვიერთდები
აპრილის დასაწყისიდან იქნება ახალლი ჯგუფი
თუ სურვილი გექნება იმ ჯგუფს შეგიძლია შეუერთდე

მერვე ნაკადის შესახებ იქნება განცხადება.
russ
კარგი მაშინ აპრილიდან შემოგიერთებით smile.gif
emoticon
აპრილის ნაკადზე რა ხდება? აუცილებლად მინდა gavcitldi2.gif
Guja
emoticon,

რო გამოცხადდება მერვე ნაკადი შემომეხმიანე
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.