- თქვენ, ვინც ამ საიტზე ყოფნის შესაძლებლობას და სიხარულს გვაძლევთ თითოოროლა დარჩენილთ "ბოკე"-ზე; და - თქვენ, ამ საიტზე დარჩენილ "უკანასკნელ მოჰიკანებს";
მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს ნათქვამს ვინმე წაიკითხავთ და თუ გამახარებთ "ბერიკაცს" და წაიკითხავთ, დაწერეთ ამ თემაში ერთი-ორი სიტყვა, რომ მინიმუმ "გავითვალოდ" მაინც რამდენი დავრჩით რეალურად - მაქსიმუმ კი შევეხმიანოდ ერთმანეთს და ცოტა მაინც დავარღვიოთ ეს "სიმყუდროვე" ბოკეზე...
ამ "სიმყუდროვეში" ერთმანეთს რომ ვეხმიანებით - მე მსიამოვნებს ეს... ისე კიდევ კარგია საიტს რომ არ გვითიშავენ [B]... და ვინც არ თიშავს მას ჩემგან დიდი მადლობა და დიდი პატივისცემა. რომ შემოგვეხმიანოს ამა თვითონ მას ვეტყოდი პირადად...[/B]
ჩემთვის აქ ყოფნას სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს... ალბათ ზუსტად ისევე როგორც თქვენთვის...
ეჰ რა დრო იყო, მართლა 2006 წელს რომ დავრეგისტრირდი, მოუთმენლად ველოდებოდი 24 საათის გასვლას რომ ფოტო ამეტვირთა, მერე კომენტარები წამეკითხა, მერე სხების ფოტოები მენახა. ბევრი რარაც ვისწავლე კიდევაც, ამ საიტმა შემაყვარა ფოტოგრაფია და ეხლა რასაც წარმოვადგებ ბოკეს დამსახურებაა, ცუდია რომ ეხლა აქ ძალიან მაგარი სიჩუმენა არადა ხალხი გაიზარდა ამ საიტზე... ეჰ
ჩემთვისაც ზუსტად ასე იყო - 1 დღიას მოლოდინი... სურათების გადაღების სიამოვნება, სხვათა სურათების ნახვა... და ა.შ. - მხო;ოდ ერთი განსხვავებით, მე ჩემი პირველი სურათი ჩემით გადავიღე, გავამჟღავნე და დავბეჭდე როცა მე-4 კლასში ვიყავი (მამამ მასწავლა ფოტოგრაფია და შემაყვარა)... მის მერე აპარატი არ გამიგდია ხელიდან... აქ მართლა კარგი დრო იყო ძველად... არ მავიწყდება და არც დამავიწყდება არასდროს... ამიტომ არ მინდა და არც შემიძლია კარი გავიჯახუნო და წავიდე - ამიტომაც არ (და არა - ვერ) მივდივარ...
როგორ ხართ ? მეც აქ ვარ მაგრამ ფოტოების დადებას რა მნიშვნელობა აქვს , არავინ არ წერს არაფერს , არავის არ აინტერესებს . 2-3 ადამიანია სულ აქტიური და არ დანებდეთ <3
არაგვიშავს აი ფოტოების არ დადებაში ვერ დაგეთანხმები - თუ სულ არაფერი დავდეთ საიტი სულ მოკვდება და გათიშავენ ალბათ. და თუ დავდებთ ფოტოებს ამით ერთმანეთს დავეკონტაქტებით მაინც, ვაჩვენებთ ჩვენს ნამუშევრებს, ამას ნახავენ ახალბედები და აგვყვებიან ნელ-ნელა... ბოლო-ბოლო ამ საიტს ჩვენი ნაშრომებთ ცოტაოდენ ჰაერს მივაწვდით და ჩვენც ნელ-ნელა აქ მოსვლა მოგვინდება... და ა.შ. და ა.შ. და წავა საქმე ნელ-ნელა წინ... მაგალითის მიცემა და საიტის თანადგომაა საჭირო... გამოუსწორებელი არაფერია ... ასე რომ მომავალ შეხვედრებამდე ბოკეზე...
ორი დღის უკან ერთმა ანონიმმა დადო ეს სურათი დიდი ფორმატით რასაკვირველია და გარკვეული ხარვეზებით.... რაზეც მივუთითე და შევპირდი რასაც შევძლებ შევასწორებ და დავდებ თქვენი ფოტოს ქვეშო... მერე ფორუმზე სურათის ასატვირთი საიტი აღარ მუშაობდა და ვერ ავტვირთე. მაშინ შევპირდი ამონიმობა რომ გადაივლის პირადში გამოგიგზავნითქო.... მაგრამ სულ წაშალა სურათი - არ უნდა ექნა ეს.... მომავალში უკეთესებს რომ გადაიღებდა თვალნათლივ გამოჩნდებოდა მისი პროგრესი...
აი ეს ჩემი შეპირებულ-შეკეთებული მისივე სურათი - ფაქტიურად ყველაფრის ნაწილობრივ მაინც გამოსწორება შეიძლება...
PS. ეს ფოტო აქ იმისათვის დავდე, რომ იქნებ ჩვენმა ანონიმმა შემოიხედოს აქ და ნახოს მისი ფოტო... და იქნებ აღარ გაუჩნდეს საკუთარი ფოტოების წაშლის სურვილი - ეს მისთვისაც და ჩვენთვისაც სასარგებლო და კარგი იქნებოდა
gego, შეუმცირებიათ სერვერზე გამოყოფილი ადგილი - არც ვიცი ვინ მართავს აქურობას რომ დაეკითხო რამე. ასე რომ სანამ რასმეს გავარკვევდეთ - წაშალე და ახლი დადე ხოლმე
თან შენ რომელი ფოტოებიც მოგწონს შეინახე, ადგილს რომ მოგიმატებენ (თუ ...) მაშინ დადებ კიდევ ერთხელ
ამასწინათ მივწერე საიტის ადმინისტრაციას ხომ არ ყიდით რაიმე წილს ან მთლიანადმეთქი, სუფთა ინვესტირების კუთხით გავიხილავ რომ გამოცოცხლდეს ბოკე და კატეგორიაული და გაბრაზებული ტონით მიპასუხეს არაო, კარგი იქნება ასეთივე კატეგორიულები და გაბრაზებულები თუ იქნებიან იმ "უდაბნოს" მიმართ რაც აქ ხდება, უპატრონობაა ეს საიტი სხვას ვერაფერს დავარქმევ.
გავეცანი რა ამ შემოთავაზებას, ძალიან მომეწონა ეს აზრი და ჩემი ნაფიქრები დავდე... ახლა გავიმეორებ აქაც: "წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა გამოფენის აზრი - სრულად გეთანხმებით მითუმეტეს თუ შესაძლებელი იქნება საგამოფენო სივრცის უფასო შოვნა, საკუთარი თავის დასპონსორება პრობლემა არაა.
ჩ/ა გადასაწყვეტია შემდეგი:
1. თითო ავტორზე რამდენი ფოტო უნდა იყოს; 2. ფოტოები რა ფორმით და რა ზომით უნდა იყოს წარმოდგენილი (ჩარჩოში, თუ კარდონზე, თუ...); 3. თემატიკა ( ჩ/ა თემატიკა რაც უფრო ფართე და მრავალფეროვანი იქნება მით უფრო მოვაწონებთ და დავაინტერესებთ მნახველთ); 4. რეკლამა როგორ გავწიოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოდ; 5. ბოლოსდაბოლოს გავიგოთ ვინ მფარველობს და აცოცხლებს ამ საიტს რომ არ ითიშება - სამადლობელო სიტყვა უნდა ვუთხრად მათ და აუცილებლად უნდა მოხსენიება ჩვენს სარეკლამო განცხადებებში; 6. ... და დანარჩენი თქვენ შემოამატედ თუ რამეა კიდევ ...
PS. NatuRallY MilenNium, რაღაი შენ დაიწყე ეს კარგი საქმე , ბარემ გახსენი ფორუმზე ერთი კარგი თემატიკა და იქ დავდოთ ყველა აზრი და იქ მოვილაპარაკოდ ყველაფერზე. როგორც მე შევამჩნიე საკმაოდ ხალხი კითხულობს ფორუმზე პოსტს - 27 სექტემბერს დადებული ჩემი პოსტი ფორუმზე უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა (ეს რიცხვი რასაკვირველია აერთიანებს 1 პიროვნების რამოდენიმე შესვლას თემაზე)...
აბა კეთილი გზა გამოფენას smile.gif მერე წავიბანკეტოდ davliot.gif"
იქნებ გავაგრძელოთ ეს თემა და მივიყვანოთ ბოლომდე ეს კარგი წამოწყება? თან ერთმანეთს შევხვდებით - ზოგი დიდი ხნის უნახავი, ზოგიც პირვლად... არ იქნება ცუდი საქმე - დავაზუსტოდ რამდენი კაცი მიიღებს მონაწილეობას, მერე აქედან გამომდინარე კაცს რამდენი ფოტოს გამოფენა შეეძლება, გამოფენილი ფოტოები რა ფორმით და რა ფორმატში უნდა იყოს შესრულებული, სად ჩავატაროდ (ამაზე იყო იდეის ავტორის კარგი შემოთავაზება) და ... თქვენც შემოგვიერთდით, დავამატოდ დასამატებელი და წავიწიოთ წინ ... და ბედი თუ გაგვიმართლებს ან ახალ წელს ან ძველით ახალ წელს იქნებ დავადგათ თავი ამ კარგ წამოწყებას და განვაცხადოთ, რომ ჩვენ კიდევ ვცოცხლობთ... როგორც ეს იყო დიდი ხნის წინათ - ..."ჰოპლაა... ჩვენ ვცოცხლობთ"... დამიჯერეთ ყველა მონაწილე და გამოფენის სტუმარი დიდად კმაყოფილები დავრჩებით...
ამოიღეთ ხმა ხალხნო... გამოიცოცხლეთ თავები... ძალიან გთხოვთ - "ბოკეს" სიცოცხლისათვის და ჩვენი გამოცოცხლებისათვის ნამდვილად ღიიიირს ბრძოლა... ნამდვილად... დამიჯერეთ... მერე კი ქართველები ვართ და არ დავიკარგებით...
ერთადერთი ფორუმია საქართველოში ფოტომოყვარულთათვის... არადა რო გაიხედო ქუჩაში,გადახედო მაღაზიებს და ა.შ. ყოველ მეორეს სარკული უგდია სახლში.. პერაშკებივით იყიდება 2000 ლარიანი აპარატები.სად მიდის ეს ხალხი ან რატო არ ინტერესდებიან არ მესმის.. არვიცი ამ საიტის არსებობა იციან თუარა მაგრამ დაინტერესებული პირი მოძებნიდა. ეს სიტუაცია ჩემი აზრით პირველ რიგში მაინც ადმინისტრაციის ბრალია... საერთოდ არ ხდება საიტის რეკლამირება არცერთ ხალხმრავალ საიტზე თუ სივრცეში. ერთი რასკრუტკა უნდა და ზღვა ხალხი წამოვა ისევ. ნუ თუ ძველები არა ახლები მაინც. ზოგადად ჩვენთან ფოტოგრაფიას ეგეთი ტალღები ახასიათებს...ხან ყველა ამ თემითაა გატაცებული და "ცვეტშია",ხან კაციშვილს არ ახსოვს. ხო ბარემ აქვე ვიკითხავ..სონი ნექსის E-mount კიტ ლინზა ხო არ გაქვთ ვინმეს შეღავათიან ფასად?
არ დაიჯერებთ და მეც აქ ვარ ხოლმე ზოგჯერ შემორბენით მაგრამ აქ ვარ ხოლმე... ძველი დრო ძაან მენატრება მაგრამ რას ვიზავთ... ახალი სისხლი არ აღმოჩნდა საკმარისად დაინტერესებული ფოტოგრაფიით რომ გაეცოცხლებინა ეს საიტი. ხოლო ის კატეგორია რომელიც ბოკელი გიგანტების წასვლის შემდეგ ბოკეს ლიდერები უნდა გამხდარიყვნენ თავი გიგანტად მიიჩნია და ნაადრევად წავიდა, სხვებ თუ არ არიან აქ მე რაღა მესაქმებაო...
არადა ძაან მენატრება და მადლობა მართლაც ყველას ვინც ჯერ კიდევ აცოცხლებს ამ საიტს