BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Add Poll   
> წაიკითხეთ კომენტარი
იხილეს: 661 · კომენტარი: 5
  · ·
Shav-tetri varianti    Ar eteva ekranze? Daachire aq    Sarke: Horizontaluri shemobruneba    Sarke: Vertikaluri shemobruneba    Oqros kvetis bade    Kadrirebis instrumenti

gallery_28436_6_1509178121.jpg


1 წევრმა შეაფასა ნაშრომი

Total Score:მხატვრულობატექნიკა
ჯამური ქულა: 1.51.501.50
 

> Comments for this image
Amateur+ NatuRallY MilenNium



გამარჯობა, მეგობრებო. რამდენადაც ბოკე აღარაა ძველი, სიცოცხლით სავსე პლატფორმა, ამას მგონი იწვევს ის, რომ ყოფილი ფოტოგრაფები ამ გვერდს უკვე არასაჭიროდ მიიჩნევენ . ბევრისგან მსმენია, რა დროს ბოკეაო smile.gif მაგრამ საიტს სჭირდება ახალი თაობა, რომელმაც არც კი იცის საიტის არსებობა.

სწორედ ამიტომ, კარგი იქნება ამ ტექნიკური რეპროდუცურებისა და გამოფენადობის ეპოქაში თუ მოვაწყობთ ერთ ასეთ გამოფენას , სადაც ახალგაზრდა თაობა, რომელიც ბევრ უაზრო გამოფენაზე მიდის, აქაც მოვა და გაიგებს კლუბის არსებობის შესახებ .

გამოფენას როგორც წესი სჭირდება : სივრცე, ტექნიკური მასალები (ფოტო) და პიარი smile.gif სივრცე შესაძლებელია უფასოდ მივიღოთ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში , მთავარი პრობლემა ფოტოებია. რადგან დონორები მხოლოდ პროექტული სახის გამოფენებს აფინანსებენ , მოგვიწევს ჩვენი თავის საკუთარი დონორობა wick.gif ჩვენით დავბეჭდავთ რამდენიმე ფოტოს .

მთავარი საკითხია, ფოტოების იდეა. უნდა იყოს ერთი თემის ირგვლივ მოქცეული და თუ ზემოთაღნიშნულებს ეთანხმებით ვიფიქროთ ამ და სხვა საკითხებზე .

ქვემოთ გამიზიარეთ აზრები:
Amateur+ limo



მე მომწონს აზრი smile.gif ის ბოკელები ვინც ადრე საიტს ჭედავდა დღემდე მეგობრობენ და ერთად არიან ბოკეს გარეთ და არამგონია გაჭირდეს ეს საქმე თუ სურვილი იქნა smile.gif
Amateur Fpower



ძალიან კარგი იდეაა!!!
Amateur Maxo



წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა გამოფენის აზრი - სრულად გეთანხმებით მითუმეტეს თუ შესაძლებელი იქნება საგამოფენო სივრცის უფასო შოვნა, საკუთარი თავის დასპონსორება პრობლემა არაა.

ჩ/ა გადასაწყვეტია შემდეგი:

1. თითო ავტორზე რამდენი ფოტო უნდა იყოს;
2. ფოტოები რა ფორმით და რა ზომით უნდა იყოს წარმოდგენილი (ჩარჩოში, თუ კარდონზე, თუ...);
3. თემატიკა ( ჩ/ა თემატიკა რაც უფრო ფართე და მრავალფეროვანი იქნება მით უფრო მოვაწონებთ და დავაინტერესებთ მნახველთ);
4. რეკლამა როგორ გავწიოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოდ;
5. ბოლოსდაბოლოს გავიგოთ ვინ მფარველობს და აცოცხლებს ამ საიტს რომ არ ითიშება - სამადლობელო სიტყვა უნდა ვუთხრად მათ და აუცილებლად უნდა მოხსენიება ჩვენს სარეკლამო განცხადებებში;
6. ... და დანარჩენი თქვენ შემოამატედ თუ რამეა კიდევ ...

PS. NatuRallY MilenNium,
რაღაი შენ დაიწყე ეს კარგი საქმე , ბარემ გახსენი ფორუმზე ერთი კარგი თემატიკა და იქ დავდოთ ყველა აზრი და იქ მოვილაპარაკოდ ყველაფერზე.
როგორც მე შევამჩნიე საკმაოდ ხალხი კითხულობს ფორუმზე პოსტს - 27 სექტემბერს დადებული ჩემი პოსტი ფორუმზე უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა (ეს რიცხვი რასაკვირველია აერთიანებს 1 პიროვნების რამოდენიმე შესვლას თემაზე)...

აბა კეთილი გზა გამოფენას smile.gif
მერე წავიბანკეტოდ davliot.gif
Amateur+ Peso



კარგი იდეაა! სად და როდის

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 24th April 2024 - 04:39

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'