Help - Search - Member List - Calendar
Full Version: იქნებ წაიკითოდ ვინმემ!
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > ესტაფეტა
Maxo
დილამშვიდობისა ყველას ვინც წაიკითხავთ!!!

- თქვენ, ვინც ამ საიტზე ყოფნის შესაძლებლობას და სიხარულს გვაძლევთ თითოოროლა დარჩენილთ "ბოკე"-ზე;
და
- თქვენ, ამ საიტზე დარჩენილ "უკანასკნელ მოჰიკანებს";

მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს ნათქვამს ვინმე წაიკითხავთ და თუ გამახარებთ "ბერიკაცს" და წაიკითხავთ, დაწერეთ ამ თემაში ერთი-ორი სიტყვა, რომ მინიმუმ "გავითვალოდ" მაინც რამდენი დავრჩით რეალურად - მაქსიმუმ კი შევეხმიანოდ ერთმანეთს და ცოტა მაინც დავარღვიოთ ეს "სიმყუდროვე" ბოკეზე... sad.gif smile.gif

ამ "სიმყუდროვეში" ერთმანეთს რომ ვეხმიანებით - მე მსიამოვნებს ეს... ისე კიდევ კარგია საიტს რომ არ გვითიშავენ
[B]... და ვინც არ თიშავს მას ჩემგან დიდი მადლობა და დიდი პატივისცემა.
რომ შემოგვეხმიანოს ამა თვითონ მას ვეტყოდი პირადად...[
/B]

ჩემთვის აქ ყოფნას სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს... ალბათ ზუსტად ისევე როგორც თქვენთვის...

მადლობა რომ ხართ აქ... რომ ვართ აქ...

მომავალ შეხვედრებამდე... smile.gif smile.gif smile.gif
Peso
მახოს გაუმარჯოს....

ეჰ რა დრო იყო, მართლა 2006 წელს რომ დავრეგისტრირდი, მოუთმენლად ველოდებოდი 24 საათის გასვლას რომ ფოტო ამეტვირთა, მერე კომენტარები წამეკითხა, მერე სხების ფოტოები მენახა. ბევრი რარაც ვისწავლე კიდევაც, ამ საიტმა შემაყვარა ფოტოგრაფია და ეხლა რასაც წარმოვადგებ ბოკეს დამსახურებაა, ცუდია რომ ეხლა აქ ძალიან მაგარი სიჩუმენა არადა ხალხი გაიზარდა ამ საიტზე... ეჰ
Maxo
ჩემთვისაც ზუსტად ასე იყო - 1 დღიას მოლოდინი... სურათების გადაღების სიამოვნება, სხვათა სურათების ნახვა... და ა.შ. - მხო;ოდ ერთი განსხვავებით, მე ჩემი პირველი სურათი ჩემით გადავიღე, გავამჟღავნე და დავბეჭდე როცა მე-4 კლასში ვიყავი (მამამ მასწავლა ფოტოგრაფია და შემაყვარა)... მის მერე აპარატი არ გამიგდია ხელიდან... smile.gif sad.gif
აქ მართლა კარგი დრო იყო ძველად... არ მავიწყდება და არც დამავიწყდება არასდროს...
ამიტომ არ მინდა და არც შემიძლია კარი გავიჯახუნო და წავიდე - ამიტომაც არ (და არა - ვერ) მივდივარ... sad.gif smile.gif
Tinachka
მოგესალმებით) უზომოდ მიყვარს აქაურობა ჯერ კიდევ მაგთიში მუშაობის პერიოდიდან რაც ჩვენს სერვერზე იყო განთავსებული ბოკე! მენატრება ის დრო..

ყოველთვის შემოვდივარ, კვირაში ერთხელ მაინც<3
Added @ [mergetime]1506537503[/mergetime]
wub.gif არავის აქვს ასეთი სმაილები
NatuRallY MilenNium
როგორ ხართ ?
მეც აქ ვარ smile.gif მაგრამ ფოტოების დადებას რა მნიშვნელობა აქვს , არავინ არ წერს არაფერს , არავის არ აინტერესებს . 2-3 ადამიანია სულ აქტიური და არ დანებდეთ smile.gif <3

ძალიან მიყვარს ეს საიტი !
Maxo
სალამი NatuRallY MilenNium,

არაგვიშავს smile.gif
აი ფოტოების არ დადებაში ვერ დაგეთანხმები - თუ სულ არაფერი დავდეთ საიტი სულ მოკვდება და გათიშავენ ალბათ.
და თუ დავდებთ ფოტოებს ამით ერთმანეთს დავეკონტაქტებით მაინც, ვაჩვენებთ ჩვენს ნამუშევრებს, ამას ნახავენ ახალბედები და აგვყვებიან ნელ-ნელა... ბოლო-ბოლო ამ საიტს ჩვენი ნაშრომებთ ცოტაოდენ ჰაერს მივაწვდით და ჩვენც ნელ-ნელა აქ მოსვლა მოგვინდება... და ა.შ. და ა.შ. და წავა საქმე ნელ-ნელა წინ...
მაგალითის მიცემა და საიტის თანადგომაა საჭირო...
გამოუსწორებელი არაფერია ... wick.gif
ასე რომ მომავალ შეხვედრებამდე ბოკეზე... smile.gif
NatuRallY MilenNium
ვპოსტავ , დაესიეთ ! :დ DDDD.gif DDDD.gif
Tinachka
bravo.gif ენთუზიაზმს)
Peso
გამოფხიზლდით ბლიად
Peso
მთელი პრიკოლი ის არის რომ ხალხი შემოდის არც არაფერს არ პოსტავს და არც დებს.
Maxo
მეც მივაქციე მაგას ყურადღება... თვითონ კი არ აქცევენ ამას ყურადღებას? sad.gif smile.gif
gego
bravo.gif bravo.gif
Maxo
ორი დღის უკან ერთმა ანონიმმა დადო ეს სურათი დიდი ფორმატით რასაკვირველია და გარკვეული ხარვეზებით.... რაზეც მივუთითე და შევპირდი რასაც შევძლებ შევასწორებ და დავდებ თქვენი ფოტოს ქვეშო... მერე ფორუმზე სურათის ასატვირთი საიტი აღარ მუშაობდა და ვერ ავტვირთე. მაშინ შევპირდი ამონიმობა რომ გადაივლის პირადში გამოგიგზავნითქო....
მაგრამ სულ წაშალა სურათი - არ უნდა ექნა ეს.... მომავალში უკეთესებს რომ გადაიღებდა თვალნათლივ გამოჩნდებოდა მისი პროგრესი... wick.gif

აი ეს ჩემი შეპირებულ-შეკეთებული მისივე სურათი - ფაქტიურად ყველაფრის ნაწილობრივ მაინც გამოსწორება შეიძლება... smile.gif

user posted image
Maxo
PS. ეს ფოტო აქ იმისათვის დავდე, რომ იქნებ ჩვენმა ანონიმმა შემოიხედოს აქ და ნახოს მისი ფოტო... და იქნებ აღარ გაუჩნდეს საკუთარი ფოტოების წაშლის სურვილი - ეს მისთვისაც და ჩვენთვისაც სასარგებლო და კარგი იქნებოდა smile.gif
Peso
არადა კარგია...
Maxo
Peso-ს
სამწუხაროა რომ დედანი არ შევინახე, საინტერესო იქნებოდა შედარება და შენიშვნები ორივე ვარიანტზე smile.gif
gego
ვეღარ ვდებ სურათებს, ასე მიწერს? რა ვუშველო?

Sorry, but you have used all of your allotted disk space
Maxo
gego,
შეუმცირებიათ სერვერზე გამოყოფილი ადგილი - არც ვიცი ვინ მართავს აქურობას რომ დაეკითხო რამე. ასე რომ სანამ რასმეს გავარკვევდეთ - წაშალე და ახლი დადე ხოლმე sad.gif sad.gif sad.gif

თან შენ რომელი ფოტოებიც მოგწონს შეინახე, ადგილს რომ მოგიმატებენ (თუ ...) მაშინ დადებ კიდევ ერთხელ smile.gif
Peso
ისე საინტერესო ერთია:

ამასწინათ მივწერე საიტის ადმინისტრაციას ხომ არ ყიდით რაიმე წილს ან მთლიანადმეთქი, სუფთა ინვესტირების კუთხით გავიხილავ რომ გამოცოცხლდეს ბოკე და კატეგორიაული და გაბრაზებული ტონით მიპასუხეს არაო, კარგი იქნება ასეთივე კატეგორიულები და გაბრაზებულები თუ იქნებიან იმ "უდაბნოს" მიმართ რაც აქ ხდება, უპატრონობაა ეს საიტი სხვას ვერაფერს დავარქმევ.

ბესო
ninucaus
მეც აქ ვარ)
Maxo
NatuRallY MilenNium-მ კარგი იდეა შემოგვთავაზა (ნახეთ ლინკი ქვემოთ):

http://www.boke.ge/forum/?img=162265

გავეცანი რა ამ შემოთავაზებას, ძალიან მომეწონა ეს აზრი და ჩემი ნაფიქრები დავდე... ახლა გავიმეორებ აქაც:
"წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა გამოფენის აზრი - სრულად გეთანხმებით მითუმეტეს თუ შესაძლებელი იქნება საგამოფენო სივრცის უფასო შოვნა, საკუთარი თავის დასპონსორება პრობლემა არაა.

ჩ/ა გადასაწყვეტია შემდეგი:

1. თითო ავტორზე რამდენი ფოტო უნდა იყოს;
2. ფოტოები რა ფორმით და რა ზომით უნდა იყოს წარმოდგენილი (ჩარჩოში, თუ კარდონზე, თუ...);
3. თემატიკა ( ჩ/ა თემატიკა რაც უფრო ფართე და მრავალფეროვანი იქნება მით უფრო მოვაწონებთ და დავაინტერესებთ მნახველთ);
4. რეკლამა როგორ გავწიოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოდ;
5. ბოლოსდაბოლოს გავიგოთ ვინ მფარველობს და აცოცხლებს ამ საიტს რომ არ ითიშება - სამადლობელო სიტყვა უნდა ვუთხრად მათ და აუცილებლად უნდა მოხსენიება ჩვენს სარეკლამო განცხადებებში;
6. ... და დანარჩენი თქვენ შემოამატედ თუ რამეა კიდევ ...

PS. NatuRallY MilenNium,
რაღაი შენ დაიწყე ეს კარგი საქმე , ბარემ გახსენი ფორუმზე ერთი კარგი თემატიკა და იქ დავდოთ ყველა აზრი და იქ მოვილაპარაკოდ ყველაფერზე.
როგორც მე შევამჩნიე საკმაოდ ხალხი კითხულობს ფორუმზე პოსტს - 27 სექტემბერს დადებული ჩემი პოსტი ფორუმზე უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა (ეს რიცხვი რასაკვირველია აერთიანებს 1 პიროვნების რამოდენიმე შესვლას თემაზე)...

აბა კეთილი გზა გამოფენას smile.gif
მერე წავიბანკეტოდ davliot.gif"

იქნებ გავაგრძელოთ ეს თემა და მივიყვანოთ ბოლომდე ეს კარგი წამოწყება?
თან ერთმანეთს შევხვდებით - ზოგი დიდი ხნის უნახავი, ზოგიც პირვლად...
არ იქნება ცუდი საქმე - დავაზუსტოდ რამდენი კაცი მიიღებს მონაწილეობას, მერე აქედან გამომდინარე კაცს რამდენი ფოტოს გამოფენა შეეძლება, გამოფენილი ფოტოები რა ფორმით და რა ფორმატში უნდა იყოს შესრულებული, სად ჩავატაროდ (ამაზე იყო იდეის ავტორის კარგი შემოთავაზება) და ... თქვენც შემოგვიერთდით, დავამატოდ დასამატებელი და წავიწიოთ წინ ...
და ბედი თუ გაგვიმართლებს ან ახალ წელს ან ძველით ახალ წელს იქნებ დავადგათ თავი ამ კარგ წამოწყებას და განვაცხადოთ, რომ ჩვენ კიდევ ვცოცხლობთ... როგორც ეს იყო დიდი ხნის წინათ - ..."ჰოპლაა... ჩვენ ვცოცხლობთ"...
დამიჯერეთ ყველა მონაწილე და გამოფენის სტუმარი დიდად კმაყოფილები დავრჩებით...

ამოიღეთ ხმა ხალხნო... გამოიცოცხლეთ თავები... ძალიან გთხოვთ - "ბოკეს" სიცოცხლისათვის და ჩვენი გამოცოცხლებისათვის ნამდვილად ღიიიირს ბრძოლა... ნამდვილად... დამიჯერეთ...
მერე კი ქართველები ვართ და არ დავიკარგებით... smile.gif wick.gif

Tinachka
გიერთდებით, იდეა კარგია
ALQIMIK
bravo.gif
nusa
სულ მაქვს ამ სივრცის ნოსტალგია gavcitldi2.gif

გამიხარდება თუ გამოცოცხლდება და ისევ ისეთი აქტიური გახდება diax.gif
mindauger
ერთადერთი ფორუმია საქართველოში ფოტომოყვარულთათვის...
არადა რო გაიხედო ქუჩაში,გადახედო მაღაზიებს და ა.შ. ყოველ მეორეს სარკული უგდია სახლში..
პერაშკებივით იყიდება 2000 ლარიანი აპარატები.სად მიდის ეს ხალხი ან რატო არ ინტერესდებიან არ მესმის..
არვიცი ამ საიტის არსებობა იციან თუარა მაგრამ დაინტერესებული პირი მოძებნიდა.
ეს სიტუაცია ჩემი აზრით პირველ რიგში მაინც ადმინისტრაციის ბრალია...
საერთოდ არ ხდება საიტის რეკლამირება არცერთ ხალხმრავალ საიტზე თუ სივრცეში.
ერთი რასკრუტკა უნდა და ზღვა ხალხი წამოვა ისევ.
ნუ თუ ძველები არა ახლები მაინც.
ზოგადად ჩვენთან ფოტოგრაფიას ეგეთი ტალღები ახასიათებს...ხან ყველა ამ თემითაა გატაცებული და "ცვეტშია",ხან კაციშვილს არ ახსოვს.
ხო ბარემ აქვე ვიკითხავ..სონი ნექსის E-mount კიტ ლინზა ხო არ გაქვთ ვინმეს შეღავათიან ფასად?
marianita
ეჰჰჰ, კარგი იყო აქ smile.gif)
გათენდებოდა თუ არა შემოვქროდი, უამრავი რამ ვისწავლე, უამრავი ადამიანი გავიცანი, მადლობა ამისთვის <3
masu15m
დამეხმარეთ დავრეგისტრირდი სატზე ვერიფიკაციაც მივიღე მაგრამ სურათებს ვერ ვტვირთავ
Kamikadze
არ დაიჯერებთ და მეც აქ ვარ ხოლმე DDDD.gif ზოგჯერ შემორბენით მაგრამ აქ ვარ ხოლმე... ძველი დრო ძაან მენატრება მაგრამ რას ვიზავთ... ახალი სისხლი არ აღმოჩნდა საკმარისად დაინტერესებული ფოტოგრაფიით რომ გაეცოცხლებინა ეს საიტი. ხოლო ის კატეგორია რომელიც ბოკელი გიგანტების წასვლის შემდეგ ბოკეს ლიდერები უნდა გამხდარიყვნენ თავი გიგანტად მიიჩნია და ნაადრევად წავიდა, სხვებ თუ არ არიან აქ მე რაღა მესაქმებაო...

არადა ძაან მენატრება და მადლობა მართლაც ყველას ვინც ჯერ კიდევ აცოცხლებს ამ საიტს
Tokie
მოგესალმებით ^ რამდენიმე დღეა რაც დავრეგისტრირდი , მწყინს რმ ამდენი ხანია არსებობდა ფორუმი და მე აქაურობას არ ვიცნობდი ^
Sopho Nadareishvili
მეც ძალიან მენატრება ძველი დრო და თქვენ ყველანი მენატრებით bissss.gif
Subo
გამარჯობა ❤

მეც წავიკითხე და მოკითხვა ყველას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ✌
chele
ახალი ვარ angel.gif
Angelochik
wub.gif
roina
მადლობა რომ კიდევ არსებობს საიტი და არ თიშავთ. diax.gif diax.gif
Nikala
მეც მომენატრა აქაურობა 🥹❤️
SHONA
- visit website and win smartphone!
Kamikadze
სალამი ყველას! ძალიან იშვიათად მაგრამ მეც შემოვიჭყიტები ხოლმე! ძაან მახარებს რომ ჯერ კიდევ აქტიურია საიტი და მადლობა ამისთვის
qwerty
მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს ნათქვამს ვინმე წაიკითხავთ და თუ გამახარებთ "ბერიკაცს" და წაიკითხავთ, დაწერეთ ამ თემაში ერთი-ორი სიტყვა, რომ მინიმუმ "გავითვალოდ" მაინც რამდენი დავრჩით რეალურად - მაქსიმუმ კი შევეხმიანოდ ეს "სიმყუდროვე" ბოკეზე...სახალისო იყო, არა როგორც გოგოებთან, რა თქმა უნდა, მაგრამ სახალისო
SHONA
SHONA
meliqidze
AnGvaDa


Find Womans from your city for night
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.