BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> სემინარის მეშვიდე ნაკადი, ფოტოსემინარი დამწყები ფოტომოყვარულთათვის

| |
Shota Megrelishvili
post Feb 5 2008, 11:25
#1 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


2008 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მიიღება განაცხადები ფოტოკლუბი ბოკეს მიერ ორგანიზებულ ფოტო-სემინარის მეშვიდე ნაკადში მონაწილეობაზე. სემინარი განკუთვნილია დამწყებ ფოტომოყვარულთათვის!

მეშვიდე ნაკადის მეცადინეობის დაწყება იგეგმება 18 თებერვალს.

1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი მოიცავს 30 თეორიულ და 5 პრაქტიკული მეცადინეობის საათს.

2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.

3. სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება ხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.

4. სემინარის ხელმძღვანელია ელგუჯა შეყილაძე (Guja)
http://www.boke.ge/user/Guja

5. ფოტო-სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 350 ლარს. ფოტოკლუბი ბოკეს "სტაჟიანი" მომხმარებლებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება.

6. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

7. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ჭავჭავაძის I-ლი შესახვევი, II-კორპუსი, III სადარბააზო, პირველი სართული (მზიურის პარკთან, დუმბაძის სახლში, ბატონების გადაღმა მხარეს).

8. რეგისტრაციისათვის მობრძანდით ყოველდღე კვირის გარდა 14:00-დან 19:00 საათამდე. დაგვიკავშირდით: (ქალაქის ტელეფონიდან) 29 25 78, (მობილურიდან) 895 91 58 19.

მნიშვნელოვანი სიახლე: მათთვის, ვინც საიტზე რეგისტრაცია გაიარა 2007 წლის 1 სექტემბრამდე, მოქმედებს შეღავათი - სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 300 ლარს!

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ფოტო-სემინარის სრულ დეტალებს:
http://www.boke.ge/forum/?showtopic=11100
მიმართეთ ადმინისტრატორებს PM -ის საშუალებით, ან მობრძანდით "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში ზემოთ მითითებულ მისამართზე.


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Closed TopicStart new topicStart Poll
Guja
post Feb 10 2008, 13:40
#2 
Club Founder

Master Master
14,574


MaRi__,

არ არის აუცილებელი, სასურველი კია
გაგიხერხებთ რამეს, გადაღებით გადაგაღებიებთ და შეძენაზე მერე იფიქრებ

Added @
rivium,

უფასოდ ტარდება მასტერკლასები გასვლით, მაგრამ ახლა სიცივეა ნამეტანი და შეჩერებულია,
ბოკეს გამოფენებზე ხდება ფოტოების განხილვა
გალერეაში ფოტოებზე კომენტარებს დააკვირდი, საკლასო ოთახში შეიხედე ხოლმე და ეგ არის.
ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება ბოკედან თუ სურვილი გაქ. გალერეას რო უყურებ 90% მა ბოკეზე ისწავლა ფოტოგრაფიის ანბანი და არა მხოლოდ ანბანი. ასე რომ მეტი ყურადღება, მეტი შრომა და ყველაფერი კარგად იქნება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Shota Megrelishvili   სემინარის მეშვიდე ნაკადი   Feb 5 2008, 11:25
Sofio Gokhelashvili   :bravo: :bravo: მიხარია რომ ისევ გრძელდება სემ...   Feb 6 2008, 17:24
davit chaxi   აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას... მო...   Feb 6 2008, 22:48
meriko   duci, რა კარგი იყო არა? მენატრებააააა.... ხ...   Feb 7 2008, 00:12
Sopho Nadareishvili   [b]დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადა...   Feb 7 2008, 11:15
beshqena   მე გამოვგზავნე უკვე შევსებული ანკეტა...   Feb 7 2008, 19:08
rivium   კარგია რო გრძელდება მაგრამ... მაინც ვე...   Feb 8 2008, 19:55
MaRi__   მმმ....და აუცილებელია ფოტოაპარატი გქონ...   Feb 9 2008, 15:31
Guja   რამოდენიმე ფოტო სემინარებიდან [attachmentid=...   Feb 14 2008, 17:01
Guja   [attachmentid=15571] [attachmentid=15572] [b]Added @ [mergetime]1202995309[/b] ბოლო 2 ...   Feb 14 2008, 17:20
anelik   როგორი ფოტო აპარატი დამჭირდება? ანუ ც...   Feb 15 2008, 10:08
Shota Megrelishvili   anelik, დაბალი კლასის ციფრულიც საკმარისი ...   Feb 15 2008, 10:27
hey sexy   გამარჯობათ, ზაფხულში ან შემოდგომაზე ...   Feb 15 2008, 13:57
Guja   hey sexy, ეჰ, ზაფხულამდე მაცოცხლე :D იდეაში ...   Feb 15 2008, 14:06
Goderdzi Makharashvili   პირველი ორი ფოტო ჩემია მგონი ))))   Feb 15 2008, 16:10
Guja   OK დღეს ვიწყებთ საღAმოს 7 საათზე დღეს სა...   Feb 20 2008, 14:38
Goderdzi Makharashvili   მინდა მინდა დღეს მოვალ შემოგირბენთ   Mar 3 2008, 12:48
russ   მეც მინდა დასწრება სემინარზე და ეხლა ...   Mar 14 2008, 13:20
Guja   russ, სამწუხაროდ ახლა ვერ შემოგვიერთდებ...   Mar 14 2008, 18:34
russ   კარგი მაშინ აპრილიდან შემოგიერთებით ...   Mar 14 2008, 21:44
emoticon   აპრილის ნაკადზე რა ხდება? აუცილებლად ...   Mar 19 2008, 11:58
Guja   emoticon, რო გამოცხადდება მერვე ნაკადი შემ...   Mar 19 2008, 12:19


Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 21st June 2025 - 09:36

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'