დაიწყო ყველაფერი იმით, რომ გავმაზე "კარვის" ლაშქრობა სამსახურის გამო. უკვე გული მისკდებოდა როცა მოულოდნელად ჩემმა მეზობელმა გიორგიმ მითხრა რომ აპირებდა წასვლას თუშეთში და თუ მინდოდა მეც შემეძლო წაყოლა. თავდაპირველად 6-ნი უნდა წავსულვიყავით მისი გაზ-69-ით (ვინც არ იცის რა მანქანაა ეგ ფოტოებს რო დავდებ მიხვდება). ჯერ იდეაში იყო 9-12 აგვისტო მარა 2 დღით გადადება მოგვიწია. ამის გამო ორი კაცი ამოვარდა. ბოლო მომენტში მანქანის პრობლემებიც დაემატა ამას და უკვე ჩემი სამურაით ვაპირებდით წასვლას მარა საბედნიეროდ მაინც მოხერხდა გაზ-69-ით წასვლა. კიდე კაი მარტო 4 ვიჯექით მაქნანაში.
ამით შესავალი დამთავრდა.
შაბათს დილით ყველაფერი იმით დაიწყო რომ ეზოში 6 საათზე ჩასულს იქ არავინ დამხვდა. თურმე მაღვიძარამ არ იმუშავა და საბოლოოდ მარტო 7-ზე მოვახერხეთ გასვლა. წავედით მე, გიორგი, მამამისი ვაჟა და გიორგის ბიძაშვილი გოგა. ვინაიდან ტრასაზე მანქანა 70-ზე სწრაფად ვერ მიდიოდა თელავში გომბორით გადავედით რითაც მინიმუმ ნახევარი საათი მოვიგეთ. თუმცა თელავში დავკარგეთ ბლომად დრო ბაზარში რაღაცეების ყიდვაზე და საწვავის ჩასხმაზე. საწვავი ჩვენი მთავარი პრობლემა იყ. გაზ-69 მაინც ლამის ომისდროინდელი მანქანაა და ცუდ გზებზე 2-ჯერ მეტ საწვავს მიირთმევს. ფაქტიურად ძლივს გვეყო 70 ლირტი ბნზინი თელავი-თუშეთი-ალვანი გავლაზე. აქვე დავამატებ რომ თუშეთში უნდა მოხვდეთ სოფელი ფშაველიდან თვითონ ფშაველში გადასახვევი ჯობია იკითხოთ. ჩვენ გზის მაჩვენებელს გავყევით და ასე 5 კილომეტრამდე უაზროდ ვიარეთ სხვა ხეობის მიმართულებით.
მაშ ასე. თუ მიდიხართ ბაკურზიხის მხრიდან და თელავში არაფერი გესაქმებათ გადაუხვევთ ეგრევე ყვარლის მიმართულებით და ალაზანზე გადასვლისთანავე ეგრევე წახვალთ მარცხნივ ახმეტისკენ. გაივლით ნაფარეულს, სანიორეს და მერე ფშაველია. ეს მარშუტი ყველაზე მოკლეა. ოღონდ ვიმეორებ ფშაველში რომ შეხვალთ ომალოს მაჩვენებელისკენ არ გაყვეთ. გაუხვიეთ ახმეტისკენ და მერე ცოტა ხანში გადაუხვიეთ მარჯვნივ (ანდა იკითხეთ).
გომბორზე გადასულებს შეგიძლიათ ვარდისუბნიდან ალავედისკენ გაუყვეთ გზას (თუმცა ცოტა წრე გამოდის ასე) მე მაინც თელავის გავლით გირჩევთ გავლას.
გომბორზე გზა მაინც ცუდ დღეშია. თუმცა მოძრაობა აღდგა თუ ტრასაზე 90-100 შეგიძლიათ სიარული ბაკურციხეზე ჯობია გაიაროთ. ბაკურციხის გავლით თელავამდე 150 კიოომეტრია. გომბორიდან 100.
ბოლო ბოლო გავედით ფშაველიდან და გავიყევით მდ. სტორი (ან სთორი) ხეობას.
გაგრძელება იქნება.
მანამდე დავწერ რა მოვინახულეთ.
1 დღეს ომალო. და დავბანაკდით დართლოს ძირში ალაზნის პირას.
2 დღეს კვავლო და დართლო. მერე ჭეშო ფარსმანთა და გირევი (შორიდან რადგან ალაზანზე მანქაით გადასვლა აღარ გვინდოდა). შემდეგ დავბრუნდით ომალოში და გადავედით შენაქო დიკლოში. მარა დიკლოს ციხეს ვერ ვასწრებდით უკვე და წამოვედით უკან. დავბანაკდით ხისოსთან.
3 დღე დილით თევზაობის შემდეგ წავედით ტბაზე (სახელ არ მახსოვს)
4 დღეს დავბრუნდით უკან და გზად თავისუფალი დროის არესებობის გამო ვნახეთ კვეტერა.
ჩემი პირადი აზრით კვავლო-დართლო აუცილებლად სანახავია თუ ვინმე იქ წახვალთ. ასევე მაგარია ჭეშოს კირქვით ნაშენები კოშკები. თუმა თუ დიდი ხნით ხართ მაშინ ბოლოსკენ მოიტოვეთ რომ სხვა სოფლების სანახაობა არ დაიჩრდილოს.
*****
მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ესაა თუშეთში მინდინარე მშენებლობების მაშტაბები. არ ვიცი თბილისის გარდა მე საქართველოში სხვა კუთხე არ მინახავს სადაც ასეთი მაშტაბებით მიდიოდეს მშენებლობები (აჭარა და ურეკი არ მაქ ნანახი ). ფაქტიურად ყველა სოფელში სადაც გავიარეთ რაღაცას აშენებდნენ. ამან ყველაფერმა ძალიან კარგ განწყობაზე დაგვაყენა. მანქანების რაოდენობამ რომლებიც ჯერ დართლოში და მერე ხისოსთან, ჩვენ ბანაკთან დადიოდნენ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.