პირველ რიგში ჩამოტვირთეთ retouchartists.com_speed_test.zip ფაილი და გახსენით. 2 პაპკაა: MacOSX - Mac-ისთვის და Retouch Artists Speed Test - PC-ისთვის.
Action პაპკაში არის ასეთი ფაილი Retouch Artists Speed Test.atn - ეს ფაილი გაუშვით, რომელიც Photoshop-ში დააინსტალირებს Actioin-ს.
ფოტოშოპში შედით Preferences > Performance და შეცვალეთ მონაცემები, ისე როგორც ეს READ ME.rtf ინსტრუქციაშია მითითებული, ანუ:
1) History States = დააყენეთ 1-ზე (თუმცა, შეგიძლიათ 20-ზეც დააყენეთ უფრო რეალური რეზულტატისთვის)
2) Cache Levels = დააყენეთ 4-ზე
3) Memory usage = აირჩიეთ 100%
4) Set Any Processor usage to maximum (On laptops and iMacs, I'm system preferences on a Mac) - რომ არ დაგიმალოთ, ეს მეც ვერ გავიგე საიდან ყენდება ან რა პარამეტრზეა საუბარი!
ამ ყველაფრის მერე გადატვირთეთ კომპიუტერი და რომ ჩაირთვება გახსენით Photoshop და მხოლოდ და მხოლოდ Photoshop. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!!! სხვა არცერთი პროგრამა არ უნდა იყოს გაშვებული. Photoshop-ში Test Image პაპკიდან გახსენით Test Image.jpg (არწივი), მოიმარჯვეთ წამზომი და Actions-იდან გაუშვით Speed Test: ანუ გამოშალეთ Retouch Artists Speed Test, ლურჯად მონიშნეთ Speed Test და დააჭირეთ პატარა სამკუთხედს - Play Selectioin. გამოვა პატარა ფანჯარა. როდესაც დააჭერთ Continue-ს, წამზომი ჩართეთ. ტესტი რომ მორჩება გამოვა მეორე ფანჯარა, წარწერით STOP! გააჩერეთ წამზომი და ეგ იქნება თქვენი რეზულტატიც!