
ჯერ ეს ერთი რომ, ამ ორთვენაკლული სამი წლიდან წელიწადზე მეტი აპარატი არ მქონდა. მერე მქონდა, მაგრამ მეგონა რაღაც სჭირდა და კიდევ რამდენიმე თვე ვერ ვიღებდი, სანამ ზემორე მომხსენებელმა 250 ფირიანმა ახალგაზრდამ არ მოისხა მადლი და არ მითხრა, ელემენტი გამოუცვალეო

ჰო.. მერე გამოვუცვალე და ბოლო წელიწადნახევარში გამოდის 25 ფირი. არც ისე საგანგაშო შედეგია

და ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია პროპორციები და შეფარდებანი რაოდენობასა და ხარისხს შორის

და კიდევ უფრო ბოლოს, მაცადეთ ბატონო
