Help - Search - Member List - Calendar
Full Version: დააფიქსირე შენი ძველი თბილისი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2
rusca san
ენთუზიასტების ჯგუფი მუშაობს პროექტზე თბილისის მცირე ხელოვნების ნიმუშთა მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. დღეისათვის უკვე გადაღებული და დაარქივებულია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობების ფასადები და მათი უნიკალური დეკორტიული დეტალები. მიმდინარეობს გადაღება სოლოლაკის რამოდენიმე ქუჩაზე. თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დეკორატიული ნიმუშები ყოველდღიურად ნადგურდება. სანამ გვიან არაა გვინდა რაც შეიძლება მეტის გადაღება და დაფიქსირება მოვასწროთ. ვისაც გაქვთ სურვილი შეიარაღდით თქვენი ფოტოპარატებით და შემოგვიერთდითsmile.gif
LENNY
სად და როდის?
rusca san
ხუთშაბათს, 6.30-ზე შევხვდეთ მაჩაბლის 15-ში, ტფილისის ჰამქრის ოფისში.
Gogia
დააფიქსირე შენი ძველი თბილისი -
ძალიან ცუდი ქართულით დაწერილი წინადადება
rusca san
smile.gifმადლობთ მაგრამ იქნებ მითხრა კონკრტულად რატომ? გრამატიკულად მგონია გამართულია, შეიძლება შინაარსობრივადაა გაუგებარი? და შენ რას დაარქმევდი ?
LENNY
მე თანახმა ვარ
Tamri
ია ზაააა
DDDD.gif
gigus
სათაური გამართულია თუ გაუმართავი აზრს მშვენივრად გადმოსცემს

ია ტოჟე ზააა DDDD.gif
archigio
ზა მარა არ მცალია DDDD.gif
Nikala
Gogia

კაი რა DDDD.gif
rusca san
მადლობთ კეთილო ხალხოsmile.gif შეხვედრის ადგილი უცვლელია
მიხარია რომ ყველანი ხართ "ზა" .
მოცლას რაც შეეხება - ჩვენ ყველას თვისი საქმე გვაქვს გარდა ქუჩებში ფოტოაპარატით ხეტიალისა, მოდით შევხვდეთ და იქნებ თვითეულმა ჩვენი პატარა დოზა გავინაწილოთ, , თუ არადა მორალურ მხარდაჭერას მაინც დიდად ვაფასებsmile.gif
ninito
ისა და დილის 7-ის ნახევარი, თუ საღამოს? blink.gif

და გადაღება როდისთვის იგეგმება?

სოლოლაკის ყველა კუთხე კუნჭული ვიცი... gavcitldi2.gif
gigus
archigio
მოიცალე სიმონ...DDDD.gif ყავა დავლიოთ ერთადwick.gif


ninito

QUOTE
ისა და დილის 7-ის ნახევარი, თუ საღამოს?


რამოგივიდა შენ კიდე? დილას რათქმუნდა B).gif
rusca san
7 ის ნახევარი - საღამოს smile.gif
გადაღებას დავიწყებთ როგორც კი ყველანი შევიკრიბებით და დავგეგმავთ ვინ, რომელ ქუჩაზე დ რა რეჟიმში გავა
ninito
: ) კაი გიგა, შენ დილით მოდი... lol.gif

ანუ იმდღესვე?

წინასწარ უნდა ვიცოდე...ციფრულს ვითხოვებ მაგისთვის...თორემ ჩემი ფირით გავიყიდები DDDD.gif
rusca san
არა რა თქმა უნდა საღამოს 8-საათზე ვეღარ გადაიღებ smile.gif მოვიფიქრებთ ერთად
ninito
ოკ... DDDD.gif
Tamri
წვიმის შემდეგ მზე რომ გაანათებს მაშინ გადაიღეთ smile.gif
rusca san
FINAL CALL
ყველა მათთვის ვისაც ამ თემაში შემოუხედია:
ხვალ 6.30-7.00-ზე საღამოს მაჩაბლის 15-ში შევხვდებით ვინც ვაპირებთ ძველი თბილისის გადაღებას.
Tarkhan Gasviani
ესე უნდა იყოს
შენი,დააფიქსირე თბილისი ძველი lol.gif

რა მაინტერესებს რა ორგანიზაცია ხართ?
სად შეინახება ფოტოები?
ჩვენი რა სარგებელი რო გადავიღებთ?
სადმე გამოიფინება ფოტოები?

ცოტა დაწვრილებით თუ შეილძება
Nino Tabutsadze
rusca san,
ცნობისთვის 8ზე ბნელდება smile.gif
rusca san
ეს არ არის ორგანიზაცია, ჯერჯერობით მოხალისეების საინიციატივო ჯგუფია..
ფოტოები შეინახება მონაცემთა ბაზაში, რომელიც, ვფიქრობ უნდა გდაეცეს თბილისის ისტორიის მუზეუმს ან იმ სხვა ორგანიზაციას, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ინფორმაციის განახლება, ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ. გამოფენას მოვამზადებთ, თუმცა სად გამოიფინება ჯერ არ ვიცი, გააჩნია მასალას
be_qa
rusca san,
ეგრე ზოგაგდად საუბრით საქმე არ კეთდება, კონკრეტული გეგმა უნდა ჩამოაყალიბო და იმის მიხედვით შეკრიბო ხალხი თორემ რას და რატომ აკეთებთ ჯერ თქვენ ვერ გაგირკვევით და მე რო მოვიდე რამეს გამაგებინებთ?

QUOTE
ეს არ არის ორგანიზაცია, ჯერჯერობით მოხალისეების საინიციატივო ჯგუფია..

ვინ არის ჯგუფის ხელმძღვანელი?

QUOTE
ფოტოები შეინახება მონაცემთა ბაზაში,

რა სახის ბაზაში სად ვისთან?

QUOTE
ვფიქრობ უნდა გდაეცეს

ჯობდა ჯერ მოგეფიქრებინა რას და როგორ აპირებთ.

QUOTE
თბილისის ისტორიის მუზეუმს ან იმ სხვა ორგანიზაციას, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება,

ვინ არიან ეს დაინტერესებული პირები? და ჩვენ რა დაინტერესება გვაქვს ამ საქმეში?

QUOTE
ინფორმაციის განახლება, ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ.

გავრცელება რისი საშვალებით? პრესა მასმედია თუ რამე სხვა, სად ვავრცელებთ ?


QUOTE
გამოფენას მოვამზადებთ, თუმცა სად გამოიფინება ჯერ არ ვიცი, გააჩნია მასალას


ჰოოოDDDD.gif ესე ზოგადი მიდგომით არაფერი გამოვა უნდა ჩამოყალიბდეთ.
rusca san
project proposal-ს ვერ დავაკოპირებ გამოვფენ ფორუმში იმ მარტივი მიზეზის გამო რომ გრძელია. თუმცა ასეთი კონკრეტიკა არსებობს.

რაც შეეხება პირად გამორჩენას - უკვე ვთქვი რომ ვეძებთ მოხალისეებს - ანუ - პირებს რომლებიც პირად სარგებელზე ნაკლებად არიან ორიენტირებულნი.

საინტერესო იქნება თუკი ჩვენი იდეა - მონაცემთა ბაზა განთავსდეს მუზეუმში - მისაღები იქნება პუბლიკისათვის?
be_qa
QUOTE
საინტერესო იქნება თუკი ჩვენი იდეა - მონაცემთა ბაზა განთავსდეს მუზეუმში

ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა და იმაზე შორს არ მიდის "ვიდრე მე მინდა"... თანახმაა საერთოდ მუზეუმი? თუ ეს ფოტოების გადაღების შემდეგ უნდა გაირკვეს?
rusca san
მუზეუმთან დაკავშირებით კიდევ არის დასაზუსტებელი დეტალები, მაგრამ სამინისტროსთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. მათ აქვს საინფორმაციო სისტემები, სადაც ეს ბაზაც განთავსდება. პრინციპში წინამძღვრიშვილის ქუჩის მაგალითზე შექმნილი ვერსია საკმაოდ მობილური იყო.
Sopho Nadareishvili
rusca san,
სპონსორი თუ გყავთ ამ საქმისთვის?
ან რამე პროექტის ფარგლებში კეთდება?
თუ თავიდან ბოლომდე მოხალისეების დონეზეა?
be_qa
rusca san,
ხვალ თუა მცალია და მოვალ. ტელეფონი PM-ში მითხარი.
DIKARKA
rusca san
მე თუ არ დამავიწყდა და თუ მოვახერხე ხვალ მოვალ DDDD.gif
და ისე 6;30 გვიანი არ არის გადაღებისთვის?
ხალხნო რაღაც სექტაში არ შეგვიტყუონ lol.gif lol.gif
gigus
იმედია ხვალე კაი ამინდი იქნება....
DIKARKA
gigus
DDDD.gif
ახლა არ მითხრა რომ მოდიხარ tongue.gif
rusca san
QUOTE(DIKARKA @ Apr 4 2007, 21:17)
და ისე 6;30 გვიანი არ არის გადაღებისთვის?


როგორც ვატყობ, ზოგ თქვენთაგანს ჰგონია რომ ხვალ საღამოს ყიჟინით გავცვივდებით ფოტოების გადასაღებად. DDDD.gif არადა 7 საათი მართლაც საკმაოდ გვიანია.
მოკლედ ხვალ ვიკრიბებით იმიტომ, რომ - გავიცნოთ ერთმანეთი და ყველას გაჩვენოთ უკვე გადაღებული მასალა, რის შემდეგად გავინაწილებთ ვინ რომელ ქუჩას გადაიღებს, რა რა დროის მონაკვეთში, ისე რომ ყველას თანაბარი რაოდენობა შეხვდეს და ერთი და იგივე არ გადაიღოს რამოდენიმემ. ოკ? არის რამე სხვა იდეა?
DIKARKA
rusca san
არა უფროსო!!ხვალ ამ დროს ვიქნები ადგილზეDDDD.gif
lol.gif
rusca san
დიდი მადლობა ყველას ვინც მოვიდა გუშინ, და იმათაც ვისაც უნდოდა მოსვლა და ვერ მოვიდაsmile.gif.
მოკლედ, ჩვენ ვაგრძელებთ გადაღებას სოლოლაკში. ქუჩები ძირითადად გავინაწილეთ - ასათიანი (ძველი ენგელსი), დადიანი, მაჩაბელი, ტაბიძე, ქიქოძე, იაშვილი, ჭონქაძე, დავითაშვილი, სერგო მესხის, გერგეთის, კოჯრის ქუჩები. ჯერჯერობით ამ უბანში "უპატრონოდ" დაგვრჩა სულხან საბას ქუჩა, ლეონიძე და ჩაიკოვსკი.
გადაღების პრონციპია - ჯერ სახლის ნომერი, მერე ფასადის საერთო ხედი+ დეტალები. ვიღებთ მხოლოდ ფასადებს, რადგნაც ეზოებში "შეღწევა" და მერე იქ ცნობისმოყვარე მეზობლების "მოგერიება" ხშირად დიდი პრობლემაა. იგივე პრობლემის გამო არ ვიღებთ სადარბაზოს ინტერიერებს, თუმცა მე პირადად გული არ მომითმენს რომ არ გადავიღოsmile.gif
შემდეგი შეხვედრა გვექნება ორი კვირის მერე, ხუთშაბათს, საღამოს 7-ზე. მოვალთ ჩვენი "ფოტონანადირევით":)




rusca san
დღევანდელი შეხვედრა გადაიდო ხვალისთვის. ანუ შევხვდებით პარასკევს 20 აპრილს 7 საათზე ჰამქრის ოფისში
Roma
rusca san,
და მეც მინდა მოსვლა..და სად მოვიდე? არ ვიცი ეგ სადაა და... unsure.gif smile.gif
rusca san
ტფილისის ჰამქრის ანუ თბილისზე მზრუნველთა საზოგადოების ოფისი, მდებარეობს მაჩაბლის 15-ში, სოლოლაკში
Roma
rusca san,
ვეცდები მოვაგნო wick.gif
rusca san
ძნელი არაა - ეროვნულ ბანკთან ლეონიძეზე არის გადასახვევი მარცხნივ მაჩაბელზე იქ სულ პირდაპირ ქუჩის ბოლოში არის 15 ნომერი. შემდეგი შეხვედრა როცა იქნება დავაზუსტებ და მოდი თუ გაინტერესებს
Roma
rusca san,
შემდეგზე მოვალ აუცილებლად....იმ დღეს შვიდის ნახევარზე წვიმა წამოვიდა და ჩავთვალე რო აღარ ქონდა აზრი ჩემ მოსვლას...

ისე ამ ბოლო დღეებში თბილისში 4 დან ესე 6 საათამდე ძალიან კაი განათებაა და მაგ დროს ჯობია გადაღება მგონი wick.gif
gigus
Roma,

მოდი მოდი, მაგ დროს კი არ ვიღებთ, უბრალოდ ვინაწილებთ ვინ რა უნდა გდაიღოს
rusca san
განათება მშვენიერია, თუმცა ალბათ მაინც გააჩნია რომელ მხარეს იღებ.
TATI
დიდი სიამოვნებით დაგიდგები(თ) გვერდში!
როდის იკრიბებით? smile.gif
rusca san
პრივეტ თათი!:) შენი დახმარება ნამდვილად დაგვჭირდება gavcitldi2.gif ერთი უნიკალური სადარბაზოა ტაბიძეზე და "დაუნდობლად" უნდა გადავიღოთ DDDD.gif
ხუთშაბათს გვაქვს შეხვედრა საღამოს
გადაღებაზე რომელიმე დღე შევარჩიოთ ოკ?
Roma
rusca san,
7 ზე ისევ?
TATI
რუსო priveeeet.gif
აბა რა აუცილებლად შევარჩიოთ და მე შენთან მიგულე. თან საინტერესოა მაგ სადარბაზოს ამბავი... iscavlet-.gif
kiss3.gif
rusca san
კი ისევ 7-ზე
llevancho
QUOTE

dathuna
7ზე სად? ვერ გავიგე smile.gif
მინდა მეც smile.gif
sandriko
dathuna smile.gif
მემგონი უკვე შეიკრიბნენ და გადაიღეს, თარიღებს დახედე
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.