QUOTE
მეგობრებო, დაახლოებით 2 თვის წინ რუსთავი2-ზე გავიდა რეპორტაჟი უპატრონო ბავშვთა სახლზე, Dუშეთის ერთ-Eრთ სოფელშია. რამდენადაც მე ვიცი ფორუმელები უკვე დაეხმარნენ პატარებს. ბავშვები საშინელ პირობებში არია, შეიძლება ითქვას რომ მათ არანაირი პირობა არ გააჩნიათ! ძალიან გთხოვთ, გამოიმეტეთ ბავშვებისთვის ნებისმიერი სახის დახმარება, მათ არაფერი არ აქვთ ვიზრუნოთ ამ სითბოსა და სიყვარულს მოკლებულ პატარებზე. ამ აქციის მთავარი მიზანი კი ის არის, რომ მათ იგრძნონ რომ ისინი არ არიან მარტო, რომ მათძე ზრუნავენ. ველი თქვენს გამოხმაურებას, შევაგროვოთ ყველაპერი და ერთად ვეწვიოთ პატარებს და ვაჩუქოთ პატარებს მზის სხივები
ამ სიტყვებს გამოეხმაურა ზღვა ხალხი... და შეგროვდა უამრავი სხვადასხვა სახის საჩუარი...
უბრალო ბუშტიდან დაწყებული ქურთუკით დამთავრებული...
10 მარტს ნინას ეზოში დაიტვირთა მანქანა და საჩუქრები (რამოდენიმე ბოკელთან ერთად) დაიძრა დუშეთის მიმართულებით
საჩუქრების პირადად გადაცემის საშვალება მოგვეცა ბოკეს შემდეგ წევრებს:
ნინა მაწონი, ერეკლე, საბაი, ჭიპო, ლუიჩკა, ნინო მაგენეიშვილი, თათა (ნიკი არ მახსოვს) ნიკუშა დვაცატ-ტრეწი, ნინას ძმა (არც მისი ნიკი მახსოვს


თბილიშივე შეგვხვდა ამ ბავშვთა სახლის დირექტორი (ბატონი ზაზა) და წინ გაგვიძღვა.
ფერად-ფერადი ბუშტების ბერვაში გართულებს გზა ძალიან მოკლე გვეჩვენა და აი ჩავედით კიდეც...
იქ დაგვხვდა 20 ამდე სახეგაბადრული და ნათელი მზერა

უნდა გამოგიტყდეთ რომ რატომღაც მეშინოდა ამ შეხვედრის... არ ვიცოდი როგორ დაგვხვდებოდა პატარა ადამიანები ... და მეც და ბავშვებიც პირველი 10 წუთი ერთნაირად ვმორცხვობდით...
საბოლოოდ ნინამ გვიშველა... და ბავშვებს წინასწარ გამზადებული (ლამაზ შეფუთვაში) საჩუქრები პერსონალურად დაურიგა
ბევრი რომ არ გავაგრძელო პატარებს ძალიან გაუხარდათ სტუმრების ჩასვლა ...
ვხატეთ ბატონო... ოთახიც ვღებეთ ბატონო (ერეკლემ მთელი თავისი ენერგია და არქიტექტურული განათლება ჩააქსოვა ამ საქმეში) ... ფეხბურთიც ვითამაშეთ ჩემო ბატონო... და ბურთიც გავხეთქეთ

მოკლედ პოზიტიური ენერგიის დიდი რაოდენობით გაცვლა-გამოცვლა მოხდა იმ დღეს
ყველაზე პატარებმა 4 წლის გიორგიმ და 5 წლის ნინომ (და-ძმა) წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვეს ჩემს მეხსიერებაში... საყვარლებიიიი

აქვე ისიც უნდა ითქვას რომ მიუხედავად დირექციის დიდი მონდომებისა ბავშვებს არ აქვთ ნორმალური პირობები... არის წყლის პრობლემა რომელიც შენობაში არ შედის... ოდნავ მოშორებით დგას ჭა რომლიდანაც ეზიდებიან წყალს.
აქედან გამომდინარე ლოგიკურია რომ შენობაში არც აბაზანა და არც სან. კვანძი არარსებობს...
თუმცა დავინახე დირექტორის და გამგებლის დიდი მონდომება რომ ბავშვებს შეუქმნან უკეთესი პირობები... თუმცა ისიც ნათელია რომ მარტო, დახმარების გარეშე, ძალიან გაუჭირდებათ...
ბოლოს როდესაც ჩვენი მისია იმ დღეს ამოწურულად ჩავთვალედ და თბილისისკენ წამოსვლა განვიზრახეთ ბატონმა ზაზამ ქვა ააგდოდა თავი შეუშვირა... დუშეთის ხინკალი რომ არ ჭამოთ არ იქნებაოო...
შეგვიპატიჟეს და გაგვიმასპინძლდნენ...
პ.ს. არც ღვინო იყო ურიგო
ასე ემოციებით დატვირთულნი შევუდექით თბილისისკენ გზას...
აქ ბავშვების სახელით მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ... ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ კეთილ საქმეში... განსაკუთრებით ნინას რომელმაც წამოიწყო ეს ყველაფერი... და ბავშვებს ესეოდენ დიდი სიხარული აჩუქა
ნიზკი პაკლონ

პ.ს. რეპორტაჟიდან შეგნებულდაა ამოიჭრილი ის ეპიზოდები სადაც რუსთავი 2 ფიგურირებს...

თუმცა არც იმის უფლება არ მაქ, რომ არ ვთქვა.
იმ დღეს ბოკესთან ერთად ქალბატონმა ნინო არაზაშვილმა ბავშვებს ძალიან ბევრი საჩუქარი ჩაუტანა...
ნინამ დაიწყო ... თან ღიმილი

მადლობა არცერთს არ ავიწყდებოდა

ნინო სმოტრიტ ნა ნინა

Added @ [mergetime]1173613694[/mergetime]
აბა რა ვთქვა ... ნახეთ რა სახეებია






Added @ [mergetime]1173613734[/mergetime]
ესეც ნინო არაზაშვილის საჩუქრები

ესეც კამანდა

პატარებზე ნაკლებად არც ჩვენ გვიხარია


ჭამის მინიტრი


არა მარტო ბავშვებს უხაროდათ

თუ არ ვცდები ... გარემოს დაცვის მინისტრი

Added @ [mergetime]1173613752[/mergetime]
ვხატავთ ბატონო

ვღებავთ ბატონო

ესეც დამშვიდობება
