
ჰო კიდევ მადლობა შოთას რომ არა ის, ალბათ ეს ფორუმიც არ იარსებებდა და ჩვენც ვერ მოვახერხებდით ერთმანეთის გაცნობას და შეკრებას


უფლისციხეში წასვლის იდეა sabai-ს ეკუთვნოდა, მაგრამ თვითონ სად გაქრა დღემდე უცნობია ჩემთვის, მოკლედ მუდმივად მაოცებს ხალხი....
ესეიგი ქართველების გადამდები სენი, დაგვიანება მეც გადამედო და ამჯერადაც დავაგვიანე, ჯერ კიდევ შუა ძილში ვიყავი, როცა არჩიგიო დილის 8-ის ნახევარზე, ავტოსადგურზე "მარშუტკას" ეძებდა




შევიძინეთ ყველა საჭირო პროდუქტი და უფლისციხისკენ გავემართეთ, მგზავრობის მომენტები და სხვა დანარჩენიც, ზემოთ მოცემულ ვიდეოშია გადაღებული

თითქმის ყველა ვიყავით ნამყოფი სკოლიდან უფლისციხეში, მაგრამ არცერთს არ გვახსოვდა

ესეც უფლისციხე, მართლაც ულამაზესი ადგილია

ესეც ციხის ტერიტორიაზე არსებული ნანგრევები:



აგერ უკვე ფანტაზია ვიდეოს იღებს


აქ კი მე და შომი ვსაუბრობთ


დამთვალიერებლები და ტურისტები იყვნენ უამრავი, ცოტა ვიპაპარაცე, არამგონია ამ გოგოს ეწყინოს ფოტოსატზე მოხვედრა, თუმცა ვინ იცის...
